განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
190100115794200
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100115794200

საქმე №1ბ/1262-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ-------------–--ის

მსჯავრდებულის: გ-----------------ის

მსჯავრდებულის ადვოკატების: ლ--------–---–---ს, ლ------------–----ს

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--------–---–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-------): გ-----------------ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ-----------–-------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–---------–----------------–---------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1992 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გ-----------------ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 152-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლით და 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 1992 წლის 10 მაისიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით იმავე სასამართლოს 1992 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი გ-----------------ეს ¼-ით შეუმცირდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - უ-------------------------) გ-----------------ე სასჯელის მოსახდელად გადაყვანილი იქნა 1993 წლის 3 მარტიდან.

 

1993 წლის 5 აპრილს, ღამის საათებში, ქ-----------------–-------–------------------ში მოთავსებულმა სამმა მსჯავრდებულმა: გ-----------------ემ, ა----------------მა და ვ----–-–---–-----ემ საგუშაგოდან აკრძალული ზონის გადალახვით, ჯგუფურად მოახდინეს გაქცევა და მიმალვა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით:

 

გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1992 წლის 20 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 2 თვის და 5 დღის ვადით და საბოლოოდ, გ-----------------ეს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 5 (ხუთი) დღის ვადით.

 

ვინაიდან განსასჯელმა გ-----------------ემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე გ-----------------ის მიმართ, განიხილა მის დაუსწრებლად.

 

2018 წლის 23 აგვისტოს დაკავებულ იქნა ძებნილი მსჯავრდებული გ-----------------ე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ--------–---–---მ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო გ-----------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გამამტყუენებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, სასამართლო გამოძიებისას სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თ-------------–--ის მიერ, ზემდგომი პროკურორის, მ-----–----------–---–ის თანხმობით, წარმოდგენილ იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა გ-----------------ემ, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, სურვილი გამოთქვა, გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. პროკურორისთვის განცხადებით შეთავაზებულ იქნა საპროცესო შეთანხმება და შედგა საპროცესო შეთანხმების ოქმი.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ გ-----------------ესთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა შემდეგი:

 

გ-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ-----------------ეს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1992 წლის 20 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრებული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ გ-----------------ეს განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, 3 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

მსჯავრდებულ გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 23 აგვისტოდან.

 

დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 6792-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.

 

სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ გ-----------------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 6793-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. მსჯავრდებულ გ-----------------ეს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება გ-----------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულ გ-----------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, მოწმეების – ჯ----–--------–--ის, თ------–----ს, გ---------------ის, თ----------–---–---–ის, თ-------------–---–ის და შ-----------–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ განსახილველ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა თვლის, რომ გ-----------------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), კანონიერია.

 

პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის LXIV1 თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 6791 _ 6797-ე მუხლებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს პროკურორის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გ-----------------ეს შორის;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

გ-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ-----------------ეს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1992 წლის 20 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული და იმავე სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, გ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, 3 (სამი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი;

 

მსჯავრდებულ გ-----------------ეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 23 აგვისტოდან;

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ გ-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 6796–ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე