განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002549035
საქმე №1ბ/663-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა--------ას,ადვოკატ - ხ-------------–--–--ას,მსჯავრდებულ - თ-------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ-------------–---–ის ადვოკატ ხ-------------–--–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ-------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-------–------------------------–----------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------–-----------------------------. დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით:
თ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 ივნისიდან.
თ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
თ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა, გამოძალვა - ესე იგი ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2016 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის 1 ივნისამდე თანაცხოვრების პერიოდში, თ-------------–---–ი ყოფილი მეუღლის - თ---------–----------ას მიმართ სისტემატურად ახორციელებდა შანტაჟს, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის მაისის ერთ-ერთ დღეს, ქ-------–--–-----------------------რაიონის პირველი კვარტალის, მ--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ-------------–---–მა ყოფილი მეუღლის - თ---------–----------ას მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ფეხი დაარტყა ზურგის არეში, ხოლო ხელი - თავის არეში. ძალადობის შედეგად თ---------–----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ქმედებებს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - ა-----------------–---–ი.
2018 წლის 1 ივნისიდან 14 ივნისამდე პერიოდში, თ-------------–---–ი ყოფილ მეუღლეს - თ---------–----------ას სთხოვდა გადაეცა ფულადი თანხა - 3000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის ახლო ნათესავებს მოუსპობდა სიცოცხლეს. თ---------–----------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის საფუძველზეც 2018 წლის 14 ივნისს, ქ-------–--–---–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ-------------–---–ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 500 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ-------------–---–ის ადვოკატმა ხ-------------–--–--ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა თ-------------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, განმარტეს, რომ მსჯავრდებული სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მოითხოვეს არასაპატიმრო სახის სასჯელის გამოყენება, ან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა აპელანტი მხარის მიერ მოთხოვნილი გარემოებები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ თ-------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, სრულად დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - თ---------–----------ას, ა-----------------–---–ის, ბ--------–--------------------–--------------------------------------------–---–--------------–-–---–-------------------–-–---–---------------–---–---–------------------–---–-------–---------–----–---–------–-----------------------------------------–-–---–-----------–-----------------–----–---–ის ჩვენებებით; აგრეთვე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; ფარული საგამოძიებო მოქმედების - თ---------–----------ასა და თ-------------–---–ს შეხვედრისა და საუბრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერითა და გარკვეული წერილობითი მტკიცებულებებითა (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აგვისტოს განაჩენით, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 ივლისისა და 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებებით) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებაში და მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ-------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ-------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაცვლად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე, კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა თ-------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის რეციდივი), ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევა და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, ასევე მის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, თუმცა ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თ-------------–---–ს მსჯავრი დაედო როგორც განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, დანაშაულის რეციდივის პირობებში; მის მიმართ რამოდენიმეჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი თ---------–----------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად, რამაც ვერ გამოიღო სათანადო შედეგი; პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება ან დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამდენად, სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ-------------–---–ის ადვოკატ ხ-------------–--–--ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი;
თ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 ივნისიდან.
თ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
თ---------–----------ას კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ ბარათით, თ-------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით, 5 ცალი 5 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, მაჯის საათი, საფულე, მასში მოთავსებული პირადობის მოწმობით, მართვის მოწმობით და ერთი ცალი გასაღებით, 3 ცალი რკინის ერთ ლარიანი მონეტა და 4 ცალი 50 ლარიანი კუპიურა, აგრეთვე 1 ცალი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე