განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002739475
საქმე №1ბ/964-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა---------ს,ადვოკატ: ბ--------------–--ს
მონაწილეობით,გამართლებულ: ვ----–--------ს
მონაწილეობის გარეშე,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----–--------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------- რეგისტრირებულის: ყ-----–--------------------–-–--–---–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–----------------–--------------–--------------–-------------------------–--- მიმდებარე ტერიტორია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----–--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–--------------–--------------–--------------–-------------------------–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, ვ----–--------მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ი------------ის მიმართ, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მისივე არასრულწლოვანი შვილის - დ------------ის თანდასწრებით. (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
2018 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ-------–--–--------------–--------------–--------------–-------------------------–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ----–--------მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ი------------ის მიმართ, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც ი------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1- ლი ნაწილი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენით ვ----–-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენის გაუქმება და ვ----–--------ს ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ვ----–--------ს ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ვ----–--------ს ბრალეულობაში.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ----–--------ს მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ვ----–--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
დაზარალებულმა ი------------მა საქმის არსებითი განხილვისას, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისარგებლა კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა დანაშაულში მეუღლის მამხილებელი ჩვენება.
შეტყობინების რეგისტრაციის N------- ბარათის თანახმად, 2018 წლის 31 ოქტომბერს, 20:59 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - „112“-ს, დაუკავშირდა ი------------ი, რომელმაც განაცხადა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
შეტყობინების რეგისტრაციის N------- ბარათის თანახმად, 2018 წლის 31 ოქტომბერს,22:57 საათზე, შეტყობინება შევიდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, რომლის თანახმადაც ქ. თ---–--–------------------–-ს” დასახლებაში ი------------ს მეუღლემ ვ----–--------მ გუშინ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო დღეს - სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ნოემბერს ინსპექტორ-გამომძიებელ ვ--–-----------–---–ის მიერ დათვალიერდა შსს სსიპ „112“-ის სამსახურის მიერ გამოგზავნილი, ი------------ის შეტყობინების ამსახველი
აუდიოფაილი, რომლის თანახმადაც შეტყობინების ინიციატორმა, ი------------მა განაცხადა მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტის თაობაზე და ითხოვა ს-------------–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელთა გამოცხადება.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 01 ნოემბერს ინსპექტორ-გამომძიებელ ვ--–-----------–---–ის მიერ დათვალიერდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ ი------------ის სახელზე 2018 წლის 31 ოქტომბერს გაცემული N---- სამედიცინო ბარათი, რომლის თანახმადაც შემოწმებისას პაციენტი იყო აფორიაქებული და უჩიოდა თავის ტკივილს. ი------------ის გადმოცემით, მას მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმე ვ---------–----–---–--, სსიპ „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ უფროსმა ექიმმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ „112“-დან მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმადაც ოჯახური კონფლიქტის მონაწილე ქალბატონი საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. ადგილზე მისვლისას, გამოძახების ინიციატორი დახვდათ მეზობლის ბინაში. ქალბატონი იყო აფორიაქებული და განერვიულებული. მან განაცხადა, რომ მეუღლესთან მოუვიდა სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი. პაციენტი თავს იტკიებდა, თუმცა, გარეგნულად დაზიანება არსად ეტყობოდა. ქალბატონის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა, მას დამამშვიდებელი მედიკამენტები დაალევინა.
მოწმე ლ---–-------–-–---–მა, ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბევრჯერ შესწრებია ვ--------------------------ის კონფლიქტს და მათ გასაშველებლად არაერთხელ ჩარეულა კიდეც. 2019 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს, ი------------ი, ბავშვებთან ერთად მივიდა მასთან სახლში და სთხოვა მეუღლისგან დაემალა, რადგან წინა ღამეს ამ უკანასკნელს სახეში ხელი გაურტყამს, ცოტა ხნის წინ კი მთვრალი შეხვედრია სადგურზე და კვლავ უცემია იგი. რამდენიმე ხანში მთვრალმა ვ----–--------მ მართლაც მიაკითხა ი------------ს მასთან სახლში. ბრალდებულს, დაზარალებულის თხოვნით, მოატყუა, რომ მისი ცოლ-შვილის ადგილსამყოფელი არ იცოდა. აღნიშნულის გამო, ვ----–--------მ, რომელიც ილანძღებოდა და ყვიროდა - სახლში არ მოვიდეს, თორემ მოვკლავო, - სხვა მეზობლებთან განაგრძო მეუღლის ძებნა.
არასრულწლოვანმა დ------------ემ, დაზარალებულისა და ბრალდებულის შვილმა, სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მამის მიერ დედის ცემის ფაქტი არ დაუნახავს, ეძინა.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ვ----–--------ს ბრალდება, ვინაიდან სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პირები, ლ---–-------–-–---–----------------–----–---–ი, უშუალოდ არ არიან ვ----–--------ს მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის - ფიზიკური ძალადობის ჩადენის შემსწრენი, ამასთან, მათ მიერ გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა რაიმე მტკიცებულებით (აღნიშნულ მტკიცებულებად სასამართლო ვერ მიიჩნევს ვერც შეტყობინების რეგისტრაციის ბარათს და ვერც ამ შეტყობინების ამსახველი აუდიოფაილისა და სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმებს, ვინაიდან მათში ასახული ინფორმაციის პირველწყარო ისევდაისევ დაზარალებული ი-----------), - სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ პირთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა მტკიცებულებები (მოწმეების - ლ---–-------–-–---–-----------------–----–---–ის ჩვენებები), რომლებიც ირიბ ჩვენებათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მათში ასახული ინფორმაციის წყაროდ დაზარალებულ ი------------ს მიუთითებენ, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისარგებლა კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა დანაშაულში მეუღლის მამხილებელი ჩვენება.
რაც შეეხება ვ----–--------ის მიერ ი-------------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად თლის, რომ რომ მოწმე ლ---–-------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულის მხრიდან ცოლის მიმართ მუქარის გაჟღერებას ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა, ის გარემოება, რომ ვ----–--------მ იცოდა, რომ მის მუქარას ი------------ი გაიგონებდა ან იგი აცნობიერებდა, რომ მეზობელი მის მეუღლეს შეატყობინებდა მისი განზრახვის შესახებ, იმავე მოწმის ჩვენებით და საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება. მოწმე ლ---–---------–-–---–ის ჩვენების თანახმად, მან ვ----–--------ს დაუმალა, რომ ი------------ი იმყოფებოდა მასთან, რის გამოც ბრალდებულმა, რომელმაც დაიმუქრა, რომ სახლში დაბრუნებულ დაზარალებულს მოკლავდა, მეუღლის ძებნა სხვა მეზობლებთან განაგრძო. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---–-------–-–---–ის ზემოაღნიშნული ჩვენება ადასტურებს, რომ ვ----–--------მ დაიჯერა, რომ მისი მეუღლე არ იმყოფებოდა ლ---–--------–-–---–ის
სახლში, - შესაბამისად, არც იმის მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ ი------------ი მის მუქარას გაიგონებდა.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ვ----–--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ----–--------ს მხრიდან ი------------ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ვ----–--------მ ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი ვ----–--------ს მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის განაჩენი ვ----–--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ----–-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ----–--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ვ----–--------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი