განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
330210117002125916
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002125916

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი თბილისი

საქმე №2ბ/272-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი _ ნ-----–---- შ----–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,პ-------- ფ-----”

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მომართა შპს ,,პ-------- ფ-----ის” წარმომადგენელმა გ------- ფ--–---ამ მოპასუხეების - სს ,,ლ-----------ის“ და ნ-----–---- შ----–--ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს - სს ,,ლ-----------ს“ და ნ-----–---- შ----–--ეს შპს ,,პ-------- ფ-----ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ თანხის - 2 331.37 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს ,,პ-------- ფ-----სა'' და სს ,,ლ-----------ს" შორის 2016 წლის 30 აგვისტოდან 2016 წლის 26 ნოემბრამდე არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შპს ,,პ-------- ფ-----ი'' ახორციელებდა სხვადასხვა პროდუქციის მიწოდებას სს ,,ლ-----------ისათვის", რის თაობაზეც მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება, თუმცა არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება პროდუქციის მიწოდებასთან და მიწოდებული პროდუქციის ღირებულებათან დაკავშირებით. შპს ,,პ-------- ფ-----მა'' სს ,,ლ-----------ს" 2016 წლის 30 აგვისტოდან 2016 წლის 26 ნოემბრამდე მიაწოდა 6 131.37 ლარის ოდენობის პროდუქცია, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. აქედან სს ,,ლ-----------ს" არ გადაუხდია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 2 331.37 ლარის ოდენობით. სს ,,ლ-----------მა" 2017 წლის 09 თებერვალს შეწყვიტა თავისი სამეწარმეო საქმიანობა. მას გააჩნია ფინანსური პრობლემები და იმყოფება გადახდისუუნარო მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს მის მიერ შპს ,,პ-------- ფ-----ისათვის" გაგზავნილი შეტყობინება დავალიანების თაობაზე. 2016 წლის 26 ნოემბრის შემდეგ შპს ,,პ-------- ფ-----ისათვის" პროდუქციის შეკვეთის განუხორციებლობა ასევე ადასტურებს მისი საქმიანობის შეწყვეტისა და ფინანსური პრობლემების ფაქტს. სს ,,ლ-----------მა" 2017 წლის 09 თებერვალს ფაქტობრივად შეწყვიტა თავისი სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო მისმა დირექტორმა ნ-----–---- შ----–--ემ არაკეთილსინდისიერად განახორციელა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების მესამე პირებზე თვალთმაქცურად გადაცემა ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით.

 

სს ,,ლ-----------ის" დირექტორს ნ-----–---- შ----–--ეს საწარმოს გადახდიუუნარობის თაობაზე არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც გამოიწვია შპს ,,პ-------- ფ-----ის", როგორც კრედიტორის მიერ თავის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობა. შპს ,,პ-------- ფ-----ი'' არაერთხელ დაუკავშირდა სს ,,ლ-----------ს" არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, მიუხედავად ამისა მოპასუხეს არ მოუხდენია 2 331.37 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება.

 

3. 2017 წლის 03 ნოემბერს სს ,,ლ----------მა" და ნ-----–---- შ----–--ემ წარმოადგინეს შესაგებლები, რომლითაც სარჩელი არ სცნეს.

 

4. 2018 წლის 02 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რომელსაც სასამართლოს სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ნ-----–---- შ----–--ეს, რომელის ასევე არის სს ,,ლ-----------ის" დირექტორი, სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობა სხდომის დღის თაობაზე. მას ასევე განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შედეგები. მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის.

 

5. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,პ-------- ფ-----ის’’ სარჩელი მოპასუხეების - სს ,,ლ-----------ის'' და ნ-----–---- შ----–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - სს ,,ლ-----------ს'' და ნ-----–---- შ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,პ-------- ფ-----ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2 331.37 ლარის გადახდა; მოპასუხეებს - სს ,,ლ-----------ს'' და ნ-----–---- შ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,პ-------- ფ-----ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

 

7. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები:

 

7.1. შპს ,,პ-------- ფ-----სა'' და სს ,,ლ-----------ს" შორის 2016 წლის 30 აგვისტოდან 2016 წლის 26 ნოემბრამდე არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შპს ,,პ-------- ფ-----ი'' ახორციელებდა სხვადასხვა პროდუქციის მიწოდებას სს ,,ლ-----------ისათვის", რის თაობაზეც მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება, თუმცა არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება პროდუქციის მიწოდებასთან და მიწოდებული პროდუქციის ღირებულებათან დაკავშირებით.

 

- შპს ,,პ-------- ფ-----მა'' სს ,,ლ-----------ს" 2016 წლის 30 აგვისტოდან 2016 წლის 26 ნოემბრამდე მიაწოდა 6 131.37 ლარის ოდენობის პროდუქცია, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. აქედან სს ,,ლ-----------ს" არ გადაუხდია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 2 331.37 ლარის ოდენობით.

 

- სს ,,ლ-----------მა" შეწყვიტა თავისი სამეწარმეო საქმიანობა. მას გააჩნია ფინანსური პრობლემები და იმყოფება გადახდისუუნარო მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს მის მიერ შპს ,,პ-------- ფ-----ისათვის" გაგზავნილი შეტყობინება დავალიანების თაობაზე. 2016 წლის 26 ნოემბრის შემდეგ შპს ,,პ-------- ფ-----ისათვის" პროდუქციის შეკვეთის განუხორციებლობა ასევე ადასტურებს მისი საქმიანობის შეწყვეტისა და ფინანსური პრობლემების ფაქტს.

 

- სს ,,ლ-----------ის’’ დირექტორმა ნ-----–---- შ----–--ემ არაკეთილსინდისიერად განახორციელა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების მესამე პირებზე თვალთმაქცურად გადაცემა ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით.

- სს ,,ლ-----------ის" დირექტორს ნ-----–---- შ----–--ეს საწარმოს გადახდისუუნარობის თაობაზე არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც გამოიწვია შპს ,,პ-------- ფ-----ის", როგორც კრედიტორის მიერ თავის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობა.

- შპს ,,პ-------- ფ-----ი" არაერთხელ დაუკავშირდა სს ,,ლ-----------ს" არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, მიუხედავად ამისა მოპასუხეს არ მოუხდენია 2 331.37 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე, 361-ე, 992-ე, 463-ე, 464-ე მუხლების საფუძველზე. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარი (ს.ფ. 61), თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის საფუძვლები

 

8.1. 2018 წლის 16 ოქტომბერს ნ-----–---- შ----–--ემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების პირველი მუხლით კრედიტორის წინაშე წარმოშობილი ვალდებულება სოლიდარულად დაეკისრა ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ორგანიზაციის კრედიტორების წინაშე. გაურკვეველია ზუსტად რა ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა კომპანიას და რამდენი ფიზიკურ პირს. დაუდგენელია რამდენის გადახდა უწევს ფიზიკურ პირს - ნ-----–---- შ----–--ეს. ამჟამად კომპანია არის ფინანსურ კრიზისში და ადევს საგადასახადო ინკასო, რის გამოც შეფერხებულია კრედიტორების გასტუმრება. ურთიერთობის მანძილზე სს ,,ლ-----------ი“ ფარავდა მიმდინარე დავალიანებას შპს ,,პ-------- ფ-----თან“ და გადასახდელი დარჩა მხოლოდ ნაწილი თანხა, რომლის გასტუმრებაზე კომპანია თანახმა იყო, თუმცა შპს ,,პ-------- ფ-----ი“ უკმაყოფილი იყო ნაწილობრივი ტრანშებით თანხის მიღებაზე და მიმართა სასამართლოს. ვინაიდან, მიმართა სასამართლოს სს ,,ლ-----------მა“ შეწყვიტა გადახდა ვითარების გარკვევამდე, თუმცა თავს არ არიდებს ვალდებულებას. შპს ,,პ-------- ფ-----ის“ გარდა სს ,,ლ-----------ს“ გააჩნდა სხვა ვალდებულებებიც, რის გამოც დავალიანების სწრაფად დაფარვა ვერ შეძლო. სს ,,ლ-----------მა“ ორჯერ გადაიხადა დავალიანება 500 ლარის ოდენობით, თუმცა შპს ,,პ-------- ფ-----მა“ არ წარმოადგინა სალაროს ქვითარი, რის გამოც ითხოვს არსებული დავალიანების შემცირებას და უარს აცხადებს აღნიშნულის დაფარვაზე. ითხოვს დარჩენილ თანხაზე გრაფიკის დაწესებას ორი წლის ვადით, ვინაიდან, კომპანიის ფინანსები ამჟამად მეტის საშუალებას არ იძლევა და გათვალისწინებას, რომ კომპანიას არ აქვს ფინანსური რესურსი დაიქირავოს იურისტი. სააპელაციო საჩივარზე თანდართულ განცხადებაში (ს.ფ. 190) ასევე მიუთითა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ოჯახური მიზეზებით, კერძოდ, ოჯახის ხანშიშესული წევრის მოულოდნელად შეუძლოდ გახდომის გამო, გამოწვეული მაღალი არტერიული წნევით, რის გამოც არ მიეცა საშუალება სახლიდან გამოსვლის და სხდომაზე ოპერატიული გამოცხადების. სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ-----–---- შ----–--ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა ცნობილი. საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 04 დეკემბერს 12:30 საათზე.

 

9. 2018 წლის 04 დეკემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი ნ-----–---- შ----–--ე, რომელსაც საჩივრის განხილვის შესახებ ეცნობა 2018 წლის 15 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინების საშუალებით. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი გ------- ფ--–---ა არ დაეთანხმა საჩივარს და მიუთითა, რომ საჩივრის ავტორს საჩივარში არ მიუთითებია სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, რაც შეიძლებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და არც დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მისი განმარტებით, მის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება არ იძლევა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ-----–---- შ----–--ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ძალაში დარჩა 2018 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს ,,პ-------- ფ-----ის’’ სარჩელი მოპასუხე - სს ,,ლ-----------ის“ და ნ-----–---- შ----–--ის წინააღმდეგ.

 

11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

11.1. 2018 წლის 4 დეკემბერს დროულად გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ვინაიდან მიმდინარეობდა სხვა სხდომა გავიდა მცირე ხნით, ხოლო დაბრუნებისას სხდომა დასრულებული დახვდა. შესაბამისად არ მიეცა საშუალება საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად. აღნიშნულ სხდომაზე უნდა წარედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შპს „პ-------- ფ-----“ მისგან გაგზავნილი კორესპოდენცია არ ბარდებოდა მათ მიერვე მითითებულ ოფიციალურ მისამართზე. შესაძლოა, რომ იგი შეგნებულად არ იბარებს კორესპოდენციას და სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით მოქმედებს განზრახ.

 

11.2. გაურკვეველია თუ კანონის რა მუხლით დაეკისრა ფიზიკურ პირს ნ-----–---- შ----–--ეს იურიდიული პირისთვის თანხის გადახდა, მაშინ როდესაც ფულადი სასაქონლო ურთიერთობა მიმდინარეობდა ორ ბიზნეს სუბიექტს შორის შპს „ლ--------ს“-სა და შპს „პ-------- ფ-----“ შორის. სასამართლომ იურიდიული პირის გადასახდელი თანხა კი დააკისრა ფიზიკურ პირს. შპს „ლ--------სი“ თანახმაა საქმე დამთავრდეს მორიგებით და შედგენილი იქნეს გონივრული გრაფიკი. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებით, იურიდიული პირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით. თავად არ წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს და მასზე, როგორც ფიზიკურ პირზე არ უნდა მოხდეს რაიმე ვალდებულების დაკისრება კრედიტორის წინაშე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი სადაოდ არ ხდის, იმ გარემოებას რომ მისთვის ცნობილი იყო 02.10.2018 წლის სასამართლო სხდომის დღის შესახებ და ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. აგრეთვე მიუთითებს, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ოჯახური მიზეზებით, კერძოდ, ოჯახის ხანშიშესული წევრის მოულოდნელად შეუძლოდ გახდომის გამო, გამოწვეული მაღალი არტერიული წნევით, რის გამოც არ მიეცა საშუალება სხდომაზე გამოცხადების.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

საკასაციო პალატა ერთ-ერთ საქმეზე (ას-806-806-2018) მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას, ამასთან მან ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და განსახილველი დავისადმი ინტერესის არსებობის დადასტურება.

 

ამდენად არ არსებობს სსსკ 241-ე მუხლით გათვალისწინებული ,,საპატიო მიზეზი’’, რის გამოც მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება და რის საფუძველზეც უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატა მოიხმობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

14. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 4 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, არ მიეცა საშუალება საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, სადაც უნდა წარედგინა მტკიცებულება, რომ შპს „პ-------- ფ-----“ მისგან გაგზავნილი კორესპოდენცია არ ბარდება მათ მიერვე მითითებულ ოფიციალურ მისამართზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

 

15. აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია თუ კანონის რა მუხლით დაეკისრა ფიზიკურ პირს ნ-----–---- შ----–--ეს იურიდიული პირისთვის თანხის გადახდა, მაშინ როდესაც ფულადი სასაქონლო ურთიერთობა მიმდინარეობდა ორ ბიზნეს სუბიექტს შორის შპს „ლ--------ს“-სა და შპს „პ-------- ფ-----“ შორის. სასამართლომ იურიდიული პირის გადასახდელი თანხა კი დააკისრა ფიზიკურ პირს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამტკიცებულ, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- შპს ,,პ-------- ფ-----სა'' და სს ,,ლ-----------ს" შორის 2016 წლის 30 აგვისტოდან 2016 წლის 26 ნოემბრამდე არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შპს ,,პ-------- ფ-----ი'' ახორციელებდა სხვადასხვა პროდუქციის მიწოდებას სს ,,ლ-----------ისათვის", რის თაობაზეც მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება, თუმცა არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება პროდუქციის მიწოდებასთან და მიწოდებული პროდუქციის ღირებულებათან დაკავშირებით.

 

- შპს ,,პ-------- ფ-----მა'' სს ,,ლ-----------ს" 2016 წლის 30 აგვისტოდან 2016 წლის 26 ნოემბრამდე მიაწოდა 6 131.37 ლარის ოდენობის პროდუქცია, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. აქედან სს ,,ლ-----------ს" არ გადაუხდია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 2 331.37 ლარის ოდენობით.

 

- სს ,,ლ-----------მა" შეწყვიტა თავისი სამეწარმეო საქმიანობა. მას გააჩნია ფინანსური პრობლემები და იმყოფება გადახდისუუნარო მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს მის მიერ შპს ,,პ-------- ფ-----ისათვის" გაგზავნილი შეტყობინება დავალიანების თაობაზე. 2016 წლის 26 ნოემბრის შემდეგ შპს ,,პ-------- ფ-----ისათვის" პროდუქციის შეკვეთის განუხორციებლობა ასევე ადასტურებს მისი საქმიანობის შეწყვეტისა და ფინანსური პრობლემების ფაქტს.

 

- სს ,,ლ-----------ის’’ დირექტორმა ნ-----–---- შ----–--ემ არაკეთილსინდისიერად განახორციელა კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების მესამე პირებზე თვალთმაქცურად გადაცემა ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით.

- სს ,,ლ-----------ის" დირექტორს ნ-----–---- შ----–--ეს საწარმოს გადახდისუუნარობის თაობაზე არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც გამოიწვია შპს ,,პ-------- ფ-----ის", როგორც კრედიტორის მიერ თავის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობა.

 

- შპს ,,პ-------- ფ-----ი" არაერთხელ დაუკავშირდა სს ,,ლ-----------ს" არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, მიუხედავად ამისა მოპასუხეს არ მოუხდენია 2 331.37 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება.

პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 463-ე, 464-ე მუხლების საფუძველზე.

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას და შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა.

 

ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა: დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა ,,იძულებას’’, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ 229-ე 230-ე, 231-ე და 232-ე მუხლები ) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. (იხ.№ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, N№ას-68-62-2015 , 29 აპრილი, 2015 წელი.)

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

16. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ-----–---- შ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი