განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
330100118002333130
ინსტანცია
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002333130

საქმე №1ბ/550-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ-----–---------ის,მსჯავრდებულ - მ-----–-----------ის,ადვოკატ - ი--------------–---–ის მონაწილეობით

 

მსჯავრდებულ მ-----–-----------ის ადვოკატ ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-----–---–-------------------------ის მიმართ - დაბადებული 19---–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ01---------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–----------------------–-–-–-–---–------------------–--------------------–------------------–-------–----–----–-----------------–----------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მარტის განაჩენით:

 

მ-----–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

მსჯავრდებულ მ-----–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის დროიდან - 2019 წლის 01 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ მ-----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

მ-----–-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ ფლობელობასა და გამგებლობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ: 2016 წლის 27 სექტემბრიდან, 2017 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, შპს ,,ჯ------“-ს (ს/ნ 4--------) სავაჭრო აგენტმა მ-----–-----------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული 28 212.95 ლარის ღირებულების პროდუქცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-----–-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ პირობითი გამოსაცდელი ვადის შემცირება. საჩივარში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, უკანონო და ზედმეტად მკაცრი. სასამართლომ არ გაითვალისწინა მ-----–-----------ის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და არცერთი მტკიცებულება არ გაუხდია სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ მ-----–-----------ე წარსულში არ არის ნასამართლევი, ყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ფაქტობრივად, იგი წარმოადგენდა ოჯახის ერთადერთ მარჩენალს, რაც სასჯელის დანიშვნის დროს მნიშვნელოვან და გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა მ-----–-----------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ მ-----–-----------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, სრულად დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულის წარმომადგენლის მ------------ის, მოწმეების - შ----------------–-–---–-------------------------------------------–---–-----------------------–------–----------------–----–--------------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; შ.პ.ს. ,,ჯ------ს“-ის დირექტორის განცხადებით და თანდართული ხელშეკრულებებით და ხელწერილებით; ახსნა-განმარტებებით; ინვენტარიზაციის აქტებით და თანდართული დოკუმენტაციით; სასაქონლო ზედნადებებით; პროდუქციის რაოდენობრივი ბრუნვის ამსახველ დოკუმენტაციითს; დათვალიერების 2018 წლის 22 იანვრის ოქმით; 2017 წლის 20 ივნისის თემატური შემოწმების ცნობით და დანართებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და თანახმად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებაში და მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ-----–-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-----–-----------ის მიმართ დანიშნულ პირობით მსჯავრს და გამოსაცდელ ვადას, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს - პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე, კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მ-----–-----------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული; ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, ასევე პირობითი მსჯავრის პერიოდში დაუწესა გონივრული გამოსაცდელი ვადა, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ-----–-----------ის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, ასევე, პირობითი მსჯავრის პერიოდში დაწესებულია გონივრული გამოსაცდელი ვადა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ამდენად, სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ-----–-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 მარტის განაჩენი;

 

მ-----–-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

მსჯავრდებულ მ-----–-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის დროიდან - 2019 წლის 01 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ მ-----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ მ-----–-----------ეს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ბ. ბუგიანიშვილი