განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.05.2019
საქმის ნომერი
330310018002338401
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2274-18

330310018002338401

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მირანდა ერემაძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე)- გ------- რ-----–-–---–-, ნ----- ხ----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, გ------- რ-----–-–---–-სა და ნ----- ხ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 მოსარჩელე - გ------- რ-----–-–---–- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. (ს.ფ. 18).

 

2.2. 2011 წლის 14 იანვრიდან გ------- რ-----–-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ----- ხ----–---–თან. გ------- რ-----–-–---–ს და ნ----- ხ----–---–ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - ნ---- რ-----–-–---–- და ზ------ი რ-----–-–---–-. (ს.ფ. 21);(ს.ფ. 22); (ს.ფ. 23).

 

2.3. 2017 წლის 26 იანვარს გ------- რ-----–-–---–მა №433 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. (ს.ფ. 86-87); (ს.ფ. 88-99).

 

2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელებული შეფასების შედეგად გ------- რ-----–-–---–-ს ოჯახს 2.5 ქულა მიენიჭა. (ს.ფ. 85).

 

2.5. 2017 წლის 13 ოქტომბრის „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ თანახმად, განმცხადებლის - გ------- რ-----–-–---–-ს საცხოვრებელი მისამართია - ქ. გორი, ლ------------ის ქ. №43 (200 კვ.მ.). ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: განმცხადებელი - გ------- რ-----–-–---–-, მეუღლე - ნ----- ხ----–---–ი, შვილები - ნ---- რ-----–-–---–- და ზ------ი რ-----–-–---–-. აღნიშნულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობს 2012 წლიდან, რაც დაოჯახდა მეუღლის პაპა- ბებიის სახლში. ამავე დოკუმენტში მითითებულია რომ „ამავე მისამართზე ცხოვრობს გ------- რ-----–-–---–-ს მეუღლის დედის დედა“. (ს.ფ. 104-109).

 

2.6. 2017 წლის 19 სექტემბრის „დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის“ (ადგილმდებარეობა - ქ. გორი) თანახმად, „გ------- რ-----–-–---–-ს ოჯახის მონიტორინგის მიზნით ვიმყოფებოდი მის: გორი, ლ------------ის ქ. №43, კერძო სახლი. ადგილზე დაგვხვდა მ-----–ა გ-------ი, რომლის განმარტებით მეუღლე გარდაიცვალა 2012 წელს. სახლი გაფორმებული იყო მეუღლეზე, მისი გარდაცვალების შემდეგ, წილი დათმო და სახლი გაუფორმა შვილებს მ--- გ-------ს და ნ--- გ-------ს. მ--- მეუღლესთან - ზ---- ხ----–---–თან ერთად ცხოვრობს ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში ქალაქ გურჯაანში. ნ---- - მეუღლესთან გ----- ს---–-–---–თან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს გ----–ი წმ-----–---–--ე. კორპუსის საკუთარ ბინაში. გ------- რ-----–-–---–- კი შვილიშვილის ნ----- ხ----–---–ის მეუღლეა, რომელიც გასულია ქალაქში. ნ----- იმყოფება სამსახურში, მუშაობს ბანკ კრ-----ში. მათი შვილები კი იმყოფებიან გორის №- საჯარო სკოლაში.“ (ს.ფ. 111).

 

2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ------- რ-----–-–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. (ს.ფ. 78-84).

2.8. „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 08 თებერვლის №370 ბრძანებით გ------- რ-----–-–---–-ს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. (ს.ფ. 77).

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებას (ოქმი №99) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 08 თებერვლის №370 ბრძანებას. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

3.2. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლის ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე - გ------- რ-----–-–---–- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. 2011 წლის 14 იანვრიდან გ------- რ-----–-–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ----- ხ----–---–თან. გ------- რ-----–-–---–ს და ნ----- ხ----–---–ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - ნ---- რ-----–-–---–- და ზ------ი რ-----–-–---–-.

 

3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 იანვარს გ------- რ-----–-–---–მა №433 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელებული შეფასების შედეგად გ------- რ-----–-–---–-ს ოჯახს 2.5 ქულა მიენიჭა.

 

2017 წლის 13 ოქტომბრის „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ თანახმად, განმცხადებლის - გ------- რ-----–-–---–-ს საცხოვრებელი მისამართია - ქ. გორი, ლ------------ის ქ. №43 (200 კვ.მ.). ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: განმცხადებელი - გ------- რ-----–-–---–-, მეუღლე - ნ----- ხ----–---–ი, შვილები - ნ----- რ-----–-–---–- და ზ------ი რ-----–-–---–-. აღნიშნულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობს 2012 წლიდან, რაც დაოჯახდა მეუღლის პაპა-ბებიის სახლში. ამავე დოკუმენტში მითითებულია რომ „ამავე მისამართზე ცხოვრობს გ------- რ-----–-–---–-ს მეუღლის დედის დედა“.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №99), გ------- რ-----–-–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

 

სასამართლომ მოიხმო „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 08 თებერვლის №370 ბრძანებით გ------- რ-----–-–---–-ს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ვინაიდან არ გააჩნიათ არც დროებითი და არც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი.

 

3.4. სასამართლომ მოიხმო „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელ ფართი.

 

სასამართლომ ასევე მოიხმო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №-40 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ პუნქტით კანონმდებელი განმარტავს დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცნებას. კერძოდ, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - მ-----–ა გ-------ის (ნ----- ხ----–---–ის ბებია) განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ნ----- ხ----–---–ი და გ------- რ-----–-–---–- 2012 წლიდან ცხოვრობენ მასთან ერთად, ქ. გ----–ი, ლ------------ის ქუჩა№43-ში, კერძო სახლში, რომელიც უზრუნველყოფილია კომუნალური მომსახურებით (წყალი, გაზი, ელექტროენერგია). მოსარჩელეების ქ. გ----–ი, ლ------------ის ქუჩა №43- ში, ნ----- ხ----–---–ის ბებიასთან ცხოვრების ფაქტი ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - მ--- გოჩაშვილმა (გ------- რ-----–-–---–-ს მამიდაშვილის შვილის მეუღლე) და გ------- სიქტურაშვილმა (გ------- რ-----–-–---–-ს მამიდაშვილის შვილი). ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 19 სექტემბრის „დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმით“ რომლითაც ირკვევა, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია - ქ. გორი, ლ------------ის ქუჩა №43 (2 სართულიანი კერძო სახლი).

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეებს გააჩნიათ საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები ამ ეტაპზე არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას.

 

ამდენად, „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №-40 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 პუნქტი სამინისტროს ანიჭებდა შესაძლებლობას, იმ ეტაპისათვის უარი ეთქვა მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, გ------- რ-----–-–---–-ს (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, თუ ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცვალა, შესაბამის ეტაპზე დაექვემდებარება განხილვას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად.

 

3.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (ოქმი №99) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 08 თებერვლის №370 ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ამ ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის დავალების საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტი, ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სარჩელი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის "ე" და "ე" პრიმა ქვეპუნქტების თანახმად მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის “ა”, ”ბ”, ”გ” და 394-ე მუხლის “ე” და “ე” პრიმა ქვეპუნქტების მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 249-ე მუხლი, რომლის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია შემოფარგლულია საქართველოს საკანონმდებლო ნორმების აღწერით, ისე რომ მასში ასახული არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული სამართლებრივი შეფასებები.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, `ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის~ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას . . . ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გუსლიხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ამომწურავად და სრულყოფილად შეფასების შესახებ და არის დაუსაბუთებელი მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია აღნიშნული საერთაშორისო აქტის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1) სასამართლომ არ გადაწყვიტა არსებითი საკითხები, რაც აღადგენდა მოსარჩელის დარღვეულ უფლებას და განაპირობებდა კონსტიტუციური უფლების დაცვას. სამართლიანი სასამართლოს უფლება ილუზორული გახდება თუ პირს მხოლოდ ფორმალურად შეეძლება მიმართოს სასამართლოს თუ შემდგომ სასამართლო ვერ შეძლებს შეაფასოს შეზღუდული უფლების მართლზომიერება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14). ამასთან, “ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს.” (2014 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გ------- უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მითითებული საპროცესო დარღვევების გამო ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად საქმეზე გამოტანილია არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ არ შეამოწმა და არ შეაფასა სარჩელში, ახსნა-განმარტებასა და საპაექრო სიტყვაში წარმოდგენილი საფუძვლიანი პრეტენზიები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე სწორად არ შეაფასა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ავალდებულებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი საჭიროებს დასაბუთებას. აქტში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რომლის შესახებ სარჩელში დასაბუთებული და საფუძვლიანი მოსაზრებებია წარმოდგენილი და რომლის შესახებ აქტიურად მიეთითებოდა საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ(იხ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ არის დადასტურებული მოსარჩელეების სათანადო საცხოვრებელი პირობებისა და ფართის არსებობა, არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება - გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო ამ ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ - უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“-ის მიზნებსა და დებულებებს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). საქმეზე წარმოდგენილი სარჩელითა და თანდართული მტკიცებულებებით, საქმის სასამართლო განხილვით, მოწმეების ახსნა-განმარტებებით ცალსახად არის დადასტურებული, რომ სახეზეა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მიუთითებს მოსარჩელეების საჭიროებას მოითხოვოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით სარგებლობა და გადაცემა, თუცა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მათ ოჯახს ამ ეტაპზე არ ესაჭიროება განსახლება და უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სამწუხაროდ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე სასამართლო კონტროლი განხორციელდა კანონსაწინააღმდეგოდ, რის გამოც გამოტანილია დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.

 

აპელანტი სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მივაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რამდენად არის შესაძლებელი მოსარჩელეების ცხოვრება მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნათესავის (მეუღლის ნ----- ხ----–---–ის ბებია) საცხოვრებელ სახლში მდებარე - ქ.გორი, ლ------------ის ქ.#43, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ საცხოვრის პირობებს, რის გამოც მოსარჩელეები იმყოფებიან გაუსაძლისს მდგომარეობაში. საგულისხმოა, რომ ნათესავის, მათ შორის, ბებიის, მეუღლის ბებიის, ძმის ან/და ძმისშვილის ბინაში ცხოვრებისა და ზოგადად, ბინით სარგებლობის ფაქტი თავისთავად არ გამორიცხავს განსახლების აუცილებლობას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო ამ ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, რომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება რამდენად აქვთ მოსარჩელეებს თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქ.გორი. ლ------------ის ქ.#43-ში მდებარე მშენებარე, დაუსრულებელ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების შესაძლებლობა, რამდენად არიან ისინი უზრუნველყოფილი სათანადო ღირსეული ცხოვრების პირობებით იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის და მოპასუხეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არიან დევნილები, რეგისტრირებული არიან სულ სხვა მისამართზე -ქ.გორი. თავზიშვილის ქ.#53, სადაც მათი ცხოვრება არის შეუძლებელი (ამ მისამართზე სამი ოჯახი ცხოვრობს), რომ მათ სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება, რომ მოსარჩელეებს მცირეწლოვან შვილებთან გამუდმებით უწევთ გადაადგილება ერთი საცხოვრებელი ადგილიდან მეორეში, ხან ქირით ცხოვრობენ, ხან კიდევ ვინ აძლევს თავშესაფარს, რომ ამჟამად, საცხოვრისი, სადაც არიან თავშეფარებული ცხოვრებისათვის ფაქტიურად გამოუსადეგარია(იხ. მოწმეების ახსნა-განმარტება), ყოველივე აღნიშნულის გამო, სასამართლოს აუცილებლად უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე.

 

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - სზაკ-ის მე-6 და მე-7 მუხლები. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია და რომლის შესახებაც აქტიურად მიუთითებდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები საქმის განხილვისას(იხ. სხდომის ოქმი), თუმცა სასამართლომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის არც დასახელებული საფუძვლები გაიზიარა სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მით უფრო, რომ პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას, ასევე მართლმსაჯულების ფორმალურად განხორციელებას, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქათველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებაში პალატამ განმარტა, ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში, რასაც ცალსახად აქვს ადგილი მოსარჩელეები მიმართ როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ისე სასამართლოს მხრიდან.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და უნდა გაუქმდეს.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

7.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლიც განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელ ფართი.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ აპელანტი გ------- რ-----–-–---–- წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს. პალატა განმარტავს რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს, ის თუ რამდენად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს აპელანტისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

 

პალატა აქვე შენიშნავს, რომ იმისათვის, რომ დევნილი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილით იქნეს უზრუნველყოფილი, საჭიროა ამ ოჯახის მიერ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. აღნიშნული კრიტერიუმების დადგენის მიზანს წარმოადგენს იმ დევნილ ოჯახების ბინით პრიორიტედატ დაკმაყოფილება, რომლებსაც სხვებთან შედარებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი გააჩნიათ. ოჯახთა მდგომარეობის სიმძიმეს განსაზღვრას ქულათა ოდენოაბა, რაც მეტია ქულა მით მძიმეა ოჯახუს სოციალური ფონი.

 

პალატა, განმარტავს, რომ სახელმწიფო იღებს ტვირთს და აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ დევნილ მოსახლეობას შეუქმნას ცხოვრებისათვის ყველა საჭირო პირობა თუ გარემო, რასაც სპეციალურად ამ კატეგორიის ჯგუფების მიმართ შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემით აწესრიგებს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი). გარდა ამისა, პალატა შენიშნავს, რომ ამ სფეროში პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფოს არ გააჩნია უსაზღვრო რესურსები, მაგალითად დააკამყოფილოს დევნილის ის მოთხოვნა რომელიც ამ უკანასკნელის მიერ იქნება შემოთავაზებული და მიაკუთნოს მას იმაზე მეტი ვიდრე სახელმწიფოს რესურსის მართლზომიერი განაწილების მეთოდით იქნა გადაცემული.

 

საქმის მასალების მიხედვით, კერძოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელებული შეფასების შედეგად გ------- რ-----–-–---–-ს ოჯახს 2.5 ქულა მიენიჭა.

 

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ოქტომბრის „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ თანახმად, განმცხადებლის - გ------- რ-----–-–---–-ს საცხოვრებელი მისამართია - ქ. გორი, ლ------------ის ქ. №43 (200 კვ.მ.). ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: განმცხადებელი - გ------- რ-----–-–---–-, მეუღლე - ნ----- ხ----–---–ი, შვილები - ნ----- რ-----–-–---–- და ზ------ი რ-----–-–---–-. აღნიშნულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობს 2012 წლიდან, რაც დაოჯახდა მეუღლის პაპა-ბებიის სახლში. ამავე დოკუმენტში მითითებულია რომ „ამავე მისამართზე ცხოვრობს გ------- რ-----–-–---–-ს მეუღლის დედის დედა“.

 

პალატა ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემული მომენტისათვის ის გარემოება, რომ აპელანტებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი და საჭიროებენ ბინით უპირობოდ უზრუნველყოფას, არ იკვეთება. პალატა კიდევ ერთხელ განმეორდება, რომ ამ სფეროში პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფოს არ გააჩნია უსაზღვრო რესურსები, ხოლო არსებული რესურსები კი რაციონალურად და სწორად უნდა იქნეს გამოყენებული. ამდენად, განსახილველ შემთხევვაში დაცულია კერძო და საჯარო ინტერესის ბალანსი.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია რომ მართებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №99) უარი, გ------- რ-----–-–---–ს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

 

აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №-40 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც მოპასუხე, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებული იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიდგომოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განესაზღვრა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელებულიყო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.

 

პალატამ ასევე გამოიკვლია პირველ ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმერთა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც მ-----–ა გ-------მა (ნ----- ხ----–---–ის ბებია) განმარტა, რომ ნ----- ხ----–---–ი და გ------- რ-----–-–---–- 2012 წლიდან ცხოვრობენ მასთან ერთად, ქ. გ----–ი, ლ------------ის ქუჩა №43-ში, კერძო სახლში, რომელიც უზრუნველყოფილია კომუნალური მომსახურებით (წყალი, გაზი, ელექტროენერგია). პალატამ მოსარჩელეების ქ. გ----–ი, ლ------------ის ქუჩა №43-ში ნ----- ხ----–---–ის ბებიასთან ცხოვრების ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების - მ--- გოჩაშვილის (გ------- რ-----–-–---–-ს მამიდაშვილის შვილის მეუღლე) და გ------- სიქტურაშვილის (გ------- რ-----–-–---–-ს მამიდაშვილის შვილი) ჩვენებების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია აპელანტის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მათ ქ. გ----–ი, ლ------------ის ქუჩა №43-ში აქვთ საცხოვრებლად უვარგისი და გაუსაძლისი პირობები.

 

გარდა ზემოხსენებულისა, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №-40 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11 პუნქტი სამინის ტროს ანიჭებდა შესაძლებლობას, იმ ეტაპისათვის უარი ეთქვა მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (ოქმი №99) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 08 თებერვლის №370 ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ამ ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის დავალების საფუძველი.

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გაწყვეტილება.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავსიუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------- რ-----–-–---–-სა და ნ----- ხ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმისნიტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

მოსამართლე: მირანდა ერემაძე