განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN3ბ/1365-18, 180310115723418
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ---- მ---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს „ქ--------–---–----------------“
მესამე პირი - შპს „ს---------------------------–------------------“
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. ლ---- მ---–---–მა 2015 წლის 11 თებერვალს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სს ,,ქ--------–---–---------------ის’’ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე მესამე პირის - შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ მიმართ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.
1.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით ლ---- მ---–---–ის სარჩელი- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ქ--------–- ლ------ კ--------ს’’ შორის გაფორმებული 2011 წლის 04 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც სს ,,ქ--------–---–----------------ს’’ პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საგურამოში მდებარე 159913 კვ/მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 7-----------), ასევე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 7-----------, ფართი 245879 კვ.მ) ნაწილზე (159913 კვ/მ) მოპასუხე სს ,,ქ--------–---–---------------ის’’ საკუთრების უფლების გაუქმებისა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის დამოუკიდებელ საკადასატრო ერთეულად აღრიცხვის შესახებ- არ დაკმაყოფილდა.
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ს----------- ე--------------–----- მ-----------’’ დაფუძნებულ იქნა 1998 წლის 04 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს №4------ დადგენილებით, რომლის თანახმად საზოგადოების ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორია ს----------–------------------–----------------------–--------–---------–-----------------–----–-------–----–-----. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ც----–---ის გამგეობის წილი შეადგენდა 100 %-ს.( ტ.1. ს.ფ. 20-27. ).
2.2. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 2000 წლის 4 მაისის ხელშეკრულების თანახმად მცხეთის რაიონის გამგეობას და შპს ,,ს---------------------------–------------------ს’’ შორის 49 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, 24,37 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, (მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო. შპს ,,ს----------- ე--------------–----- მ-----------მ’’ 2006 წლის 30 ივნისს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო’’ დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოსგან შეიძინა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 16,45 ჰა ოდენობით, (მდებარე: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო), რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ს----------- ე--------------–----- მ----------ის’’ სახელზე და მიენიჭა კოდი: 7-----------. (გამოსასყიდი თანხა 6415,50 გადახდილი თანხა 3207,75, რამაც შეადგინა გამოსასყიდი თანხის 50% .) ( ტ.1. ს.ფ 29-30. ).
2.3. ც----–---ის გამგეობის 2006 წლის 15 ივნისის №-- სხდომის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ს----------–------------------–--------------------–--------–---------–----ს გამგეობის მიერ თანამშრომელთა ხელფასების, სატელეფონო მომსახურების და ბიუჯეტთან ანგარიშწორების დაფარვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ს---------------------------–------------------ში’’ც----–---ის 100% წილის გასხვისების შესახებ, წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაევალა ც----–---ის გამგეობის თავმჯდომარეს მ------ ა------ს.(ტ. 1. ს.ფ. 33 ).
2.4. შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ პარტნიორს ,,ც----–---სა’’ და ფიზიკურ პირს ლ---- მ---–---–ს შორის 2006 წლის 20 სექტემბერს დაიდო წილის განვადებით გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №------), აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ საწესდებო კაპიტალის ,------------–------------------–----------------------–--------–---------–----- - ც----–---ის’’ კუთვნილი წილი - 100%. ფასი 223720 ლარი. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების ძალაში შესვლის დროდ განისაზღვრა სანოტარო წესით დამოწმებისა და სამეწარმეო რეესტრში სათანადო ცვლილების შეტანის დღიდან.( ტ. 1. ს.ფ. 38-41).
2.5. ,,ც----–---ის’’ გამგეობის თავმჯდომარემ მ. ა------მ, 2006 წლის 08 დეკემბერს, მიმართა გორის საგადასახადო ინსპექციას შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს---------------------------–------------------ს’’ დაუდგინდა ხარვეზი იმ მოტივით, რომ 2006 წლის 20 სექტემბრის წილის განვადებით გაყიდვის ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 506-508-ე მუხლების მოთხოვნებს და მხარეს მიეცა 15 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.( ტ. 1. ს.ფ.42-44).
2.6. გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 22 მაისის №--0 ბრძანების თანახმად განხორციელდა ცვლილება შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ სამეწარმეო რეესტრში და გაიცა ახალი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ ერთადერთ დამფუძნებელი პარტნიორს წარმოადგენს ლ---- მ---–---–ი, მისი წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 100%; საწესდებო კაპიტალის ოდენობა შეადგენს 223720 ლარს.(ტომი 1.ს.ფ. 45-46.).
2.7. შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ დირექტორმა გ--- ბ-------მ 2007 წლის 11 მაისს სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებით ც----–---ის გამგეობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ( შპს ,,ს----------- ს----------- მ----------ის’’ დირექტორის მ---------- 2007 წლის 10 მაისის თანხმობის წერილი) , შპს ,,ს----------- ე--------------–----- ს----------- მ----------ის’’ კუთვნილი ქონება 16,45 ჰა მიწის ნაკვეთი (ს/კ 7-----------; მდებარე : მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო) უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.( ტ.1. ს.ფ. 47- 49).
2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებით განხორციელდა №7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების დაყოფა 2 ნაკვეთად: 1) ს/კ 7-----------; ფართი 4672 კვ.მ და 2) ს/კ 7-----------; ფართი 159913 კვ.მ. ორივე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვა №1----- 17.08.2007წ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვა №2---- 22.08.2007წ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვა №2---- დამოწმების თარიღი: 31/05/2007წ.( ტ.1. ს.ფ 51-56.).
2.9. სს ,,ქ--------–---–----------------მ’’ 2011 წლის 04 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან შეიძინა 159913 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: მცხეთის რაიონის სოფელი საგურამო (ს/კ 7-----------). აღნიშნული უძრავი ქონება სს ,,ქ--------–---–----------------მ’’ გააერთიანა სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთებთან და საბოლოოდ საჯარო რეესტრში სს ,,ქ--------–- ლ------ კ-------ის’’ სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 7-----------. რომელიც მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს.( ტ.1. ს.ფ. 57, 64-69).
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 65-ე, 66-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 185-ე, 312-ე მუხლებითა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „ს----------- ე--------------–----- მ----------ის“ დირექტორმა 2007 წლის 11 მაისს, პარტნიორის ც----–---ის გამგეობის თანხმობით სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა შპს „ს----------- ე--------------–----- მ----------ის“ კუთვნილი ქონება (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 16,45 ჰა მდებარე მცხეთის რაიონის სოფ. საგურამოში და მასზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება სარეგისტრაციო განცხადება #7--------); მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2---------ს N2------- განკარგულებით (რაც სარჩელით დავის საგანს არ წარმოადგენს) და მის საფუძველზე 2011 წლის 04 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და სს „ქ--------–---–----------------ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს (სს „ქ--------–---–----------------ს“) პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 69240 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა N1 განაშენიანების ფართით 250 კვ.მ; შენობა N2, განაშენიანების ფართით 1148,50 კვ.მ (ს/ნ. 7-----------); მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 16726 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა N1, N2 (ს/კ 7-----------) და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 15 9913 კვ.მ. არასასოფლ-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 7-----------.) 2012 წლის 31 დეკემბრამდე მითითებულ მიწის ნაკვეთებზე ლ------ა და გ--------–----–---------–---- ქ------- შენების პირობით. მიმდინარე ეტაპზე მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული და სამინისტროს მიერ დადასტურებულია.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით საქმე (N2------) არ დაკმაყოფილდა შპს „ს---------------------------–-----------------ის“ სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მიმართ 2007 წლის 11 მაისის განცხადების (გარიგების), შპს ,,ს---------------------------–-----------------ის” კუთვნილი მცხეთის რაიონის სოფელ ს----------- ტერიტორიაზე მდებარე 16,45 ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ 7-----------) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის №1-----) ბათილად ცნობის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის (კანონიერ ძალაში შესული) განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა და შეწყდა ლ---- მ---–---–ის სამოქალაქო სარჩელზე საქმის წარმოება 2007 წლის 11 მაისის განცხადების შპს „ს---------------------------–-----------------ის“ კუთვნილი მცხეთის რაიონის სოფელ ს----------- ტერიტორიაზე მდებარე 16,45 ჰა. მიწის ნაკვეთის (ს/კ 7-----------.) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის N1-----) მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. (იხ.მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება საქმე (#2------) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 მარტის განჩინება საქმე N2-----------. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის საქმე Nა--------------- განჩინება), რაც სრულიად შესაბამისობაში მოდის საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
4.3. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, 2007 წლის 11 მაისის გარიგება, რომლის მიხედვითაც სადავო მიწის ნაკვეთი აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასევე იურიდიული ძალის მქონეა დასახელებული გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე. შესაბამისად ცალსახად იქნა მიჩნეული, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად ქონება აღირიცხება ისევ სახელმწიფოს საკუთრების უფლებით. ყოველივე ამის გამო პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, სარჩელის დაკმაყოფილებით სახეზე არ არის მხარის იურიდიული ინტერესი, ვინაიდან აღნიშნული ლ---- მ---–---–ისათვის არ იქნება რაიმე იურიდიული შედეგის და სამართლებრივი სიკეთის მომტანი.
4.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქ--------–- ლ------ კ--------ს“ შორის 2011 წლის 04 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც სს „ქ--------–- ლ------ კ--------ს“ პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 159913 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდით: 7-----------. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოსარჩელე ვერ უთითებს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება და იმაზე სავარაუდო აპელირება, შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული არ დასტურდება, იმთავითვე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
4.5. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, სს „ქ--------–---–----------------“ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რომელმაც სადავო უძრავი ქონების შესყიდვის სანაცვლოდ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური - 1 ჰექტარზე 1000 ლარის ოდენობით, ჯამურად სადავო უძრავ ქონებაზე -15991.3 ლარი და იკისრა საპრივატიზებო ქონების ტერიტორიაზე 2012 წლის 31 დეკემბრამდე ლ------ა და გამაგრილებელი სასმელების ქ------- მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის, ასევე ამ მიზნით 20 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებები, რაც სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული მის მიერ. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სს „ქ--------–---–----------------“ არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა და მისთვის ცნობილი იყო ან შეიძლება ცნობილი ყოფილიყო საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ, სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი.
4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც დამატებით გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქ--------–---–----------------ს“ შორის გაფორმებულია 04.07.2011 წელს, ხოლო სარჩელი შეტანილია 11.02.2015 წელს. ამასთან, მოსარჩელე შპს „ს----------- ე---------------–ი მ----------ის“ პარტნიორია 22.05.2007 წლიდან და შესაბამისად ამ დროიდან მას უნდა სცოდნოდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარედგინა თავისი პრეტენზია თუ მოთხოვნა, რაც არ განუხორციელებია.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---- მ---–---–ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგნად მიეთითა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ქ--------–---–----------------ს“ შორის 2011 წლის 04 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის ღირებულებაც სადავო ქონების ნაწილში შეადგენს 15 991,30 ლარს; შესაბამისად სარჩელის ფასი წარმოადგენს 15 991,30 ლარს.
5.2. სააპელაციო საჩივრის თანახმად, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის N1 ოქმის პირველი პუნქტის მიხედვით „ყოველ ფიზიკურ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. პირს საკუთრების უფლება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისას კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული წესის დაცვით.“
5.3. აპელანტის მითითებით, აღნიშნულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთი კანონიერ მესაკუთრეებს ჩამოერთვათ იძულებისა და ზეწოლის ნიადაგზე, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთი განიკარგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქ--------–---–----------------ს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. აპელანტი თვლის, ამჟამად იგი ვეღარ ახერხებს მისი დარღვეული უფლების აღდგენასა და ჩამორთმეული მიწის რეგისტრაციას, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სხვა პირის საკუთრების უფლება.
5.4. საპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ვინაიდან 2011 წლის 04 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ორივე მხარისათვის ცნობილი იყო, მითითებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მესამე პირის დასაბუთებული პრეტენზიის შესახებ, ხოლო მათ მაინც მოახდინეს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, სს „ქ--------–---–----------------“ წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს და 159 913 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში არსებობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
5.5. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ასევე არ არსებობდა მოსარჩელისათვის სს „ქ--------–---–---------------ის“ სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რადგანაც მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები მომსახურეობის გადახდის თაობაზე. აპელანტის მითითებით, დარიცხვის ქვითრები, რომლებიც მხარემ წარადგინა არ მიუთითებს კონკრეტულად, თუ რომელი საქმისათვის მოხდა აღნიშნული თანხების გადახდა. სს „ქ--------–---–----------------ს“ წარმომადგენელი შესაძლოა უწევდეს სხვადასხვა სახის იურიდიულ მომსახურეობას, ხოლო გადარიცხვის ქვითრებში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული, თუ რომელი საქმისთვისაა გადახდილი აღნიშნული თანხა. აპელანტი იურიდიული მომსახურეობის შესახებ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით განმარტავს, რომ არც ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების დაკისრებისათვის უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმება იმთავითვე არ წარმოადგენს თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ გარემოებას. აპელანტის მითითებით ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს ნებისმიერ დროს ძველი თარიღის მითითებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შესწავლისა და გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
6.1. შპს ,,ს----------- ე--------------–----- მ-----------’’ დაფუძნებულ იქნა 1998 წლის 04 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს №4------ დადგენილებით, რომლის თანახმად საზოგადოების ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორია ს----------–------------------–----------------------–--------–---------–-----------------–----–-------–----–-----. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ც----–---ის გამგეობის წილი შეადგენდა 100 %-ს.( ტ.1. ს.ფ. 20-27. ).
6.2. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 2000 წლის 4 მაისის ხელშეკრულების თანახმად მცხეთის რაიონის გამგეობას და შპს ,,ს---------------------------–------------------ს’’ შორის 49 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, 24,37 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, (მდებარე მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო. შპს ,,ს----------- ე--------------–----- მ-----------მ’’ 2006 წლის 30 ივნისს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო’’ დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოსგან შეიძინა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 16,45 ჰა ოდენობით, (მდებარე: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო), რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ს----------- ე--------------–----- მ----------ის’’ სახელზე და მიენიჭა კოდი: 7-----------. (გამოსასყიდი თანხა 6415,50 გადახდილი თანხა 3207,75, რამაც შეადგინა გამოსასყიდი თანხის 50% .) ( ტ.1. ს.ფ 29-30. ).
6.3. ც----–---ის გამგეობის 2006 წლის 15 ივნისის №-- სხდომის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ს----------–------------------–--------------------–--------–---------–----ს გამგეობის მიერ თანამშრომელთა ხელფასების, სატელეფონო მომსახურების და ბიუჯეტთან ანგარიშწორების დაფარვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ს---------------------------–------------------ში’’ც----–---ის 100% წილის გასხვისების შესახებ, წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დაევალა ც----–---ის გამგეობის თავმჯდომარეს მ------ ა------ს.(ტ. 1. ს.ფ. 33 ).
6.4. შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ პარტნიორს ,,ც----–---სა’’ და ფიზიკურ პირს ლ---- მ---–---–ს შორის 2006 წლის 20 სექტემბერს დაიდო წილის განვადებით გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №------), აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ საწესდებო კაპიტალის ,------------–------------------–----------------------–--------–---------–----- - ც----–---ის’’ კუთვნილი წილი - 100%. ფასი 223720 ლარი. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების ძალაში შესვლის დრო განისაზღვრა სანოტარო წესით დამოწმებისა და სამეწარმეო რეესტრში სათანადო ცვლილების შეტანის დღიდან.( ტ. 1. ს.ფ. 38-41).
6.5. ,,ც----–---ის’’ გამგეობის თავმჯდომარემ მ. ა------მ, 2006 წლის 08 დეკემბერს, მიმართა გორის საგადასახადო ინსპექციას შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს---------------------------–------------------ს’’ დაუდგინდა ხარვეზი იმ მოტივით, რომ 2006 წლის 20 სექტემბრის წილის განვადებით გაყიდვის ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 506-508-ე მუხლების მოთხოვნებს და მხარეს მიეცა 15 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.( ტ. 1. ს.ფ.42-44).
6.6. გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 22 მაისის №--0 ბრძანების თანახმად განხორციელდა ცვლილება შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ სამეწარმეო რეესტრში და გაიცა ახალი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ ერთადერთ დამფუძნებელი პარტნიორს წარმოადგენს ლ---- მ---–---–ი, მისი წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 100%; საწესდებო კაპიტალის ოდენობა შეადგენს 223720 ლარს.(ტომი 1.ს.ფ. 45-46.).
6.7. შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ დირექტორმა გ--- ბ-------მ 2007 წლის 11 მაისს სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებით ც----–---ის გამგეობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ( შპს ,,ს----------- ს----------- მ----------ის’’ დირექტორის მ---------- 2007 წლის 10 მაისის თანხმობის წერილი) , შპს ,,ს----------- ე--------------–----- ს----------- მ----------ის’’ კუთვნილი ქონება 16,45 ჰა მიწის ნაკვეთი (ს/კ 7-----------; მდებარე : მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო) უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.( ტ.1. ს.ფ. 47- 49).
6.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებით განხორციელდა №7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების დაყოფა 2 ნაკვეთად: 1) ს/კ 7-----------; ფართი 4672 კვ.მ და 2) ს/კ 7-----------; ფართი 159913 კვ.მ. ორივე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვა №1----- 17.08.2007წ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვა №2---- 22.08.2007წ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართვა №2---- დამოწმების თარიღი: 31/05/2007წ.( ტ.1. ს.ფ 51-56.).
6.9. სს ,,ქ--------–---–----------------მ’’ 2011 წლის 04 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან შეიძინა 159913 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: მცხეთის რაიონის სოფელი საგურამო (ს/კ 7-----------). აღნიშნული უძრავი ქონება სს ,,ქ--------–---–----------------მ’’ გააერთიანა სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთებთან და საბოლოოდ საჯარო რეესტრში სს ,,ქ--------–- ლ------ კ-------ის’’ სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 7-----------. რომელიც მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს.( ტ.1. ს.ფ. 57, 64-69).
7.1. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N2------) არ დაკმაყოფილდა ლ---- მ---–---–ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ 2007 წლის 11 მაისის განცხადების (გარიგების), შპს ,,ს---------------------------–-----------------ის” კუთვნილი მცხეთის რაიონის სოფელ ს----------- ტერიტორიაზე მდებარე 16,45 ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ7-----------) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის №1-----) ბათილად ცნობის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება ლ---- მ---–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; შეწყდა ლ---- მ---–---–ის სამოქალაქო სარჩელზე საქმის წარმოება 2007 წლის 11 მაისის განცხადების (გარიგების), შპს „ს---------------------------–-----------------ის“ კუთვნილი მცხეთის რაიონის სოფელ ს----------- ტერიტორიაზე მდებარე 16,45 ჰა. მიწის ნაკვეთის (ს/კ 7-----------.) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ (რეესტრში რეგისტრაციის N1-----) ბათილად ცნობის მოთხოვნით (ტ.2. ს.ფ. 311-315). სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ შპს "ს---------------------------–------------------მ" 2008 წლის 29 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 11 მაისის განცხადების (გარიგების), შპს "ს---------------------------–-----------------ის" კუთვნილი მცხეთის რაიონის სოფელ ს----------- ტერიტორიაზე მდებარე 16,45 ჰა მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ბათილად ცნობა და სახელმწიფოსთვის გადაცემული 16,45 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნება საკუთრებაში და მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე N2--------) არ დაკმაყოფილდა აღნიშნული სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 01 მარტის განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში მითითებულ იქნა, რომ შპს ,,ს---------------------------–------------------მ’’ 2008 წელს განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, როდესაც მან სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. მოცემულ საქმეში მოსარჩელე ლ---- მ---–---–მა, როგორც შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ პარტნიორმა, საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანა სარჩელი. შესაბამისად მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ერთი და იგივე პირი. ამიტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მითითებით, ლ---- მ---–---–ი ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე არ იყო უფლებამოსილი 2015 წლის 11 თებერვალს შპს ,,ს---------------------------–-----------------ის’’ ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეეტანა სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. ყოველივე ამის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე "ბ" ქვეპუნქტზე; ამ ნორმის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
7.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასჩივრა ლ---- მ---–---–მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის საქმე Nა--------------- განჩინებით, ლ---- მ---–---–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 მარტის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება (ტ.2. ს.ფ. 281).
7.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, 2007 წლის 11 მაისის გარიგება, რომლის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად დღემდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასევე იურიდიული ძალის მქონეა დასახელებული გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ განხოციელებული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე; შესაბამისად ცალსახაა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად ქონება ისევ სახელმწიფოს საკუთრების უფლებით აღირიცხება.
7.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ლ. მ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქ--------–- ლ------ კ--------ს“ შორის 2011 წლის 04 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც სს „ქ--------–- ლ------ კ--------ს“ პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 159913 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდით: 7-----------. უსაფუძლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მომენტში საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება და სახელმწიფომ ნამდვილი უფლების საფუძველზე განახორციელა სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვა. აპელანტის მიერ კი ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სს „ქ--------–---–----------------“ არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა და მისთვის ცნობილი იყო ან შეიძლება ცნობილი ყოფილიყო საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ.
8.1. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნები ასევე ხანდაზმულია, რაც დამატებით გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ქ--------–---–----------------ს“ შორის გაფორმებულია 2011 წლის 4 ივლისს, ხოლო ლ---- მ---–---–მა სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 11 თებერვალს.
8.2. სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივებს მოსარჩელისათვის სს „ქ--------–---–---------------ის“ სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრების არამართლზომიების თაობაზე და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დასაბუთებულია.
8.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 9 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-1330-1315(კ-11), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.“
8.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში დააკისრა მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ წარმომადგენილის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
8.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია მოცემულ დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს ლ---- მ---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ლ---- მ---–---–ის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მარიამ ცისკაძე