განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
330100114405783
ინსტანცია
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100114405783

საქმე №1ბ/283-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გ--------------------

მსჯავრდებულის: ი----------–---–--

ადვოკატის: გ---–-------------–--–---–--

მონაწილეობით,საქართველოს გ-------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის გ-------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ი----------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------- უ------------------–---- მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–----------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ი----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით (2013 წლის 9 ოქტომბრიდან 2013 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30.000(ოცდაათი ათასი)ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, 2016წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ი----------–---–- ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ი----------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა (2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენით) პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 3 აგვისტოდან 2016 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით.

ი----------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით,დიდი ოდენობით; რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წელს ი----------–---–--- რომელიც დაკავებული იყო სამშენებლო ბიზნეს საქმიანობით როგორც ქ-------–--–-- ასევე მისი განმარტებით ქ----------–-- გადაწყვიტა ესარგებლა გ-------–-----------–---- ოჯახთან არსებული ახლო მეგობრული ურთიერთობით, რომელიც გააჩნდა წლების მანძილზე და მოტყუებით დაუფლებოდა ამ უკანასკნელის ოჯახის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ამ მიზნით ი----------–---–-- შესთავაზა და 2007 წლის აპრილიდან 2007 წლის დეკემბრამდე, გ-------–-----------–---- ოჯახისგან მიიღო ფულადი თანხა ჯამში 500 000 აშშ დოლარი, ვითომდა ქ. მ-------–- სამშენებლო ბიზნესში დაბანდების მიზნით. აღნიშნული თანხა გ-------–-----------–---- ი----------–---–- გადასცა მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად. ი----------–---–- გ-------–-----------–---- ასევე დაპირდა, რომ 500 000 აშშ დოლარის სამშენებლო ბიზნესში დაბანდების სანაცვლოდ, ერთი წლის განმავლობაში გ-------–-----------–--- მიიღებდა 800 000 აშშ დოლარს. ი----------–---–- გ-------–-----------–---- ოჯახის მიერ მიცემულ თანხას - 500 000 აშშ დოლარს დაეუფლა მოტყუებით. შესაბამისად, გ-------–-----------–--- ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი არ გამხდარა აღნიშნული თანხის სანაცვლოდ არცერთი სამშენებლო კომპანიის წილობრივი მონაწილე. მათ გადაცემული თანხა უკან არ დაბრუნებიათ, რითაც გ-------–------------–---- ოჯახს მიადგა 500 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გ-------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა გ--------------------- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ი----------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ გ-------–-----------–---- ჩვენებით, მოწმეების: ნ------------–---–--------------------–---–----–---------------–--------------------–----------------–---–----------------–---–---–-- ჩვენებებით, ასევე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ი----------–---–-- მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, გამოთქვა მზადყოფნა აანაზღაუროს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ი----------–---–-- აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამართებულია, ვინაიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედებები ატარებს აშკარად მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ხასიათს, რაც ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების აშკარა მაჩვენებელია. მხედველობაშია ასევე მისაღები დამდგარი შედეგი 500.000 აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი, რაც არ არის ანაზღაურებული და აქედან გამომდინარე, მისთვის დანიშნული ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა დამდგარ შედეგთან მიმართებაში.

პალატა აღნიშნავს რომ, როდესაც სახეზეა ასეთი გარემოებები, დანაშაულის აღიარება, მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება იმის გარანტი, რომ დანაშაულის ხასიათისა და შედეგის მიუხედავად, სასჯელის დადგენისას ყოველთვის მისი ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. სასჯელის მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყველა ეს კრიტერიუმი უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებიდან და ინდივიდიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმალურად იმაზე მითითება, რომ პირმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ან ის წარსულში არ არის ნასამართლევი, სასჯელს უკარგავს სამართლებრივ ეფექტს და მას ფორმალურ ხასიათს სძენს.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდაინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2019 წლის 1 ივლისის სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა გ-------–-----------–---- თანხმობა განაცხადა მსჯავრდებულ ი----------–---–-- მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის გავრცელების თაობაზე.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულის საუარესოდ უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მას ჯარიმის ნაცვლად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საქართველოს გ-------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის გ-------------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ი----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ი----------–---–- გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

4. ი-----------–---–- მოსახდელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, 6(ექვსი)წლის საგამოცდო ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 50.000(ორმოცდაათი ათასი)ლარის ოდენობით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ი----------–---–- ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 3 აგვისტოდან 2016 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით.

6.პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ი----------–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, ი----------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

8. ნივთმტკიცება:

-დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი