განაჩენი

სისხლის სამართლის 18.07.2019
საქმის ნომერი
010100118002490777
ინსტანცია
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-139-2019 წელი

№010100118002490777

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

3 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – თ-------- გ----–---–ის,ადვოკატის – მ--–---- ა----–--ის,მსჯავრდებულის – უ-- ჯ---------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა უ-- ჯ---------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

უ-- ჯ---------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ქ. ბ------–-----------–---–----------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შე-ფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

უ-- ჯ---------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრე-ბის მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 14:38 საათზე, უ-- ჯ---------ე, მართლსაწინააღმდე-გო მისაკუთრების მიზნით, ქ. ბ------–-----------–-----–--------------ში მდებარე შპს „ს----ს“ მაღაზია №-----ში უკანონო შეღწევით, ფარულად დაეუფლა შპს „ს---ს“ კუთვნილ ფულად თანხას 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით და ერთ კოლოფ სიგარეტ „SOB-RANIE“-ს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ უ-- ჯ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- ა----–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს უ-- ჯ---------ის მიმართ გამამარ-თლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ უ-- ჯ---------ის მიმართ ბრალად შე-რაცხულ დანაშაულს.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ უ-- ჯ---------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–---- ა----–--ეს, რომლებიც ითხოვენ უ-- ჯ---------ის მიმართ გამამართლებელი განა-ჩენის გამოტანას.

– პროკურორ თ-------- გ----–---–ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათვა გამო:

დაზარალებულმა ი-----–- ბ---–----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ს---ში“, ბ-----–--------–-----–--------------ში არსებულ მაღაზიაში, აწარმოებს სიგა-რეტების რეალიზაციას, მის გვერდით ქუჩის მხრიდან განთავსებულია ვალუტის გადა-მცვლელი პუნქტი, სადაც მუშაობს ქ------- გ--------ე, მის მაღაზიას როგორც ქუჩის, ისე ბაზრობაზე შესასვლელის მხრიდან აქვს მეტალოპლასტმასის მცირე ზომის ფანჯარა; 2018 წლის 13 აპრილს ჩვეულებრივად დილიდან დაიწყო მუშაობა; დაახლოებით 14:30 საათზე გავიდა მაღაზიიდან სიგარეტების მოსატანად, რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნე-ბისას შეატყო, რომ ფანჯარასთან დადგმული სამუშაო მაგიდის უჯრა ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად იყო გამოღებული, ნახა, რომ თანხა მოპარული იყო; დაახლოებით 100 ლა-რამდე ჰქონდა, ზუსტად არ დაუთვლია გასვლისას; იყო 5 ლარიანი და 20 ლარიანი კუ-პიურები; ასევე იყო ხურდა ფული, რომელიც არ იყო წაღებული; დაინტერესდა და ნახა ვიდეოკამერის ჩანაწერები; იქ კარგად ჩანდა, რომ მამაკაცი მოდის, აღებს უჯრას და იღებს თანხას, მიდის და მალევე ბრუნდება და იგივე ხერხით კვლავ იღებს თანხას; რამ-დენიმე წუთში იგივე პირი ისევ ბრუნდება და ამჟამად იღებს უკვე სიგარეტს „სობ-რანიეს“, რომელიც ღირს 7 ლარი; პირადად ამ პირს არ იცნობდა; ქურდობის ფაქტზე განაცხადა პოლიციის განყოფილებაში; თავად გადასცა პოლიციის თანამშრომელს ვიდე-ოკამერის ჩანაწერები; როცა გავიდა მაღაზიიდან ის არ დაუკეტავს, გვერდით მომუშავე პირს ქ------- გ--------ეს სთხოვა მიექცია ყურადღება მაღაზიისთვის; ზიანი მიადგა ფუ-ლადი თანხით, დაახლოებით 100 ლარამდე და ასევე წაღებული იყო სიგარეტი, რადგან თავადაა პასუხისმგებელი დანაკლისზე; ამის შემდეგ ეს პირი მოიყვანეს და მეორედ იმ დროს ნახა. ეს იყო ის პიროვნება, ვინც ჩანაწერებში ჩანდა; ის აჩვენებდა პოლიციის თანა-მშრომლებს ქურდობის ფაქტს და აღწერდა მის გადაადგილებას; ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ნამდვილად ის პიროვნება იყო, ვინც ვიდეოსათ-ვალთვალო კამერების ჩანაწერებში იპარავს ფულად თანხას და სიგარეტს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ქ------- გ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ა----–-----–--------------ში მუშაობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, ვალუტის გაცვლა ხორციელდება ქუჩის მხრიდან. მის გვერდით არის სიგარეტების მაღაზია, სადაც მუშაობს ი-----–- ბ---–----ე; 2018 წლის 13 აპრილს შუადღის საათებში, ი-----–- გავიდა მაღაზიიდან სიგარეტების მოსატანად. სთხოვა, რომ ყურადღება მიექცია მაღაზიისთვის, თუმცა მას ჰყავდა კლიენტები და ვერ მიაქცია ყურადღება; ი-----–- დაბრუნდა დაახლოებით 15 წუთში; კითხა, ხომ არ დაუნახავს ვინმე მის მაღაზიასთან, რადგან უჯრაში თანხა აღარ იყო; მას არ დაუნახავს ვინ მივიდა ი-----–-ს მაღაზიასთან და ვინ აიღო თანხა; ჩართეს ვიდეოკამერის ჩანაწერი და ნახეს თუ როგორ მოდის რამდენჯერმე უცხო მამაკაცი და იღებს ორჯერ ფულად თანხას, ხოლო მესამედ სიგარეტს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- წ--–----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2018 წლის 13 აპრილს სამსახურში იმყოფებოდა, შემოვიდა შეტყობინება, რომ ბ-----–-------–-----–--------------ში არსებულ სავაჭრო ცენტრში, სიგარეტების მაღაზიიდან მოპარული იყო თანხა და სიგარეტი; აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება; საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მი-ღებული იქნა ინფორმაცია, რომ ი-----–- ბ---–----ის მაღაზიიდან ფულადი თანხისა და სიგარეტის ქურდობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა უ-- თ------ს ძე ჯ---------ეს; მიღებული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირებისათვის.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა ე------ ჯ--------ემ და ა-----– ა---–---მა ჩვენების მიცემისას განაცხადეს, რომ მათ უ-- ჯ---------ის ბრალდების საქმეზე მონაწილეობა მიიღეს შემთხვევის ადგილის – მაღაზიიის დათვალიერებაში. როგორც შეტყობინება არსებობდა, მაღაზიიდან მოპარული იყო ფულადი თანხა და სიგარეტი; დათვალირებისას მონაწილეობას მათთან ერთად იღებდა გამომძიებელი და დაზარლებული; მათ დაასურათეს შემთხვევის ადგილი, რაიმე ნივთი ან კვალი მა დროს ამოღებული არ ყოფილა. ასევე მათ მონაწილეობა მიიღეს ამავე საქმეზე საგამოძიებო მოქმედებაში – ამოღებაში; როგორც მათთვის გახდა ცნობილი უ-- ჯ---------ემ წარმოადგინა ნივთები და მოხდა მათი ამოღება; ეს ნივთები იყო ფულადი თანხა, რომლის ზუსტი რაოდენობა არ ახსოვთ, ის დასურათებულია; სიგარეტი „სობრა-ნიე“, მზის სათვალე და ტანსაცმელი; აღნიშნულიც დაასურატეს და დალუქეს სპეცია-ლურ პარკში; საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა განყოფილების ადმინისტრაციულ შენო-ბაში;

ამავე საქმეზე ჩატარდა მათი მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებული ნებაყოფლობით აჩვენებდა გამომძიებელს მის გადაადგილებას და მოქმე-დებას, თუ როგორ მოიპარა თანხა და სიგარეტი ისინი ახდენდნენ აღნიშნულის დასურა-თებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა ზ---- დ-------ემ და თ-------- ვ-–------მა ჩვენების მიცემისას განაცახდეს, რომ მათ გამომძიებელ ზ------ თ----------–--ესთან ერთად სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოახდინეს უ-- ჯ---------ის დაკავება; უ-- ჯ---------ეს დაკავებისას წინა-აღმდეგობა არ გაუწევია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ------ თ----------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შეტყობინების საფუძ-ველზე მან დაიწყო გამოძიება, ი-----–- ბ---–----ის მაღაზიიდან ქურდობის ფაქტთან და-კავშირებით; მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ავთენტურობას ადას-ტურებს; საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონიერად, რაიმე სახის შენიშვნა ან პრე-ტენზია არ დაფიქსირებულა; ბრალდებულმა აღიარა რა ჩადენილი ქმედება, მან მონაწი-ლეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და თავად მიუთითებდა, თუ როგორ გადაად-გილდებოდა და რა ვითარებაში მოიპარა მაღაზიიდან ფულადი თანხა და სიგარეტი; მან ასევე ნებაყოფლობით წარმოადგინა ტანსაცმელი, რაც იმ დროს ეცვა და მზის სათვალე, ასევე წარმოადგინა ფულადი თანხა და სიგარეტის კოლოფი, რამდენიმე ღერით, მისივე განმარტებით მას თანხა გახარჯული არ ჰქონდა და ინახავდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 აპრილის შემთხვევის ადგილის (მაღაზია) დათვალიე-რების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებლის ზ------ თ----------–--ის, მოწმე ი-----–- ბ---–----ის, ექსპერტების ე------ ჯ--------ისა და ა-----– ა---–---ის მონაწილეობით, დღის საათებში, მზიან მშრალ ამინდში, ბუნებრივი განათების პირობებში, მშვიდ ვითა-რებაში დათვალიერებული იქნა ქ. ბ------–------------–-----–--------------ში მდებარე მაღაზია №----, რომელიც განთავსებულია ბაზრობაზე შესასვლელ კარებში მარცხენა მხარეს. მაღაზია გაყოფილია ორ ნაწილად დ-------–-----–ის ქუჩის მხრიდან განთავსებუ-ლია სავალუტო პუნქტი და ფასადზე დამაგრებულია ვალუტის კურსის აღმნიშვნელი რეკლამები. ბაზრობაზე შესასვლელის მხრიდან განთავსებულია სიგარეტების მაღაზია, მაღაზიას გააჩნია შემინული მეტალო პლასტმასის ფასადი. მაღაზიაში შევდივართ მეტა-ლო-პლასტმასის შემინული კარით, კარის გვერდით მარჯვენა მხარეს განთავსებულია მცირე ზომის სამუშაო ფანჯარა, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. ფანჯარასთან დევს სამუშაო მაგიდა, რომელზეც მოთავსებულია კომპიუტერი და ნივთები. კედელზე გან-თავსებულია ვიდეო მეთვალყურეობის კამერა. მაგიდას გააჩნია გამოსაღები უჯრა, რომე-ლიც ღია მდგომარეობაშია და უჯრას გააჩნია განაყოფები. მაღაზიაში როგორც ფასადის მხარეს, ასევე შიგნით კედლებზე განთავსებულია თაროები და დევს სხვადასხვა მარკის სიგარეტები. ფანჯარასთან ასევე დევს სანთებელები. კედელზე დამაგრებული ვიდეო მე-თვალყურეობის კამერა მიმართულია სამუშაო ფანჯრისკენ. შემთხვევის ადგილი დასა-ბუთებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით „ნიკონი“, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა.

(ს. ფ. 3-8)

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 აპრილს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის ზ------ თ----------–--ის მიერ, ა-----– ა---–---ის და ე------ ჯ--------ის მონაწილეობით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში უ-- ჯ---------ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტან-საცმელი კერძოდ: ლურჯი ფერის კოპლებიანი ქურთუკი, რომელსაც გააჩნია ელვა შესაკრავი და ე. წ. კაპიშონი, კაპიშონზე გააჩნია თასმები, აქვს ჯიბეები. ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური. ამოღებული იქნა შავი ფერის მზის სათვალე რომლის სახელურებზეც იკითხება წარწერა „MATRIXX“. უ-- ჯ---------ისგან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 85 ლარის ოდენობით, მათგან 7 ცალი 5 ლარიანი კუპიურა ნომრებით A---------, A---------, A----------, A----------, A----------, C-------- და C--------. ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრებით A--------- და A---------. ერ-თი ცალი ათ ლარიანი კუპიურა ნომრით D---------. ამოღებული იქნა სიგარეტი SOBRANIS, რომელიც არის თეთრი ფერის კოლოფში მოთავსებული და კო-ლოფში არის სამი ღერი სიგარეტი. ამოღებული ტანსაცმელი და სათვალე მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ნომრით F---------, პაკეტი №1, ამო-ღებული სიგარეტი მოთავსდა და დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში ნომრით F--------- პაკეტი №2. ამოღებული ფულადი თანხა 85 ლარის ოდენობით დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პარკში ნომრით F--------- პაკეტი №3. ამოღება დასურა-თებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით „ნიკონით“ და მონაწილე პირების მიერ დადას-ტურებული იქნა ხელმოწერებით.

(ს. ფ. 31-37)

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 აპრილს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენი-ლია, რომ გამომძიებელი ზ------ თ----------–--ის, მოწმე ი-----–- ბ---–----ის, ექსპერტე-ბის ე------ ჯ--------ისა და ა-----– ა---–---ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქ-მედება (ქ. ბ------–---------------------. დ. ა----–-----–-------------). მოწმე უ-- ჯ----------ეს წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რაც დაადას-ტურა და განმარტა, რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ჩვენების ადგილზე შემოწმებაში. აღნიშნულის შემდეგ სამსახურებრივი ავტომანქანა ტოიოტა სახ. ნომრით N-------ით ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრა-ციული შენობიდან უ-- ჯ---------ის მითითებით გავიდნენ ქ. ბ------–-----------–-----–--------------ში არსებული სავაჭრო ცენტრ 2009-ში, სადაც მიუთითა დ-------–-----–ის ქუ-ჩის მხრიდან არსებულ შესასვლელში განთავსებული სიგარეტების მაღაზიაზე და გან-მარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს აღნიშნული მაღაზიიდან მოიპარა თანხა 85 ლარის ოდენობით და სიგარეტი „სობრანიე“. უ-- ჯ---------ემ მიუთითა მაღაზიის ფანჯარაზე, საიდანაც გადაწია ხელი და გამოაღო მაგიდის უჯრა. ასევე მიუთითა მაგიდის უჯრაზე, საიდანაც დაეუფლა თანხას და მიუთითა მაღაზიის შიგნითა მხარეს ფანჯრის გვერდით არსებულ თაროზე, საიდანაც მოიპარა სიგარეტი. უ-- ჯ---------ემ მიუთითა ბაზრობიდან გასასვლელი კარისკენ და განმარტა, რომ ფულისა და სიგარეტის ქურდობის შემდეგ წა-ვიდა ა----–-----–ის ქუჩით. მისივე განმარტებით აღნიშნული ფანჯრიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სამჯერ მობრუნდა და მოიპარა თანხა და სიგარეტი, ერთი და იგი-ვე უჯრიდან ორჯერ დაეუფლა თანხას და ერთხელ სიგარეტს თაროდან. უ-- ჯ---------ემ განმარტა, რომ მის მიერ ნაქურდალი სიგარეტი და ფულადი თანხა მისგან იქნა ამოღე-ბული. აღნიშნულით დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ექსპერტების მი-ერ დასურათებული იქნა ციფრული ფოტოაპარატით „ნიკონი“. რაიმე არ ამოღებულა.

(ს. ფ. 40-46)

საქმეში არსებული, 2018 წლის 27 აპრილს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბა-თუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, 2018 წლის 27 აპრილს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ზ------ თ----------–--ის მიერ და-თვალიერებული იქნა ი-----–- ბ---–----ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ფაილი, სადაც დაფიქსირებულია 2018 წლის 13 აპრილის ვიდეო ჩანაწერი 14:11:43 საათიდან 14:57:47 საათის მონაკვეთი/ ვიდეო ფაილში დაფიქსირებულია ქ. ბ------–-----------–-----–-------------ში არსებული სავაჭრო ცენტრი ბათუმი 2009-ში განთავსებული 1--- მაღაზიის შიდა პერიმეტრი. ვიდეო ფაილში ფიქსირდება სამუშაო მაგიდა და მაღაზიის ფანჯარა, საიდა-ნაც ხდება კლიენტების მიერ შეძენილი პროდუქტის მიწოდება, ასევე ფიქსირდება მაღა-ზიაში განთავსებული თაროები, სადაც დალაგებულია სიგარეტები. მაღაზიაში სამუშაო მაგიდასთან ზის მამაკაცი, რომელიც ემსახურება კლიენტებს და არის გამყიდველი.

14:46:15 საათზე მაღაზიაში მყოფი გამყიდველი გადის მაღაზიიდან, რა დროსაც სამუშაო ფანჯარას ტოვებს ღია მდგომარეობაში. 14:48:40 საათზე ფანჯარასთან მიდის მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის მაისური და ლურჯი ფერის კოპლებიანი ქურთუკი, თავზე უკეთია სათვალე, იხედება მაღაზიაში, ათვალიერებს მაღაზიას, ხელს ყოფს ფანჯრიდან, აღებს სამუშაო მაგიდის უჯრას რომელსაც გააჩნია დანაყოფები, ერთერთი დანაყოფიდან იღებს თანხას (ხუთ ლარიანი კუპიურები) და მიდის. 14:50:57 საათზე იგივე პიროვნება კვლავ მიდის ფანჯარასთან და ხელს ყოფს ფანჯრიდან და იმავე უჯრიდან იღებს ფულად თანხას (ათი და ოცი ლარიანი კუპიურები) რის შემდეგაც შორდება მაღაზიას და მიდის. 14:51:45 საათზე იგივე მამაკაცი კვლავ მიდის ფანჯარასთან, ხელს ყოფს მაღა-ზიაში და მარცხენა მხარეს განთავსებული თაროდან იღებს ერთ კოლოფ სიგარეტს (სობ-რანიე) და შორდება მაღაზიას. დათვალიერების შემდეგ დისკი მოთავსდა მუყაოს კონ-ვერტში და დაილუქა ნომრით 2------.

(ს. ფ. 90-91)

საქმეში არსებულიბ 2018 წლის 30 აპრილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერი დათვალიერებული იქნა უ-- ჯ---------ის მონაწილეობით; უ-- ჯ---------ის განმარტებით აღნიშნული მამაკაცი არის თვითონ და ის დაეუფლა ფულად თანხას სულ 85 ლარს და სიგარეტს „სობრანიეს“ , ასევე განმარტა, რომ ტანსაცმელი, რო-მელიც იმ დროს ეცვა, მისგან იქნა ამოღებული;

(ს. ფ. 115-116)

საქმეში არსებული, 2018 წლის 30 აპრილის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენი-ლია, რომ გამომძიებლის ზ------ თ----------–--ის, უბნის ინსპექტორის ზ---- დ-------ის, უბნის უმცროსი ინსპექტორის თ-------- ვ-–------ის მონაწილეობით ქ. ბ------–-----------–-–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე სასამართლოს განჩინების საფუძ-ველზე დაკავებული იქნა ბრალდებული უ-- ჯ---------ე. დაკავება მოხდა მშვიდ ვითარე-ბაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

(ს. ფ. 103-109)

უ-- ჯ---------ემ პირველი ინსტანციის საქმის სასამართლოში წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას უ-- ჯ---------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა ი-----–- ბ---–----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დააინტერესა და დაათვალიერა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს, რომ მამაკაცი მოდის, აღებს უჯრას და იღებს თანხას, მიდის და მალევე ბრუნდება და იგივე ხერხით კვლავ იღებს თანხას; რამდენიმე წუთში იგივე პირი ისევ ბრუნდება და ამჟამად იღებს უკვე სიგარეტს „სობრანიეს“, რომელიც ღირს 7 ლარი; რო-დესაც პოლიციის თანამშრომლებმა მისი მაღაზიის ქურდობისათვის დაკავებული პირი მოიყვანეს მაღაზიში, ის აღწერდა, თუ როგორ გადაადგილდებოდა ქურდობისას. დაზა-რალებულმა დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ მოყვანილი პირი ნამდვილად ის პიროვნება იყო, რომელიც ჩანდა ვიდეოკამერის ჩანაწერში.

2018 წლის 13 აპრილს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმარ-თველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში უ-- ჯ----------ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი კერძოდ: ლურჯი ფერის კოპ-ლებიანი ქურთუკი, რომელსაც გააჩნია ელვა შესაკრავი და ე. წ. კაპიშონი, კაპიშონზე გააჩნია თასმები, აქვს ჯიბეები. ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის მოკლე სახელო-ებიანი მაისური. ამოღებული იქნა აგრეთვე შავი ფერის მზის სათვალე.

2018 წლის 27 აპრილს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ვიდეოკამერის ჩანა-წერში დაფიქსირებულია, რომ პიროვნება, რომელიც განახორციელებს ქურდობას, სამ-ჯერ მიდის მაღაზიასთან თითქმის ერთი საათის განმავლობაში და მას ტანთ აცვია შავი ფერის მაისური და ლურჯი ფერის კოპლებიანი ქურთუკი, თავზე უკეთია სათვალე.

2018 წლის 13 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ უ-- ჯ----------ის მითითებით პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ ქ. ბ------–-----------–-----–--------------ში არსებული სავაჭრო ცენტრ 2009-ში, სადაც უ-- ჯ---------ემ მიუთითა დ-------–-----–ის ქუჩის მხრიდან არსებულ შესასვლელში განთავსებული სიგარეტების მაღაზიაზე და განმარტა, რომ 2018 წლის 13 აპრილს აღნიშნული მაღაზიიდან მოიპარა თანხა 85 ლარის ოდენობით და სიგარეტი „სობრანიე“. უ-- ჯ---------ემ მიუთითა მაღა-ზიის ფანჯარაზე, საიდანაც გადაწია ხელი და გამოაღო მაგიდის უჯრა. ასევე მიუთითა მაგიდის უჯრაზე, საიდანაც დაეუფლა თანხას და მიუთითა მაღაზიის შიგნითა მხარეს ფანჯრის გვერდით არსებულ თაროზე, საიდანაც მოიპარა სიგარეტი. უ-- ჯ---------ემ მიუთითა ბაზრობიდან გასასვლელი კარისკენ და განმარტა, რომ ფულისა და სიგარეტის ქურდობის შემდეგ წავიდა ა----–-----–ის ქუჩით. მისივე განმარტებით აღნიშნული ფან-ჯრიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში სამჯერ მობრუნდა და მოიპარა თანხა და სი-გარეტი, ერთი და იგივე უჯრიდან ორჯერ დაეუფლა თანხას და ერთხელ სიგარეტს თა-როდან. უ-- ჯ---------ემ განმარტა, რომ მის მიერ ნაქურდალი სიგარეტი და ფულადი თანხა მისგან იქნა ამოღებული.

2018 წლის 13 აპრილს ამოღების ოქმით დადგენილია,უ-- ჯ---------ისგან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 85 ლარის ოდენობით, მათგან 7 ცალი 5 ლარიანი კუპიურა ნომრე-ბით A---------, A---------, A----------, A----------, A----------, C-------- და C--------. ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრებით A--------- და A---------. ერ-თი ცალი ათ ლარიანი კუპიურა ნომრით D---------. ამოღებული იქნა სიგარეტი SOB-RANIE.

აღნიშნული მტკიცებულებებით სააპელაცი პალატას დადასტურებულად მიაჩნია უ-- ჯ---------ის მიერ ქურდობის ჩადენა და არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს გაზიარებული, უ-- ჯ---------ე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და არ უნდა იქნეს გაზიარებული მის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტისას გამოძიებისათვის მიწოდებული იფორმაცია.

საქართველოს უზენაეს სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე №424აპ-16 გან-მარტებული აქვს, რომ:

თუკი სასამართლოში ბრალდებულმა უარყო საქმის წინასწარი გაომძიების სტადიაზე მიცემული ყველა აღიარებითი ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომ-ძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვე-ნების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებუ-ლებად. იქვე უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგა-მოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასა-ხული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენე-ბული და მიუთითებს საქმეზე №561აპ-15 (პ.სილაგაძე,ნ. გვენეტაძე, გ. შავლიაშვილი) ზ. ტ.-სა და ვ. გ.-ს მიმართ, სადაც განმარტებული აქვს შემდეგი: საგამოძიებო ექსპე-რიმენტის დროს ზ. ტ.-სა და ვ. გ.-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ გამოიყენეს ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზ-ღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამ-ტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.

აღნიშნული განმარტების შესაბამისად, უ-- ჯ---------ის საქმეზე ჩატარებული საგამო-ძიებო ესპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, გა-რდა უ-- ჯ---------ის ჩვენების ნაწილისა.

მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრა-ვალი ფოტოდოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება,რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები, მათთან ერთად უ-- ჯ---------ე მოძრაობენ და გა-დაადგილდებიან აღნიშნული მაღაზიის მიმართულებით ბრალდებულის მითითებით. თავად აჩვენებს, პოლიციის თანამშრომლებს ფანჯარას, საიდანაც გადაყო ხელი და უჯ-რას, საიდანაც დაეუფლა ფულად თანხას. აგრეთვე თაროს, საიდანაც აიღო სიგარეტი სობრანიე.

დაზარალებულის განმარტებით, სწორედ იმ უჯრაში ედო ფული რომელზეც უ-- ჯ----------ემ მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტისას და თაროზეც ელაგა სიგარეტი სობ-რანიე. აღნიშნული დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტო-დოკუმენტებითაც.

რა თქმა უნდა, უ-- ჯ---------ეს შეუძლებელია სცოდნოდა სად ჰქონდა მაღაზიის გამ-ყიდველს განთავსებული მაგიდა და სად ჰქონდა მაგიდას უჯრა, თუკი მას ეს მოქმედება განხორციელებული არ ექნებოდა.

დაცვის მხარეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის თანხმობის გარეშე, იძლებით ან მოტყუებით, ანდა სხვა უკანონო საშუალებითა თუ მისი რომელიმე საპროცესო უფლების დარღვევით. ამიტომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და მასში წარმოდგენილი მისი მიმდინარეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტების, როგორც მტკიცე-ბულების, სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას უ-- ჯ---------ის გამართლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირვე-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ უ-- ჯ---------ის ქმედებისათვის მიცემუ-ლი აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შე-დეგის გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

უ-- ჯ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

უ-- ჯ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ უ-- ჯ---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 30 აპრილიდან.

ნივთიერი მტკიცებულება – უ-- ჯ---------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და სათვალე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პო-ლიციის პირველი განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურ-ვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება - უ-- ჯ---------ისგან ამოღებული ფულადი თანხა 85 ლარი (მათგან 7 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურა; (ამოღების ოქმი 13.04.2018წ)) დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში, დაუბ-რუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება - უ-- ჯ---------ისგან ამოღებული სიგარეტი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირ-ველ განყოფილებაში, განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – ი. ბ---–----ის მიერ წამოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახ-ვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili