განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
330100115972757
ინსტანცია
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115972757

საქმე №1ბ/370-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ნინო სოლომნიშვილის, მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ხ-----------------ის

გამართლებულის: გ--------------–---–ის

ადვოკატის: ნ-----------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----------------–----–---------------, კ-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------–----–--------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------–---–ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 00:50 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ--------------–---–ი მართავდა მიკროავტობუსს და „საგზარ მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ჩამქრალი ფარებით მოძრაობდა ქ-------–--–----------–---–--------------------–----–---–------------------------–--------------------------–--ით, რა დროსაც წრიულ მოძრაობაზე შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და მას შეეჯახა ო--------–---ის მხრიდან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით მოძრავი გ-------–----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. შეჯახების შემდგომ, გ--------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფმა მიკროავტობუსმა შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, ავარდა გ---–---ს მოედნის მიმართულებით სამოძრაო გზის მხარეს არსებულ სამკუთხედის ფორმის უსაფრთხოების კუნძულზე, სადაც დაეჯახა ქვეითს - თ----------–---–ს, რის შემდგომაც გააგრძელა მოძრაობა, გადავიდა გ---–---ს მოედნის მიმართულებით სამოძრაო გზის საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა რ-----------------–-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით თ----------–---–ი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც იმავე დღეს გარდაიცვალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხ-----------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის, როგორც უკანონო განაჩენის, გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და გ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ გ--------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ--------------–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხული გ-------–-----------ის ჩვენებით, საკუთრებაში ჰყავს ავტომობილი „ფ---–-–------------ი“, სახელმწიფო ნომრით - „F------“. 2013 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, იმყოფებოდა ქ-------–--–---------------------------–---------------ზე და ო--------–-- ჰ---ს მხრიდან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით. მსვლელობისას, როდესაც მიუახლოვდა დ-----–---–ის მოედანს, სანამ შევიდოდა წრიულ სამოძრაო გზაზე „დაუთმე გზასთან“, შეანელა სიჩქარე 20 კმ/სთ-მდე და შეუჩერებლად განაგრძო მსვლელობა ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით. ვიდრე შევიდოდა დ-----–---–ის მოედანზე, „დაუთმე გზიდან“, გაიხედა მარცხენა მხარეს, არ იყო არანაირი ავტომობილების მოძრაობა და გააგრძელა მსვლელობა იმავე მიმართულებით. გაიარა „დაუთმე გზიდან“ დაახლოებით 20 მეტრი მანძილი, რის შემდეგაც ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრიდან გ---–---ს მოედნის მიმართულებით სწრაფად მოძრავ ავტომანქანა - „ფ------------------ს” წინა ნაწილით შეეჯახა, მის მარჯვენა გვერდით ნაწილში. შეჯახების შემდეგ, აღნიშნულმა „ფ------------------მა“ დაკარგა მართვა, რის შემდეგაც ავარდა გამწვანების გაზონზე და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ქალბატონს. ქვეითზე შეჯახების შემდეგ აღნიშნული მიკროავტობუსი შეეჯახა გ---–---ს მოედნის მხრიდან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით მოძრავ „ფ---–------------–--ს“, ხოლო შემდეგ დაეჯახა რესტორან „ა---------ს“ კედელს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ავტომანქანა „ფ------------------ის“ მძღოლს არ ჰქონდა ჩართული ფარები და მოძრაობდა სწრაფად. ვინაიდან შემთხვევის ადგილზე იყო საშუალო განათება, მიკროავტობუსი შენიშნა დარტყმის წინა მომენტში.

 

მოწმე რ-----------------–-ს განმარტებით, ჰყავს ავტომანქანა „ფ---–------------–--ი’’ სახელმწიფო ნომრით - „I------“. 2013 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, იმყოფებოდა ქ. თბილისში და აღნიშნული ავტომობილით გ---–---ს მოედნის მხრიდან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით სავალი გზის პირველ სამოძრაო ზოლში დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა მარტო. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, როდესაც მიუახლოვდა რესტორან „ა---------ს” მიმდებარე ტერიტორიას, უეცრად შენიშნა „ფ------ ტ---------ის” მარკის ავტომანქანა, რომელიც ასული იყო გამწვანების გაზონზე და შეეჯახა იქვე მდგარ ქვეითად მოსიარულე ქალბატონს, რის შემდეგ შეეჯახა მის მანქანას. აღნიშნული შეჯახების შედეგად, მისი ავტომობილი ინერციით შემოტრიალდა მარცხენა მხარეს, ხოლო შემჯახებელი „ფ------------------ი” შეეჯახა რესტორან „ა---------ს” კედელს წინა ნაწილით. შეჯახების შემდეგ, ჩამოვიდა ავტომობილიდან და ნახა, რომ ქვეითად მოსიარულე იწვა ასფალტზე. მანვე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო კარგი განათება და კარგად ჩანდა განვითარებული მოვლენები.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ი-------------ის განმარტებით, მისი მეუღლე - თ----------–---–ი მუშაობდა რესტორან „ა---------ში“. პირველს აკლდა წუთები, როდესაც დაუკავშირდა და რომელმაც აცნობა, რომ ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას თ----------–---–ი უკვე გადაყვანილი იყო ი-----------ს საავადმყოფოში, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მეორე დღეს, დაახლოებით 4:00 საათისთვის, მისი მეუღლე გარდაიცვალა. თ----------–---–ის თანამშრომლებისგან, ვინც მასთან ერთად იყვნენ გაჩერებაზე შემთხვევის დროს, მისთვის (მოწმისთვის) ცნობილი გახდა, რომ დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა შეეჯახა მეორე ავტომანქანას, რომელმაც შეიცვალა მიმართულება და დაეჯახა მის მეუღლეს. ბრალდებული მივიდა ი-----------ს საავადმყოფოში და მიუსამძიმრა, თუმცა მას შემდეგ არ უნახავს. აქედან გამომდინარე, დამნაშავის მიმართ გააჩნია მატერიალური და მორალური პრეტენზია, რადგან მის მეუღლეს დაეჯახა და არანაირი ყურადღება არ გამოუხატავს მისი ოჯახის მიმართ.

 

მოწმე გ--------------ის განმარტებით, მუშაობს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2013 წლის 27 ოქტომბერს მორიგეობდა პატრულ-ინსპექტორ ნ------------------ესთან ერთად. ღამის საათებში მიიღეს შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე. გამოცხადდა ორთაჭალაში, დ-----–---–ის მოედანზე, სადაც დახვდა სამი ავტომანქანა, ხოლო ქვეითად მოსიარულე უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მოიძია დაზარალებულის და მძღოლების მონაცემები, შეადგინა ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ. ცნობის შესაბამისად, დადგინდა მძღოლების ვინაობა, ადასტურებს ცნობაში მითითებულ გარემოებებს. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ჩართული იყო ლამპიონები და განათებული იყო დღესავით. მის (მოწმის) მიერ შედგენილ ცნობაში მითითებული „შეუზღუდავი მხედველობა“ ნიშნავს, რომ მძღოლის მხედველობას არაფერი ფარავდა და უნდა დაენახა ნებისმიერი საფრთხე.

 

მოწმის სახით დაკითხული, გამომძიებელ ნ------------------ის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მივიდა დაახლოებით ღამის პირველ საათზე. შემთხვევის ადგილი განათებული იყო ლამპიონებით და მხედველობა იყო შეუზღუდავი. მის მიერ მოპოვებული იქნა მძღოლების მონაცემები და შედგენილი იქნა სქემატური ნახაზი, რომელშიც ასახულია მისი მისვლისას შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაცია, რომლითაც დადგინდა, რომ „ფ---–------------–--ი’’ მოძრაობდა სანაპიროს მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ნიშანი ,,დაუთმე გზა“. „ფ------------------ი“ მოძრაობდა ჩ---–----–---–ის მხრიდან პირდაპირ გ---–---ს მოედნის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, როდესაც მძღოლი პირდაპირ მოძრაობს, არ არის ვალდებული, ჩართოს მოხვევის მაჩვენებელი.

 

მოწმე მ--------------ის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა „ფ------------------ი", სახ. ნომრით - „C------“. 2015 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, მისი მიკროავტობუსით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე, ბენზინგასამართი სადგური „ვ-----–ის" წინ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მისი ავტომანქანა, რომლის საჭესთანაც იჯდა პირადად, განთავსებული იქნა აღნიშნული ავტოგასამართი სადგურის წინ, ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრიდან გ---–---ს მოედნის მიმართულებით. გამორთო შუქფარები, აღნიშნულ ექსპერიმენტში მონაწილეობდა, აგრეთვე, ვერცხლისფერი „ფ---–--------------ი“ და მისთვის უცნობი ახალგაზრდა ქალბატონი. მიუხედავად იმისა, რომ იყო ღამის საათები, მისი ავტომანქანა მოედანზე შემოსვლისა და გასწორების დროს გარკვევით ჩანდა მისგან მარჯვნივ, ახალი სანაპიროს მხარეს გაჩერებული „ფ---–-------იდან".

 

მოწმე ა-----–-----------–---–ის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. 2015 წლის 28 მარტს, ღამის საათებში, მისი მსუბუქი ავტომანქანა „ფ---–--------------ი“ განთავსებული იქნა ახალი სანაპიროს მხრიდან, ანუ ო--------–---ის მხრიდან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით დ-----–---–ის მოედნის კვეთასთან არსებულ ჰორიზონტალურ მონიშვნის ხაზთან, მარცხენა მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ იყო ღამე, მხედველობა მის წინ არსებულ მონაკვეთზე იყო ნორმალური. მისი ავტომანქანის გარდა ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობას იღებდა მუქი ლურჯი ფერის „ფ------------------ი“, რომელიც მოძრაობდა ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრიდან გ---–---ს მოედნის მიმართულებით. ავტომანქანამ წრეზე შესვლისას, მიმართულება აიღო გ---–---ს მოედნის მიმართულებით და მაშინ გამოჩნდა იგი მისი (მოწმის) მხედველობის არეში. აღნიშნული „ფ------------------ი“ მოძრაობდა ჩამქრალი ფარებით. მისი მხედველობის არედან „ფ------------------ი“ იქნა გაჩერებული და მათ შორის მოხდა მონაკვეთების გაზომვა. ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც იდგა მისგან მარჯვნივ, გ---–---ს მოედნის მიმართულებით, სავალი გზის მარცხენა კუთხესთან.

 

მოწმე თ----–--------ს განმარტებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა 24:00 საათის შემდეგ. შემთხვევის ადგილზე ხილვადობა იყო საშუალო, იდგა ბორდიურზე, რა დროსაც დაინახა ი---ს მხრიდან მომავალი მიკროავტობუსი, ხოლო ო--------–-- მხრიდან ამომავალი პატარა მანქანა.

 

მოწმე ლ-–----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საქალაქო სამმართველოში გამომძიებლის პოზიციაზე. მის მიერ 2015 წლის მარტის თვეში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში გადაიღო ფოტოები. შემთხვევის ადგილზე იყო ხელოვნური განათება, მაგრამ ყველაფერი კარგად ჩანდა.

 

2013 წლის 27 ოქტომბრის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ცნობით დადგენილია, რომ 2013 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 00:50 საათზე, ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომანქანა „ფ---–-------ი“ სახ. NF------, რომელსაც მართავდა გ-------–----------ი და „ფ------------------ი“, სახ. N-------, რომელსაც მართავდა გ--------------–---–ი. შეჯახების შემდეგ, „ფ------------------ი“ შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თ----------–---–ს და ავტომანქანა „ფ---–------------–--ს“, სახ. NI------, რომელსაც მართავდა რ-----------------–-. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით, თ----------–---–ი გადაყვანილი იქნა ი-----------ს სახელობის კლინიკაში. აღნიშნული ცნობითვე დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე განათება იყო ჩართული და მხედველობა - შეუზღუდავი.

 

2013 წლის 27 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე, N-----–-----------------ის ბოძის მიმდებარედ. სავალი გზა არის ასფალტირებული, მშრალი, უდეფექტო მცირედ დახრილი, მხედველობის არე შეუზღუდავი. დ-----–---–ის მოედანს უერთდება ჩ---–----–---–ის ქუჩა, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის N---- ქარხნის მხრიდან დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით და პირიქით. ჩ---–----–---–ის ქუჩას მოედნის მიმართულებით მარჯვენა მხრიდან უერთდება დ-----–---–ის ქუჩა და ავტოგასამართი სადგური ,,ვ-----–გაზი’’. ასევე, მოედანს უერთდება ჩ---–----–---–ის ქუჩის მარჯვენა მხარიდან მეტრო ი---ს მიმართულებით ორმხრივი მოძრაობიანი სავალი გზა, რომლის შეერთებასთან მოედანზე არის ჰორიზონტალური მონიშვნა უსაფრთხოების კუნძული, სადაც სავალ გზაზე არის ჰორიზონტალური მონიშვნები „დაუთმე გზა“ და აღნიშნული მონაკვეთი დაყოფილია ორ ზოლად, უწყვეტი ღერძულა ხაზით. მარჯვენა მხრიდან განთავსებულია საგზაო ნიშნები - ,,მოძრაობა პირდაპირ’’ და ,,დაუთმე გზა’’. მეტრო ,,ი---ს’’ მხრიდან ჩამომავალ სავალ გზას მარჯვენა მხრიდან უერთდება ახალი სანაპიროს ქუჩა ორმხრივ მოძრაობიანი. მოედნის შეერთებასთან საპირისპირო სამოძრაო გზები გამოყოფილია გამწვანების გაზონით, სადაც განთავსებულია საგზაო ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია’’. მოედანზე შემომავალი სავალი გზა დაყოფილია წყვეტილი ღერძულა ხაზით ორ სამოძრაო ზოლად. მეორე ზოლში არის მონიშვნა „მოძრაობა პირდაპირ“, პირველ ზოლში - „მოძრაობა მარჯვნივ“, ხოლო ზოლების დასასრულს ჰორიზონტალური მონიშვნა ,,დაუთმე გზა’’. აღნიშნული სავალი გზის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ავტოგასამართი სადგური ,,ლ-------–ი’’ და მოედანს უერთდება ორმხრივი მოძრაობიანი სავალი გზა გ---–---ს მოედნის მხრიდან დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით. საპირისპირო სავალი გზები ერთმანეთთან გამოყოფილია ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზით, მას ენაცვლება გზის გამყოფი გამწვანების გაზონი. აღნიშნული გამწვანების გაზონის სიგანეა წრიული მოძრაობის მიმართულებით 10,4 მეტრი. გ---–---ს მოედნის მიმართულებით აღნიშნული სავალი გზა დაყოფილია ორ ზოლად, წყვეტილი ხაზებით. მეორე ზოლის სიგანეა 7,3 მეტრი, ხოლო საპირისპირო სავალი გზა ასევე დაყოფილია ორ ზოლად წყვეტილი ხაზებით. წრიულ მოძრაობასთან პირველი ზოლის სიგანეა 15,0 მეტრი, მეორე ზოლის სიგანეა 8,0 მეტრი. მარჯვენა მხრიდან მდებარეობს რესტორანი ,,ა---------’’, ავტომობილთა სამრეცხაო და უერთდება კორპუსებში შემავალი გზა. ასევე, აღნიშნული მიმართულებით განთავსებულია N98 ელ. განათების ბოძი. გ---–---ს მოედნის მხრიდან წრიულ მოძრაობაზე შემავალ ავტომობილთათვის ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით მოედანზე არსებულ გამწვანების გაზონზე განთავსებულია საგზაო ნიშანი ,,დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან და მარცხნიდან“, ხოლო წრიულ მოძრაობაზე შესული ავტომობილებისთვის საგზაო ნიშანი ,,დაუთმე გზა’’, საგზაო ნიშანი ,,მოძრაობა პირდაპირ და მარცხნივ’’. აღნიშნულ მონაკვეთში, სავალი გზა არის ორ ზოლიანი, რომელიც გამოყოფილია უწყვეტი ღერძულა ხაზით, ორივე ზოლში არის ,,ჰორიზონტალური მონიშვნა მოძრაობა მარცხნივ’’ და ჰორიზონტალური მონიშვნა ,,დაუთმე გზა’’ მეტრო ,,ი---ს’’ მხრიდან. ასევე, ახალი სანაპიროს მხრიდან წრიული მოძრაობაზე მობრუნების მიზნით შესული ავტომობილთათვის წრიულ მოძრაობაზე გზა არის ორ ზოლიანი, ერთმანეთისგან გამოყოფილი წყვეტილი ღერძულა ხაზით. პირველი ზოლის სიგანეა 4,7 მეტრი, მეორე ზოლის სიგანეა 5,5 მეტრი. ორივე ზოლში არის სავალ გზაზე ჰორიზონტალური მონიშვნები ,,მოძრაობა მარცხნივ“ და ,,დაუთმე გზა“, ასევე მარჯვენა მხარეს არსებულ გამწვანების გაზონზე განთავსებულია საგზაო ნიშნები ,,დაუთმე გზა’’ და საგზაო ნიშანი ,,პირდაპირ და მარცხნივ’’. N98 ელ. განათების ბოძიდან გ---–---ს მოედნის მხრიდან ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით სამოძრაო სავალი გზის პირველ ზოლში ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით 4,5 მეტრში წინა ნაწილით გაჩერებულია ავტომობილი ,,ფ---–------------–--ი’’ სახელმწიფო ნომრით - „I--------“. აღნიშნული ავტომობილი წინა მარცხენა საბურავით ტროტუარის კიდიდან დაშორებულია 7,6 მეტრით, უკანა მარცხენა საბურავით - 7,9 მეტრი. ამავე ელ. განათების ბოძიდან ამავე ზოლში გ---–---ს მოედნის მიმართულებით 21,7 მეტრში, უკანა მარცხენა კუთხით გაჩერებულია ავტომობილი ,,ფ------------------ი’’, სახელმწიფო ნომრით - „C--------“, წინა ნაწილით რესტორან ,,ა---------ს’’ კედელზე შეჯახებულ მდგომარეობაში. მის ირგვლივ, პირველ ზოლში, სავალ გზაზე არის სითხის ჩამონაღვარი, ასევე შუშის და პლასტმასის ნამსხვრევები, რომელიც ირიბად მიემართება გამწვანების გაზონის მიმართულებით, გრძელდება საპირისპირო სავალ გზაზე და მთავრდება ავტომობილ ,,ფ---–--------------ის’’, სახელმწიფო ნომრით - „F------“-ის წინა ნაწილიდან, სადაც ასევე არის სითხის ჩამონაღვარი. აღნიშნული ავტომობილი კი გაჩერებულია ჩ---–----–---–ის ქუჩის მხრიდან გ---–---ს მოედნის მიმართულებით სამოძრაო სავალ გზაზე, რომელიც წინა ნაწილით მიმართულია წრიული მოძრაობის მიმართულებით, ხოლო უკანა ნაწილით - ახალი სანაპიროს მიმართულებით. უკანა მარჯვენა საბურავით N98 ელ. განათების ბოძიდან დაშორებულია ჩ---–----–---–ის ქუჩის მიმართულებით 5,3 მეტრით, მისგან მარჯვენა მხარეს არსებული გამწვანების გაზონის კიდიდან - 6,4 მეტრით, წინა მარჯვენა საბურავით ამავე კიდიდან - 4,4 მეტრით, უკანა მარჯვენა საბურავიდან გ---–---ს მოედნის მიმართულებით - 13,0 მეტრით. ამავე მიმართულებით სამოძრაო გზის მეორე ზოლში სავალ გზაზე გდია ავტომობილის ე.წ „ბამპერი“, რომელიც გამწვანების გაზონის კიდიდან დაშორებულია 3,1 მეტრით. ახალი სანაპიროს მხრიდან შემომავალ ავტომობილთათვის განკუთვნილი ჰორიზონტალურ მონიშვნა დაუთმე გზიდან წრიულ მოძრაობაზე არსებულ გამწვანების გაზონის კიდიდან მანძილი არის 24,0 მეტრი.

 

2013 წლის 27 ოქტომბრის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ გ--------------–---–ი იმყოფებოდა საშუალო თრობის მდგომარეობაში.

 

2014 წლის 24 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ თ----------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები. მოტეხილობების შესაბამისად, რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები. ფილტვების დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევები. მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ელენთისა და ღვიძლის დაზიანებით. სპლენექტომიის შ/პ. სისხლჩაქცევები თირკმლების კაფსულაში და პარენქიმაში. მარჯვენა წვივის ძვლების მოტეხილობა. მარცხენა წვივის ძვლების სახსარში და მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. საჯდომ-ბოქვენის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა. მარჯვენა თეძოს ფრთის მოტეხილობა. თავის ძვლის მოტეხილობა. შინაგანი ორგანოების პოსტჰემორაგიული ანემია. დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა ზემო ქუთუთოზე. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. თ----------–---–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმა, მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, ელენთის, ფილტვების, თირკმლების) დაზიანებით. სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერების თანახმად, სიკვდილი დადგა 27.10.13 წ.15:00 სთ. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი ცვლილებები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღსა და დროს.

 

2013 წლის 8 ნოემბრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილის „ფ------------------ი" სახ. N C------ სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ავტომობილების „ფ---–--------------ი" სახ. N F------ და „ფ---–------------–--ი“ სახ. NI------ საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. „ფ---–--------------ი" სახ. NF------ და „ფ------------------ი" სახ. N------- გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 70 გრადუსს, ხოლო ავტომობილების: „ფ------------------ი" N------- და „ფ---–------------–--ი" სახ. NI------ გრძივ ღერძთა შორის მახვილი /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 60 გრადუსს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-------------------ემ.

 

2013 წლის 19 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილზე „ფ---–--------------ი“ სახელმწიფო ნომერი F------ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 2035 (ორი ათას ოცდათხუთმეტი) ლარს, ავტომობილზე „ფ---–------------–--ი“ სახელმწიფო ნომერი I------ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარს. ავტომობილზე ,,ფ------------------ი" სახელმწიფო ნომერი C------ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს – 2200 (ორი ათას ორასი) ლარს.

 

2013 წლის 29 ოქტომბრის ვიდეო ფირის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ჩანაწერის გახსნის დროს ეკრანზე ისახება გ---–---ს ქუჩასა და დ-----–---–ის მოედნის კვეთა, სადაც ჩანაწერის მარცხენა მხარეს განთავსებულია რესტორანი ,,ა---------’’. მოედანზე არის წრიული მოძრაობა და მას უერთდება ახალი საწარმოს მხრიდან სამოძრაო გზა. ჩანაწერის ხანგრძლიობა არის 03 წუთი და 14 წამი, ჩანაწერის დაწყებისთანავე ეკრანზე ჩანს ოთხი ქვეითი, რომლებიც გაშლილად გადადიან სავალ გზაზე საწარმოს მიმართულებით და რომლებიც მოძრაობენ სამკუთხედი ფორმის გამწვანების ზოლზე. ჩანაწერის 00 წუთსა და 03 წამზე ეკრანზე ერთდროულად შემოდის დ-----–---–ის მოედანზე მოძრავი მუქი ფერის მიკრო ავტობუსი, რომლის მარჯვნივ მოძრაობს ღია ფერის მსუბუქი ავტომობილი, რომელთა შორის ხდება შეჯახება, რის შემდგომ მიკროავტობუსი იცვლის მოძრაობის მიმართულებას მარცხენა მხარეს და ავარდება გამწვანების ზოლში, სადაც ეჯახება ზემოთ აღნიშნულ ქვეითთაგან ერთ ქვეითს. შემდგომ, ისევ აგრძელებს მოძრაობას გ---–---ს ქუჩის მიმართულებით, სადაც უკვე საავტომობილო სავალ გზაზე ჩამსვლელი ეჯახება გ---–---ს ქუჩის მხრიდან დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით მოძრავ მუქი ფერის, მსუბუქ ავტომობილს, ისევ აგრძელებს მოძრაობას და ეჯახება რესტორან ,,ა---------ს’’ კედელს, რის შემდეგ ჩერდება.

 

2013 წლის 5 ნოემბრის ვიდეო ფირის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ჩანაწერის გახსნის დროს ეკრანზე ჩანს ჩ---–----–---–ის ქუჩისა და დ-----–---–ის მოედნის კვეთა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბენზინ გასამართი სადგური ,,ვ-----–ი’’, დ-----–---–ის მოედანზე არის წრიული მოძრაობა და მას უერთდება გ---–---ს ქუჩა, ახალი სანაპიროს მიმართულებით სამოძრაო გზა. ჩანაწერის 02 წუთსა და 11 წამზე ეკრანზე ჩნდება დ-----–---–ის მოედანზე, გამწვანების ზოლზე, როგორ მოძრაობს ოთხი ქვეითი, რომლებიც მოძრაობენ ახალი სანაპიროს მიმართულებით. ორი ქვეითი მოძრაობს წინ, ხოლო მათ უკან გარკვეული მანძილის დაცილებით მისდევს ერთი ქვეითი. ჩანაწერის 02 წუთსა და 32 წამზე ეკრანზე ჩ---–----–---–ის ქუჩიდან შემოდის მუქი ფერის მიკრო ავტობუსი, რომელსაც შუქფარები არ უნთია და მოძრაობს დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით. ჩანაწერის 02 წუთსა და 34 წამზე ახალი სანაპიროს მიმართულებით სამოძრაო გზებიდან გამოდის ღია ფერის მსუბუქი მარკის ავტომობილი, რომელსაც ჩართული აქვს შუქფარები და იგი მოძრაობს დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით. ჩანაწერის ორ წუთსა და 36 წამზე მიკროავტობუსსა და მსუბუქ ავტომობილებს შორის დ-----–---–ის მოედანზე ხდება შეჯახება, რის შემდგომ მიკრო ავტობუსი იცვლის მიმართულებას მარცხენა მხარეს და ვარდება გამწვანების ზოლში, სადაც ეჯახება ზემოთაღნიშნული ქვეითებიდან ერთ ქვეითს. შემდეგ, ისევ აგრძელებს მოძრაობას გ---–---ს ქუჩის მიმართულებით, სადაც უკვე საავტომობილო სავალ გზაზე ჩასული ეჯახება გ---–---ს ქუჩის მხრიდან დ-----–---–ის მოედანის მიმართულებით მოძრავ მოლურჯო ფერის მსუბუქ ავტომობილს, რის შემდეგ კვლავ აგრძელებს მოძრაობას და ეჯახება რესტორან „ა---------ს“ კედელს, რის შემდეგ ჩერდება.

 

სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოცემული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება მთლიანად დამოკიდებული იყო ავტომობილ „ფ---–-------ის“ F-------ის მძღოლ გ-----------ზე. თუ იგი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედებდა, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. საქმის მასალებიდან გამომდინარე, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფ------ის“ C-------ის მძღოლის გ--------------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან. რაც შეეხება ავტომობილ „ფ---–-------ის“ I------–ის მძღოლ რ-----------------–-ს, მასზე არ იყო დამოკიდებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა - თ--------------ემ და დ------------–მა, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ გ--------------–---–ის ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ვინაიდან შემთხვევის ადგილი იყო კარგად განათებული, მხედველობა იყო შეუზღუდავი და ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა კარგად ჩანდა.

 

ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით, დადგენილია, რომ საქმეში არსებული მასალების, საქმეში არსებული ფოტოილუსტრაციებისა და ვიდეო ფირების გათვალისწინებით, ქვეითად მოსიარულეებს თავიანთი მოქმედებით, ავომობილ „ფ------ის“ მძღოლ გ--------------–---–ისთვის არც საფრთხე შეუქმნიათ და არც დაბრკოლება. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი „ფ---–-------ი“ ავტომობილ „ფ------ს“ მასზე დაჯახებით მიმართულების ტრაექტორიას არ შეუცვლიდა, ავტომობილი „ფ------ის“ ქვეითზე შეჯახება გამორიცხული იქნებოდა. საქმეში არსებული მასალების, საქმეში არსებული ფოტოილუსტრაციებისა და ვიდეო ფირების გათვალისწინებით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფ------ის“ მძღოლ გ--------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევასთან. აღნიშნული კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დაცვის შემთხვევაშიც მძღოლი გ--------–---–ი ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა. საქმეში არსებული მასალების, საქმეში არსებული ფოტოილუსტრაციებისა და ვიდეო ფირების გათვალისწინებით, ავტომობილ „ფ---–-------ის“ მძღოლ გ-----------ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ.

 

ავტოტექნიკური ექსპერტიზის #--- დასკვნით დადგენილია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ გ--------------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დადგენილია, რომ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ფ---–--------პასატის“ მძღოლი გ-------–----------ი ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება; შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ფ-------ტ---------ის“ მძღოლ გ--------------–---–ის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, პირველი პუნქტის და 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

გ--------------–---–ის განმარტებით, 2013 წლის 27 ოქტომბერს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა სახლში. 24:00 საათიდან 01:00 საათამდე დროის შუალედში დაუკავშირდა უფროსი, რომელმაც უთხრა, რომ შეემოწმებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე არსებული განათება, რომელიც მათ მიერ იყო გაკეთებული და აინტერესებდა მუშაობდა თუ არა. მისი კუთვნილი ავტომანქანით „ფ------------------ი“, სახ. N--------ით, 60 კმ. სიჩქარით დაიძრა ო--------–-- მიმართულებით. ვინაიდან, გზაზე კარგი განათება იყო, დაავიწყდა ფარების ჩართვა. გაიარა ჩ---–----–---–ის ქუჩა და შეუხვია დ-----–---–ის მოედანზე, სადაც დაყენებულია საგზაო ნიშნები, „პირდაპირ და მარჯვნივ“ და „მთავარი გზა“. შესაბამისად, მოძრაობდა მთავარ გზაზე. გასცდა წრიულ ზოლს, გაიხედა აქეთ-იქით და არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა. უბრალოდ, სანაპიროს მხრიდან გამოდიოდა მანქანა, რომლის მძღოლიც ვალდებული იყო მისთვის დაეთმო გზა, ვინაიდან მას ჰქონდა საგზაო ნიშანი - დაუთმე გზა. სამწუხაროდ, მეორე ავტომანქანის მძღოლი არ დაემორჩილა აღნიშნულ საგზაო ნიშანს და მარჯვენა მხრიდან ძლიერად შეეჯახა, რის გამოც მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადავარდა მარცხნივ, ავარდა კუნძულზე და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ქალბატონს. ცდილობდა საჭის დაჭერას, მაგრამ ვერ შეძლო. მისი კუთვნილი მანქანა ინერციით გადავიდა გზის მეორე მხარეს, სადაც კუთხეში დაეჯახა მეორე მანქანას, შემდეგ - რესტორან „ა---------ს“ კედელს და გაჩერდა.

 

კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ სავალდებულოა დაადგინოს გ--------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, დადგა თუ არა შედეგი - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ამავე დროს არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“. თავის მხრივ ექსპერტიზის პრეროგატივას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, დაადგინოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი ავალდებულებს.

 

საქმის მასალებით დადგენილია და არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შემთხვევის დროს გ--------------–---–ი ავტომანქანას მართავდა ნასვამ მდგომარეობაში, ამავე დროს მისი მართვის ქვეშ მოძრავი ავტომანქანის ფარები იყო ჩამქრალი, რითაც მან ცალსახად დაარღვია მძღოლის ზოგადი მოვალეობები, თუმცა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გ--------------–---–ის ბრალეულობით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ გ--------------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - თ----------–---–ის გარდაცვალებასთან.

 

სააპელაციო პალატა თავდაპირველად შეფასებას მისცემს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩატარებულ ავტოტექნიკური ექსპერტიზის #--- დასკვნას, აღნიშნულ დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია შემდეგი, - ,,გ-------–----------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ დ-----–---–ის მოედანზე არსებულ, წრიულ მოძრაობაზე შესვლამდე მან გაიხედა მარცხენა მხარეს და რომ არ იყო არანაირი ავტომობილების მოძრაობა, მან განაგრძო მსვლელობა; აღნიშნულის და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მიკროავტობუსს ჩართული არ ჰქონდა გარე სანათი მაშუქები, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გ--------------–---–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაშიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, ექსპერტიზის ჩასატარებლად წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმე ერთ ტომად, ასევე ორი CD დისკი. მიუხედავად აღნიშნულისა, ექსპერტიზის დასკვნა რეალურად ეყრდნობა მხოლოდ გ-------–----------ის ჩვენებას. სააპელაციო პალატას აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს ის გარემოება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის, რა თქმა უნდა, დათვალიერებული იყო შემთხვევის ადგილი, სადაც სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე მხედველობის არე იყო შეუზღუდავი, ასევე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით დგინდება, რომ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქ. თბილისში, დ-----–---–ის მოედანზე, 2013 წლის 27 ოქტომბერს 00:50 საათზე, ღამით ჩართული ხელოვნური განათების პირობებში, სადაც მხედველობა იყო შეუზღუდავი. თუმცა აღნიშნულ გარემოებას ექსპერტიზის დასკვნით შეფასება საერთოდ არ აქვს მიცემული და მიკერძოებულად, აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის დროს იყო ღამე და გ--------------–---–ს შემთხვევის დროს თავისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილზე ჩამქრალი ჰქონდა ფარები. ასევე, შეფასება არა აქვს მიცემული შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას.

 

რეალურად იგივე გარემოებები დადგინდა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად ვერ დაადასტურა სასამართლოში ექსპერტმა თ----------------ემ, რომლის განმარტებით, ქვეითად მოსიარულეები „ფ------ის“ მძღოლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ქვეითების მიერ მძღოლს არ ჰქონდა შექმნილი საფრთხე და შესაბამისად, კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ გ--------------–---–ს არ ავალდებულებდა დამუხრუჭებას და როგორც მოძრაობდა, შეეძლო ისე გაეგრძელებინა გზა, დამუხრუჭების გარეშე. როდესაც „ფ------------------ი“ შედის დ-----–---–ის მოედანზე, ავტომობილი „ფ---–--------------ი“ გადამკვეთ გზაზე არ არის შესული და ვინაიდან, იგი შედიოდა მეორეხარისხოვანი გზიდან და ჰქონდა ნიშანი „დაუთმე გზა“, ვალდებული იყო დაეთმო გზა „ფ-------ტ---------ისთვის“ - ავტომანქანისთვის, რომელსაც გ--------------–---–ი მართავდა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაცვის მხარის ინიციტავით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით, დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი „ფ---–-------ი“ ავტომობილ „ფ------ს“ მასზე დაჯახებით მიმართულების ტრაექტორიას არ შეუცვლიდა, ავტომობილი „ფ------ის“ ქვეითზე შეჯახება გამორიცხული იქნებოდა. ავტომობილ „ფ---–-------ის“ მძღოლ გ-----------ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ამავე დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილ „ფ------ის“ მძღოლ გ--------–---–ის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით არ არის მიზეზობრივ კავშირში მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევასთან და აღნიშნული კანონის დაცვის შემთხვევაშიც მძღოლი გ--------–---–ი ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა. იგივე გარემოებები დადასტურდა სატრანსპორტო - ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები სრულად შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობას, ასევე მოწმეთა ჩვენებებს. აღნიშნული ცნობით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ შემთხვევის დროს დ-----–---–ის მოედანი იყო დღესავით განათებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით კი დგინდება, რომ დ-----–---–ის მოედანს უერთდება ჩოლოყაშვილის ქუჩა, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის N---- ქარხნის მხრიდან დ-----–---–ის მოედნის მიმართულებით და პირიქით. ჩ---–----–---–ის ქუჩას მოედნის მიმართულებით მარჯვენა მხრიდან უერთდება დ-----–---–ის ქუჩა, ავტოგასამართი სადგური „ვ-----– გაზი“. ასევე, მოედანს უერთდება ჩ---–----–---–ის ქუჩის მარჯვენა მხრიდან მეტრო ი---ს მიმართულებით ორმხრივი მოძრაობიანი სავალი გზა, რომლის შეერთებასთან მოედანზე არის ჰორიზონტალური მონიშვნა უსაფრთხოების კუნძული, სადაც სავალ გზაზე არის ჰორიზონტალური მონიშვნა „დაუთმე გზა“ და აღნიშნული დაყოფილია ორ ზოლად, უწყვეტი ღერძულა ხაზით. მარჯვენა მხრიდან განთავსებულია საგზაო ნიშნები „მოძრაობა პირდაპირ“ და „დაუთმე გზა“. საგულისხმოა ის გარემოება, რომ გამომძიებელ ნ------------------ის განმარტებით, შემთხვევის ადგილი განათებული იყო ლამპიონებით და მხედველობა იყო შეუზღუდავი. მისივე განმარტებით, „ფ---–------------–--ი’’ მოძრაობდა სანაპიროს მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ნიშანი ,,დაუთმე გზა“. „ფ------------------ი“ მოძრაობდა ჩ---–----–---–ის მხრიდან პირდაპირ გ---–---ს მიმართულებით. მოწმის განმარტებით, როდესაც მძღოლი პირდაპირ მოძრაობს, არ არის ვალდებული ჩართოს მოხვევის მაჩვენებელი. ასევე, მოწმე გ--------------ის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ჩართული იყო ლამპიონები და განათებული იყო დღესავით, ხოლო მის მიერ შედგენილ ცნობაში მითითებული „შეუზღუდავი მხედველობა“ ნიშნავს, რომ მძღოლის მხედველობას არაფერი ფარავდა და უნდა დაენახა ნებისმიერი საფრთხე.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მოცემული ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, გ--------------–---–ის ბრალეულობით მოხდა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ--------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ გ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გ--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გამართლებულ გ--------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ო------–------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ-------–-------------------------------ში, საკადასტრო კოდით - 0---------------, რომელიც დაყადაღებულია 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ნაწილში;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომობილი „ფ------------------ი", სახელმწიფო ნომრით C------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

ავტომობილი „ფ---–--------------ი", სახელმწიფო ნომრით F------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

ავტომობილი „ფ---–------------–--ი", სახელმწიფო ნომრით I------, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

დისკი ორ პაკეტად, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე