განაჩენი

სისხლის სამართლის 24.07.2019
საქმის ნომერი
330100119002957570
ინსტანცია
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002957570

საქმე №1ბ/1061-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ივლისი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე უ-------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის გ------------------------–------–-–---–-- ფაქტობრივად მცხოვრების თ---–--–---–---–----------------–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განაჩენით უ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და უ-------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, უ-------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

უ-------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 ივლისს, შუადღის საათებში, თ---–--–------------------–ი ყოფნისას, უ-------–---–მა ყოფილ მეუღლეს - ი--------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის არეში ორჯერ ძლიერად დაარტყა მუშტი, რა დროსაც ი--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე, თ---–--–------------------–ი ყოფნისას, უ-------–---–ი ცოლის დას - მ-------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, თავის მოჭრით, რაც მ-------------–---–ის მიერ აღქმულ იქნა რეალურად და განიცადა მორალური ზიანი.

 

2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 12:45 საათზე, თ---–--–------------–---–-----------------------–-----–------------- მიმდებარედ, უ-------–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - ი--------–---–ს და აიძულებდა შეხვედრას, უარის მიღების შემდეგ დაემუქრა, რომ გაიტაცებდა მის ოჯახის წევრებს და ამ გზით გაამწარებდა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ი--------–---–ს მიადგა მორალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ უ-------–---–ის მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი. მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ უ-------–---–ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. მსჯავრდებულისთვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის იმისა, რომ მსჯავრდებულმა უ-------–---–მა მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა უ-------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. უ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ი--------–---–ისა და მ-------------–---–ის, მოწმეების: დ--–--------–---–--------------------–---–-----------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით, ი--------–---–ის მობილური ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაბეჭდით, ქორწინებისა და განქორწინების აქტების ჩანაწერებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებების თანხმად, დაზარალებულები შერიგებული არიან უ-------–---–თან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ უ-------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

უ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და უ-------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, უ-------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, უ-------–---–ს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

უ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 8 აპრილიდან 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით - 8 (რვა) დღე.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის #1--------- განჩინებით უ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად გ------------–----–----------------–------–-–---–----------------------------------------------------------------------7, დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - უ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა განადგურდეს, ხოლო სხვა პირადი ნივთები დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი