განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2019
საქმის ნომერი
190310018002275574
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190310018002275574

საქმე №3ბ/1460-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,წარმომადგენელი - უ---------------–-–---–ი,მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,----",დირექტორი - ტ------–-–------–---–ი

წარმომადგენელი - ვ--–-----------ე

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი,წარმომადგენელი - უ---------------–-–---–ი,მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და

ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1.1.აპელანტის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,-----ს" წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2----–-–-----------------ის №--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 1----–-–-------------ოს სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის №-- ხელშეკრულებით, სახელმწიფო ქონების მართვის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს წარმომადგენელმა გაყიდა, ხოლო შპს ,,-----ს" წარმომადგენელმა იყიდა ,,--–-------–-------------ის" №--- მაღაზია, მდებარე: ქ. რუსთავი, მ–-------ის ქუჩა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პრივატიზების ობიექტია მიწის ფართობი 16 150 კვ.მ.

 

1----–-–-------------ოს №--- მიღება - ჩაბარების აქტით, შპს "-------"-ს გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, შემდეგი შემადგენლობით: ა--–-------------–-----------------------------------------------------ი;

 

1----–-–----------ის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, შპს ,,-----ს" საკუთრებაში გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, ხოლო სარგებლობის უფლებით გადაეცა 6 150 კვ.მ. ფართობი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1----–-–-------------ოს სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის №-- ხელშეკრულება (ტომი I, ს. ფ. 129-130);

- 1----–-–-------------ოს №--- მიღება - ჩაბარების აქტი (ტომი I, ს. ფ. 128);

-სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–--

1------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ტომი I, ს. ფ. 126-127);

 

2.2. 2016 წლის 9 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა შ.პ.ს. "------"-ს (ს/კ----------) წარმომადგენელმა ტ------–-–------–---–მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩა №--ში მდებარე უძრავ ნივთზე.

 

№------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა წარადგინა: საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მიღება - ჩაბარების აქტი, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ნასყიდობის ხელშეკრულება. 2016 წლის 11 აგვისტოს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 11 აგვისტოს №------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაიდო №------ წერილზე პასუხის მიღებამდე. 2016 წლის

25 აგვისტოს №------- მიმართვით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა საპრივატიზაციო დოკუმენტაცია.

 

2016 წლის 30 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ

№--------------- გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განმცხადებელს აცნობა, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, 2012 წლის 1 იანვრიდან აღარ წარმოადგენდა საჯარო რეესტრის კომპეტენციას, რის გამოც 2016 წლის 30 აგვისტოს №------ წერილით საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად გადაუგზავნა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. განმცხადებელს ასევე აცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაიდო №------ წერილზე პასუხის მიღებამდე.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 სექტემბრის №-------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელი იყო საქმისწარმოების ვადის გაგრძელება ორი თვით. აღნიშნულის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 სექტემბრის №-------- წერილით საქმის წარმოება გაგრძელდა ორი თვის ვადით, ხოლო 2017 წლის 06 იანვრის №--------------- გადაწყვეტილებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება, განცხადების მიღების ბარათი (ტომი I, ს. ფ. 103,119-120);

- წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 87-101);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 47-53)

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 აგვისტოს №------ მიმართვა (ტომი I, ს. ფ. 122)

-2016 წლის 11 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ

№--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 121);

-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აგვისტოს №------- მიმართვა (ტომი I, ს. ფ. 125);

-2016 წლის 30 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ

№--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 174);

-2016 წლის 06 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ

№--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 179);

-2017 წლის 06 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №-------------

08 გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 180);

 

2.3. 2017 წლის 06 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ

№--------------- გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 მარტის №----- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისის 2016 წლის 30 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №--------------- და 2017 წლის 06 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებები, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის

 

სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა №------------ სარეგისტრაციო წარმოების განახლება, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა, შესწავლა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოების შესახებ, რომ მიუხედავად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის არქონისა, შენობა- ნაგებობზე, შპს ,,-----ის" საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო სარეგისტრაციო შენობა-ნაგებობების საკუთრების მოწმობით გადაცემული შენობა- ნაგებობის იდენტიფიცირების არსებობისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის

2017 წლის 2 მარტის №----- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 184-188);

 

2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 მარტის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო 2017 წლის 09 მარტის №--------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საკუთრების რეგისტრაცია შეეძლო მის მიერ შეძენილი ქონებების ქვეშ არსებულ მიწის ფართზე. შესაბამისად წარსადგენი იყო აზომვითი ნახაზი, რომელიც გადაიგზავნებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, რომელიც დაადასტურებდა სარეგისტრაციო შენობა-ნაგებობების №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გადაცემულ ნაგებობების იდენტურობას. 2017 წლის 06 აპრილის

№--------------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ საკუთრების მოწმობით შეძენილი შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზები გადაგზავნილი იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში იმ ინფორმაციის წარდგენის მიზნით, რომლითაც დადგინდებოდა რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი შენობა-ნაგებობები წარმოადგენს №-------- საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით გადაცემულ ნაგებობებს.

 

2017 წლის 23 მარტის №----- წერილით მოთხოვნილი იქნა შპს ,,----"-სათვის გადაცემული შენობა-ნაგებობების ფართის ოდენობა რაზეც, 2017 წლის 30 მარტის

№------- პასუხით ვერ დგინდება გადაცემული ფართის ოდენობა. 2017 წლის 13 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 23 მუხლზე მითითებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 მარტის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 189);

- 2017 წლის 09 მარტის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 190);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 აპრილის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 218);

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივნისის №--------------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 225);

 

2.5. 2017 წლის 7 მარტს შპს "-------"-ს მიერ წარდგენილ იქნა №------------ სარეგისტრაციო განცხადება, რომელიც 14 მარტს შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება №------------ განაცხადზე მიმდინარე წარმოების დასრულებამდე. 2017 წლის 7 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს მოეთხოვა გადაცემული ფართების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. 2----–-–-----------------ის №--------------- გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის

„ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ის №------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია იმ გარემოების შესახებ, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არ იყო უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია რის გამოც ვერ მოხერხდა ფართობების დადგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ტომი I, ს. ფ. 226, 227, 234);

- 2017 წლის 14 მარტის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 235);

- 2017 წლის 7 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 259);

- 2----–-–-----------------ის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 263);

- საჩივარი (ტომი I, ს. ფ. 264-265);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის

2----–-–---------------ის №------ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 269-275);

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2----–-–-----------------ის

№--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი 16 150 კვ.მ, რატომ არ იყო საკმარისი უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ.რუსთავი მ–-------ის №1)

 

საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ დაუდგენია სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ს----–-------–---თ ვ-------ის ,------------------------------" (მიწის ნაკვეთის) ნამდვილი, ზუსტი ადგილმდებარეობა, შეფასება არ მიუცია 1----–-–----------------ის №--- ცნობა- დახასიათების შინაარსისათვის რომლითაც მაღაზიის ფართია 264 კვ.მ. ხოლო საწყობის 506 კვ.მ. არ გამოკითხულა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 18 დეკემბრის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2----–-–-----------------ის №--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიერ მითითებული იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის ,,თ" და „ი" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამასთან, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრა, თუ რა ექვემდებარება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას. აღნიშნულის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ამასთან, მითითებული კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

დასახელებული კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

სასამართლოს მიერ მითითებული იქნა რომ 2017 წლის 7 მარტს შპს "-------"-ს მიერ წარდგენილი იქნა №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომელზეც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება №------------ განაცხადზე მიმდინარე წარმოების დასრულებამდე. 2017 წლის 7 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარდგენილი უნდა ყოფილიყო მის ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა ინფორმაცია გადაცემული ფართების შესახებ, კერძოდ, დოკუმენტები, რომლითაც დადგინდებოდა შენობა-ნაგებობების ფართობები, ზუსტი ადგილმდებარეობა და გავრცელების საზღვრები. 2----–-–-----------------ის №--------------- გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ის №------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის (რომელიც ძალადაკარგულია 1997 წლის 30 მაისის კანონით) პირველი მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული იქნა, რომ ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებსა და წესს. კანონის მიზანია სამართლებრივად მოაწესრიგოს და უზრუნველყოს მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესი.

 

დასახელებული კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზება ხორციელდება საწარმოთა შესყიდვით კონკურსის ან აუქციონის წესით. კონკურსის წესით საწარმოს გაყიდვის მიზანია საწარმოზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც შესთავაზებს გამყიდველისათვის ყველაზე უკეთეს პირობებს. აუქციონის წესით საწარმოს გაყიდვის მიზანია საწარმოზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვ-------ის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საწარმოს შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებში აუცილებლად შეიტანება: საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობი და მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული იქნა დადგენილ, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ,,-----–-------–----------------" რ-----------------------ის პრივატიზაცია 1----–-–-----------–ის საპრივატიზაციო კომისიის დასკვნით, განხორციელდა კოლექტივზე პირდაპირი მიყიდვის წესით. მაღაზიის სასტარტო ფასი განისაზღვრა 1493,4 აშშ დოლარის ოდენობით. ობიექტს შეუნარჩუნდა პროფილი და მუშაკთა რაოდენობა, აეკრძალა ორი წლის განმავლობაში გასხვისება. დაკავებული მიწის ფართობით სარგებლობის უფლება დაუდგინდა საქართველოს რესპუბლიკისა და ქ. რუსთავის მერიის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. ქ. რუსთავი, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე №--- მაღაზია 1----–-–----------ს პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა დ------------------------. ობიექტის ღირებულებამ შეადგინა 1493,4 აშშ დოლარი. 1----–-–--------------ს №-- სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, სახელმწიფო ქონების მართვის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველომ გაყიდა, ხოლო პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო ქონების შესყიდვისათვის შექმნილმა დ------------------------, რომელიც ჩამოყალიბდა შპს ,,----" 1439, 9 აშშ დოლარად იყიდა №--- მაღაზია. 1----–-–-------------ოს №--- მიღება - ჩაბარების აქტით, შპს "-------"-ს გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, შემდეგი შემადგენლობით: 1--–-------------–-----------------------------------------------------; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, შპს ,,-----ს" სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, ფართობი 16 150 კვ.მ, ხოლო 1------–-–------------------ის №--- ცნობა-დახასიათების შინაარსიდან გამომდინარე, მაღაზიის ფართია

264 კვ.მ. საწყობის 506 კვ.მ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 09 ივლისის №ბს-898-880(კ-12) გადაწყვეტილების შინაარსზე სადაც სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა ობიექტური გარემოებებით განპირობებულად მიიჩნია ხელმოუწერელი და ბეჭდით დაუმოწმებელი დოკუმენტაციის არქივში დაუცველობისას. ის საკითხი, რომ 1----–-–--------------ს №-- სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებითა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით არ დგინდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი შენობა-ნაგებობების ფართობი, ზუსტი ადგილმდებარეობა და გავრცელების საზღვრები არ შეიძლება მოსარჩელის პასუხისმგებლობის საგანი გახდეს ვინაიდან, მისი სრული მონაცემების შევსება გადაწყვეტილების გამცემ პირს და არა მოსარჩელეს ევალებოდა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და არ გამოიკვლია სარეგისტრაციოდ წარდგენილი შენობა-ნაგებობების ფართობი, ზუსტი ადგილმდებარეობა და გავრცელების საზღვრები. აღნიშნულის დადგენა კი შესაძლებელი იქნებოდა 1----–-–-------------ოს №--- მიღება - ჩაბარების აქტით, რომლითაც შპს "-------"-ს გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, შემდეგი შემადგენლობით: 1--–-------------–--------------------------------------------------------; (მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, შპს ,,-----ს" სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, ფართობი 16 150 კვ.მ), 1----–-–----------------ის №--- ცნობა-დახასიათების შინაარსით, რომლითაც დგინდება, რომ მაღაზიის ფართია 264 კვ.მ. საწყობის 506 კვ.მ.

 

,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების მეთოთხმეტე მუხლის თანახმად, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ცენტრალიზებული საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი; საკადასტრო მონაცემების დამუშავება, ელექტრონული ნახაზების გადამოწმება და საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ასახვა; სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისათვის საკადასტრო მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებული საზღვრების ელექტრონულ რუკაზე ასახვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ საკუთრების/სარგებლობის უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო საკადასტრო მონაცემების დამუშავება; საკადასტრო ერთეულზე კოდის მინიჭება; სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტლის საზღვრების კორექტირება/დადგენა; წარმოდგენილი საკადასტრო ინფორმაციის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიების სარეკომენდაციო ფორმების და მონაცემთა სტრუქტურების შემუშავება; საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტების (საკადასტრო გეგმა, საკადასტრო რუკა, სიტუაციური ნახაზი) ფორმების შემუშავება; სარეგისტრაციო წარმოებისას დადგენილ საკადასტრო საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევა; სამსახურებრივი კორესპონდენციის განხილვა/რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა არ დაუდგენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით უნდა დაედგინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობების ფართობები, ზუსტი ადგილმდებარეობა და გავრცელების საზღვრები.

 

ამასთან, სასამართლოს მიერ ყურაღება იქნა გამახვილებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2019 წლის 17 იანვრის №---------- დასკვნის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზით შეუძლებელია აღნიშნული 16 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, თუმცა საქმეში არსებული 1995 წლის 06 აპრილს მომზადებულ ს----–-------–---თ ვ-------ის ,----------------------------" საპრივატიზაციო კომისიის მიერ ჩატარებულ დათვალიერების აქტში ასახული შენობა-ნაგებობების და ღობის პარამეტრები, გამოყენებულ სამშენებლო მასალები და შენობებზე არსებული ღიობების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია, რომ შპს ,-----------ის" მიერ შესრულებულ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი და შენობა- ნაგებობები (სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი) სავარადუდოდ წარმოადგენს იმ ტერიტორიის ნაწილს, რომელიც 1995 წლის 1------ის №-------- საკუთრების მოწმობით გადაეცა შპს ,,----"-ს.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც გასზაღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები და შეფასება არ მიუცია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისათვის. ერთობლიობაში არ შეუმოწმებია მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ადგილზე გასვლით არ შეუმოწმებია შენობა-ნაგებობების ფართობები, ზუსტი ადგილმდებარეობა და გავრცელების საზღვრები, არ მოუსმენია მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეთა ახსნა-განმარტება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრება სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების მიმართ, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, შპს ,,-----ს" სარგებლობის უფლებით საკუთრებაში გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, ფართობი 16 150 კვ.მ, არ მოუძიებია ს----–-------–---თ ვ-------ის ,,რ-----------------------ის" სააღრიცხვო ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი იქნება სადაო ქონების შენობა-ნაგებობების ფართობების, ზუსტი ადგილმდებარეობისა და გავრცელების საზღვრების დადგენა. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმის შესახებ, რომ მიწის ფართის გამოსყიდვა არ მომხდარა და ვერ დადგინდა საკუთრების მოწმობით გადაცემული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი შენობა-ნაგებობების იდენტურობა სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სადავოდ არ გამხდარა, ხოლო მოსარჩელეს უძრავი ნივთი შეძენილი აქვს სადავო პერიოდში მოქმედი ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის (რომელიც ძალადაკარგულია 1997 წლის 30 მაისის კანონით) საფუძველზე. არ შეიძლება ასევე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს მესამე პირის წარმომადგენლის მოსაზრება იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად ვერ დგინდება შენობა-ნაგებობების ფართობი ვინაიდან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებულია მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად გამოიკვლიოს ყველა გარემოება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით მოსარჩელისათვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ დასახელებულ პერიოდში ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის (რომელიც ძალადაკარგულია 1997 წლის 30 მაისის კანონით) მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაიყიდა თუ არა მოსარჩელეზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სასამართლოს უფლებამოსილებაზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს".

 

პირველი სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში

რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2019 წლის 17 იანვრის დასკვნა №----------, რომლის თანახმადაც, 1995 წლის 06 აპრილს მომზადებულ ს----–-------–---თ ვ-------ის ,,რ-----------------------ის" საპრივატიზაციო კომისიის მიერ ჩატარებულ დათვალიერების აქტში ასახული შენობა-ნაგებობების და ღობის პარამეტრები, გამოყენებულ სამშენებლო მასალები და შენობებზე არსებული ღიობების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია, რომ შპს ,-----------ის" მიერ შესრულებულ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი) სავარაუდოდ წარმოადგენს იმ ტერიტორიის ნაწილს, რომელიც 1995 წლის 1------ის №-------- საკუთრების მოწმობით გადაეცა შპს ,,----"-ს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ამ ეტაპზე გამორიცხავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

აპელანტი მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმესთან მიმართებით სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, დაირღვა სამართლის ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კერძოდ, სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.

 

გარდა ამისა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის მიღებული, ვინაიდან იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსსკ-ს 394-ე მუხლის "ე" და "ე1" ქვეპუნქტები).

 

აპელანტი დაუსაბუთებელად მიჩნევს სასამართლოს მიერ გაკეთებული ზოგადი განმარტება იმის თაობაზე, რომ სააგენტოს მტკიცებულებათა მოპოვების გზით არ დაუდგენია საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ასევე, არ განუხორციელებია არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არამართლზომიერად მიუთითა რომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გასაჩივრებული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია უფლებებისა და კანონიერი ინტერესის შელახვა. სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხმობილი არ არის არცერთი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა და არგუმენტაცია, იმის თაობაზე, თუ რაზე დაყრდნობით უნდა დაკმაყოფილებულიყო შპს „------“-ს სარეგისტრაციო მოთხოვნა და თუ რა დოკუმენტის საფუძველზე უნდა განეხორციელებინა უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების დადგენა იმ პირობებში როცა, არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 იანვრის N---------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზით შეუძლებელია აღნიშნული 16150 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. გადა ამისა, არსებობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მარტის--------- წერილი, რომელშიც აღინიშნა, რომ არსებულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში არ არის უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ 2017 წლის 18 დეკემბერს-------- (სადავო) გადაწყვეტილებით ცალსახად განმარტებული იქნა, თუ რატომ ვერ დარეგისტრირდება დაინტერესებული პირის საკუთრებაში სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, კერძოდ, მითითებულ იქნა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტებით მიწის ნაკვეთი არ განკარგულა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. ადგილზე დათვალიერებითა და მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა გამოკითხვით არ აღმოიფხვრება რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც უფლების დამდასტურებელი დოკუმენტებით განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგება, ვერ მოხდება მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ გარემობებს, რომლებიც ზემოთ იქნა აღნიშნული. სასამართლოს უნდა მოეხდინა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ დაედგინა, შექმნილ ვითარებაში არსებობდა თუ არა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში გაკეთებული არ არის კონკრეტული სამართლებრივი განმარტებები, თუ რატომ არის სარჩელი დასაბუთებული და რა კონკრეტული გარემოებები არ გაითვალისწინა მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა მხოლოდ ერთი გარემოება - დგინდებოდა თუ არა საპრივატიზებო დოკუმენტაციაში უძრავი ნივთის და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრები.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №3-20-18 წ.) უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება

 

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის და ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის ,,თ" და „ი" ქვეპუნქტების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამასთან, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრა, თუ რა ექვემდებარება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას. აღნიშნულის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ამასთან, მითითებული კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია.

 

პალატა მიუტიტებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე,. რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 7 მარტს შპს "-------"-ს მიერ წარდგენილი იქნა №------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომელზეც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება №------------ განაცხადზე მიმდინარე წარმოების დასრულებამდე. 2017 წლის 7 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №--------------- გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარდგენილი უნდა ყოფილიყო მის ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა ინფორმაცია გადაცემული ფართების შესახებ, კერძოდ, დოკუმენტები, რომლითც დადგინდებოდა შენობა-ნაგებობების ფართობები, ზუსტი ადგილმდებარეობა და გავრცელების საზღვრები. 2----–-–-----------------ის №--------------- გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2----–-–---------------ის №------ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის (რომელიც ძალადაკარგულია 1997 წლის 30 მაისის კანონით) მე-9 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზება ხორციელდება საწარმოთა შესყიდვით კონკურსის ან აუქციონის წესით. კონკურსის წესით საწარმოს გაყიდვის მიზანია საწარმოზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც შესთავაზებს გამყიდველისათვის ყველაზე უკეთეს პირობებს. აუქციონის წესით საწარმოს გაყიდვის მიზანია საწარმოზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვ-------ის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საწარმოს შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებში აუცილებლად შეიტანება: საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობი და მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება.

 

დადგენილია, რომ ,,-----–-------–----------------" რ-----------------------ის პრივატიზაცია 1----–-–-----------–ის საპრივატიზაციო კომისიის დასკვნით, განხორციელდა კოლექტივზე პირდაპირი მიყიდვის წესით. მაღაზიის სასტარტო ფასი განისაზღვრა 1493,4 აშშ დოლარის ოდენობით. ობიექტს შეუნარჩუნდა პროფილი და მუშაკთა რაოდენობა, აეკრძალა ორი წლის განმავლობაში გასხვისება. დაკავებული მიწის ფართობით სარგებლობის უფლება დაუდგინდა საქართველოს რესპუბლიკისა და ქ. რუსთავის მერიის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. ქ. რუსთავი, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე №--- მაღაზია 1----–-–----------ს პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა დ------------------------. ობიექტის ღირებულებამ შეადგინა 1493,4 აშშ დოლარი. 1----–-–--------------ს №-- სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, სახელმწიფო ქონების მართვის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველომ გაყიდა, ხოლო პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო ქონების შესყიდვისათვის შექმნილმა დ------------------------, რომელიც ჩამოყალიბდა შპს ,,----" 1439, 9 აშშ დოლარად იყიდა №--- მაღაზია. 1----–-–-------------ოს №--- მიღება - ჩაბარების აქტით, შპს "-------"-ს გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, შემდეგი შემადგენლობით: 1--–-------------–-----------------------------------------------------; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, შპს ,,-----ს" სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, ფართობი 16 150 კვ.მ, ხოლო 1------–-–------------------ის №--- ცნობა-დახასიათების შინაარსიდან გამომდინარე, მაღაზიის ფართია 264 კვ.მ. საწყობის 506 კვ.მ.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 09 ივლისის №ბს-898-880(კ-12) გადაწყვეტილების შინაარსზე სადაც სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა ობიექტური გარემოებებით განპირობებულად მიიჩნია ხელმოუწერელი და ბეჭდით დაუმოწმებელი დოკუმენტაციის არქივში დაუცველობისას. პალატა მართებულად მიიჩნევს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ის საკითხი, რომ 1----–-–--------------ს №-- სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებითა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით არ დგინდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი შენობა-ნაგებობების ფართობი, ზუსტი ადგილმდებარეობა და გავრცელების საზღვრები არ შეიძლებოდა მოსარჩელის პასუხისმგებლობის საგანი გამხადრიყო ვინაიდან, მისი სრული მონაცემების შევსება გადაწყვეტილების გამცემ პირს და არა მოსარჩელეს ევალებოდა. პალატა ეთანხმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმაზეც, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და არ გამოიკვლია სარეგისტრაციოდ წარდგენილი შენობა-ნაგებობების ფართობი, ზუსტი ადგილმდებარეობა და გავრცელების საზღვრები. აღნიშნულის დადგენა კი შესაძლებელი იქნებოდა 1----–-–-------------ოს №--- მიღება - ჩაბარების აქტით, რომლითაც შპს "-------"-ს გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, შემდეგი შემადგენლობით: 1--–-------------–--------------------------------------------------------; (მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, შპს ,,-----ს" სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, ფართობი 16 150 კვ.მ), 1----–-–----------------ის №--- ცნობა-დახასიათების შინაარსით, რომლითაც დგინდება, რომ მაღაზიის ფართია 264 კვ.მ. საწყობის 506 კვ.მ.

 

პალატა მიუთითებს, რომ ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების მეთოთხმეტე მუხლიდან გამომდინარე მოპასუხეს სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა არ დაუდგენია.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2019 წლის 17 იანვრის №---------- დასკვნაზე რომლის თანახმადაც, ექსპერტიზით შეუძლებელია აღნიშნული 16 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, თუმცა საქმეში არსებული 1995 წლის 06 აპრილს მომზადებულ ს----–-------–---თ ვ-------ის ,----------------------------" საპრივატიზაციო კომისიის მიერ ჩატარებულ დათვალიერების აქტში ასახული შენობა-ნაგებობების და ღობის პარამეტრები, გამოყენებულ სამშენებლო მასალები და შენობებზე არსებული ღიობების რაოდენობის მიხედვით შესაძლებელია, რომ შპს ,-----------ის" მიერ შესრულებულ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი და შენობა- ნაგებობები (სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი) სავარადუდოდ წარმოადგენს იმ ტერიტორიის ნაწილს, რომელიც 1995 წლის 1------ის №-------- საკუთრების მოწმობით გადაეცა შპს ,,----"-ს.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 გა მისი დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია მთელი რიგი გარემოებები და შეფასება არ მიუცია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისათვის. პალატას მიაჩნია, რომ შეფასების მიღმა დარჩა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველოს 1----–-–----------ის №-------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც შპს ,,-----ს" სარგებლობის უფლებით საკუთრებაში გადაეცა ქ. რუსთავში, მ–-------ის ქუჩაზე მდებარე ს-–-------–--ის მაღაზია №---, ფართობი 16 150 კვ.მ, არ მოუძიებია ს----–-------–---თ ვ-------ის ,,რ-----------------------ის" სააღრიცხვო ბარათები და სარეგისტრაციო რუკები, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი იქნება სადაო ქონების შენობა-ნაგებობების ფართობების, ზუსტი ადგილმდებარეობისა და გავრცელების საზღვრების დადგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს".

 

პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებაზე და განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, საკითხის ხელახლი გამოკვლევისას უნდა ყურადღება უნ და მიქციოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 იანვრის დასკვნა №----------.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა