განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
330100118002402504
ინსტანცია
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002402504

საქმე №1ბ/1648-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ა---------, ი-----–-----------.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: თ-------------–---–-, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–-------------------------–-----------------.

 

ადვოკატები - ლ-----------------–-------------–-–---–-.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რიაონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა და თ-------------–---–-სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა თ-------------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა. კერძოდ ის, რომ დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით. ამასთან, თ-------------–---–მა არ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება გახადა სადავო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა თ-------------–---–-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაევრცელებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მოთხოვნები. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა თ-------------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მიყენებული ზიანი. აპელანტის განმარტებით, თ-------------–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მოითხოვა თ-------------–---–-სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა თ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

თ-------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 09:20 საათზე, თ---–--–----–-------------------------------------–--–-- კვეთაზე მდებარე შპს ,,ს-----------ს“ კუთვნილ მაღაზიაში თ-------------–---–მა და ლ----------ემ, ჯგუფურად, ამავე მაღაზიის თანამშრომელ ნ-----–-------–---ზე ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს ,,ს-----------ს“ კუთვნილი თანხა 845 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენით თ-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ-------------–---–-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით (დაზარალებულ ნ-----–-------–---ს გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ,-----------------------------–------- წარმომადგენლის თ-------------------ს ჩვენებით, მოწმეების: ლ----------ის, ზ-------------------–-------------–---–----------------------------------–---–--–---–------–-----------------------------------–-–---–---------------------------------------–---–----------–--------------------------------------------------–-–---–----------------------------–-----–--–---–-----------------------------------–-–------–----------–-----------–------------------------ ჩვენებებით, 2018 წლის 15 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 15 თებერვლის პატაკით, 2018 წლის 16 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმებით, 2018 წლის 16 თებერვლის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოცნობის ოქმებით, დაკავების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 23 თებერვლის ექსპერტის N------ დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 თებერვლის ექსპერტის N--------- დასკვნით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ თ-------------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თ-------------–---–-ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ გამოძიების ეტაპზე აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირი, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არის ანაზღაურებელი. ამასთან, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, თ-------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვენება, თუმცა საბოლოო სიტყვაში სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი.

 

თ-------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივარი, თ-------------–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

პალატა თვლის, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი ხასიათდება ინდივიდუალურობით, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი (მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია), შეურიგდეს დაზარალებულს“. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოიყენა დუმილის უფლება, საბოლოო სიტყვისას თ-------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ჩადენილი. ამასთან, მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან (თ-------------–---–მა გამოძიების ეტაპზე, 2018 წლის 16 თებერვალს, ჯერ კიდევ მოწმის სახით დაკითხვისას ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა დანაშაულში თანამონაწილე პირის ვინაობა), ყოველივე ზემოაღნიშნული კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას თ-------------–---–-სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალა პირობით, რისი დამძიმებაც პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

 

პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას, ამასთან, იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნის მიღწევას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ-------------–---–ს დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

თ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: 2 (ორი) ცალი სუნის ნიმუში და 5 (ხუთი) ცალი ხელის კვალი და ანაწმენდები; თ-------------–---–-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ხმოვანი პისტოლეტი, 1 (ერთი) ცალი მჭიდი და 1 (ერთი) ცალი ნაქსოვი ქუდი; ზ---------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: პნევმატური პისტოლეტი, 1 (ერთი) ცალი ჭურვი, 6 (ექვსი) ცალი ვაზნა და ნაქსოვი ქუდი; ლ----------ისგან და თ-------------–---–-სგან აღებული სუნის ნიმუშები; ლ----------ისგან და თ-------------–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუშები; ლ----------ისგან და თ-------------–---–-სგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები - განადგურდეს.

 

ზ---------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, 4 (ოთხი) ცალი სიმ-ბარათი და 125 (ას ოცდახუთი) ლარი; ზ---------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: მუყაოს ყუთი, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რუსეთის ფედერაციის პასპორტი, მართვის მოწმობა, სადაზღვევო ბარათი და ლითონის ბურთულები, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, ზ---------------ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პსპ-ს სადაზღვევო ბარათი, მეტრომანის სამგზავრო ბარათი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი და ხელშეკრულება; ავტომანქანა (სა---------------------) და ავტომანქანის გასაღები; ლ----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმელი: 1 (ერთი) ცალი კაპიშონიანი ქურთუკი და 1 (ერთი) ცალი მუქი ფერის ჯინსის შარვალი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

კომპაქტ დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე