განაჩენი

სისხლის სამართლის 28.07.2019
საქმის ნომერი
010141319700079326
ინსტანცია
თარიღი
28.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141319700079326-1აგ/52-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

12 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: გ---------------–---–----------------------

 

დაცვის მხარე:

სასჯელმოხდილი: ლ-----------------------–---–- (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-), დაბადების თარიღი: 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ.-----–-----------------------------------------------

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ლ-------------–---–ი (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვა უფლებები.

 

ლ-------------–---–ი (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში: ლ-------------–---–მა (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) გამოძიებით დაუდგენელ დროს და ვითარებაში დაუდგენელო პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.1657 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროიანი’’. 2009 წლის 25 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, ა--–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დიდი ოდენობით 0.1657 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.

 

ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განაჩენით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) საკასაციო საჩივარი.

 

2019 წლის 03 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა თ-------------------–უამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლის N 1ბ/1726-09წ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და საქმის არსებითი განხილვა (პირველი ინსტანციის განაჩენი - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი);

 

შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის N074290216803 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის N074270319801 საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი - ტ-----–---–------------------------------------------–) განზრახ უკანონო დაკავების, მის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მისი ბრალდების, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

შუამდგომლობაში ბრალდების მხარე უთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი - ტ-----–---–-) უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს. აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილი იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რაც ამტკიცებს ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი - ტ-----–---–-) უდანაშაულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

 

შუამდგომლობის, დადგენილების და სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

 

პალატის მიერ შესწავლილი იქნა ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რა დროსაც გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი - ტ-----–---–-) მიმართ.

 

პალატა პირველ რიგში მიუთითებს ბრალდების მხარის პოზიციაზე, რომლითაც ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი - ტ-----–---–-) უდანაშაულოა იმ ბრალდებებში, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განაჩენით დაედო მსჯავრი. ბრალდების მხარემ, ხსენებული პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე.

 

შუამდგომლობის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა ლ-------------–---–მა (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) განმარტა, რომ 2008 წელს მუშაობდა საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად. იმ პერიოდისათვის შეიქმნა ოპოზიციური პარტია ,,წინ საქართველო’’ ი-----–--------–---–ის მეთაურობით. ის და მისი ძმა ჩართული იყვნენ ამ მოძრაობაში. 2008 წლის მაისის თვეში იმყოფებოდნენ რესტორან ,,--------–-აში’’, ი-----–--------–---–ის გარდა სუფრაზე იყვნენ სხვა ოპოზიციური პარტიის ცნობილი სახეები, სწორედ ამ დროს მისი კოლეგა, ახლობელი ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შევიდა რესტორანში და მის მიმართ გამოხატა აგრესია, რა თქმა უნდა მისი მხრიდანაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რაც იმით დამთავრდა, რომ იმ საღამოს გენერალურ ინსპექციაში წარადგინეს და მთელი ღამე ურტყეს თუ რატომ იმყოფებოდა ი-----–--------–---–თან ერთად, მოთხოვეს სამსახურიდან წასვლაზე დაეწერა პატაკი, რაც მან გააკეთა და დატოვა დაკავებული თანამდებობა. პოლიტიკურ საქმიანობაში მისი ჩართვის შემდგომ დაიწყო მუქარები, თხოვდნენ პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. მის დაკავებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, 2009 წლის მაისის თვეში, შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დააკავეს მისი და ი-----–--------–---–ის საერთო მეგობარი ზ-------------ე, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. ზ-------------ეს დამკავებელმა პირებმა ღიად უთხრეს, რომ მალე იგი მარტო არ იქნებოდა გ-------–---–--ც გვერდში მიუსვავდნენ. 2009 წლის აგვისტოში ქ.თბილისში ა--–----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ავტო ტექნიკური მომსახურების ფარეხთან, სადაც იგი მისული იყო ავტომანქანაზე დისკების შეცვლის მიზნით მოხდა მისი დაკავება, დაკავება მოხდა შემდეგნაირად: ზურგის მხრიდან მას უცებ ვიღაც მივარდა, ცდილობდა ხელის ამოტრიალებას და ძირს დაგდებას, წინააღმდეგობა გაუწია ვინაიდან დაკავების ფორმიდან გამომდინარე იმასაც კი ვერ მიხვდა, რომ ეს პირი პოლიციელი იყო. ამავე დროს მასთან მივარდა რამდენიმე კაცი, საბოლოოდ ამოუტრიალეს ხელები ზურგს უკან, დააგდეს ძირს სახით მიწისკენ და ხელები ზურგს უკან შეუკრეს ბორკილებით, როდესაც წამოაყენეს დაინახა, რომ ერთ-ერთი დამკავებელი ცდილობდა მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ხელის ამოღებას. მას ჯიბეში ჩაუდეს რაღაც ნივთი, რომელიც ამოიღეს ე.წ. ,,ჩხრეკისას’’, ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა. რეალურად მისი ტანისამოსის სხვა ჯიბეები არც კი შეუმოწმებიათ, მხოლოდ იმავე ჯიბიდან ამოიღეს პაკეტი, რაც რეალურად რამდენიმე წუთით ადრე ჩაუდეს, ასევე ხედავდა კამერას, რომელიც ყველაფერს აფიქსირებდა. დაკავებიდან რამდენიმე წუთში გადაიყვანეს ე.წ. ,,მოდულის შენობაში’’, საიდანაც მხოლოდ გვიან ღამით გადაიყვანეს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ამასთან მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ,,მოდულის შენობაში’’ იმყოფებოდა არ აძლევდნენ საშუალებას დაელია წყალი უშუალოდ ონკანიდან, ნაცვლად ამისა აქტიურად სთავაზობდნენ წყალს, ასევე სხვადასხვა სასმელს ღია ჭურჭლიდან, ვინაიდან შესაძლოა გარეული ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება იგი უარს ამბობდა მათ მიღებაზე. გვიან ღამით გადაიყვანეს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც მას ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება.

 

მოწმე ლ---–------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არის ლ------------–---–-ს (--------–---–-) მეუღლე, დაურეკეს უცნობმა პირებმა და უთხრეს რომ სახლთან ელოდებოდნენ, ამასთან აცნობეს მეუღლის დაკავების თაობაზე და განუმარტეს რომ მეუღლე დაკავებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით. ჩხრეკისას მათი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა იარაღი, რომელიც ლ---ნზე იყო გაფორმებული, ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოუჩენიათ. მეუღლე ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს ყოფილა. 2009 წლის 25 აგვისტოს დილით მან გაუმზადა ტანისამოსი და ჯიბეებში არავითარი პაკეტები არ იყო. მეუღლე ჩართული იყო ოპოზიციურ მოძრაობაში, რის გამოც იყო მუქარები ტელეფონის მეშვეობით, სწორედ პოლიტიკური მოტივით იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.

 

მოწმე ზ-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ლ-------------–---–ს (ამჟამინდელი გვარი-ტ-----–---–-) და მის ძმას იცნობს, ისინი ერთად ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას. იგი 2009 წლის 18 მაისს დააკავეს, იარაღი ჩაუდეს. დაკავებისას უთხრეს, რომ მას დასასვენებლად უშვებდნენ და მალე ძმებ გ-------–---–--საც გვერძე მიუსვავდნენ, ჯერ კიდევ 2009 წლის 18 მაისს მასთან შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პირდაპირ დაანონსეს ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) დაკავება. აღნიშნულის შესახებ მან იმთავითვე ღიად დააფიქსირა, როგორც აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, ისე სახალხო დამცველისადმი განცხადებებში.

 

მოწმე ა---------–-------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის იცავდა ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) ინტერესებს როგორც ადვოკატი. მას დაურეკა ლ---ნის მეუღლემ და უთხრა რომ მის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად იყვნენ მისული და რა მოემოქმედებინა. მან უთხრა სახლში არავინ შეეშვა და თავადაც მივიდოდა. ადგილზე მისვლისას გაესაუბრა თანამშრომლებს რომლებმაც განუმარტეს, რომ ლ-------------–---–ი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ფაქტზე იყო დაკავებული. ჩხრეკისას სახლიდან ამოღებული მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებული იარაღი. ამის შემდეგ იგი ლ-------------–---–ს (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) შეხვდა იზოლატორში, სადაც ლ----- გამოკითხა გარემოებები. მან უთხრა თუ რა მოხდა და როგორ ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, უთხრა, რომ იგი ელოდებოდა იმ ფაქტს, რომ დააკავებდნენ ვინაიდან ბ-------ს მიერ გაჟღერებული იქნა ეს ამბავი საჯაროდ, ასევე დაფიქსირებული იქნა პრესის და ტელევიზიის საშუალებით. საქმის მიმდინარეობისას ბრალდების მხარეს მოსთხოვა ვიდეო ჩანაწერი, შეპირდნენ რომ გადაცემდნენ ჩანაწერს, თუმცა არ გადაუციათ. აღნიშნულ ჩანაწერში დაფიქსირებული იყო ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) უკანონო დაკავების ფაქტი.

 

მოწმე კო----------–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ დეპარტამენტში გამომძიებლად. ოპერატიული ინფორმაციით ცნობილი გახდა ნარკორეალიზატორის შესახებ, მივიდა ქ.თბილისი ა--–----------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მისვლისას დაინახა რომ ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) დაკავებული ჰყავდათ. ასევე ცნობილი გახდა მისთვის, რომ ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება, მონაწილეობას იღებდა ბინის ჩხრეკისას. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებში დაფიქსირებულ დროს რომელიც არ ემთხვევა დეტალურ ჩანაწერებში ამოღებულ მონაცემებს ეს არის ტექნიკური ხარვეზი, უშუალოდ ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) დაკავების ფაქტს არ შესწრებია, უკვე დაკავებული ჰყავდათ, ნარკოტიკული ნივთიერება ოპერატიულმა მუშაკმა ამოიღო, თუმცა იყო თუ არა ნარკოტიკული საშუალება ამაზე ვერაფერს, ვერ იტყვის ვინაიდან თავად არ უნახავს.

 

პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ეჭვი შექმნა იმ ბრალდების საფუძვლიანობაში, რაშიც ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) დამნაშავედ იყო ცნობილი. განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, სასჯელმოხდილი პირის ლ------------–---–-ს, მოწმეების ზ-------------ის, ლ---–---- ტ-----–---–-ს, ა---------–-------ს, კო----------–--ლის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) მხრიდან ადგილი არ ჰქონია იმ დანაშაულის ჩადენას, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ------------–---–-ს (--------–---–-) მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ იგი დაკავებულია 2009 წლის 25 აგვისტოს 12:05 საათზე, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმება მას ჩატარებული აქვს 2009 წლის 25 აგვისტოს 21:47 საათიდან 22:07 საათამდე დროის შუალედში. ამასთან ,,მოდულის’’ შენობაში მიყვანიდან ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანამდე პერიოდში მასთან არ არის ნაწარმოები რაიმე საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები (ლ--------–---–---ნ შედგენილია მხოლოდ ორი ოქმი, კერძოდ ოქმი დაცვის უფლების განმარტების შესახებ და ოქმი ექსპერტიზის დანიშვნის გამოცხადების შესახებ და არცერთ ამ ოქმზე თავად ლ---ნ ტ-----–---–- ხელს არ აწერს), შესაბამისად საქმის მასალების მიხედვით ლ------------–---–-ს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის გაჭიანურების რაიმე ობიექტური საფუძველი გამოძიებას არ ჰქონდა, რაც ამყარებს სასამართლო სხდომაზე ლ------------–---–-ს მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ ე.წ. ,,მოდულის’’ შენობაში მიყვანის შემდეგ პოლიციელთა მხრიდან მისთვის მიწოდებულ სასმელში შესაძლოა შერეული ყოფილიყო რაიმე ნარკოტიკული საშუალება და შესაძლოა სწორედ ამ მიზეზის გამო არ ხდებოდა გვიან ღამემდე მისი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს გამოძიების პროცესში შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი დეტალურ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2009 წლის 25 აგვისტოს ლ---------–---–ის დამკავებელი პირების კო-----------–---–----------–---------–---–------------------------–---–-- სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომრებს ქ. თბილისში, ა--–---- ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სატელეკომუნიკაციო ანძები ემსახურებოდა კო----------–--ლის შემთხვევაში - 11:11 საათიდან 12:26 საათამდე, ა-----–---------–---–-ს შემთხვევაში - 11:15 საათიდან 12:04 საათამდე, ხოლო დ---------------–---–ის შემთხვევაში - 11:15 საათიდან 11:43 საათამდე. ამასთან აღნიშნულ დღეს 12:42 საათიდან დღის ბოლომდე კ-------------–---–-------------–----------–---–-- სარგებლობაში არსებულ ნომრებს ემსახურებოდა ქ. თბილისში სა---------–--ს ტერიტორიაზე არსებული სატელეკომუნიკაციო ანძები, ანალოგიურად დ--------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნომერს 2009 წლის 25 აგვისტოს 13:00 საათიდან 17:44 საათამდე ემსახურებოდა სა---------–--ს ტერიტორიაზე არსებული სატელეკომუნაკაციო ანძები.

 

პალატა მიუთითებს, რომ ფაქტობრივად შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი დეტალური ამონაწერით უტყუარად დგინდება, რომ ლ. ტ-----–---–-ს მსჯავრდების საქმის მასალებში არსებულ, ლ. ტ-----–---–-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი დასახელებულ პირებს შედგენილი აქვთ არასწორი მონაცემებით. რამდენადაც აღნიშნული ოქმის მიხედვით 2009 წლის 25 აგვისტოს 12:50 საათიდან 13:05 საათამდე კ.მ------–---–-ს, ა---------–---–-----------------–---–- თითქოსდა აწარმოებდნენ ლ. ტ-----–---–-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკას, ქ.თბილისში ა--–----------------ს მიმდებარედ ტერიტორიაზე, თუმცა მითითებულ პერიოდში ეს პირები ა--–---- ქუჩაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ და იმყოფებოდნენ სა---------–--ს ტერიტორიაზე, რაც დადასტურებულია შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი დეტალური ამონაწერით.

 

ამასთან პალატა მიუთითებს, ლ------------–---–-ს ეჭვმიტანილის სახით დაკავების ოქმზე, აღნიშნულ ოქმში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ოქმი შედგენილია დაკავების ადგილზე ქ.თბილისში ა--–----------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 2009 წლის 25 აგვისტოს 12:35 საათზე, თუმცა როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გამოძიების პროცესში საქმეზე შპს ,,ჯეოსელიდან’’ გამოთხოვილი დეტალური ამონაწერით დგინდება, რომ 12:42 საათზე ოქმის შემდგენი პირის კ. მ------–---–-ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერს ქ.თბილისში, სა---------–--ს ტერიტორიაზე კერძოდ კი ქა---------- ქუჩაზე განთავსებული სატელეკომუნიკაციო ანძა ემსახურებოდა, ხოლო ა--–---- ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სატელეკომუნიკაციო ანძები 2009 წლის 25 აგვისტოს კო----------–--ლის სარგებლობაში არსებულ ნომერს ემსახურებოდა მხოლოდ 11:11 საათიდან 12:26 საათამდე.

 

პალატა განმარტავს, რომ პირი დაკავებულად ითვლება და დაკავების ვადის დინების ათვლა იწყება მისი მიმოსვლის თავისუფლების ფაქტობრივი შეზღუდვის მომენტიდან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაკავებისას დაკავების ოქმში აღინიშნოს დაკავების ზუსტი დრო - საათი და წუთი. ხოლო, როდესაც სადავოა ეს საკითხი, ბრალდების მხარის ვალდებულებაა წარმოადგინოს დეტალური საათობრივი ანგარიში, რომელიც გამყარებული იქნება დამაჯერებელი მტკიცებულებებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა კო----------–--ლმა ვერ შეძლო ზემოთ მითითებული წინააღმდეგობების ახსნა და მიუთითა, რომ რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებში დაფიქსირებულ დროს რომელიც არ ემთხვევა დეტალურ ჩანაწერებში ამოღებულ მონაცემებს ეს არის ტექნიკური ხარვეზი, ამასთან განმარტა რომ უშუალოდ ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი გვარი -ტ-----–---–-) დაკავების ფაქტს არ შესწრებია, ნარკოტიკული ნივთიერება კი ოპერატიულმა მუშაკმა ამოიღო, თუმცა იყო თუ არა ნარკოტიკული საშუალება ვერ იტყვის, ვინაიდან უშუალოდ თავად არ უნახავს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს საგამოძიებო მოქმედების ოქმის აუცილებელ რეკვიზიტებს მიუთითებს ისეთ გარემოებებზე რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს ასახული საგამოძიებო მოქმედების ოქმზე, ესენია საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, ჩატარების პირობები, იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევებში _ მათი მისამართიც; ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს გამომძიებლის მოქმედების თანამიმდევრობა, გამოვლენილი მტკიცებულებები და საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირთა განცხადებები. ამის მიუხედავად, გამომძიებელ კ. მ------–---–-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, მისი შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს ლ-------------–---–ი უკვე დაკავებული იყო და მისთვის მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებში კი ამ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება არ მომხდარა.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ახალი გამოძიების ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვის ქვეშ დგება დამკავებელ პოლიციელთა არაკეთილსინდისიერება, რაც გამოიხატება ლ------------–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაწარმოებ ცალკეულ დოკუმენტებში მათი მხრიდან არასწორი მონაცემების შეტანაში, რაც თავის მხრივ ეჭქვეშ აყენებს პოლიციელთა მონაწილეობით ჩატარებულ სხვა საგამოძიებო მოქმედებებს, მოპოვებულ მამხილებელ მტკიცებულებებს და მათ მიერვე მიცემულ მამხილებელ ჩვენებებს.

 

1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია: პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი ან რომელსაც არ შეუძლია მიუთითოს, რა წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილით კის ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზით, პალატა დადასტურებულად არ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. არსებობს ეჭვი ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების უტყუარობასთან დაკავშირებით. პალატა თვლის, რომ განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს და დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) უდანაშაულობას. რის გამოც, უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენები ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენები და მის ნაცვლად ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) მიმართ დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ თ--------------აძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენები ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) მიმართ.

 

3. ლ-------------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ------------–---–-) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

4. გამართლებულს უფლება აქვს დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მაია თეთრაული

 

მურმან ისაევი