განაჩენი

სისხლის სამართლის 05.07.2019
საქმის ნომერი
330100118002429645
ინსტანცია
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002429645

საქმე №1ბ/59-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ----------------–---–-.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ლ-–------------, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------, გერმანიის მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, წ---------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ფ------------–-–-–-–---–-----------.

 

ადვოკატები - ე-–-----–--------–---–---------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-–------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-–-----–--------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ლ-–-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ლ-–-----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს მისი თანაბრალდებულის - ნ--------------ს ჩვენება, რომელსაც ამ ჩვენების საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, ამიტომ მისი ჩვენება არ არის სანდო და წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. ნ--------------მ განმარტა, რომ იგი ნ---–------ს ქუჩაზე მდებარე ნ-------–-----ს საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდა დროებით, მას თ---–--–- აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები. თუმცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა განმარტეს, რომ მათ ნ--------------მ უთხრა, რომ სახლი, რომელსაც ჩხრეკდნენ იყო ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინა. ჩვენების მიცემისას, ნ--------------მ ასევე უარყო არატრადიციული ორიენტაცია და ნ-----–-------–--–---–თან პირადი ურთიერთობა, რაც წინააღმედგობაშია ლ-–-----------ის, გ-----------------–---–-ს, ნ--------------ის, გ------------------ის და გ-----------------ს ჩვენებებთან. აპელანტის განმარტებით, ლ-–-----------ის კუთვნილი ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილ იქნა, რომ შეტყობინების მიწერის მომენტისთვის, კერძოდ 2018 წლის 11 თებერვლისთვის ლ-–------------ მ-----------------ზე მდებარე ბინაში არ ცხოვრობდა, იქ ცხოვრობდა ნ-----–-------–--–---–ი. მოწმეებმა თ------------–--მ და ო-–------------–--ემ განმარტეს, რომ მათ ნ--------------მ უთხრა, რომ ლ-–------------ სეიფში ინახავდა მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებების მსგავს აბებს და ფხვნილებს, რაც წინააღმდეგობაშია თავად ნ--------------ს ჩვენებასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ არ დაუნახავს რა იდო სეიფში. ამასთან, საეჭვა ის გარემოება თუ რატომ უნდა გაეტანებინა სეიფში შენახული ნარკოტიკული საშუალებები ნ--------------სთვის ნ-------–-----ს სახლში შესანახად, თანაც მცირე ზომის ყვითელი ფერის პატარა ჩანთით. აპელანტთა განმარტებით დამაჯერებლობასაა მოკლებული ნ--------------ს ჩვენება იმის შესახებ, რომ ლ-–------------ს ნარკოტიკის გადაცემის დროს ეკეთა ხელთათმანი და ფრთხილობდა. ამასთან, ის რომ ნ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები იყო სწორედ ის აბები, რომელიც თითქოსდა ლ-–------------მ აჩუქა პირადი მოხმარებისთვის. საეჭვოა, რატომ დაატარებდა სეირნობისას ნ-------------- ოთხ აბ ნარკოტიკულ საშუალებას შარვლის ჯიბეში. დაცვის მხარის მოწმეებმა განმარტეს, რომ ლ-–------------ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას იყო იმდენად მთვრალი, რომ არ შეეძლო ადეკვატურად შეეფასებინა მდგომარეობა, რასაც ასევე ადასტურებს დროებითი მოთავსების იზოლატორის შემოწმების აქტი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ლ-–------------ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები არ შეიძლება მიღებულ იქნეს მტკიცებულებად. აპელანტთა განმარტებით, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნებით, ბინის ჩხრეკის ოქმზე განთავსებული ხელმოწერების და შენიშვნის ლ-–-----------ისადმი კუთვნილება დადგენილი ვერ იქნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლ-–-----------ის სახელით გაკეთებული ხელმოწერები და მინაწერები არის ფალსიფიცირებული. ამასთან, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არის არალოგიკური და წინააღმდეგობრივი, ვინაიდან მათი განმარტებით ლ-–------------ს პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ჰქონდა როგორც დარეკვის, ასევე გადაადგილებისა და წასვლის საშუალება და მას, იცოდა რა რომ მ-----------------ზე არსებულ სეიფში ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ათი საათის განმავლობაში არ უცდია გაქცევა, დარეკვა და ნარკოტიკული საშუალებების გადამალვა. მოწმე ზ-----------–---–-–---–ის ჩვენება ასევე წინააღმდეგობაშია შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსურათებთან და შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირთა ჩვენებებთან, რადგან კედელში განთავსებული სეიფი არ იყო დამალული. აღსანიშნავია ექსპერტ ნ--------–----ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ შესაძლებელია ნივთიდან ნივთზე გადავიდეს ბიოლოგიური ნიმუში. აპელანტის განმარტებით სეიფში არსებულ ხელთათმანებსა და რამდენიმე კონტეინერზე ლ-–-----------ის ბიოლოგიური კვალი შესაძლოა აღმოჩენილიყო იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად მოიხმარდა აღნიშნულ სეიფს და შესაბამისად შესაძლებელია, რომ სეიფიდან ნივთებზე გადასულიყო ბიოლოგიური კვალი. გარდა ამისა, ლ-–------------ს ნ--------------სთვის გერმანიიდან ჩამოჰქონდა კბილის დასაპლომბი მასალა და ალოეს კრემები, ეს უკანასკნელი კი შესაძლოა ნარკოტიკულ საშუალებებს ამ კონტეინერებში ათავსებდა. სეიფიდან ამოღებული ხელთათმანი შესაძლოა არის სწორედ ის, რომელიც მანამდე გამოიყენა ლ-–------------მ და დააგდო ბინაში, რაც შემდეგ სეიფში ნარკოტიკული საშუალებების შესანახად ან დასახარისხებლად სხვა პირმა გამოიყენა. აპელანტთა განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებებზე ბიოლოგიური კვალი შესაძლოა იატაკიდან გადასულიყო იმ დროს, როდესაც ფოტოების გადასაღებად დაალაგეს ექსპერტებმა. აღსანიშანვია ის გარემოებაც, რომ ლ-–-----------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული საგნები ჩადებული იყო სამ დალუქულ პაკეტში, თუმცა ის პაკეტები, რომლებშიც ცალკეული საგნები იყო მოთავსებული არ იყო დალუქული, რაც ასევე ასახულია ექსპერტიზის დასკვნაშიც, შესაბამისად, ალბათობა იმისა რომ ხსენებული ნივთები ერთმანეთს არ შეხებია არ არის გამორიცხული, ამიტომ არ შეიძლება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გამოყენებულ იქნეს ლ-–-----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ვ-–-------–--------მა განმარტა, რომ მას ლ-–------------მ ბინის ქირის ორი თვის საფასური გადასცა წინასწარ, ამის შემდეგ მასთან ჰქონდა მხოლოდ სატელეფონო კავშირი და პირადად აღარ უნახავს, ბინაში შემთხვევით გავლისას კი დახვდნენ უცხო ადამიანები და არეულობა, რაც შესაბამისობაშია ლ-–-----------ის და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებთან. აპელანტთა განმარტებით, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით არ ირკვევა, საიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება აქვს ბრალად წარდგენილი ლ-–------------ს. ასევე სადავო გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის დრო. ნ--------------ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან ლ-–------------ს შეხება არ ჰქონია. 2018 წლისთვის ლ-–------------ მ---------------------ში მდებარე სახლში აღარ ცხოვრობდა. მისი საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ბინაში ცხოვრობდა ნ-----–-------–--–---–ი, 2018 წლის დასაწყისიდან აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად გადავიდა ნ--------------. ლ-–------------ს არ შეუკეთებია ბინაში არსებული სეიფი და შესაბამისად არც მისი გასაღები ჰქონდა. აპელანტთა განმარტებით ლ-–------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არის გერმანიის მოქალაქე. დაცვის მხარემ სასამართლო განხილვისას, უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მთელი რიგი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს აღნიშნული გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული და საფუძვალდ არ უნდა დაედოს მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტებმა მოითხოვეს ლ-–-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ლ-–------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ლ-–------------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ-–-------------მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1039,9649 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 27,86115 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, 2,5518 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფრინი“ და 38,099495 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), საიდანაც ნაწილი 21,8673 ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 8,3 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ და 5,3357 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ--------------ზე, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 მარტს ამ უკანასკნელის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნაწილს ლ-–------------ ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბილისი, მ----------------- №--–-, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2018 წლის 15 მარტს ამოღებული იქნა ლ-–-----------ის ზემოაღნიშნული ბინის ჩხრეკის შედეგად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენით ლ-–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ლ-–------------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა ლ-–------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას ნ--------------ს პირადი და ბინის ჩხრეკისას, ასევე თ---–--–-, მ----------------- №--–- მდებარე ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირი არ აქვს. ხსენებულ ბინაში მისი ცხოვრების პერიოდში, იქ განთავსებული სეიფი არ იკეტებოდა და მას იყენებდა ნივთების დასალაგებლად. დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე იგი კუთვნილი ნივთების წამოსაღებად მივიდა აღნიშნულ ბინაში, სადაც დახვდა საშინელი სიბინძურე, ამიტომ გამოიყენა ხელთათმანი, რომელიც დააგდო იქვე. მისივე განმარტებით, იგი დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას, ასევე ავტომანქანის და ბინის ჩხრეკისას იყო უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში და იწვა დივანზე. ამასთან, სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლებმა ბინის ჩხრეკისას მისცეს შესაძლებლობა დამატებით მიეღო ალკოჰოლური საშუალება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ს----------–----–---–--------–---------------–----------–-–--------------------- გამომძიებლის, მოწმე ჯ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გამოძიება დაიწყო მ-----–------–---–-- მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რის შემდეგაც გამოკითხა მოწმეები და ბრალდებული ლ-–------------. მანვე დაადასტურა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე მ-----–------–---–-- ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ს----------–----–---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–-------------------–----–----–-------–-------------------–---------------–-----------------–------–----------------------–-------------------–-------------–---–- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ძველი თბილისის ტერიტორიაზე მყოფ ნ--------------------–----------ს პირადად და საცხოვრებელ ბინაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერებები, ამასთან, იგი უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მან მიღებული ინფორმაციის შესახებ, 2018 წლის 14 მარტს პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. როგორც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი ნ--------------მ ითანამშრომლა ლ-–------------სთან დაკავშირებით.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 მარტს 21:40-22:00 საათზე, თ---–--–-, რ---------–------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ნ--------------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდი მასში მოთავსებული ორი ცალი ღია ფერის აბით. წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდი, მასში მოთავსებული ორი ცალი იასამნისფერი აბით. პირადი ჩხრეკის ოქმზე ნ--------------ს მიერ დაფიქსირებულია შენიშვნა „ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოთხი აბი არის ნარკოტიკული საშუალება, რაც მეკუთვნის მე და მინდოდა ჩემი პირადი მოხმარებისათვის, ასევე ჩემს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თბ--–-----------------–-------–---------------------------–- ვინახავ ნარკოტიკულ საშუალებებს“.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 მარტს 22:00 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ--------------.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 მარტს 22:40-00:30 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ბინის ჩხრეკა, რა დროსაც გაჩხრეკილ იქნა თ---–--–---------------–-------–---------------------------–- მდებარე ნ--------------ს საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა 3 (სამი) ცალი ე.წ. ,,ზიპშესაკრავიანი“ გამჭირვალე ფერის პოლიეთილენის პარკი, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული 15 (თხუთმეტი) ცალი აბით, სულ 45 (ორმოცდახუთი) აბი, 2 (ორი) ცალი ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული 13 (ცამეტი) აბით, სულ 26 (ოცდაექვსი) აბი, 29 (ოცდაცხრა) ცალი ე.წ. ,,ზიპშესაკრავიანი“ გამჭირვალე ფერის პოლიეთილენის პარკი, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული ფხვნილისებრი მასებით, რაც დაილუქა სათანადო წესით. ოქმზე ნ----------ს მიერ დაფიქსირებულია შენიშვნა - „ჩემი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ჩემმა მეგობარმა ლ-–-----------------------მ დაბ. 0---------–, 2018 წლის 13 მარტს გადმომცა, რათა დროებით შემენახა ჩემს საცხოვრებელ ბინაში“.

 

ს----------–----–---–--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელ ო-–------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ განყოფილებაში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მან და მისმა თანამშრომელმა თ------------–--მ ნ-------------- შეაჩერეს რუსთაველის გამზირზე და ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ მათ ნ-------------- დააკავეს ბრალდებულის სახით. დაკავებულმა განუმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდა საცხოვრებელ ბინაში. იმ ეტაპზე ნ-------------- ცხოვრობდა თ---–--–---------------–-------–---------------------------–-, სადაც ასევე ინახავდა პირად ნივთებს. ადგილზე მისვლისას, ბინის კარი გასაღებით გააღო თავად ნ--------------მ, რის შემდეგაც ჩატარდა აღნიშნული ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები. მოწმის განმარტებით, ნ--------------მ ითანამშრომლა გამოძიებასთან და განაცხადა, რომ პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მას გადასცა მეგობარმა - ლ-–------------მ, რომელიც ამ ნივთიერებებს ინახავდა მ-----------------ზე მდებარე ბინაში არსებულ სეიფში. აღნიშნულის შემდეგ, ნ--------------ს თანამშრომლობის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა ლ-–-----------ის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც სეიფიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ლ-–------------მ ამ ნივთიერებების მისდამი კუთვნილება დაადასტურა დაკითხვისას, ასევე ბინის ჩხრეკის ოქმზე გაკეთებული შენიშვნით.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა მ-----–-----------–---მ და თ------------–--მ.

 

მოწმე ნ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 მარტს, იგი რუსთაველის ქუჩაზე შეაჩერეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს ოთხი აბი ექსტაზი, რომელსაც პირადი მოხმარებისათვის ინახავდა. აღნიშნულის შემდეგ, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდა თ---–--–---------------–-------–---------------------------–- მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში. რის შემდეგაც ჩატარდა აღნიშნული ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამომძიებელს უთხრა, რომ მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები წინა დღეს, 2018 წლის 13 მარტს, გადასცა მეგობარმა ლ-–------------მ, კერძოდ, პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გადასცა პირადი მოხმარებისთვის, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გადასცა, რათა დროებით შეენახა ნ-------–-----ს ბინაში. ამასთან, თხოვა ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, მათ შორის არც ნ------ისთვის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ლ-–-----------ის ბინა არის სტუდიოს ტიპის, ორ ოთახიანი ბინა. ლ-–------------მ, 2018 წლის 13 მარტს, საძინებელი ოთახის კედელში განთავსებული სეიფიდან გამოიღო ნარკოტიკული საშუალება და გადასცა მას. მოწმის განმარტებით, გახსნილ სეიფში ჩანდა სხვა ნარკოტიკული საშუალებებიც. ნარკოტიკების გადაცემის მომენტში ლ-–------------ს ეკეთა ხელთათმანი და ძალიან ფრთხილობდა. მოწმის განმარტებით, ლ-–-----------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა მ--------------------, თუმცა იგი რჩებოდა ხოლმე ნ-------–-----ს საცხოვრებელ ბინაშიც, რომელიც ჰქონდა ნაქირავები. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იგი ამ ბინაში ლ-–-----------ის გარეშეც ყოფილა, თუმცა უარყო ბინაში მათი მეგობრის - ნ-----–-------–--–---–ის ცხოვრების ფაქტი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 16 მარტის ექსპერტის №-------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი:

▪ თეთრი ფერის ხელსახოცის ნაჭერში შეხვეული 2 (ორი) ცალი იასამნისფერი ფიგურული ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 0,7112 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 0,3413 გრამს (ობ №1).

▪ თეთრი ფერის ხელსახოცის ნაჭერში შეხვეული 2 (ორი) ცალი მონაცრისფრო ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 1,0434 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 0,5046 გრამს (ობ №2).

▪ 45 (ორმოცდახუთი) ცალი მომწვანო ფერის გულის ფორმის ტაბლეტი, საერთო წონით 14,73 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 1,46 გრამს (ობ №3).

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ--------------------მ და პ-------–--–---–---მ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 17 მარტის ექსპერტის №-------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნ--------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:

▪ ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 13 (ცამეტი) ცალი მონაცრისფრო ფერის ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 6,8398 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 3,2831 გრამს (ობ№1).

▪ ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 15 (თხუთმეტი) ცალი მოყავისფრო-ოქროსფერი ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 8,2864 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 3,9543 გრამს (ობ№2).

▪ ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 13 (ცამეტი) ცალი (ერთნაირი ფერის და ფორმის) იასამნისფერი ფერის ფიგურული ფორმის ტაბლეტი ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 4,6718 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 2,2424 გრამს (ობ№3).

▪ ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 15 (თხუთმეტი) ცალი მომწვანო ფერის (ხასიათდებიან ერთიდაიგივე ფერით, სტრუქტურით,ფორმით) გულის ფორმის ტაბლეტი საერთო წონით 4,9611 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით 0,4961 გრამს (ობ №4).

▪ ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე ფერის პოლიმერული მასალის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 15 (თხუთმეტი) ცალი მომწვანო ფერის (ხასიათდებიან ერთი და იგივე ფერით, სტრუქტურით, ფორმით), მართკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს რელიეფური წარწერით - „Gucci“, მეორე მხარეს ნაჭდებით, საერთო წონით - 5,1062 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 2,4509 გრამს (ობ N5).

▪ 17 ცალი ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე პოლიმერული მასალის პაკეტი თეთრი ზოლებით, მათში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით (ხასიათდებიან ერთი და იგივე ფერითა და სტრუქტურით), ნოტიო მდგომარეობაში და გამოშრობის შემდგომ მოთეთრო-მოყვითალო ფერის ფხვნილი, საერთო წონით - 16,6 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, წონით - 8,3 გრამს და კოკაინს (მარილი), წონით - 5,3357 გრამს (ობ №6).

▪ 12 ცალი ე.წ. ზიპ შესაკრავიანი გამჭვირვალე პოლიმერული მასალის პაკეტი თეთრი ზოლებით, მათში მოთავსებული მოყვითალო ფერის ნივთიერებებით (ხასიათდებიან ერთი და იგივე ფერითა და სტრუქტურით), ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით - 11,73 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 8,5946 გრამს (ობ №7).

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ--------------------მ და ა-–----------------------მ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 04 აპრილის ექსპერტის №6------------- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ლ-–-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:

▪ თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტში მოთავსებული 1 (ერთი) ცალი იასამნისფერი ფიგურული ფორმის ტაბლეტი, ლოგო ამონატვიფრით, წონით - 0,356 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 0,17 გრამს (ობ№1).

▪ პლასტიკურ ბარათზე არსებული მოთეთრო ფერის ნივთიერების დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, წონით 0,00015 გრამს და კოკაინს (მარილი) წონით 0,000264 გრამს (ობ№2).

▪ თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით 0,06 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, წონით 0,0085 გრამს და კოკაინს (მარილი), წონით 0,026 გრამს (ობ№3).

▪ გამჭვირვალე პოლიმერული მასალის კოვზზე არსებული თეთრი ფერის ნივთიერების დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ამფეტამინს, წონით 0,0025 გრამს, კოკაინს (მარილი), წონით - 0,00083 გრამს და მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0,000734 გრამს (ობ№4).

▪ შავი ფერის ტყავის მასალაში მოთავსებული ელექტროსასწორის ზედაპირზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), წონით - 0,000031 გრამი (ობ№5).

▪ 3ც. ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: კოკაინს (მარილი), წონით 0,00065 გრამს და მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0,0015 გრამს (ობ№6).

▪ მწვანე ფერის მუყაოს კოლოფში, წარწერით: „Feinberg Nuss”, მოთავსებული მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით 221,56 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით 162,84 გრამს (ობ№7).

▪ ყავისფერი მუყაოს კოლოფში, წარწერით: „Kaffee, sahne“, მოთავსებული მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით - 236,15 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 173,57 გრამს (ობ№8).

▪ წითელი ფერის მუყაოს კოლოფში, წარწერით: „Edel Rahm, Mandel“, მოთავსებული: მოყვითალო ფერის ნივთიერება ფხვნილისა და კრისტალების სახით, საერთო წონით - 216,95 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 159,89 გრამს (ობ№9).

▪ მოყავისფრო-ოქროსფერი ტაბლეტის ნატეხები, ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 1,47 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონით 0,7027 გრამს (ობ№10).

▪ 783 (შვიდასოთხმოცდასამი) ცალი მოყავისფრო-ოქროსფერი ტაბლეტი, ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 434,6 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 207,73 გრამს (ობ №11).

▪ 692 (ექვსასოთხმოცდათორმეტი) ცალი მომწვანო ფერის, მართკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს წარწერით - ,,Gucci“, მეორე მხარეს ნაჭდევით, საერთო წონით - 236,95 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით 113,736 გრამს (ობ№12).

▪ 802 (რვაასორი) ცალი იასამნისფერი ფიგურული ფორმის ტაბლეტი, ლოგო ამონატვიფრებით, საერთო წონით - 287,33 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 137,34 გრამს (ობ№13).

▪ 6 (ექვსი) ცალი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, ნაწილობრივი წარწერებით: „B“ და „8“ საერთო წონით -1,16 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,0228 გრამს (ობ№14).

▪ 323 (სამასოცდასამი) ცალი თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტი, თითოეულზე წარწერით: „B8”, სულ საერთო წონით - 126,65 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 2,529 გრამს (ობ№15).

▪ 321 (სამასოცდაერთი) ცალი მონაცრისფრო ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი, თითოეულზე ლოგო ამონატვიფრით, საერთო წონით - 169,42 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3.4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), წონით - 81,66 გრამს (ობ№16).

▪ შავი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერში, მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში და გამოშრობის შემდეგ მოთეთრო-მოყვითალო ფერის ნივთიერება, წონით - 62,92 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ამფეტამინს, წონით - 27,85 გრამს (ობ№17).

▪ თეთრი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 51,44 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი), წონით - 23,96 გრამს (ობ№18).

▪ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 21,33 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი) წონით - 9,91 გრამს (ობ №19).

▪ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 9,02 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი) წონით - 4,18 გრამს (ობ №20).

▪ თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ცარიელი კოლოფის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მდმა - (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0,00027 გრამი და კოკაინი (მარილი) წონით - 0,0192 გრამი (ობ №21).

▪ დიდი და მცირე ზომის ჩამკეტიანი პოლიეთილენის პაკეტების ზედაპირებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი), წონით 0,00012 გრამი (ობ №22).

▪ სხვადასხვა ფერის, ზომის მუყაოს ქაღალდებზე და ქაღალდების ფრაგმენტებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მდმა - (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0,0178 გრამი და კოკაინი (მარილი), წონით - 0,0024 გრამი (ობ №23).

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკვლევი ობიექტები: ობ№1 (იხ.დასკვნა 5-------------), ობ №3 (იხ. დასკვნა 5-------------), ობ№1, 13 (იხ. დასკვნა 6-------------) ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით.

▪ საკვლევი ობიექტები: ობ. №2 (იხ. დასკვნა 5-------------), ობ. №1 (იხ. დასკვნა 5-------------) და ობ. №16 (იხ. დასკვნა 6-------------) ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით.

▪ საკვლევი ობიექტები: ობ.№2 (იხ. დასკვნა N--------------) და ობ№10, 11 (იხ. დასკვნა N6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით.

▪ საკვლევი ობიექტები: ობ№5 (იხ. დასკვნა N5-------------) და ობ№12 (იხ. დასკვნა 6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით.

