განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
330210118002475680
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002475680

საქმე №2ბ/911-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მოსამართლე)- დიანა ბერეკაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - სს „თ----- ბ------

წარმომადგენელი - ს------------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ------- გ---–------ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის - შერწყმის შედეგად სს ,,თ----- ბ------ წარმოადგენს სს ,-----ი რ-------–--ას’’ უფლებამონაცვლეს.

 

2. 2016 წლის 21 აპრილს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0-------- შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 7 000 ლარი, კრედიტის ვადა - 03 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 17.5%, ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი და დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

3. 2016 წლის 21 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან №0-------- გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ გადახდილია 4 860.58 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 196.25 ლარი, პროცენტი - 1 596.16 ლარი, ხოლო ჯარიმა - 68.17 ლარი.

 

4. მოპასუხემ 2016 წლის 21 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან №0-------- გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 25 დეკემბრიდან. აღნიშნული დროიდანაც მას აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

5. 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4 670.71 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 803.75 ლარი, პროცენტი - 311.69 ლარი და ჯარიმა 555.27 ლარი.

 

6. 2016 წლის 17 ივნისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება №2---- შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა- 2 000 ლარი, კრედიტის ვადა - 2017 წლის 17 ივნისამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0% კრედიტის 55 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, 18% სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, ინტერნეტის მეშვეობით გახარჯული თანხებისათვის და დაკავშირებული საკომისიოებისთვის, 36% ბანკებსა და ბანკომატებში განაღდებული თანხებისთვის და საკომისიოებისთვის, ასევე დაკავშირებული საკომისიოებისა და ბარათის მომსახურების საკომისიოებისთვის. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და დავალიანების ძირითადი თანხის 0.5% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

7. მოპასუხემ 2016 წლის 17 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან №2---- გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღნიშნული დროიდან მას აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

8. 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 17 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან №2---- გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4 670.71 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 803.75 ლარი, პროცენტი - 311.69 ლარი და ჯარიმა

- 555.27 ლარი.

 

9. 2016 წლის 06 აგვისტოს მოსარჩელეს და მოპასუხეს შრის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ბარათის ტიპი საკრედიტო ბარათი T-------------, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 12.09.2034-მდე, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 700 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი - 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 36% კრედიტის სს ,,თ----- ბ------- ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დაანგარიშების თარიღი - ყოველი კალენდარული თვის 27 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, ბილინგის (დაანგარიშების) დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

10. მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

11. 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2016 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 521.03 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 338.97 ლარი, პროცენტი 50.96 ლარი და ჯარიმა - 131.10 ლარი.

 

12. 2016 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელეს და მოპასუხეს შრის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ბარათის ტიპი საკრედიტო ბარათი T-------------, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 12.09.2034-მდე, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 700 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი - 36% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 36% კრედიტის სს ,,თ----- ბ------- ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დაანგარიშების თარიღი - ყოველი კალენდარული თვის 22 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, ბილინგის (დაანგარიშების) დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

13. მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე. მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

14. 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - 567.45 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 372.13 ლარი, პროცენტი - 55.51 ლარი და ჯარიმა - 139.81 ლარი.

 

15. 2017 წლის 05 იანვარს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №4----- შემდეგი პირობებით: სამომხმარებლო კრედიტის მთლიანი თანხა - 683.80 ლარი, კრედიტის ვადა - 12 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 28%,ხელშეკრულებით განისაზღვრაკრედიტის დაფარვის გრაფიკი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი და დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

16. მოპასუხემ 2017 წლის 05 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან №4----- გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 25 დეკემბრიდან. აღნიშნული დროიდან მას აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

17. 2017 წლის 05 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან №4----- გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ ჯამში გადახდილია 340.41 ლარი, საიდანაც, ძირითადი თანხაა - 626.78 ლარი და ჯარიმა 13.63 ლარი.

 

18. 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 05 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან №4----- გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 88.99 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 57.02 ლარი, ხოლო ჯარიმა - 31.97 ლარი.

 

19. 2017წლის 15ივნისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება №1-------------- შემდეგი პირობებით: სამომხმარებლო კრედიტის მთლიანი თანხა - 1 611.80 ლარი, კრედიტის ვადა - 360 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13.97%. ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისას) და დავალიანების 0.50% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

20. მოპასუხემ 2017 წლის 15 ივნისის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან №1-------------- გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 25 დეკემბრიდან. აღნიშნული დროიდანაც მას აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

21. 2017 წლის 15 ივნისის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან №1-------------- გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ ჯამში გადახდილია 836.23 ლარი, საიდანაც, ძირითადი თანხაა - 805.92 ლარი, პროცენტი და ჯარიმა - 30.31 ლარი.

 

22. 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 15 ივნისის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან №1-------------- გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 065.02 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 805.88 ლარი, ხოლო ჯარიმა - 251.64 ლარი.

 

23. სს „თ----- ბ------ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ვ------- გ---–------ის მიმართ და ითხოვა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 3 803.75 ლარის, პროცენტის - 311.69 ლარის და ჯარიმის - 555.27 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 803.75 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 55.47 ლარს; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 803.75 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 19.01 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 05 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 57.02 ლარის და ჯარიმის - 31.97 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 15 ივნისის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 805.88 ლარის და ჯარიმის - 251.64 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 338.97 ლარის, პროცენტის - 50.96 ლარის და ჯარიმის - 131.10 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 338.97 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.16 ლარს; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 372.13 ლარის, პროცენტის - 55.51 ლარის და ჯარიმის - 139.81 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 372.13 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.16 ლარს; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 17 ივნისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 778.86 ლარის, პროცენტის - 116.51 ლარის და ჯარიმის - 251.12 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 24 მაისიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 17 ივნისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 778.86 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.68 ლარს.

 

23.1. მოსარჩელის პოზიცია

 

2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თ-----ბ------ წარმოადგენს სს ,-----ირ-------–--ას’’უფლებამონაცვლეს; 2016 წლის 21 აპრილს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 850 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.5%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 22 აპრილამდე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარიდაამას დამატებული0.5%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხე პერიოდულად არღვევდა 2016 წლის 21 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულებას. მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება; 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ჯამურად დაფარული აქვს 4 860.58 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 196.25 ლარი, პროცენტი-1 596.16ლარიდაჯარიმა-68.17ლარი; 1.1.5. 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4 670.71 ლარი, საიდანაც ძირითადითანხაა-3 803.75ლარი,პროცენტი-311.69ლარიდაჯარიმა -555.27ლარი; 1.1.6. 2017 წლის 05 იანვარს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 683.80 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 12 თვე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი და დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხე პერიოდულად არღვევდა 2017 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულებას. მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც იგი უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება; 2017 წლის 05 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ჯამურად დაფარული აქვს 340.41 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 626.78 ლარი და ჯარიმა-13.63 ლარი; 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 05 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 88.99 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა-57.02ლარი,ხოლოჯარიმა -31.97ლარი; 2017 წლის 15 ივნისს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1 611.80 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 360 დღე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20ლარიდაამას დამატებული0.5%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხე პერიოდულად არღვევდა 2017 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულებას. მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება; 2017 წლის 15 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ჯამში გადახდილი აქვს 836.23 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 805.92 ლარი, პროცენტი და ჯარიმა-30.31ლარი; 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 15 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 065.02 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 805.88 ლარი,ხოლო ჯარიმა -251.64ლარი; 2016 წლის 06 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის საბარათე ანგარიშზე დაიშვა საკრედიტო ლიმიტი 700 ლარის მოცულობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ----- ბ------- ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი; მოპასუხე პერიოდულად არღვევდა 2016 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულებას. მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება; 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 521.03 ლარი, საიდანაც ძირითადითანხაა-338.97ლარი,პროცენტი-50.96ლარიდაჯარიმა -131.10 ლარი; 2016 წლის 23 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის საბარათე ანგარიშზე დაიშვა საკრედიტო ლიმიტი 700 ლარის მოცულობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ----- ბ------- ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველითვის 22 რიცხვი; მოპასუხე პერიოდულად არღვევდა 2016 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულებას. მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება; 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 567.45 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა-372.13 ლარი, პროცენტი- 55.51 ლარი და ჯარიმა -139.81ლარი; 2016 წლის 17 ივნისს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 17 ივნისამდე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი და ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხე პერიოდულად არღვევდა 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულებას. მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელის წარმოდგენით შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება; 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 17 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1146.49 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა-778.86ლარი,პროცენტი-116.51ლარი და ჯარიმა -251.12ლარი; აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განისაზღვრა მის მიერ მისაღები წლიური სარგებელი. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა,რაც ვერ განხორციელდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში იგი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს და ვერც სარგებელს იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ იგი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც იგი ასვე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

24. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა სარჩელის ნაწილობრივ ცნობაზე. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო 2016 წლის 21 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 3 803.75 ლარის, ასევე 2017 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 57.02 ლარის, 2017 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 805.88 ლარის, 2016 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 338.97 ლარის, 2016 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 372.13 ლარის და 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 778.86 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ.154-162, 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი), ხოლო მოსარჩელის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პროცენტი და პირსაგამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოა, შესაბამისად იგი უნდა შემცირდეს; ამასთან, არ არსებობს მისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი.

 

25. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,თ----- ბ------- სარჩელი მოპასუხე ვ------- გ---–------ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე: დავალიანების ძირითადი თანხის - 3 803.75 ლარის, პროცენტის - 155.84 ლარის და ჯარიმის -20ლარის ოდენობით გადახდა; 2018 წლის 24 მაისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 803.75 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 8.75% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 27.73 ლარს; დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 803.75 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 1.9 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა; მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 05 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის -57.02 ლარის და ჯარიმის -10 ლარის ოდენობით გადახდა. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-------სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 15 ივნისის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 805.88 ლარის და ჯარიმის - 10 ლარის ოდენობით გადახდა; მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-------სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე: დავალიანების ძირითადი თანხის - 338.97 ლარის, პროცენტის - 25.48 ლარის და ჯარიმის -10 ლარის ოდენობით გადახდა; 2018 წლის 24 მაისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 338.97 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 5.08 ლარს; მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე: დავალიანების ძირითადი თანხის - 372.13 ლარის, პროცენტის - 27.75 ლარის და ჯარიმის -10ლარის ოდენობით გადახდა; 2018 წლის 24 მაისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 372.13 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 5.58 ლარს; მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 17 ივნისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

დავალიანების ძირითადი თანხის - 778.86 ლარის, პროცენტის - 58.25 ლარის და ჯარიმის -10 ლარის ოდენობით გადახდა; 2018 წლის 24 მაისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 778.86 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 9% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 5.84 ლარს; მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60.9 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით; მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკს’’ დაუბრუნდა მის მიერ 25/05/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 210.12 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი300773 150,საგადახდოდავალება№4; მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისრა აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

(იხ. გადაწყვეტილებ. ტომი 1. ს.ფ.183-216)

 

26. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე სს „თ----- ბ------ წარმომადგენელმა და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

26.1. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მხარეთა შეთანხმებით კრედიტისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ: 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.5%-ით, 2016 წლის 6 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთი 36%-ით, 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%-ით და 2016 წლის 17 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთი 18%-ით. მოპასუხეს ეკისრება თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება მათ შორის სარგებლის ნაწილში. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისთვის, რომლის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლების კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა. ვინაიდან დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის ნაწილშიც.

 

26.2. აპელანტის განმარტებით, როგორც სასამართლო პროცესზე უთითებდნენ მოსარჩელეს ადგება ზიანი მსესხებლის მიერ თანხის დაუბრუნებლობის გამო და სწორედ ამ ზიანის ანაზღაურების მიზნით ითხოვდნენ მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრებას. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გაურკვეველ ღირებულებას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს იღებს. ზიანის ანაზღაურებაში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო და მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისთვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაა და არა ხელშეკრულების მოშლის თარიღი ან გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს და ხელშეკრულების შეუსრულებლობით მხარეს ადგება ზიანი აშკარაა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის გამოყენების საფუძველი სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია ზიანის არსებობის ფაქტი და მოსარჩელე მხარის დასაბუთება, რომ იგი მოცემულ პროცენტში გასცემდა ისევ სესხს მისი დაბრუნების შემთხვევაში.

 

26.3. აპელანტის განმარტებით, იმის გარდა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ბანკის მიერ მიუღებელი შემოსავლის მიღების საშუალებას, იგი ერთგავრი სანქციაცაა. პირგასამტეხლოს შემცირება მინიმუმამდე ყოველგვარი პირობებისა და გარემოებების გაუთვალისწინებლად - თავის მნიშვნელობას უკარგავს აღნიშნულ სამართლებრივ ინსტიტუტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

27. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „თ----- ბ------ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

28. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ვალდებულების დარღვევის გამო საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომლის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს: სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი /საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით/ სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილი /მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი/ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი /მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება./ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი /იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება/ და სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი /ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც/ სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები, /პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას/

 

29. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილების 1-22 პუნქტებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

29.1. მოპასუხე ვ------- გ---–------მა სარჩელი ცნო 2016 წლის 21 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 3 803.75 ლარის, ასევე 2017 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 57.02 ლარის, 2017 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 805.88 ლარის, 2016 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 338.97 ლარის, 2016 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 372.13 ლარის და 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 778.86 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ე.ი. მხარეთა შორის სადაო არ არის მათ შორის დადებული ხელშეკრულებების ძირითადი თანხები.

 

29.2. დადგენილია, რომ სს „თ----- ბ------ და ვ------- გ---–------ს შორის არსებული 2016 წლის 21 აპრილს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0--------, 2016 წლის 17 ივნისს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება №2----, 2016 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, 2017 წლის 05 იანვარს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №4-----, 2017წლის 15 ივნისს საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება №1--------------, დაარღვეული იქნა 2017 წლის 25 დეკემბერს და აღნიშნული დროიდან ვ------- გ---–------ს სს „თ----- ბ------ მიმართ თანხის გადახდა არ განუხორციელებია.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოპასუხეზე სარგებლის, მიუღებელი შემოსავლის და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა.

 

30. პალატა სრულად იზიარებს აპელანტის მოთხოვნას სარგებლის დაკისრების ნაწილში და განმარტავს, რომ:

 

2016 წლის 21 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით №0-------- წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.5%-ით, 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების თანახმად წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის 55 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, 18%-ით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, ინტერნეტის მეშვეობით გახარჯული თანხებისათვის და დაკავშირებული საკომისიოებისთვის, 36% ბანკებსა და ბანკომატებში განაღდებული თანხებისთვის და საკომისიოებისთვის, ასევე დაკავშირებული საკომისიოებისა და ბარათის მომსახურების საკომისიოებისთვის, ხოლო 2016 წლის 06 აგვისტოს და 2016 წლის 23 აგვისტოს და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 36%-ით კრედიტის სს ,,თ----- ბ------- ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული სააკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)

 

აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

31. პალატა იზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ადგება ზიანი მსესხებლის მიერ თანხის დაუბრუნებლობის გამო, რადგან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მიუღებელი შემოსავლის სახით პრეზუმირებულ ზიანს ძირითადად მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დავა შეეხება ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობას. რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ.,იხ., სუსგ №ას-992-950-2013, 4 მარტი, 2014 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ ბანკმა უნდა მიიღოს ის თანხა, რასაც იგი მიიღებდა, მაგრამ ვერ მიიღო ხელშეკრულების დარღვევის გამო. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

32. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდი არის ხანგრძლივი და 2017 წლის 25 დეკემბრიდან ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

33. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც სს „თ----- ბ------ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება: სს „თ----- ბ------ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

34. საპროცესო ხარჯები

 

იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული ნორმის თანახმად მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 347.58 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში - 66.41 (სამოცდაექვსი ლარი და 41 თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „თ----- ბ------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სს „თ----- ბ------- სარჩელი მოპასუხე ვ------- გ---–------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3.1. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 21 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

 

3.1.1. დავალიანების ძირითადი თანხის - 3 803.75 ლარის, პროცენტის - 311.69 ლარის და ჯარიმის - 300 ლარის ოდენობით გადახდა;

 

3.1.2. 2018 წლის 24 მაისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 803.75 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 55.47 ლარს;

 

3.1.3. დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 803.75 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 1.9 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა;

 

4. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 05 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 57.02 ლარის და ჯარიმის - 10 ლარის ოდენობით გადახდა;

 

5. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 15 ივნისის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 805.88 ლარის და ჯარიმის - 200 ლარის ოდენობით გადახდა;

 

6. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 06 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

 

6.1. დავალიანების ძირითადი თანხის - 338.97 ლარის, პროცენტის - 50.96 ლარის და ჯარიმის - 50 ლარის ოდენობით გადახდა;

 

6.2. 2018 წლის 24 მაისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 338.97 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.16 ლარს;

 

7. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 23 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

 

7.1. დავალიანების ძირითადი თანხის - 372.13 ლარის, პროცენტის - 55.51 ლარის და ჯარიმის - 100 ლარის ოდენობით გადახდა;

 

7.2. 2018 წლის 24 მაისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 372.13 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.16 ლარს;

 

8. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 17 ივნისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

 

8.1. დავალიანების ძირითადი თანხის - 778.86 ლარის, პროცენტის - 116.51 ლარის და ჯარიმის - 200 ლარის ოდენობით გადახდა;

 

8.2. 2018 წლის 24 მაისიდან დავალიანების ძირითად თანხაზე - 778.86 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.68 ლარს;

 

9. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 347.58 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

 

10. მოპასუხე ვ------- გ---–------ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

 

11. მოპასუხე ვ------- გ---–------ს დაეკისროს სს ,,თ----- ბ------- სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 66.41 (სამოცდაექვსი ლარი და 41 თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი