განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
050100119002961737
ინსტანცია
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002961737

საქმე №1/ბ-469-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) კ------- დ---–--ის მიმართ (პირადი №3----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-------------------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ო------------------------------–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენით:

 

კ------- დ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

კ------- დ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 მარტიდან 2019 წლის 22 მარტამდე.

 

მსჯავრდებულ კ------- დ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და კ------- დ---–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული შ--–-- ე----------ის პ/ნ 3---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება _ ო------------------–----–------------------------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 10000.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი 2-----------, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------- დ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წლიდან კ------- დ---–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ------- დ---–--ესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2018-2019 წლებში, ო------------------–----–----------------–---------–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. კ------- დ---–--ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა მეუღლე და ეგინებინა მისთვის დედის და სხვა ნათესავების მისამართით. ყოველივე აღნიშნულის გამო, ვ------- დ---–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--- მ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ------- დ---–--ისათვის ისეთი უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აპელანტმა მიუთითა, რომ მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მისთვის 01 წლის ვადით პირობითი მსჯავრის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

მსჯავრდებულმა კ------- დ---–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ კ------- დ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ვ------- დ---–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - მ------ დ---–--ის, ხ------- დ---–--ის, ლ------------–---–ის, ს---–-------–-----ის, დ-----------–-----ის, გ---------------- და ი-–----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ------- დ---–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს კ------- დ---–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ კ------- დ---–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის არ არის ნასამართლევი და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს კ------- დ---–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი კ------- დ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი კ------- დ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.კ------- დ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ კ------- დ---–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 მარტიდან 2019 წლის 22 მარტამდე.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ კ------- დ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას კ------- დ---–--ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, შ--–-- ე----------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე _ ო------------------–----–------------------------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობით 10 000.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი N2-----------.) 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დადებული ყადაღა და აღნიშნული უძრავი ქონება დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ კ------- დ---–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/