განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
010100118002467465
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002467-65

საქმე №1/ბ-785-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორ - ა----–--- წ--------ას,გამართლებულ - რ---- ს--------ის,ადვოკატ - პ----- ბ---–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---- ს---–------ის ძე ს--------ის მიმართ, დაბადებული 197- წლის 1- ი--–-სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი ა---–-------–- მ---- ქუჩა ბინა #13.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

რ---- ს--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, ტ---–--------–---ს ქუჩა N55, ბინა N20-ში მყოფ ქ------- ჯ--------ეს, მეუღლემ (ოჯახის წევრმა) რ---- ს--------ემ დაუკავშირდა ტელეფონის საშუალებით და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ქ------- ჯ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებული რ---- ს--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა;

 

გამართლებულ რ---- ს--------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და რ---- ს--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებებიდან. ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა და სრულად გამოიკვლია ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა რ---- ს--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: ქ------- ჯ--------ის, რ----–-- ს--------ის და რ---- ს--------ის გამოკითხვის ოქმები, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, ქორწინების მოწმობა, 2016 წლის 24 ივნისის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა დაზარალებულის ჩვენებასთან მიმართებაში. დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტი დადასტურებულია ბრალდებულის წარსულითაც, რ---- ს--------ე ნასამართლევია 2014 წელს ხულიგნობისთვის, სადაც მის მიერ ხულიგნური ქმედებები განხორციელდა დაზარალებულ ქ------- ჯ--------ის სამუშაო ადგილზე, ბრალდებული ასევე ნასამართლევია 2016 წელს ოჯახური ძალადობისათვის, სადაც დაზარალებული იყო ასევე ქ, ჯ--------ე. ამდენად ეს ორი განაჩენი ნათლად მეტყველებს რ---- ს--------ის დამოკიდებულებაზე დაზარალებულის მიმართ. ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი ქონდა ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა რ---- ს--------ის ბრალეულობას, ხოლო სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებებს მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია, რამაც გამოწვია რ---- ს--------ის უდანაშაულოდ ცნობა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა----–--- წ--------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ რ---- ს--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- ბ---–----ეს, რომლებმაც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ---- ს--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ქ------- ჯ--------ის ჩვენების თანახმად 2018 წლის 29 აპრილს ის და მისი მეუღლე რ---- ს--------ე შეთანხმდნენ განქორწინების თაობაზე. 2018 წლის 30 აპრილს იგი მივიდა იუსტიციის სახლში, თან ახლდა მამა - ო----- ჯ--------ე და მეზობელი. განქორწინების რეგისტრაციის მოსაკრებელი თანხა თავად გადაიხადა. განქორწინების პროცედურის დასრულების შემდეგ სანამ რ---- ს--------ემ არ დატოვა დარბაზი და არ გასცდა შენობას ის არ გამოსულა იუსტიციის სახლიდან. ამის შემდეგ რ---- ს--------ის მხრიდან მობილურზე ზარი არ განხორციელებულა და კავშირი არც ჰქონიათ. მოწმის განმარტებით მისი ინტერესი იყო და თავად დაუკავშირდა რ---- ს--------ეს განქორწინების პროცედურის მოწესრიგების მიზნით, რაზედაც რ---- ს--------ეც დაეთანხმა. იმ დღეს რ----ი შვილთან - მარიამთან ერთად იმყოფებოდა. რ. ს--------ემ ტელეფონით დაკავშრებისას უთხრა, რომ „თუ შენ ვერ მოგიღო ბოლო პოლიციამ, მე ვარ შენი მომვლელიო, მე მოგხედავო“; ეს სიტყვები მოწმის ქ. ჯ--------ის განმარტებით მისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ ჯერ დაელოდა განქორწინების პროცედურის დამთავრებას და შემდეგ განაცხადა პოლიციაში აღნიშნულის შესახებ. მისი და ყოფილი მეუღლის ურთიერთობაში მათ შვილებს არ რევს, ვინაიდან ბავშვებს აქვთ თავისი ცხოვრება და არ აყენებდა საქმის კურსში. რ. ს--------ე მათი შვილებისთვის კარგი მამაა და რაიმე პრეტენზია არა აქვს. მოწმე ქ------- ჯ--------ე ადასტურებს, რომ იმ ფაქტის შემდეგ რ---- ს--------ეთან რაიმე სახის სატელეფონო ან სხვაგვარი ურთიერთობა არ ჰქონია. სასამართლოს თხოვს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, ის კონკრეტულად რაიმეს არ ითხოვს. რ---- ს--------ემ ტელეფონზე საუბრისას, რომ უთხრა ,,მოგხედავს გენერალურიო“ აღიქვა როგორც საშიში მუქარა, რადგან ეშინოდა. 2018 წლის 30 აპრილს დაემუქრა ტელეფონით და ამის შემდეგ განაცხადა პოლიციაში. ტელეფონი გადასცა გამომძიებელს და დატოვა მთელი 5 საათი. გაიშიფრა მისი ტელეფონი. 10-15 გამოტოვებული ზარი იყო, 4 ზარიპასუხით; მისი ტელეფონის დათვალიერებას ესწრებოდა და ხელიც მოაწერა დათვალიერების ოქმს.

 

რ---- ს--------ის განმარტებით, იგი თავს არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მან ყოფილი მეუღლის ცრუ ჩვენებების გამო წარსულში ოჯახური ძალადობისათვის ტყუილად მოიხადა სასჯელი. სასჯელაღსურელების დაწესებულებიდან გათავისუფლებუის შემდეგ ცდილობდა არ ქონოდა კავშირი ქ------- ჯ--------ესთან, მხოლოდ შვილების მიმოსვლის გამო უკავშირდებოდა ან თვითონ, ან ქ-------ი. წარსულში მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე მან მიმართა გენერალურ ინსპექციას, რადგან პოლიციის განყოფილების თანამშრომელების მიმართ ჰქონდა საჩივარი. მოწმის განმარტებით სატელეფონო საუბრის დროს მხოლოდ ეს უთხრა ყოფილ მეუღლეს ქ. ჯ--------ეს. რაც გაუკეთეს ამაზე უკვე შეიტანა საჩივარი და მოხედავდნენ მას, მხოლოდ ამას გულისხმობდა. ქ------- ჯ--------ე ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და მას რაიმე კავშირი არ აქვს. მისი სურვილიც იყო განქორწინება, უბრალოდ როცა იმ დღეს დაუკავშირდა ქ-------ი განქორწინების გამო თანხა არ ჰქონდა, თუმცა ქ-------მა შეთავაზა, რომ ხარჯებს ის გაიღებდა, რაზედაც დაეთანხმა.

 

მოწმის სახით დაკითხვისას რ----–-- ს--------ემ განმარტა, რომ მის მამას რ---- ს--------ესა და ქ------- ჯ--------ეს შორის იყო უთანხმოება, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ; თავად მამასთან ერთად მუშაობს კერძო სამუშაოებზე; იმ დღეს 2018 წლის 29 აპრილს დაუკავშირდა მას ქ------- ჯ--------ე და უთხრა, რომ ტელეფონზე არ დაერეკა მისთვის რ---- ს--------ეს და მეორე დღეს იუსტიციის სახლში მისულიყვნენ განქორწინებაზე; როცა ქ-------ი დაუკავშირდა, მამასთან ერთად იყო, მოწმის განმარტებით ქ------- ჯ--------ეს მუქარის შესახებ მისთვის ტელეფონით არაფერი არ უთქვამს. ქ-------მა უთხრა, რომ რ---- ს--------ის ზარებს არ უპასუხებდა და აღარ დაერეკა მასთან. მოწმის განმარტებით გამოკითხვისას სწორედ ასეთი ჩვენება მიცა, როცა წამოვიდა, გზაში დაურეკეს, რომ გამოკითხვის ოქმში შეცდომა იყო და კვლავ უნდა მისულიყო განყოფილებაში; დაბრუნდა, თავისი გამოკითხვის ოქმი მისცეს, ხელი მოაწერა, თუმცა ის აღარ წაუკითხავს; თავდაპირველად გამოკითხვისას შედგენილი ოქმი კი წაიკითხა და ისე მოაწერა ხელი.

საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის 30.04.2018წ თანახმად, ქ------- ჯ--------ის თანხმობით დათვალიერებული იქნა მობილური ტელეფონი, გამავალი ზარები ფიქსირდება ტელეფონის ნომერზე 5--------- 2018 წლის 29 აპრილს 14:59 საათიდან 15:01 საათამდე პერიოდში სახელი მითითებულია „არარაობა“, ასევე აღნიშნულ ნომერზე დაფიქსირებულია შემომავალი ზარები 15:07 საათიდან 18:08 საათამდე პერიოდში, რაც უპასუხოდ არის დატოვებული; ამავე ოქმის თანახმად ქ------- ჯ--------ის განმარტებით ტელეფონის ნომერი ეკუთვნის მის ყოფილ მეუღლეს რ---- ს--------ეს.

 

საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბართით, დანაშაულის გარემოებებში მითითებულია: 2018 წლის 30 აპრილს ქ------- ჯ--------ემ განაცხადა, რომ მ/წლის 29 აპრილს მეუღლემ რ---- ს--------ემ მობილური ტელეფონით საუბრისას განახორციელა მუქარა.

 

შეტყობინების თანახმად განმცხადებელი ქ------- ჯ--------ე 2018 წლის 30 აპრილს ატყობინებს პოლიციის განყოფილებას, რომ მეუღლესთან, რომელიც ორჯერ ნასამართლევია ოჯახური ძალადობისათვის ოფიციალურად განქორწინდა და დღესაც ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, ასევე ძალადობს შვილებზე.

 

მოწმის სახით დაკითხვისას თ----- შ----ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა; ასევე აღნიშნა, რომ ტელეფონის დათვალიერება ჩაატარა მესაკუთრის ქ------- ჯ--------ის თანხმობით და მისი თანდასწრებით; ტელეფონში დათვალიერებით დადგინდა რომ იყო როგორც შემომავალი, ისე გამავალი რამდენიმე ზარი;

 

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს რ---- ს--------ის მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ქ------- ჯ--------ეს სასამართლოსათვის არ მიუცია ისეთი ჩვენება რაც საკმარისი იქნებოდა რ---- ს--------ის დანაშავედ ცნობისათვის, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ რ---- ს--------ემ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო რ---- ს--------ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ---- ს--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

გამართლებულ რ---- ს--------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

რ---- ს--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ--–---------------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------–----------------------------------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–-------–-, საკადასტრო კოდი: 22.29.03.095 ) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე