განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
120100119002955594
ინსტანცია
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119002955594

საქმე №1ბ/985-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის,მსჯავრდებულ: მ--------------–--ის

 

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------------–--ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----------–------------–------------------, მცხოვრების: ქ-------------–-----------------–---------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით. მ--------------–--ე (პ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 750 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 წელი. ასევე, ჯარიმა 750 ლარის ოდენობით.

 

მ--------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მ--------------–--ემ, 2019 წლის 25 თებერვალს დაახლოებით 22:00 საათზე ქ-----------–-------------–---------–-- თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას ო------------–---ს, ლანძღა-აგინა, ჩაქუჩი მოუქნია და ერთხელ ჩაარტყა თავში, მარჯვენა ყურის ზემოთ, რამაც ო------------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–-----------მ, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენის გაუქმება როგორც უკანანო და დაუსაბუთებელი და მ--------------–--ისათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ იქნება შემაკავებელი. იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას, სასჯელის მიზნებს. კერძოდ, მ--------------–--ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, სახელმწიფოს მიერ ჰუმანურმა დამოკიდებულებამ სასჯელის შეფარდებისას, მასზედ ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი და მან კვლავ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ოჯახში ძალადობა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ--------------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ--------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების: თ-----------–----------------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ო------------–--ის გამოკითხვის ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მ--------------–--ის დაკავების ოქმით, მ--------------–--ის დაბადების მოწმობის ასლით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ--------------–--ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ქვითრით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მ--------------–--ისათვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი გულწრფელად ინანიებს ქმედებას, დამამძიმებელი გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევია, სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის N1/64 განაჩენით მ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა ჯარიმა 750 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მ--------------–--ე არის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ--------------–--ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ მ--------------–--ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, არის 1 ჯგუფის ინვალიდი, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ მ--------------–--ე თითქმის ორი თვე იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ--------------–--ე (პ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ- ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 750 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 წელი. ასევე, ჯარიმა 750 ლარის ოდენობით.

 

მ--------------–--ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია. გირაოს შემტანს მ--–---------–------------------------ განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,საქართველოს ბანკი’’ ბანკის კოდი B----------019 წლის 17 აპრილს შეტანილი თანხა 1000 ლარი.

 

მ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 თებერვლიდან 17 აპრილის ჩათვლით..

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი ჩაქუჩი რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი