განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001508409
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2148-18 „ 22 “ აპრილი, 2019წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - სს „------------------ ა-- დ---–---–- მ--------- გ---------, მ--- გ---------, მ------ გ---------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.02.2018წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. სს ”------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მ--------- გ---------ს სს „-------------------ს სასარგებლოდ 2014 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ძირითადი თანხა 6896.64 აშშ დოლარი, პროცენტი 3147 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1960 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი 247.12 აშშ დოლარი.
3. მ--------- გ---------ს სს „------------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 27 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 7000 აშშ დოლარი, პროცენტი 3007.79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1855 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი 284.25 აშშ დოლარი.
4. ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მ--- გ---------ს, მ------ გ---------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ------–------------------------–-------------------------- ს--------------------------.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2014 წლის 12 ნოემბერს სს „------------------- და მ--------- გ---------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხის თანხა შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, წლიური 30%-ის ოდენობით, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენს 2%, სესხის ვადა 60 თვე, სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2%. 2.2 2014 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „------------------- და მ------- გ---------ს (უფლებამონაცვლეები მ--- გ---------, მ------ გ---------) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ------- გ---------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.------–----------------–--------- ს--------------------------. 2.3. 2015 წლის 27 თებერვალს სს „------------------- და მ--------- გ---------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხის თანხა შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, წლიური 30%-ის ოდენობით, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენს 2%, სესხის ვადა 60 თვე, სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2%. 2.4. 2015 წლის 27 თებერვლის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „------------------- და მ------- გ---------ს (უფლებამონაცვლეები მ--- გ---------, მ------ გ---------) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ------- გ---------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.------–----------------–--------- ს--------------------------. 2.5. მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ სს „------------------- მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე. 2.6. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება 2014 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 16 287.12 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6896.64 აშშ დოლარი, პროცენტი 3147 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1960 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი 3089.63 აშშ დოლარი; ხოლო 2015 წლის 27 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 424.76 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 7000 აშშ დოლარი, პროცენტი 3007.79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1855 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი 3561.97 აშშ დოლარი. 2.7. უდავოა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ს------------------------- მესაკუთრეებს წარმოადგენენ მ--- გ--------- და მ------ გ---------. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.8. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოთხოვნა არაგონივრულია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის ( 6896.64 აშშ დოლარი და 7000 აშშ დოლარი) და სარგებლის (3147 აშშ დოლარი და 3007.79 აშშ დოლარი) ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. 2.10. საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 3153.85 აშშ დოლარის და 2855.13 აშშ დოლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 1960 აშშ დოლარის და 1855 აშშ დოლარის გადახდა. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მ--------- გ---------ს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს 2014 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 247 აშშ დოლარის, ხოლო 2015 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 284.25 აშშ დოლარის გადახდა. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხეთა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ კანონიერი საფუძვლის გარეშე შეამცირა მიუღებელი შემოსავლის ოდენობა და მოპასუხეს 2014 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 247.12 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 27 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 284.25 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რაც მხარეების მიერ თავიდანვე განისაზღვრა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სესხის პროცენტის ნაწილში და არ დააკმაყოფილა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა, რაც ვადის გასვლასთან ერთად იგივე სარგებელს შეადგენს. ასევე გაუგებარია, რა პროპორციით შეამცირა სასამართლომ მიუღებელი შემოსავალი და მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით დააკისრა ზემოაღნიშნული თანხების გადახდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. 2014 წლის 12 ნოემბერს სს „------------------- და მ--------- გ---------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხის თანხა შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, წლიური 30%-ის ოდენობით, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენს 2%, სესხის ვადა 60 თვე, სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2% (ტ.1, ს.ფ. 17-21). 4.2. 2014 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „------------------- და მ------- გ---------ს (უფლებამონაცვლეები მ--- გ---------, მ------ გ---------) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ------- გ---------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.------–----------------–--------- ს-------------------------- (ტ.1, ს.ფ.21-28, 53,54). 4.3. 2015 წლის 27 თებერვალს სს „------------------- და მ--------- გ---------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხის თანხა შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, წლიური 30%-ის ოდენობით, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენს 2%, სესხის ვადა 60 თვე, სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2% (ტ.1, ს.ფ. 30-32). 4.4. 2015 წლის 27 თებერვლის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „------------------- და მ------- გ---------ს (უფლებამონაცვლეები მ--- გ---------, მ------ გ---------) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ------- გ---------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.------–----------------–--------- ს-------------------------- (ტ.1, ს.ფ. 34-36). 4.5. მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ სს „------------------- მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 37-44). 4.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ--------- გ---------ს სს „------------------- სასარგებლოდ 2014 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირითადი თანხა 6896.64 აშშ დოლარი, პროცენტი 3147 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1960 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი 247.12 აშშ დოლარი, ასევე დაეკისრა 2015 წლის 27 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 7000 აშშ დოლარი, პროცენტი 3007.79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1855 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი 284.25 აშშ დოლარი. ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია მიუღებელი შემოსავლის თაობაზე სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. აპელანტი ითხოვს მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს 12.11.2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3089.63 აშშ დოლარი, ხოლო 27.02.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3561.97 აშშ დოლარი. მოსარჩელე განმარტავს, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რაც მხარეების მიერ თავიდანვე განისაზღვრა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან სწორედ ის გამომდინარეობს, რომ ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. პალატა მიიჩნევს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ზიანის, როგორც აბსტრაქტული (ანაცდენი) მოგების ცნება და სახელშეკრულებო შეთანხმება ზიანის ანაზღაურებაზე, რომელთაგან პირველს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ხოლო, მეორეს - 403-ე მუხლი არეგულირებს. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. რაც შეეხება 403-ე მუხლს, მისი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (სუსგ: №ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი, №ას -408-381-2017, 30 ივნისი, 2017 წელი ). პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად მოვალე ვალდებულია ფაქტობრივ ზიანთან ერთად მიუღებელი შემოსავალიც აუნაზღაუროს დაზარალებულს. განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას. აპელანტი ითხოვს მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს 12.11.2014წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3089.63 აშშ დოლარი, ხოლო 27.02.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3561.97 აშშ დოლარი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ფარგლებში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თვალსაზრისით, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური სტანდარტებით, ნებისმიერი საშუალო წინდახედულების მქონე პირის შესაძლებლობით, გათვალოს, როგორ საკუთარი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგები, ისე ქვეყანაში არსებული ფულადი მიმოქცევის საშუალო, გონივრული ოდენობა. პალატა მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა სწორედ მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. პალატას მიაჩნია, რომ მთელი სახლეშეკრულებო პერიოდზე მსესხებლისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 30 %-ის დაკისრება ეწინააღმდეგება ზიანის ანაზღაურების ლეგიტიმურ მიზანს. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გონივრული, სამართლიანი ანაზღაურების სახით და მოვალისათვის სავარაუდო ზიანად მართებულად მიიჩნია 2014 წლის 12 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 247 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 284.25 აშშ დოლარი. არ არსებობს სააპელაციო საჩვრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.04.2018წ. განჩინებით სს „------------------ გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 247.37 აშშ დოლარის ოდენობით სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება, სს „------------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 23.04.2018წ. განჩინებით განსაზღვრული და გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 247.37 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.02.2018წ. გადაწყვეტილება.
3. სს „------------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 247.37 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი -ნიკოლაიშვილი
ამირან ძაბუნიძე