 

▪საკვლევი ობიექტები: ობ№7 (იხ. დასკვნა N5-------------) და ობ№7,8,9 (იხ. დასკვნა 6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით.

 

▪ საკვლევი ობიექტები: ობ№14,15 (იხ. დასკვნა N6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით.

▪ საკვლევი ობიექტები: ობ№18,19,20 (იხ. დასკვნა N6-------------), ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით.

 

აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილია 14 ცალი დალუქული პაკეტი, მათგან: №3 პაკეტში (№F--------) არსებული 3 ცალი თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტებიდან ერთ-ერთში მოთავსებულია 3 ცალი ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანი. №12 პაკეტში (F--------) არსებული 4 ცალი თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტებიდან პირველ და მე-2 პაკეტებში (ანუ ცალ-ცალკე) მოთავსებულია შავი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერი მოთეთრო ნივთიერებით და თეთრი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერი მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერებით. №13 პაკეტში (F--------) მოთავსებულია თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ცარიელი კოლოფი და 6 ცალი დიდი ზომის ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული მცირე ზომის ჩამკეტიანი ცარიელი პაკეტები.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ--------------------მ და ა-–----------------------მ. ამასთან, ნ--------------------მ დამატებით განმარტა, რომ საკვლევი ობიექტები ცალ-ცალკე ჩაალაგა იმავე პაკეტებში, რითაც იყო წარმოდგენილი, შემდეგ ეს პაკეტები მოათავსა სხვა პაკეტებში და დალუქა სათანადო წესით.

 

უდავო მტკიცებულებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ივლისის ექსპერტის №--------- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ მოკლე ჩანაწერი „პირადად“ განლაგებული ბრალდებულის დაკავების ოქმზე 2018 წლის 15 მარტის თარიღით, მე-4 გვერდზე, სიტყვების გასწვრივ „დაკავების ოქმს გავეცანი“ (ს.ფ.83-86) და ჩანაწერი „ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ განლაგებული ბრალდებულის გამოკითხვის ოქმზე 2018 წლის 15 მარტის თარიღით, მესამე გვერდზე ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ (ს.ფ.87-89) შესრულებულია ლ-–-----------ის მიერ.

▪ გადაწყვეტა საკითხისა, ხელნაწერი ტექსტი, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით „ჩემი დროებითი საცხოვრებელი...“ „...პირადი მოხმარებისათვის“ განლაგებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე 2018 წლის 15 მარტის თარიღით, ბოლო გვერდზე, ოქმის ბოლოს (ს.ფ.60-65) შესრულებულია თუ არა ლ-–-----------ის მიერ შეუძლებელია ნიმუშების სიმცირის გამო (არ არის წარმოდგენილი გამოსაკვლევი ხელნაწერის შესაბამისი თავისუფალი და ექსპერიმენტალური ნიმუშები).

▪ დასკვნის გაცემა საკითხზე, ხელმოწერები, ლ-–-----------ის სახელით, განლაგებული შემდეგ საბუთებზე: პირადი ჩხრეკის ოქმზე, 2018 წლის 15 მარტის თარიღით, ყველა გვერდზე, გრაფაში: „ხელმოწერა“ (ს.ფ.42-45); დადგენილებაზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ 2018 წლის 15 მარტის თარიღით (ს.ფ 50); ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე, ყველა გვერდზე, გრაფაში: „ხელმოწერა“ (ს.ფ.51-54); საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმზე 2018 წლის 15 მარტის თარიღით, ყველა გვერდზე, გრაფაში: „ხელმოწერა“ (ს.ფ.60-65); ბრალდებულის დაკავების ოქმზე 2018 წლის 15 მარტის თარიღით, ყველა გვერდზე, ( ს.ფ.83-86); ბრალდებულის გამოკითხვის ოქმზე, 2018 წლის 15 მარტის თარიღით, ყველა გვერდზე გრაფაში: „გამოსაკითხი ბრალდებულის ხელმოწერა“ (ს.ფ. 87-89) შესრულებულია თუ არა ლ-–-----------ის მიერ შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერების მარტივი აგებულების (ხელმოწერები შედგება მხოლოდ უასოო მარყუჟისებური შტრიხებისაგან) და ნიმუშების შეუსაბამობის გამო (წარმოდგენილი ნიმუშები და გამოსაკვლევი ხელმოწერები განსხვავებული ტრანსკრიფციისა და არ შეიცავენ ერთნაირ წერით ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ).

 

პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 15 მარტს, 03:42-04:00 საათზე, ჩატარდა ლ-–------------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 მარტს, 04:15-04:50 საათზე, ჩატარდა ლ-–-----------ის კუთვნილი „მერსედესის“ მოდელის ავტომანქანის, სახ. №------- ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.

 

ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 15 მარტს, 05:15-13:00 საათზე ჩატარდა თ---–--–-, მ----------------- №--–- მდებარე ლ-–-----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში, შესასვლელი კარების მარჯვნივ კედლის კუთხესთან იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 (ერთი) ცალი მოიასამნისფრო აბისმაგვარი საგანი. ჩხრეკის მიმდინარეობისას ბინის მისაღებ ოთახში განთავსებული მაცივრის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 (ერთი) ცალი პლასტიკური ბარათი მასზე არსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით. ბინაში განთავსებულ საძინებელ ოთახში, შესასვლელი კარების ხელმარჯვნივ კედლის კუთხეში ნანახი იქნა კედელში განთავსებული ლითონის სეიფი, დაკეტილ მდგომარეობაში, რომლის გასაღებიც ნანახი ვერ იქნა, სეიფის გაღების მიზნით ჩხრეკის მიმდინარეობისას გამოძახებული იქნა სამაშველო სამსახური, რომელთა ადგილზე მოსვლის შემდეგ მაშველის მიერ მექანიკური ძალის გამოყენებით, ლითონის ხელსაწყოთი გახსნილი იქნა სეიფის კარი, ჩხრეკის მიმდინარეობისას სეიფიდან ამოღებულ იქნა 3 (სამი) ცალი ხელთათმანი, 1 (ერთი) ცალი პლასტმასის კოვზი, ამავე სეიფიდან ამოღებული იქნა მუყაოს კოლოფში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილი, სეიფიდან ასევე ამოღებული იქნა 783 ცალი მოყავისფრო ფერის აბი და მოყავისფრო ფერის აბის ნატეხები. ამავე სეიფიდან ამოღებული იქნა 692 ცალი მომწვანო ფერის აბი. სეიფიდან ასევე ამოღებული იქნა 802 ცალი მოიასამნისფრო ფერის აბი, 45 ცალი მომწვანო ფერის აბი, 323 ცალი მოთეთრო ფერის აბი, 321 ცალი მონაცრისფრო ფერის აბი, მოშავო და მოთეთრო ფერის კონტეინერები ფხვნილით და ორი ცალი მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი და პოლიეთილენის პაკეტები. ბინის ჩხრეკისას სამზარეულო ოთახიდან ექსპერტების მიერ ასევე ამოღებული იქნა თანხა 870 ლარის ოდენობით, შემდეგი სახის კუპიურები: რვა ცალი 100 ლარიანი, ერთი ცალი 50 ლარიანი და ერთი ცალი 20 ლარიანი. საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ქაღალდის და მუყაოს ფრაგმენტები, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის აბები და ფხვნილისებრი მასები, რომლებიც განთავსებული იყო საძინებელ ოთახში არსებულ სეიფში. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩხრეკის მიმდინარეობისას ექსპერტების მიერ გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც განთავსდა 1 ცალ DVD დისკზე. ლ-–------------მ ჩხრეკის ოქმზე დააფიქისრა შენიშვნა „ჩემი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები არის ჩემი“.

 

დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 15 მარტს 13:00 საათზე, თ---–--–-, მ----------------- №--–- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ-–------------.

 

მოწმე ზ-------------–-–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–------------მ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებზე და მათზე რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს. ავტომანქანის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, გამომძიებლები ლ-–------------სთან ერთად მივიდნენ ამ უკანსკნელის დროებით საცხოვრებელ ბინაში, რომლის მისამართიც მიუთითა თავად ლ-–------------მ და ჩაატარეს აღნიშნული ბინის ჩხრეკა. თავდაპირველად ლ-–------------ იყო მხნედ, რადგან ეგონა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ვერ მიაგნებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ გამოწიეს კარადა და მიაგნეს სამალავს - სეიფს, ლ-–------------მ აღიარა, რომ შეცდომა მოუვიდა და მოიხადა ბოდიში, თუმცა სეიფის გაღებაზე განაცხადა უარი. ამიტომ მათ მიერ გამოძახებული იქნა სამაშველო სამსახური, რომელთა დახმარებით შეძლეს სეიფის გაღება. რის შემდეგაც ლ-–------------მ თქვა ,,მომეცა გასაღები, რას გაწვალებდითო“. ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მათ მიერ დაკავებული იქნა ლ-–------------, რომელსაც ადგილზე განუმარტეს უფლებები.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა ე-–-------–---–----მ და ა-–---------------მ. ამასთან, ა-–---------------მ დამატებით განმარტა, რომ მიუხედავად ალკოჰოლის სუნისა და „უბრალოდ ნასვამობისა“ ლ-–------------ იყო სრულიად ადეკვატური და საუბრობდა ჩვეულებრივ. ამასთან, სეიფის აღმოჩენისთანავე ლ-–------------მ აწია ხელები და დაადასტურა, რომ იყო მისი.

 

მოწმე შ--–-------------- ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ექსპერტად. გამოძახების საფუძველზე, იგი ლ---------------თან ერთად გამოცხადდა თ---–--–-, მ----------------- №--–- მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად. ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის სამაშველო სამსახურის მიერ გაღებული სეიფიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახეობის და ფორმის ნარკოტიკული საშუალებები, რაც დაილუქა და დასურათდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--------------მ და დამატებით განმარტა, რომ ბინის ჩხრეკას ესწრებოდა ლ-–------------ც, რომელიც იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ფხიზლად და არ ბარბაცებდა.

 

უდავო მტკიცებულებით საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 მარტის გამოკვლევის N------ დასკვნით ირკვევა, რომ ლ-–------------ს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტი.

 

უდავო მტკიცებულებით, ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 22 მაისს, 20:05-20:30 საათზე, ქ--------–---–----–--–---–-------- №--–- მდებარე ბათუმის იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული შენობიდან, ი-----–--–------აგან ამოღებული იქნა ლ-–-----------ის მიერ ბათუმის იუსტიციის სახლისათვის 2017 წლის 27 დეკემბერს წარდგენილი განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ, თანდართული დოკუმენტაციით 10 (ათი) ფურცლად, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ივლისის ექსპერტის №--------- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ პაკეტში წარწერით „1 ცალი სასწორი თავისი ჩასადებით და 3 ცალი ხელთათმანი და 1 ცალი პლასტმასის კოვზი...“ მოთავსებულ ორ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის (ობ.№4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-–------------ს (ობ.№24, პაკეტი წარწერით „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული მოქ. ლ-–-----------ისაგან).

▪ პაკეტში წარწერით „...მოშავი ფერის პლასტმასის კონტეინერი...მოთეთრო ფერის კონტეინერი...2 ცალი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით ამოღებული საძინებელ ოთახში სეიფიდან...“ მოთავსებულ შავი და თეთრი (ობ№12) ფერის პოლიმერული მასალის ორ ცალ ყუთზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობიექტი №12-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ლ-–-------------ს (ობ№24). ობ№12-ის მინორული წილი და ობ. №11-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

▪ პაკეტში წარწერით „...1 ცალი მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი და მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტები, ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან...“ მოთავსებულ მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის მთლიანობადარღვეულ კონტეინერზე არსებული ბიომასალის (ობ. №15) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–------------ს (ობ. №24), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

▪ პაკეტში წარწერით „...1 ცალი მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი და მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტები, ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან...“ მოთავსებულ ორ ცალ გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტი პაკეტების შეკვრაზე, მათში არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტებით, აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა (ობ. №17,21). ობ. №21-ის გენეტიკური პროფილი და ობ. №17-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ-–------------ს (ობ. №24).

▪ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი ობიექტების ნაწილზე გენოტიპირებისათვის საჭირო, ადმიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო ნაწილზე აღმოჩენილი შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილია 6 (ექვსი) ცალი პოლიეთილენის, დალუქული პაკეტი. პაკეტი №1-ში (№F--------- მოთავსებულია 4 (ოთხი) ცალი, მეტალის სარჭებით შეკრული პაკეტი, კერძოდ: №--------- წარწერით „1 ცალი მოიასამნისფრო აბისმაგვარი საგანი“. №--------- წარწერით „1 ცალი პლასტიკური ბარათი მასზე არსებული მოთეთრო ფხვნილით; №F-------- წარწერით 1 ცალი სასწორი თავისი ჩასადებით და 3 ცალი ხელთათმანი და 1 ცალი პლასტმასის კოვზი“. №F-------- პაკეტში მოთავსებულია 3 ცალი თეთრი ფერის დახურული კონვერტი წარწერებით: ა) „3 ხელთათმანი, ამოღებული საძინებელი ოთახში არსებული სეიფიდან“. ბ) „1 სასწორი თავისი მოშავო ფერის ჩასადებით, ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან“. გ) ,,1 პლასტმასის კოვზი, ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული სეიფიდან.“ პაკეტი №2-ში (№---------) მოთავსებულია 3 (სამი) ცალი, მეტალის სარჭებით შეკრული პაკეტი, კერძოდ: წარწერით -„მუყაოს კოლოფში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილი, ამოღებული საძინებელ ოთახში მდებარე სეიფიდან“. წარწერით: „მუყაოს კოლოფში არსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილი ამოღებული საძინებელ ოთახში მდებარე სეიფიდან“. პაკეტი №3-ში (№---------) მოთავსებულია 5 (ხუთი) ცალი, მეტალის სარჭებით შეკრული პაკეტი, კერძოდ: F--------, F--------, F--------, F--------. №F-------- პაკეტში მოთავსებულია 4 ცალი თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი: წარწერით „მოშავო ფერის პლასტმასის კონტეინერი მასში არსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით და მოშავო ფერის საგნით (ობ№11); წარწერით: „მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი მასში არსებული მოთეთრო ფერის ფხვნილით (ობ. №12); წარწერით „პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილი“ (ობ. №13); წარწერით: „პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილი (ობ. №14); №F-------- პაკეტში მოთავსებულია ცარიელი კონტეინერი (ობ. №15) და 6 ცალი გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტი პაკეტი (ობ. №17-22); №F-------- პაკეტი წარწერით: „ქაღალდის და მუყაოს ფრაგმენტები, რომლებშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის აბები და ფხვნილები, ამოღებული საძინებელი ოთახის სეიფიდან“ (ობ. №23); №F-------- პაკეტი წარწერით „321 ცალი მონაცრისფრო აბი“. მეტალის სარჭებით შეკრულ გამჭვირვალე საქაღალდეში მოთავსებული, სამი ცალი გამჭვირვალე პოლიპროპილენის სპეცდანიშნულების სინჯარა. პაკეტი №4 (№---------), რომელიც არ გახსნილა არასაჭიროების გამო. პაკეტი №5 (----------), რომელიც არ გახსნილა არასაჭიროების გამო. პაკეტი №6 (№---------) წარწერით „ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული მოქ. ლ-–- ა----------გან“ (ობ№24, შემოსული საქართველოს შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ნ--------–-----მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტები იყო დალუქული და საკვლევი ობიექტები მოთავსებული იყო ცალ-ცალკე შეკრულ პაკეტებში. მოწმის განმარტებით, დნმ-ის ერთი ობიექტიდან მეორეზე გადასვლა თეორიულად არ არის გამორიცხული, თუმცა ერთ საგანზე იმდენად ჭარბი რაოდენობის დნმ უნდა იყოს და მეორეზეც იმდენი დნმ-ი უნდა გადავიდეს, რომ კვლევისათვის აღმოჩნდეს საკმარისი. მისივე განმარტებით, პაკეტების კვლევა ხდება ეტაპობრივად და ყველა წესის დაცვით ისე, რომ საკვლევ ობიექტებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან შემხებლობა.

 

მოწმე ვ-–-------–--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ თ---–--–-, მ----------------- №--–- მდებარე საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას. აღნიშნული ბინა 2017 წლის აგვისტოდან იქირავა ლ-–------------მ, რომელმაც უთხრა, რომ ბინაში იცხოვრებდა მარტო და ხანდახან დარჩებოდა მისი მეგობარი გოგონა. ლ-–------------მ მას და მის მეუღლეს წინასწარ გადასცა ორი თვის ქირა და მას შემდეგ აღარ უნახავს. მას ლ-–------------სთან ჰქონდა მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი, თანხას კი ურიცხავდა საბანკო ანგარიშზე. 2018 წლის 15 მარტს მას დაურეკეს მეზობლებმა, რომლებმაც შეატყობინეს, რომ მის ბინაში იყვნენ პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. იგი არის ექიმი და ვინაიდან ჰქონდა ოპერაცია ჩასატარებელი, მ-----------------ზე მივიდა მოგვიანებით. მას მეზობლებმა უთხრეს, რომ ლ-–------------ დააკავეს ნარკოტიკების გამო. მას ლ-–-----------ის დამ მეორე დღეს მიუტანა ბინის გასაღები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჭიშკარის და ბინის შესასვლელი გასაღებები იყო შეცვლილი. მისივე განმარტებით კედელში განთავსებული სეიფი არ ფუნქციონირებდა, რადგან ენა ჰქონდა გაფუჭებული და კარი არ იკეტებოდა, ამასთან სეიფის გასაღებიც იყო დაკარგული. როდესაც იგი მივიდა კუთვნილ ბინაში, ნახა, რომ აღნიშნული სეიფი გამონგრეული იყო ლომით. როგორც მისთვის არის ცნობილი, ლ-–------------ არ უღებდა სეიფის კარს, რის გამოც საჭირო გახდა მაშველების გამოძახება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ხსენებულ ბინაში ქეიფის და ხმაურის გამო მეზობლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ამასთან, ერთხელ მივიდა გაქირავებულ ბინაში, სადაც დახვდა უცნობი გოგონა და დაახლოებით რვა ადამიანი. გოგონამ კი უთხრა, რომ ლ-–------------ საქართველოში არ იმყოფებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:

 

იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმის თანახმად, 2018 წლის 15 მარტს 16:40 საათზე შემოწმდა ლ-–- ა---------, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - „პირიდან ამოსდის ალკოჰოლის სუნი.“

 

ლ-–-----------ის მობილური ტელეფონის მეშვეობით, აპლიკაცია მესენჯერის დათვალიერებით ირკვევა ნ-----–--–---–-ს შემხებლობა თ---–--–-, მ----------------- №--–- მდებარე ბინასთან, თუმცა იმავე მიმოწერაში თავად ნ-----–--–---–- აღიარებს, რომ ბინის მეპატრონე არის არა თავად არამედ ლ----------- - „წინა შაბათს მეგობრები ავიყვანე და უცბად მეპატრონე არ დამადგა... შენ ვინ ხარო? შენი პირადობის ფოტო გააძრო და ეს მეპატრონეაო ხო...ჰოო-თქო“.

 

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის“ 2018 წლის 03 მაისის ექსპერტის N----- დასკვნით ირკვევა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილებებში, პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებში, ბრალდებულის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმებზე დაფიქსირებული ყველა ხელმოწერა წარმოადგენს მხოლოდ უასო და ქაოტურად შესრულებულ მრავალრიცხოვან მარყუჟებს, ხოლო ლ-–-----------ის ხელმოწერის ნიმუშები ასოითი ტრანსკრიფციისაა და ამით სრულიად განსხვავდება სადაო ხელმოწერებისაგან, ურთიერშედარება არ არის რეკომენდირებული შესაბამისი მეცნიერული მეთოდიკის მიხედვით მათი შეუთავსებლობის გამო. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ყველა სადავო ხელმოწერის ურთიერშედარებისას დადგენილია მათ შორის თანადამთხვევები როგორც საერთო, ისე კერძო ნიშნებში. თანადამთხვევები მყარია და იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ ყველა მათგანი შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–-----–---–-ა.

 

დაცვის მხარის მოწმე ნ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–------------ არის მისი ძმა, რომელიც არის გერმანიის მოქალაქე და დაახლოებით 25 წელია ცხოვრობს გერმანიაში. იგი პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, თუმცა 2016 წლიდან შედარებით უფრო ხშირად უწევდა სქართველოში ჩამოსვლა, რა დროსაც უთხრა რომ ნ-----–-------–--–---–თან ერთად აპირებდა ბინის ქირაობას. მათ მ-----------------ზე ერთობლივად იქირავეს ბინა, თუმცა ლ-–------------ იმ ბინაში ცხოვრობდა მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში. მისთვის ცნობილია, რომ ლ-–------------ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ნ-------–-----სთან, რომლისგანაც გაიცნო ნ--------------, ზედმეტსახელად-----, რომელიც იყო არატრადიციული ორიენტაციის მქონე და მოსწონდა ნ-----–-------–--–---–ი. ვინაიდან ნ--------------ს უჭირდა ეკონომიურად, მისთვის ლ-–------------ს გერმანიიდან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰქონდა კრემები და კბილის ბჟენები. ამასთან, ვინაიდან ლ-–------------ აღარ ცხოვრობდა მ-----------------ზე, მან იმ ბინის გასააღები მისცა ნ--------------ს, რომელიც ხსენებულ ბინაში ცხოვრობდა ნ-----–-------–--–---–თან ერთად. მოწმის განმარტებით, ერთხელ მისი ძმა აღნიშნულ ბინაში მივიდა ნივთების ასაღებად, იქიდან დაბრუნებულმა კი უთხრა, რომ ბინა იყო ძალიან არეული და დაბინძურებული, ამიტომ აღარ მივიდოდა და არც ბინის ქირას გადაიხდიდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას ლ-–-ს მეგობარმა შეატყობინა, რომ მისი ძმა, რესტორნიდან გამოსვლისას, დაუკავებიათ და წაუყვანიათ გაურკვეველი მიმართულებით, თუმცა მეორე დღის შუადღემდე ძმის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნო. მეორე დღეს, დაახლოებით პირველ-ორ საათზე დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ მისულიყო მ-----------------ზე. ადგილზე მისვლისას, ნახა რომ მისი ძმა იჯდა პატარა ტახტზე, გვერდით ედგა არყის ბოთლი და იყო უგონოდ მთვრალი. ბინის ჩხრეკაც ჩატარებული იყო და გამომძიებლები აფასოებდნენ რაღაც ტაბლეტებს, ასევე ავსებდნენ თაბახის ფურცლებს, თუმცა იმის გამო, რომ ლ-–------------ იყო უგონოდ მთვრალი, მას ოქმზე ვერ მოაწერინეს ხელი და თქვეს ,,წავიყვანოთ და იქ მოვაწერინოთო“. მოწმის განმარტებით, ლ-–------------ იყო ისეთი მთვრალი, რომ იგი ხელის მოკიდებით გაიყვანეს და ჩასვეს ავტომანქანაში.

 

დაცვის მხარის მოწმე გ------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–------------ არის მისი დეიდაშვილი, რომელიც დაახლოებით 25 წელია ცხოვრობს გერმანიაში და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში. მისთვის ცნობილია, რომ ლ-–------------მ და ნ-----–--მ მ-----------------ზე იქირავეს ბინა, თუმცა ლ-–------------ იქ ცხოვრობდა ცოტა ხანს, რადგან საცხოვრებლად გადავიდა ნ-------–-----სთან. იმ პერიოდში როცა ლ-–------------ იმყოფებოდა ნ------თან, ნ-------------- რჩებოდა მ-----------------ზე მდებარე ნაქირავებ ბინაში. ნ--------------ს ძალიან უჭირდა ეკონომიურად, ამიტომ მისთვის ლ-–------------ს გერმანიიდან ჩამოჰქონდა ალოეს და სხვა პრეპარატები. მისთვის ასევე ცნობილია, რომ ნ-------------- იყო არატრადიციული ორიენტაციის და მოსწონდა ნ-----–-------–--–---–ი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ლ-–-----------ის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ლ-–------------სთან ერთად მივიდა მ-----------------ზე მდებარე ნაქირავებ სახლში, რათა ამ უკანასკნელს იქიდან წამოეღო კუთვნილი ნივთები. ვინაიდან ბინაში იყო სიბინძურე, ლ-–------------მ, ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით, საძინებელი ოთახში მდებარე ერთ-ერთი უჯრიდან ამოიღო პირადი ნივთები, რის შემდეგაც დატოვეს იქაურობა.

 

დაცვის მხარის მოწმე გ-----------------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–------------ არის მისი მეგობარი, რომელსაც მარტში შეხვდა რესტორან ვარაზისხევში. ლ-–-სთან ერთად იყო ორი არატრადიციული ორიენტაციის გოგო, რომლებთანაც ლ-–-ს მოუვიდა მცირე უსიამოვნება, რადგან ეუბნებოდა აღარ გადავიხდი ბინის ქირას, თუ გინდათ იქ ცხოვრება თქვენ გადაიხადეთო, რის შემდეგაც გოგონები წავიდნენ. ამის შემდეგ მათ დალიეს და ლ-–------------ იყო ძალიან მთვრალი. რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, ლ-–------------სთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჩამოართვეს ტელეფონი და საფულე, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. მეორე დღეს, კი ლ-–-----------ის ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი იყო დაკავებული.

 

დაცვის მხარის მოწმე გ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-–------------ არის მისი მეგობარი, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში და თ---–--–- ჩამოსვლისას ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. მისთვის ცნობილია, რომ ლ-–------------ ცხოვრობდა მეგობართან - ნ-------–-----სთან ერთად, რომელთანაც ასევე ცხოვრობდა ნ--------------, რომელიც იყო არატრადიციული ორიენტაციის მქონე და მოწონდა ლ-–-----------ის მეგობარი - ნ-----–--, რომელთან ერთადაც ლ-–------------ს ნაქირავები ჰქონდა ბინა, თუმცა იმ სახლში იცხოვრა მხოლოდ 10 დღე, პირველი ჩამოსვლისას. შემდეგ უკვე ცხოვრობდა ნ-------–-----სთან, ხოლო ნ-------------- საცხოვრებლად ნ-----–--სთან გადავიდა. ერთხელ მას ლ-–------------მ მ-----------------ზე გაატანა ტკბილეული. მითითებულ მისამართზე მისვლისას კი, იმ სახლში დახვდნენ ნ--------------, ნ-----–-- და სხვა პირები.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ-–-----------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ლ-–-----------ისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება, ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა და შემდეგ სხვა პირისათვის გადაცემა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად მიიჩნევს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას, შენახვას და გასაღებას. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. გასაღებაში კი, იგულისხმება ნებისმიერი ფორმით სხვა პირისთვის მისი გადაცემა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,წ‘‘ პუნქტის თანახმად, გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–------------მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები, საიდანაც ნაწილი - ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ გაასაღა ნ--------------ზე, რაც ამოღებული იქნა, როგორც ნ--------------ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე ლ-–-----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) თანახმად, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ - 1 გრამზე მეტი ოდენობით, „ამფეტამინი“ - 1 გრამზე მეტი ოდენობით, „ბუპრენორფინი“ - 0,12 გრამზე მეტი ოდენობით და „კოკაინი (მარილი)“ - 6 გრამზე მეტი ოდენობით წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–------------მ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ამდენად, სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და გასაღების მაკვალიფიცრებელი გარემოება - განსაკუთრებით დიდი ოდენობა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თ---–--–-, მ---------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბოლო პერიოდში არ ცხოვრობდა ლ-–------------. ის ფაქტი, რომ აღნიშნული ბინა ნაქირავები ჰქონდა ლ-–------------ს გარდა ნ--------------ს ჩვენებისა დადასტურებულია ბინის მესაკუთრის ჩვენებით და ლ-–-----------ის დაკავების ოქმით, ასევე პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებით, სადაც ამ უკანასკნელის განმარტებით სწორედ აღნიშნული მისამართი იქნა საცხოვრებელ ადგილად მითითებული. ის გარემოება, რომ ხსენებულ ბინასთან შემხებლობა ჰქონდათ სხვა პირებს, არ გამორიცხავს ლ-–-----------ის ბრალეულობას, ვინაიდან მას ჰქონდა ხსენებული ბინის მოვლის ვალდებულება ნაკისრი მესაკუთრისგან, შესაბამისად მხოლოდ მას შეეძლო ბინის გასაღების შეცვლა და ბინაში არსებული ნივთების, მათ შორის სეიფის შეკეთება.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ---–--–-, მ---------------------ში განთავსებული სეიფიდან ამოღებულ ორ ცალ ხელთათმანზე, შავი და თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ორ ცალ ყუთზე, მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის მთლიანობადარღვეულ კონტეინერზე, ორ ცალ გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტი პაკეტების შეკვრაზე (მათში არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტებით) აღმოჩნდა ლ-–-----------ის გენეტიკური პროფილი. ამასთან, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებს აღენიშნებოდა ნარკოტიკული საშუალებების კვალი. დაცვის მახრის პოზიცია, აღნიშნულ ობიექტებზე ლ-–-----------ის გენეტიკური პროფილის სხვა ნივთებიდან გადასვლის შესახებ წინააღმდეგობაშია როგორც ექსპერტთა ჩვენებებთან, ასევე აღნიშნულ დასკვნებთან, რომელთა კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ სხვადასხვა გამოსაკვლევი ობიექტი მოთავსებული იყო ცალ-ცალკე პაკეტებში და მათ ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ. მართალია, ექსპერტმა ნ--------–-----მ აღნიშნა, რომ დნმ-ის ერთი ობიექტიდან მეორეზე გადასვლა თეორიულად არ არის გამორიცხული, თუმცა ერთ საგანზე იმდენად ჭარბი რაოდენობის დნმ-ი უნდა იყოს და მეორეზეც იმდენი დნმ-ი უნდა გადავიდეს, რომ კვლევისათვის აღმოჩნდეს საკმარისი. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთ მცირე ზომის პაკეტში მოთავსებული სამი ცალი ხელთათმანიდან მჭიდრო შემხებლობის მიუხედავად, ლ-–-----------ის პროფილი აღმოჩნდა მხოლოდ ორ ხელთათმანზე და არ გადასულა მესამე ხელთათმანზე, შესაბამისად, რეალობას მოკლებულია სხვადასხვა დახურულ პაკეტში მოთავსებულ ობიექტებზე დნმ-ის გადასვლის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ სეიფიდან ამოღებულ ხელთათმანზე აღმოჩნდა მხოლოდ ლ-–-----------ის გენეტიკური პროფილი, რაც გამორიცხავს ხსენებულ ხელთათმანთან სხვა პირის შემხებლობას.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე ლ-–-----------ის სახელით განთავსებული ხელიმოწერის და შენიშვნის ფალსიფიცირების, ასევე ამ მოქმედებათა ჩატარების დროს ლ-–-----------ის უგონო მდგომარეობაში ყოფნის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე პოლიციელთა და ექსპერტების შ--–-------------- და ლ-------------ის ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და გამოკითხვის დროს ლ-–-----------ის საღ გონებაზე ყოფნის ფაქტი. ის გარემოება, რომ ლ-–- ა---------ს პირიდან ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი, უტყუარად არ ადასტურებს დაკავებისას და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ამ უკანასკნელის უგონო მდგომარეობაში ყოფნას. აღნიშნულსვე ადასტურებს, ლ-–-----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, სადაც ასახულია თუ როგორ მიუძღვება იგი და როგორ უღებს კარს სამართალდამცველებს. მისი ვიზუალი არ იძლევა მისი უგონო, მძიმე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნის ვარაუდის საფუძველს. გარდა ამისა პალატა განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებებზე, პირადი, ავტომანქანის და ბინის ჩხრეკის ოქმებზე, ასევე ბრალდებულის დაკავების და გამოკითხვის ოქმებზე ლ-–-----------ის ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად დაცვის მხარის მიერ დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით, სადავო ხემოწერებისა (უასო და ქაოტურად შესრულებულ მრავალრიცხოვანი მარყუჟების) და ლ-–-----------ის ხელმოწერის ნიმუშების (ასოითი ტრანსკრიფციის) ურთიერთშედარება შეუძლებელია, თუმცა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ყველა სადავო ხელმოწერას შორის არის თანადამთხვევები როგორც საერთო, ისე კერძო ნიშნებში, თანადამთხვევები მყარია და იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ყველა მათგანი შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. აღნიშნული კი არ გამორიცხავს ხელმოწერების ლ-–-----------ისადმი კუთვნილებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, დადგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ნაწილზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერების ლ-–-----------ისადმი კუთვნილება, დარჩენილ ნაწილზე კი, კუთვნილების კატეგორიულად დადგენის შეუძლებლობა განპირობებულია ნიმუშების სიმცირით და შეუსაბამობით. უსაფუძვლოა საუბარი, რომ დროის მოკლე შუალედში, თანმიმდევრულად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებიდან მხოლოდ ზოგიერთს მოაწერა ხელი ლ-----------მ და კიდევ უფრო ალოგიკურია მტკიცება იმისა, რომ შესაბამის ოქმებზე სიტყვიერ ჩანაწერებს -„პირადად“, „დაკავების ოქმს გავეცანი“, „ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ ლ-–------------ აკეთებდა საკუთარი ხელით და ხელმოწერებს აფიქსირებდა სხვა პირი.

 

პალატა ასევე განმარტავს, რომ არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა და ექსპერტთა ჩვენებებში, ასევე საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა ექსპერტთა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან არ ვლინდება. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას გაუჩენდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში, მათ შორის მოწმე ნ--------------ს ჩვენებაში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზაირებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნ--------------ს ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის ნ--------------ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე ლ-–-----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების იდენტურობას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით. ამასთან, ნ--------------ს პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი სხვადასხვა ფერის და ფორმის აბები და ფხვნილი/კრისტალები, ხოლო ლ-–-----------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სეიფიდან ამოღებული იქნა ყველა იმ ფორმის, ფერის, აღწერილობის და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების ნარკოტიკული საშუალების აბები, რაც ნ--------------ს პირადი და ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

თანაბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებები (თუ ისინი ასეთ ჩვენებებს მისცემენ) უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც თანამზრახველები (თანაბრალდებულები) აღმოჩნდებიან ჩვენების მიცემისას, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწმეების მდგომარეობისგან (Romanov v. Russia, § 102). ისინი არ იძლევიან ჩვენებას ფიცის ქვეშ (Melnikov v. Russia). ამ გარემოებამ სავარაუდოდ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოწმის ჩვენების ძალაზე (იხ. Pichugin v. Russia, §199).

 

საქმეზე Brzuszczynski v. Poland (2013 წლის 17 სექტემბერი, no 23789/09, §89) სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რ.ნ.-ს ჩვენება მიეკუთვნებოდა „მამხილებელ ჩვენებას“, რომელიც მიცემული იქნა თანაბრალდებულის მიერ და გაიხსენა უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში განსაზღვრული პირობები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ სახის მტკიცებულების შეფასებისას (ჩვენების ხასიათი, მისი მიცემის დრო, მოტივი, ჩვენების სანდოობა და ნებისმიერი ზეწოლის არარსებობა ჩვენების მიცემისას). ამავე გადაწყვეტილების §86-ში მითითებულია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც რელევანტური იყო ჩვენებების სანდოობის შეფასებისას, მათ შორის, ის ფაქტი, რომ რ.ნ. იყო თანაბრალდებული, მისი შესაძლო მოტივები განმცხადებლის მხილების კონტექსტში, მისი განცხადებების სპონტანური ხასიათი და მისი დაკითხვის დროს რაიმე იძულების არარსებობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დაკითხვების დროს რ.ნ-მ საკუთარი ნებით ისაუბრა იარაღთან და მკვლელობასთან დაკავშირებულ ფაქტებზე. გარდა ამისა, გამორიცხული იქნა, რომ პოლიციელებს შეიძლება მინიშნებებით ეიძულებინათ რ.ნ. პასუხი გაეცა შეკითხვებზე, რადგან პირველადი დაკითხვების დროს მათ არ იცოდნენ მსხვერპლის გარდაცვალების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება ნ--------------ს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაფიქსირებულა, მან ამომწურავი, სრულყოფილი და თანმიმდევრული პასუხი გასცა ყველა შეკითხვას, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია კი სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან. ის გარემოება, რომ ნ-------------- არის ბრალდებული არ წარმოადგენს მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამასთან, მისი ჩვენება არ არის ერთადერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ-–-----------ის ბრალეულობას. გარდა ამისა, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, ნ--------------ს მიმართ რაიმე ზეწოლის არსებობა, რაც საფუძვლად დაედებოდა მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმას. აღსანიშნავია, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სამართალდამცავი ორგამოებისათვის ნ--------------ს დაკავებამდე ცნობილი არ იყო ლ-–-----------ის პიროვნების შესახებ, შესაბამისად ვარაუდი იმისა, რომ ნ--------------ზე განხორციელდა რაიმე სახის ზეწოლა ლ-–-----------ის მხილების მიზნით - საფუძველსაა მოკლებული. ამ უკანასკნელმა ბინის ჩხრეკის ჩატარებისას, ანუ სპონტანურად, ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა პირი ვინც გადასცა ნარკოტიკული საშუალებები. ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას ნ--------------ს ჩვენების არასანდოობასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის რომ გაზიარებულ არ უნდა იქნეს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, ამასთან, მათი ჩვენებები ემსახურება ლ-–-----------ისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, N12365/03 , პარ. 50). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ლ-–-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-–- ა---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (ლ-–------------ თავად არ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს (ნარკოტიკული საშუალებები შენახული ჰქონდა საგანაგებოდ მოწყობილ და დაცულ საცავში), ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ამოღებული იქნა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა ოდენობა ბევრად აღემატება სხენებული ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის კანონით განასაზღვრულ ზღვარს), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ლ-–------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლ-–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-–-----–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნ----------------ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ლ-–- ა---------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს.

 

ლ-–-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა 870 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ლ-–- ა---------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ლ-–-----------ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

ბათუმის იუსტიციის სახლიდან ამოღებული ლ-–- ა---------- მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს წარდგენილი განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ, თანდართული დოკუმენტაციით 10 (ათი) ფურცლად - დაუბრუნდეს ბათუმის იუსტიციის სახლს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ-–-----------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-–-----–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ-–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

ლ-–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 მარტიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ლ-–------------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ლ-–------------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნ--------------ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ლ-–- ა---------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები - განადგურდეს.

 

ლ-–-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა 870 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ლ-–- ა---------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ლ-–-----------ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

ბათუმის იუსტიციის სახლიდან ამოღებული ლ-–- ა---------- მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს წარდგენილი განცხადება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ, თანდართული დოკუმენტაციით 10 (ათი) ფურცლად - დაუბრუნდეს ბათუმის იუსტიციის სახლს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი