განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
050100119002975731
ინსტანცია
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002975731

საქმე №1/ბ-477-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ჯ------– ა------ის მიმართ (პირადი №6----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–--------------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ხ--–----------------–----–----------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ლ----------------–----–----------------–-------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით:

 

ჯ------– ა------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ჯ------– ა------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ჯ------– ა------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 24 მარტიდან 2019 წლის 22 მაისამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ------– ა------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2009 წლიდან ჯ------– ა------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ფ------ კ----–-----ესთან, რომელსაც ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ----------------–----–----------------–-------–-, 2014-2019 წლებში, მათი არასრულწლოვნი შვილების - 2009 წლის 7 აგვისტოს დაბადებული ნ-----–---- ა------ის, 2015 წლის 22 აგვისტოს დაბადებული გ-------– ა------ის და 2017 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული მ---- ა------ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, რაც გამოიხატებოდა მათი თანაცხოვრების პერიოდში ჯ------– ა------ის მიერ მეუღლისათვის - ფ------ კ----–-----ისათვის ღალატის დაბრალებაში და აღნიშნულის გამო ამ უკანასკნელის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად, თვის განმავლობაში სამჯერ-ოთხჯერ მიმართვაში, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა.

 

2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 00:10 საათზე, ჯ------– ა------ემ ლ----------------–---–----------------–-------–-, სახლში ყოფნისას, მეუღლეს _ ფ------ კ----–-----ეს, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელმა შენიშვნა მისცა ალკოჰოლით თრობის გამო, მათი არასრულწლოვნი შვილების _ ნ-----–----, გ-------– და მ---- ა------ეების თანდასწრებით დაუწყო გინება და რამდენჯერმე დაარტა ხელ-ფეხი სახის და სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ნ--------ემ, რომელმაც ითხოვა ჯ------– ა------ეს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, მისთვის პირობითი მსჯავრის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ფ------ კ----–-----ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ე----- მ-----–---–ის და ნ-----–---- ა------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ------– ა------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ჯ------– ა------ისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: ჯ------– ა------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი დაზარალებულთან შერიგებულია, წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჯ------– ა------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი ჯ------– ა------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი ჯ------– ა------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ჯ------– ა------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.მსჯავრდებულ ჯ------– ა------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 მარტიდან 2019 წლის 22 მაისამდე.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ჯ------– ა------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ჯ------– ა------ე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ჯ------– ა------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/