განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
080100118002243326
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002243326

საქმე №1/ბ-359-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- გ---–-ს ძე კ------ს მიმართ, დაბადებული: 196- წლის 01 თ--------–ს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: წყალტუბო, 2-------- ქუჩა, მ-------------–- N20;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- კ------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში, ასევე ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 17 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქურდობისთვის ნასამართლევმა ზ---- კ------მ, უკანონოდ შეაღწია ქ.წყალტუბოში, ვ------- გ--------–-ს ქუჩის N 19ა-ში მდებარე ნ-----–---- ლ--------------ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოში, საიდანაც, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ტელევიზორის მიმღებს ე.წ. ,,ციფრულ დეკოდერს“, პულტთან ერთად, სამეურნეო საქონელს და 400 ლარს, რითაც დაზარალებულ ნ-----–---- ლ--------------ეს მიადგა 1624 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით ზ---- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის და მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელიდან 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ---- კ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

ზ---- კ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ასევე ჩაეთვალა ამ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2017 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

 

ზ---- კ------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 15 აპრილიდან.

 

აპელანტი - მსჯავრდებული ზ---- კ------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. სასჯელის მიზანია დანაშაული არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყო ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური გათვალისწინებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- კ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის და მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ქვეპუნქტებით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, მხარეთა მიერ ნაწილობრივ უდავოდ მიჩნეულ და ნაწილობრივ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ-----–---- ლ--------------ის ჩვენებით, მოწმეების: ლ---–--–--–-------------------------------------------------–-–---–-------------–----------–-------–---------------–--–-------------–----------------–---------------------------------–---–------------------------------------–-------- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჩხრეკის ოქმით, ზ.კ------ს დაკავების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ---- კ------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის და მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ქვეპუნქტებით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

მსჯავრდებულ ზ---- კ------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- კ------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ---- კ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ზ---- კ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის და მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელიდან 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ---- კ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 08 (რვა) წლის ვადით.

 

ზ---- კ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2019 წლის 15 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულ ზ---- კ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ასევე ჩაეთვალოს ამ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2017 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

-ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ორი ტომარი ალუმინის ჯართი, ერთი ტომარი ლათუნის ჯართი, ერთი ტომარი სპილენძის ჯართი, ალუმინის ქვაბი თავისივე თავსახურით, გადასაფარებელი ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ალუმინის მავთულების ფრაგმენტები და ხის ტარიანი მახვილ წვერიანი საგანი ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

-შემთხვევის ადგილის (სათავსოს) დათვალიერების ამოღებული სამი ცალი შავი ფერის წინდა და ელექტრო მავთულები ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

-საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ტყავის ქურთუკი, მწვანე ფერის მამაკაცის შარვალი, ერთი ცალი პირსახოცი, ქართული და რუსული წარმოების ორი ცალი ცული, სამი ცალი ლითონის თოხი ტარის გარეშე, სამი ცალი ლითონის წალდი ტარის გარეშე, ორი ცალი ლითონის გელა, ერთი ცალი ლითონის ქანჩი, ორი ცალი ჩაქუჩი ხისტარიანი, ერთი ცალი ხისტარიანი ნაჯახი, რომლის მეორე მხარეს აქვს ჩაქუჩის თავი, ორი ცალი სტაფილოს ფერის მილის გადამყვანი, ერთი ცალი ხისტარიანი სადგისი, ერთი ცალი ხის ტარიანი ქლიბი, ორი ცალი ქლიბი ტარის გარეშე, ერთი ცალი სახრახნისი, ლურსმნის ამოსაღები გაზი, ერთ ცალი პლასტმასის ტარიანი საპოხი, მწვანე პლასტმასის ტარიანი დანა ერთი ცალი პლასტმასის ტარიანი ნახევარ მთვარისებული დანა, ერთი წყვილი საწოლის თეთრეული, მოლურჯო ფერის ერთი ცალი მთვარისებური დანა, ერთი წყვილი საწოლის თეთრეული, მოლურჯო ფერის ერთი ცალი ზოლებიანი ზეწარი და ორი ბალიშის პირი, ორი ცალი თეთრი მოლურჯო და მომწვანო ფერის ბალიშის პირი, ერთი ცალი მოკლესახელოებიანი თეთრი ფერის მაისური ლათინური წარწერით al duhail, ერთი ცალი მოკლესახელოებიანი თეთრი ფერის მაისური, მოყავისფრო შეფერილობის ვილვეტი გრძელსახელოებიანი პერანგი, რომელიც დაზიანებული მარცხენა მკლავზე, შავი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი მონაცრისფრო ზოლებით. მოთეთრო ფერის შეფერილობის ჯინსის შარვალი ლათინური წარწერით blue jeans, ერთი წყვილი სატაცური, რომელსაც ზედა მხრიდან აქვს თასმები, NIKAI-ის ფირმის ელექტრო ჩაიდანი თავისივე სადგამით და ელექტრო სადენით, KONKA-ს ფირმის ე.წ დეკოდერი თავისივე სადენებით და პულტით, ერთი წყვილი რეზინის ჩუსტები, ერთი წყვილი წითელი ფერის ჩუსტები, შავი ფერის მამაკაცის ტყავის ფეხსაცმელი, ორი წყვილი წინდა, სამი ცალი ლამბაქი, ყურძნის მტევნისა და ფოთლის ნახატები, ორი ცალი თეფში გაფორმებული ვარდისფერი ყვავილებით, ერთი ცალი სანათი მოწყობილობა თავისივე ნათურით, ენერგო პროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვითრები რომლებიც გამოწერილია აბონენტ ნ-----–---- ლ--------------ის სახელზე, ყავის სერვიზი ექვს პერსონაზე, ექვსი ცალი ოქროსფერი შეფერილობის წყლის ჭიქების სერვისი, მოთეთრო შეფერილობის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ალუმინისა და სპილენძის მოშავო, მოწითალო, მოლურჯო მოთეთრო სადენების იზოლირებული გარსი ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის (დამხმარე სათავსოს) დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკი, შემთხვევის ადგილის (გ--------–-ს ქუჩა N19ა) დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე