განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002908141
საქმე №1ბ/1001-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ---------------–--ის,მსჯავრდებულ: გ--------–-–--–-–---–ის,ადვოკატ: კ------------–----ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------–-–--–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------–------------------------------–---------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენით გ--------–-–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-----------------ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (------------------------------------------------------------------------–---–----------------------–---–-- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-----------------ს ეპიზოდი) ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (------------------------------------------------------------------------–---–----------------------–---–-- ეპიზოდი) ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–-–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ--------–-–--–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მუქარა (ორი ეპიზოდი), ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 თებერვალს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ------–--–-------------–------------------------------–---------------------------- შესასვლელ კართან გ--------–-–--–-–---–მა მ----------------ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, მათ გადაინაცვლეს ვ---------–------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც გ--------–-–--–-–---–მა მ----------------ს კვლავ დაარტყა ხელი სახის არეში ერთხელ, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ, გ--------–-–--–-–---–ი მ----------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე იმავე დღეს ვ---------–------------------------------–--------------------------–- მყოფ მ-----------------ს, ნ--------------------------------------------------–---–----------------------–---–-- მიმართ გ--------–-–--–-–---–მა სოციალური ქსელი ,,ფეისბუქის“ მეშვეობით გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ გ--------–-–--–-–---–ი დაემუქრა აღნიშნულ პირებს, რომ გაუხვრიტავდა ყველას შუბლს და შეაგდებდა ლიმონკებს, რითაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------------–--ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ გ--------–-–--–-–---–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გ--------–-–--–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის პიროვნებას. მსჯავრდებულისათვის დანიშნული ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ--------–-–--–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ--------–-–--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების მ-----------------ს, ნ--------------------------------------------------–---–------------------–---–-----–------------–---–-- და გ--------–-–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დადგენილებებით დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ--------–-–--–-–---–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ გ--------–-–--–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ--------–-–--–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ--------–-–--–-–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, შერიგებულია დაზარალებულთან, ელოდება შვილს, ამიტომ სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--------–-–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-----------------ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (------------------------------------------------------------------------–---–----------------------–---–-- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ-----------------ს ეპიზოდი) ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (------------------------------------------------------------------------–---–----------------------–---–-- ეპიზოდი) ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–-–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ--------–-–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
გ--------–-–--–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 14 თებერვლიდან 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;
გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);
ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი