განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №10031001800-6900-0
საქმე №3/ბ-118-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ ე-–----------–------ი
მოწინააღმდეგე მხარე _ 1.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2.იმერეთის რეგიონული ოფისი; 3.საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები _ 1.ს---------–------ი; 2.კა-----------–----–---–ი
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ე-–----------–------ის სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 24 ოქტომბერს ე-–----------–------მა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა:
- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 12.0-.2018 წლის N5------ ბრძანების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წლის 24 ი--–--ის ადგილზე დათვალიერების N0----, N0---- ოქმების და 2018 წლის 27 ი--–--ის N4--, N4-- ცნობების ბათილად ცნობა;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.0-.2018 წლის N8-------------- და 21.0-.2018 წლის N8-------------- გადაწყვეტილებების რეგისტრაციის შესახებ და ს---------–------ის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ უძრავ ნივთებზე, მდებარე: საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში, საკადასტრო კოდებით - 3-.01.4-.2-- და 7.01.4-.20-, ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2018 წლის 0- ი----ს მ---------–-–-----მ, როგორც ს---------–------ის მხარდამჭერმა პირმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ს---------–------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე საჩხერის რაიონის სოფელი ს---------ში - 1120 კვ.მ და 674 კვ.მ. უფლების დამდგენ დოკუმენტად კი წარადგინა ს---------–------ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობები: 1) 9------- ს/კ 3-.0-.0-.0-0 - 1120 კვ.მ. და 2) 9------ ს/კ. 3-.0-.0-.0-8 - 674 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 03 ი--–--ის N2----- და N29---- წერილებით მოითხოვა აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობების გათვალისწინებით მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის მიერ გაცემული 2018 წლის 27 ი--–--ის N4-- და N4-- ცნობებით დადგენილ იქნა მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ამავე დროს აღნიშნული ცნობით განმარტებულ იქნა, რომ „საარქივი ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობა ვერ დგინდება, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში მიწის ნაკვეთების საერთო ფართობები და საკადასტრო აზომვითი ნახაზები წარმოდგენილია ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე“ აღნიშნული განმარტება არასწორია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 27 ი----ის N13/87918 საარქივო ცნობა ცალსახად მიუთითებს, რომ ს---------–------ის შესახებ საკომლო წიგნებში ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის, რაც თავისთავად გამორიცხავს ს---------–------ის კომლის არსებობას და შესაბამისად რაიმე ქონების კუთვნილებას. ამავე დროს მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით 2018 წლის 17 ი--–--ს ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმი და შესაბამისი დოკუმენტები თუმცა რეალურად ადგილის დათვალიერება არ განუხორციელებია, რითაც ჩათვალა, რომ აღნიშნულ ადგილზე დათვალიერების ოქმი არ იყო სრულყოფილი და 2018 წლის 24 ი--–--ს განმეორებით შეადგინა ადგილზე დათვალიერების N0---- და N0---- ოქმები, თუმცა კვლავ არ უხილავს დასათვალიერებელი ობიექტი, იგი დაეყრდნო ოქმზე ხელმომწერი პირების ზეპირ განცხადებებს.
მოსარჩელის განმარტებით დათვალიერების ოქმზე ხელმომწერი მ--–---------–------ი ადასტურებს იდენტურობას, ხოლო მეორე ხელმომწერი ზოია ჯიქიძე განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობა და ახალი აზომვითი ნახაზი არ არის იდენტური და 1993 წლიდან მითითებულ მიწის ნაკვეთზე მფლობელობა ეკუთვნის ე-–----------–------ის ოჯახს. ამდენად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ს---------–------ის მხარდამჭერი პირის მ---------–-–----ის განცხადებებით მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადაო უძრავ ქონებაზე განხორციელდა უკანონოდ.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის და 2018 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ს---------–------ი და კა-----------–----–---–ი.
მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირების ს---------–------ის და კა-----------–----–---–ის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ე-–----------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 0- ი----ს მ---------–-–-----მ როგორც ს---------–------ის მხარდამჭერმა, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალს N89---------- განცხადებით და მოითხოვა საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში -674 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ს/კ. 3-.0-.0-.0-8, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. მ---------–-–-----მ განცხადებას დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის ფართობი და კონფიგურაცია ემთხვევა 2000 წლის სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის საფუძველზეც ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ც---------------–---–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2018 წლის 24 ი--–--ს, მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (უძრავი ნივთის მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, ს/კ 3-.0-.0-.0-8) და შეადგინა შესაბამის N0---- ოქმი. დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: მ--–---------–------ი, ზოია ჯიქიძე, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დათვალიერებას. ასევე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: ს------------------ე, თ-----------–--ე. დათვალიერების ოქმში დაფიქსირდა მონაწილე პირების პოზიცია, კერძოდ- აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1993 წლიდან ამუშავებს ე-–----------–------ი.
ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები შემდეგი შინაარსით: „ მ---------–-–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა ს/კ 3-.0-.0-.0-8 გაცემული მ---------–-–----ის მეუღლის - ს---------–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.0-.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი / აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დ-----------–--ის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, მიწის ნაკვეთის ფართი 674 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. რაც შეეხება საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობას ვერ ვადგენთ, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი და საკადასტრო აგეგმვითი /აზომვითი ნახაზი წარმოდგენილია ცალკეულ ნაკვეთებად.“
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ა--------ს N53----- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის 27.0-.2018 წლის N4-- ცნობით ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გაცემული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი 674 კვ.მ. ერთმანეთის იდენტურია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.0-.2018წ. N8-------------- გადაწყვეტილებით 674 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ. 3-.01.4-.2-- დარეგისტრირდა ს---------–------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებად.
2018 წლის 0- ი----ს მ---------–-–-----მ როგორც ს---------–------ის მხარდამჭერმა, N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალს და მოითხოვა საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში -1120 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ს/კ. 3-.0-.0-.0-0, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. მ---------–-–-----მ განცახებას დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის ფართობი და კონფიგურაცია ემთხვევა 2000 წლის სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის საფუძველზეც ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ც---------------–---–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2018 წლის 24 ი--–--ს, მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (უძრავი ნივთის მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, ს/კ 3-.0-.0-. 0-0) და შეადგინა N0---- ოქმი. დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: მ--–---------–------ი, დ--–-----–------ი, ნ-------–------ი, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დათვალიერებას. ასევე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: ს------------------ე, თ-----------–--ე. დათვალიერების ოქმში დაფიქსირდა მონაწილე პირების პოზიცია, კერძოდ- აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 1993 წლიდან ამუშავებს ე-–----------–------ი.
ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები შემდეგი შინაარსით: „ მ---------–-–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - სააღრიცხვო ბარათი ს/კ 3-.0-.0-.0-0 გაცემული - ს---------–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.0-.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივით/ აზომვით ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დ-----------–--ის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, მიწის ნაკვეთის ფართი 1120 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. რაც შეეხება საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდება, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი, ხოლო საკადასტრო ნახაზები წარმოდგენილია ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე.“
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ა--------ს N5------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის 27.0-.2018 წლის N4-- ცნობით ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გაცემული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი 1120 კვ.მ. ერთმანეთის იდენტურია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.0-.2018წელს მიღებულ იქნა N8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც 1120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ. 3-.01.4-.20- დარეგისტრირდა ს---------–------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებად.
2018 წლის 17 ა--------ს ე-–----------–------ის წარმომადგენელმა რატი გ--–------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 01.0-.2018წ. N5------ და 01.0-.2018წ. N53----- წერილები, 27.0-.2018 წლის N4-- ცნობა, 24.0-.2018წ. ადგილზე დათვალიერების N0---- და N0---- ოქმები.
დადგენილია, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2018 წლის 03 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ც---------------–---–ი, ე-–----------–------ის წარმომადგენელი - რატი გ--–------ი, ე-–----------–------ის ოჯახის წევრები: მეუღლე - ზოია ჯიქიძე, შვილები: ნიკა გ--–------ი, იოსებ გ--–------ი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 სექტემბრის N5------ ბრძანებით ე-–----------–------ის წარმომადგენელს - რატი გ--–------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2018 წლის 21 ნოემბერს ს---------–------სა და კა-----------–----–---–ს შორის გაფორმებულ იქნა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც კა-----------–----–---–მა შეიძინა ს---------–------ის საკუთრებაში არსებული 674 კვ.მ მიწის ნაკვეთი: სარეგისტრაციო ზონა საჩხერე 3-, სექტორი ქალაქი საჩხერე 01, კვარტალ N4-, ნაკვეთის ნომერი 2--, ფართობი 674.00 კვ.მ, ნაკვეთის ფუნქციაა: სასოფლო - სამეურნეო, მისამართი: რაიონი საჩხერე, სოფელი ს---------ი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა კა-----------–----–---–ის (პ/ნ 38001037554) საკუთრებად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სახელზე საქმეში არ არსებობს საკუთრების უფლების ან სხვაგვარად მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი ან უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა სადაო ადმინისტრაციული აქტების მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. მოსარჩელეს მოცემულ სადაო მიწის ნაკვეთებზე - 1120 კვ.მ., საკადასტრო კოდით- 3-.01. 4-.20- და 674 კვ.მ., საკადასტრო კოდით 3-.01.4-.2--, არ გააჩნია მართლზომიერად ფლობის უფლება, ასევე არ დასტურდება მოსარჩელის უფლების უკანონო შეზღუდვა.
ამ კუთხით განსაკუთრებით უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი, შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ სადაო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტები კანონით დადგენილი წესითაა გამოცემული.
მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
დადგენილია, რომ 2018 წლის 0- ი----ს მ---------–-–-----მ, როგორც ს---------–------ის მხარდამჭერმა, N89---------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჩხერის ფილიალს და მოითხოვა საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში - 674 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ს/კ. 3-.0-.0-.0-8, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. მ---------–-–-----მ განცახებას დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის ფართობი და კონფიგურაცია ემთხვევა 2000 წლის სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს.
დადგენილია, რომ სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული 2000 წლის 15 ი----ს განაცხადის რეგისტრაციის N9------.
აგრეთვე დადგენილია, რომ 2018 წლის 0- ი----ს მ---------–-–-----მ როგორც ს---------–------ის მხარდამჭერმა, N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალს და მოითხოვა საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში - 1120 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ს/კ. 3-.0-.0-.0-0, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. მ---------–-–-----მ განცხადებას დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის ფართობი და კონფიგურაცია ემთხვევა 2000 წლის სისტემური წესით რეგისტრირებულ მონაცემებს.
სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული 2000 წლის 15 ი----ს, განაცხადის რეგისტრაციის N9------.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მიწის სარეგისტრაციო მოწმობებით (15.0-.00წ. №9------ და 15.0-.00წ. №9--------) დასტურდება, რომ საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში მიწის ნაკვეთები დაუზუსტებელი მონაცემებით, სარეგისტრაციო კოდებით გაცემულია ს------------–ის ძე გ--–------ის სახელზე. აღსანიშნავია, რომ ორივე მოწმობაში ასახულია გრაფიკული მონაცემები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის განსაზღვრა მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლი, რომელიც არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.
მოპასუხის მიერ წარდგენილია უკვე დაუზუსტებელი მონაცემებით არსებულის მიწის სარეგისტრაციო მოწმობები (15.0-.00წ. №9------ და 15.0-.00წ. №9--------) და ნახაზი.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/ თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ც---------------–---–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2018 წლის 24 ი--–--ს, მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (უძრავი ნივთის მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, ს/კ 3-.0-.0-.0-8) და შეადგინა შესაბამის N 0---- ოქმი. დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: მ--–---------–------ი, ზოია ჯიქიძე, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დათვალიერებას. ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები შემდეგი შინაარსით: „ მ---------–-–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა ს/კ 3-.0-.0-.0-8 გაცემული მ---------–-–----ის მეუღლის - ს---------–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.0-.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი/ აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დ-----------–--ის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, მიწის ნაკვეთის ფართი 674 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ა--------ს N53----- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის წარმომადგენლის ც.მაკასარაშვილის 27.0-.2018წ. N4-- ცნობით ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გაცემული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი 674 კვ.მ ერთმანეთის იდენტურია.
დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან, მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული 1120 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ც---------------–---–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2018 წლის 24 ი--–--ს, მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება (უძრავი ნივთის მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, ს/კ 3-.0-.0-. 0-0) და შეადგინა შესაბამის N 0---- ოქმი.
ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები შემდეგი შინაარსით: „ მ---------–-–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - სააღრიცხვო ბარათი ს/კ 3-.0-.0-.0-0 გაცემული - ს---------–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.0-.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი / აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დ-----------–--ის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, მიწის ნაკვეთის ფართი 1120 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ა--------ს N5------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ჩიხის წარმომადგენლის ც.მაკასარაშვილის 27.0-.2018 წლის N4-- ცნობით ეცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გაცემული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი 1120 კვ.მ ერთმანეთის იდენტურია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 ა-------- №153 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ბრძანებულების საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. (შემდგომში წესი). სახეზეა რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი.
წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან): გ) მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვება ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის საგადასახადო სიის, ასევე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ი--–--ი №150 ბრძანებით დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ ოქმი შედენილია აღნიშნული ნორმატიული აქტის შესაბამისად და ინფორმაცია გაგზავნილია საჯარო რეესტრის მიერ კანონით დადგენილი წესით და ვადაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად 1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. 3. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. 4. ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად 1. ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე.2. უარი ადმინისტრაციულ საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით. ზეპირი მოსმენის დროს დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ადმინისტრაციულ საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც. 3. ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა არ აჩერებს მის განხილვას, თუ საჩივრის განუხილველობას შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების შელახვა ან მნიშვნელოვანი ზიანი.
დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ა--------ს ე-–----------–------ის წარმომადგენელმა რატი გ--–------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 01.0-.2018წ. N5------ და 01.0-.2018წ. N53----- წერილები, 27.0-.2018 წლის N4-- ცნობა და 24.0-.2018წ. ადგილზე დათვალიერების N0---- და N0---- ოქმები.
დადგენილია, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2018 წლის 03 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ც---------------–---–ი, ე-–----------–------ის წარმომადგენელი - რატი გ--–------ი, ე-–----------–------ის ოჯახის წევრები: მეუღლე - ზოია ჯიქიძე, შვილები: ნიკა გ--–------ი, იოსებ გ--–------ი.
დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 სექტემბრის N5------- ბრძანებით ე-–----------–------ის წარმომადგენელს - რატი გ--–------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
რაიონულმა სასამართლო ამ შემთხვევაში ჩათვალა, რომ საჩივრის განხილვისას დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე -204-ე მუხლები.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები, რომ სადავო აქტები გამოიცა არასრული ადმინისტრაციული წარმოებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ი--–--ის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 200- წლის 27 ი----ის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი – „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები - საჩხერის მუნიციპალიტეტის 12.0-.2018 წლის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი (ბრძანება) N53/2603 რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წლის 24 ი--–--ის ადგილზე დათვალიერების N0----, N0---- ოქმები და 2018 წლის 27 ი--–--ის N4--, N4-- ცნობები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.0-.2018 წლის N89---------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ს---------–------ის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე: რაიონი საჩხერე, სოფელი ს---------ი ს/კ 3-.01.4-.2--., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება 21.0-.2018 წლის N8----------- -13 ს---------–------ის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე: რაიონი საჩხერე, სოფელი ს---------ი ს/კ 3-.01.4-.20-., არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ამ აქტებით მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს რაიმე ზიანი არ ადგება და არც უკანონოდ არ იზღუდება. შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე-–----------–------მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა და დაადგინა გადაწყვეტილების 3.2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ 24 ი--–--ს არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის დათვალიერება და შესაბამისად არც მოწმეებს მიუღიათ მონაწილეობა აღნიშნულ დათვალიერებაში. რაც შეეხება ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენას, ის შედგენილია მოსარჩელის სახლის წინ კერძოდ ბ------–---ის ქუჩის N21-ის მიმდებარედ. აღნიშნულ გარემოებაზე მოწმე მ--–---------–------მა სასამართლო პროცესზე გააკეთა განმარტება და დაადასტურა, რომ მას არანაირ დათვალიერებაში არ მიუღია მონაწილეობა, ასევე განმარტა, რომ მას, როგორც მოწმეს არ დაუდასტურებია სარეგისტრაციო მოწმობაში და საკატასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული და გათვალისწინებული მოწმეების ჩვენებები, ასევე ადგილზე დათვალიერების ოქმის შინარსის შესაბამისობა სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში. ადგილზე დათვალიერების ოქმით ციტირება ,,რაც შეეხება საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობას ვერ ვადგენთ, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი და საკადასტრო აგეგმვითი /აზომვითი/ ნახაზი წარმოდგენილია ცალკეულ ნაკვეთებად.“ მაშინ როდესაც ს---------–------ის სახელზე გაცემული საარქივო ცნობით უტყუარად დგინდება, რომ ს---------–------ი 1986 წლიდან 2005 წლამდე კომლად არ ირიცხებოდა და ასევე მის სახელზე არ არის გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, არ ირიცხება მიწის განაწილებისა და გადასახადის გადამხდელთა სიებში. აღნიშნული კი ეჭქვეშ აყენებს სარეგისტრაციო მოწმობების სანდოობას. ამავე დროს დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებული პირები: მ--–---------–------ი, დ--–-----–------ი, ნ-------–------ი არ წარმოადგენენ სადაო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე უძრავი ქონების მესაკუთრეებს. რაც სრულიად გამორიცხავს სადაო მიწის ნაკვეთების იდენტურობას საკატასტრო აზომვით ნახაზში ასახულ მიწის ნაკვეთებთან. დასათვალიერებელი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ დათვალიერების მონაწილე პირებს იმავე მომენტში მიეცა განმარტება, რომ სადაო მიწის ნაკვეთებს 1993 წლიდან ფლობდა და ამუშავებდა ე-–----------–------ი (მოსარჩელე).
აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორდ შეაფასა და დაადგინა გადაწყვეტილების 3.5 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 24 ი--–--ს ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ც---------------–---–მა მოახდინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება მისამარზე საჩხერე, სოფელი ს---------ი ს/კ 3-.0-.0-.0-0 - 1120 კვ.მ და შესაბამისად შეადგინა ადგილზე დათვალიერების N0---- ოქმი, აღნიშნულ დათვალიერებაში კი მონაწილეობდნენ მ--–---------–------ი, დ--–-----–------ი და ნ-------–------ი. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან 24 ი--–--ს მითითებული მიწის ნაკვეთის დათვალიერება არ განხორციელებულა და შესაბამისად არც ზემოთ მითითებულ პირებს არ მიუღიათ მონაწილეობა დათვალიერებაში, რაც დაადასტურეს ზემოაღნიშნულმა პირებმა სასამართლოში მიცემულ განმარტებებით. სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმედ დაკითხულმა პირებმა არ დაადასტურეს მიწის ნაკვეთის დათვალიერებაში მონაწილეობა. მოწმეთა პოზიციას ასევე ამყარებს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულება. კერძოდ 03.0-.2018წ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ოქმში ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, ციტირება ,,მიმდინარე წლის 17 ი--–--ს ე-–----------–------ის ოჯახმა არ მისცა უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერების საშუალება და არ მიუთითა უძრავი ნივთების ადგილსამყოფელი, მიუხედავად ამისა მაინც შეადგინა შესაბამისი დოკუმენტები, მაგრამ ჩათვალა რა, რომ არ იყო სრულყოფილი 2018 წლის 24 ი--–--ს განმეორებით შეადგინა უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერების N0---- და N0---- ოქმები''. მიუხედავად იმისა, რომ ე-–----------–------ის ოჯახს ხელი არ შეუშლია ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებისთვის ადგილის დათვალიერებაში და მათ 2018 წლის 17 ი--–--ს და 24 ი--–--ს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებიათ სადაო მიწის ნაკვეთი, მათ აღნიშნული მოქმედება არ განუხორციელებიათ. რაც სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს შეფასება და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულიად არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო მსჯელობს სრულიად საწინააღმდეგოს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება სადაო მიწის ნაკვეთების საკატასტრო აზომვით ნახაზში ასახულ მიწის ნაკვეთებთან იდენტურობა.
აპელანტის განმარტებით, რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.2. პუნქტში განმარტავს, რომ ,,განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დადასტურება, რაზეც ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მას რაიმე ზიანი ადგება სადაო ადმინისტრაციული აქტებით’’. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. 6.1. პუნქტში სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერეს სასამართლოში დავის აღძვრისა .
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების დროს, საკუთრების რეგისტრაციამდე დადგინდა, სადაო მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეს მიერ ნაკვეთების მფლობელობა 1993 წლიდან. იმთავიდანვე ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელისათვის, რომ ს---------–------ი არ იყო სადაო მიწის ნაკვეთების მფლობელი, მეტიც არც არასდროს ყოფილა აღნიშნული მიწის ნაკვეთები მის მფლობელობაში.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს 1993 წლიდან მიწის ნაკვეთები თვითნებურად აქვს დაკავებული. თვითნებურად დაკავების მომენტიდან იგი თავისთავად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. არცერთ შემხვევაში არ დასტურდება ს---------–------ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთების ფლობა და სარგებლობა. სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობაზე ისე იმსჯელა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასევე სასამართლომ რომ არ გაითვალისწინა დღევანდელი მფლობელის (მოსარჩელე) ე-–----------–------ის ინტერესები და უფლებები.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას _ წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის მომზადებაში, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. იმ გარემოებამ, რომ მიწის ნაკვეთებზე იდენტურობა, დადგენილ იქნა უკანონოდ და საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე, დაარღვია მოსარჩელეს ინტერესი. მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ვინაიდან, არასწორმა ადმინისტრაციულმა წარმოებამ მოახდინა მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გადაფარვა.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა განესაზღვრა მოთხოვნის შესაბამისობა, მის წინაპირობებთან, კერძოდ: უნდა ემსჯელა და შეეფასებინა საარქივო ცნობის შესაბამისობა, მოქმედ კანონმდებლობასთან. საფუძვლიანია ეჭვი იმისა რომ, ადგილზე დათვალიერების ოქმში, შეგნებულად მოხდა საარქივო ცნობის შინაარსიის დამახინჯება. ვინაიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გადმწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საარქივო ცნობით არსებულ ინფორმაციას. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა შექმნოდათ აზრი და შინაგანი რწმენა, განმცხადებელი ფლობდა და სარგებლობდა თუ არა გარკვეულ პერიოდამდე კონკრეტული მიწის ნაკვეთით. მაშინ როდესაც რეგისტრაციის მომენტისათვის მფლობელობა გააჩნდა მოსარჩელეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 10--ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სარჩელის მიხედვით დავის საგანს წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 12.0-.2018 წლის N5------ ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წლის 24 ი--–--ის ადგილზე დათვალიერების N0----, N0---- ოქმების და 2018 წლის 27 ი--–--ის N4--, N4-- ცნობების ბათილად ცნობის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.0-.2018 წლის N8-------------- და 21.0-.2018 წლის N8-------------- გადაწყვეტილებების, რეგისტრაციის შესახებ და ს---------–------ის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ უძრავ ნივთებზე, მდებარე: საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში, საკადასტრო კოდებით - 3-.01.4-.2-- და 3-.01.4-.20-, ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ 2018 წლის 0- ი----ს მ---------–-–-----მ, როგორც ს---------–------ის მხარდამჭერმა, N89---------- და N8----------- განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჩხერის ფილიალს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა უფლებათა რეგისტრაცია საჩხერის რაიონის სოფელ ს---------ში მდენარე - 1120 კვ.მ. და 674 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდებით 3-.0-.0-.0-0 და 3-.0-.0-.0-8.
მ---------–-–-----მ განცხადებებს დაურთო დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სასამართლო გადაწყვეტილება მხარდამჭერად აღიარების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების შესაბამისად შესრულებული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები N9------ და N9------, საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
დადგენილია, რომ ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა - ც---------------–---–მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 2018 წლის 24 ი--–--ს, მოახდინა საჩხერის რაიონის სოფელი ს---------ში მდენარე უძრავი ნივთების - ს/კ 3-.0-.0-.0-8 და ს/კ 3-.0-.0-. 0-0 ადგილზე დათვალიერება და შედგენილ იქნა N0---- და N 0---- დათვალიერების ოქმები.
N0---- დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: მ--–---------–------ი, ზოია ჯიქიძე, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დათვალიერებას. ასევე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: ს------------------ე, თ-----------–--ე, რომლებმაც დათვალიერებაში მონაწილეობა ხელმოწერით დაადასტურეს.
ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები, რომ მ---------–-–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა ს/კ 3-.0-.0-.0-8 გაცემული მ---------–-–----ის მეუღლის - ს---------–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.0-.2000წ.) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი / აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დ-----------–--ის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, მიწის ნაკვეთის ფართი 674 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია. რაც შეეხება საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობას ვერ ადგენენ, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი და საკადასტრო აგეგმვითი /აზომვითი ნახაზი წარმოდგენილია ცალკეულ ნაკვეთებად.
N0---- დათვალიერების ოქმში მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეებად მითითებულნი არიან: მ--–---------–------ი, დ--–-----–------ი და ნ-------–------ი, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დათვალიერებას. ასევე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ: ს------------------ე, თ-----------–--ე, რომლებმაც დათვალიერებაში მონაწილეობა ხელმოწერით დაადასტურეს.
ოქმში მითითებულ იქნა დათვალიერების შედეგები, რომ მ---------–-–----ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი ს/კ 3-.0-.0-.0-0 გაცემული - ს---------–------ის სახელზე, გაცემის თარიღი: 15.0-.2000წ), გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმივითი / აზომვითი ნახაზზე (შესრულებული: ფ/პ - დ-----------–--ის მიერ, მისამართი: საჩხერე, სოფელი ს---------ი, მიწის ნაკვეთის ფართი 1120 კვ. მეტრი) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, ხოლო რაც შეეხება საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დგინდება, ვინაიდან საარქივო ცნობაში მითითებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი, ხოლო საკადასტრო ნახაზები წარმოდგენილია ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ა--------ს N 53----- და 2018 წლის 01 ა--------ს N5------ წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაეგზავნა საჩხერის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმები და სათანადო ცნობები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 21.0-.2018 წელს მიღებულ იქნა N8-------------- და N8-------------- გადაწყვეტილებები, რომლებითაც - 674 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ. 3-.01.4-.2-- და 1120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ. 3-.01.4-.20- დარეგისტრირდა ს---------–------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ადგენს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლი, რომელიც არ არის ამომწურავი და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობას.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-16.1 მუხლის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/ თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 16.2. მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. 16.3. მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას, რომ ზემოთ მოხსენიებული სარჩელით სადავო ადმინისტრაციულ აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს სამართლებრივი თვალსაზრისით ე-–----------–------ს, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მიწის ნაკვეთები ს/კ 3-.01.4-.2-- და ს/კ 3-.01.4-.20- უფლებრივად არ არის დაკავშირებული ე-–----------–------თან.
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (თვით მოსარჩელე მხარის, მოპასუხეთა და ასევე მესამე პირის ახსნა-განმარტებების, მიწის ნაკვეთის საკადასტრო და სიტუაციური ნახაზების, მარეგისტრირებელ ორგანოში სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების) მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ასევე არ დასტურდება აღნიშნული აქტებით მისი უფლების შეზღუდვის ფაქტი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები, რაც პირის სუბიექტური უფლების ეფექტიანი რეალიზაციის მიზანს ემსახურება, სწორედ ამ სტანდარტის დაკმაყოფილების პირობებშია დასაშვები სასამართლო წესით დავა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (საქმე N ბს-574-574 (კს-18) „სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უპირველეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი გაცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა“.
საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში ასევე განიმარტა, რომ სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრულ სარჩელზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სარჩელის დაკმაყოფილება საჭიროებს მოცემული კუმულაციური პირობებიდან ყველას არსებობას. კანონმდებელი ამ ინტერესში მოიაზრებს მხოლოდ პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს, რადგან სამართლებრივად დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონით დაცული ინტერესი, სასამართლოს დაცვის სფეროს სცილდება არაკანონიერი ინტერესის დაცვა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელის უშუალო უფლებდამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს. ინტერესის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო კი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, მოსაზრება უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტებს, ხოლო ფაქტები გამყარებული უნდა იყოს შესაბამის მტკიცებულებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების ერთობლიობას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოობა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება _ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მოპასუხის მიერ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სარჩელი დაიშვა განსახილველად, რადგან აღნიშნულ პროცესუალურ ეტაპზე საკმარისი იყო ვარაუდი, რომ ირღვეოდა მოსარჩელის სუბიექტური უფლება, თუმცა საქმის არსებითად განხილვით - სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვა-გამოკვლევით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელის კანონიერი უფლების ან/და ინტერესის დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის უარყოფის საფუძველია.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 12.0-.2018 წლის N5------ ბრძანების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წლის 24 ი--–--ის ადგილზე დათვალიერების N0----, N0---- ოქმების და 2018 წლის 27 ი--–--ის N4--, N4-- ცნობების ბათილად ცნობის შესახებ პალატა განმარტავს, რომ საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ა--------ს ე-–----------–------ის წარმომადგენელმა რატი გ--–------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 01.0-.2018 წლის # 5------ და 01.0-.2018 წლის #53----- წერილების, 27.0-.2018 წლის #4-- და N4-- ცნობების და 24.0-.2018 წლის #0---- და N 0---- ადგილზე დათვალიერების ოქმების ბათილად ცნობა.
დადგენილია, აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2018 წლის 03 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ც---------------–---–ი, ე-–----------–------ის წარმომადგენელი - რატი გ--–------ი, ე-–----------–------ის ოჯახის წევრები: მეუღლე - ზოია ჯიქიძე, შვილები: ნიკა გ--–------ი, იოსებ გ--–------ი.
დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 სექტემბრის N 5------- ბრძანებით ე-–----------–------ის წარმომადგენელს - რატი გ--–------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) არგუმენტებს, რომ სადავო აქტები გამოიცა არასრული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
ზემოაღნიშნული შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ ყოფილა გასაჩივრებული აქტების მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ ე-–----------–------ის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე-–----------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;
3.აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი