განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
190100119002920884
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119002920884

საქმე №1ბ/939-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა--------–---–ის,მსჯავრდებულ: შ--------------ის,ადვოკატ: თ---------–--ის

 

მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ----------------------------------–---------–------ და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-----------------------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენით შ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, შ--------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

შ--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (სამი ეპიზოდი).

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მ-----------–-ა 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის დეკემბრამდე ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა შ--------------ესთან, ისინი ცხოვრობდნენ ქალაქ რ-------–--------------ს დასახლებაში. თანაცხოვრების პერიოდში შ--------------ესა და მ-----------–-ას შორის არაერთხელ მომხდარა კომფლიქტები, ხოლო 2018 წლის 26 დეკემბერს, საღამოს საათებში შ--------------ემ ფიზიკურად იძალადა მ-----–----ე, კერძოდ ორჯერ გაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე. შ--------------ის ძალადობრივი ქმედებით მ-----------–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 22 იანვარს შ--------------ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შ--------------ეს აეკრძალა მ-----------–-ასთან სატელეფონო და სოციალური ქსელებით კომუნიკაცია. აკრძალვის მიუხედავად 2019 წლის 30 იანვარს შ--------------ემ თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------------- დაურეკა მ-------------–--ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 22 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.

 

2019 წლის 22 იანვარს შ--------------ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შ--------------ეს აეკრძალა მ-----------–-ასთან სატელეფონო და სოციალური ქსელებით კომუნიკაცია. აკრძალვის მიუხედავად 2019 წლის 5 თებერვალს შ--------------ემ სოციალური ქსელის მესენჯერის მეშვეობით მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინება. აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 22 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.

2019 წლის 22 იანვარს შ--------------ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შ--------------ეს აეკრძალა მ-----------–-ასთან სატელეფონო და სოციალური ქსელებით კომუნიკაცია. აკრძალვის მიუხედავად, 2019 წლის 15 თებერვალს შ--------------ე თავისი მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- მიწერა მ-----------–-ას ტელეფონის ნომერზე 5--------------- აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 22 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------–---–მა, რომელმაც მოითხოვა, რუსთავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულისათვის პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არ არის ამოწურული კონფლიქტი და სწორად არ იქნა შეფასებული საფრთხეები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შ--------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. შ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ნ----------–-----------–------–--ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 22 იანვრის შემაკავებელი ორდერით, მ-----------–-ასგან ამოღებული სქრიფოტოებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდით, განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს, მას არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ შ--------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ შ--------------ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, მისი განცხადებით, ის და დაზარალებული ერთად აღარ ცხოვრობენ და ურთიერთობა აღარ აქვთ, არ იკვეთება მისი მხრიდან ძალადობის განმეორების მაღალი რისკი, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შ--------------ე თითქმის ორი თვე იმყოფებოდა პატიმრობაში პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

შ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, შ--------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

შ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

შ--------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 2 მარტიდან 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით.

 

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

შ--------------ეს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი