განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
190100118002258673
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002258673

საქმე №1ბ/321-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ნინო სოლომნიშვილის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ქ--------------ის, ა-----------–---–ის

ადვოკატის: ხ---------------ის

მსჯავრდებულის: ვ--–--------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ--–--------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ხ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ვ--–--------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–----------------------------ში, მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–--------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ-----------–--------------–-------------ში მდებარე მაღაზია ,,ლ-------------–-ს" მენეჯერ რ--------------–---–ს, მისსავე სამუშაო ოთახში, ურთიერთშელაპარაკების დროს ვ--–--------------–---–მა ჰკრა ხელი და წააქცია. როდესაც რ--------------–---–ი ცდილობდა წამოდგომას, ვ--–--------------–---–მა მას სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ--------------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:

 

ვ--–--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ--–--------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ---------------მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა ვ--–--------------–---–ის მიმართ გამოტანილი, რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ--–--------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ვ--–--------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა ვ--–--------------–---–ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ--–--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დასტურდება ვ--–--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე შ--------------–---–ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. აპელანტის მოსაზრებით, რ--------------–---–მა დაზიანება მიიღო გაშველებისას და დაუდგენლია, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი დაზიანება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, არ ეთანხმება რა აპელანტის პოზიციას, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ--–--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რ--------------–---–მა განაცხადა, რომ მაღაზია ,,ლ-------------–-ს“ მენეჯერია. მაღაზია მდებარეობს ქ-----------–--------------–----------ში. დ-------------–---–ი არის მისი მეუღლე. იმ დღეს, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, იგი (რ--------------–---–ი) მეუღლესთან ერთად წასული იყო ქ. თბილისში და რ-------ში დაბრუნდნენ დაახლოებით 18:00 საათისთვის. მაღაზიაში უთხრეს, რომ დღის განმავლობაში მათთან სამჯერ იყო მისული გოგონა სამსახურთან დაკავშირებით. იმ მომენტში იგი (რ--------------–---–ი) მაღაზიისთვის ეძებდა ახალ თანამშრომელს. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაშინვე დაურეკა იმ გოგონას და უთხრა, რომ მოსულიყო გასაუბრებაზე. დაახლოებით 20:00 საათი იქნებოდა. კაბინეტში იმყოფებოდნენ თვითონ (რ--------------–---–ი), მისი რძალი შ--------------–---–ი, რომელიც ასევე მაღაზიაში მუშაობს და დ-------------–---–ი. კაბინეტი პატარა ფართობისაა. იგი (დაზარალებული) იჯდა მაგიდასთან. დაახლოებით 60 სმ მაგიდის წინ, კედელთან დგას პატარა დივანი და გვერდით - სკამი. მის (დაზარალებულის) გვერდით, მარჯვნივ, სკამზე იჯდა შ--------------–---–ი და პირდაპირ დივანზე - დ-------------–---–ი. ამ დროს კაბინეტში შევიდა ის ქალბატონი, რომელსაც უნდა გასაუბრებოდა. გასაუბრებაზე მოსულმა პიროვნებამ პირველ რიგში ბოდიში მოიხადა დაგვიანების გამო. ქალბატონი დაჯდა და დაიწყეს გასაუბრება. ქალბატონმა თქვა, რომ ბავშვი დაჰყავდა ბაღში გაღმა და ბავშვის ბაღიდან გადმოყვანა უნდოდა, მუშაობდა მადაგონში, უფრო ნაკლები გრაფიკით და მეტი ანაზღაურებით. ქალბატონს ჰკითხეს, რატომ მოდიოდა სამსახურიდან, როცა ნაკლები სამუშაო საათები და მეტი ანაზღაურება ჰქონდა, ვიდრე ამ მაღაზიაში ექნებოდა, რაზეც უპასუხა, რომ ეს მისი პრობლემა იყო, ამიტომ მეტი შეკითხვა არ დაუსვამს. ეს ის მომენტი იყო, როდესაც თანამშრომელი ნამდვილად სჭირდებოდა, თანაც გამოცდილი კადრი მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ქალბატონის თქმით, სასწორზე ჰქონდა ნამუშევარი და შტრიხკოდებშიც კარგად ერკვეოდა. ასეთ თემებზე საუბარში იყვნენ, როდესაც მოულოდნელად, სწრაფი მოქმედებით, კარები შემოგლიჯა ახალგაზრდა კაცმა, როგორც შემდეგ გაიგო - ვ--–--------------–---–მა და იქვე დადგა. ამ დროს მან (დაზარალებულმა) ვ--–--------------–---–ის უკან დაინახა მაღაზიის დაცვის თანამშრომლის თავი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ვერ შეაკავეს ეს ადამიანი, შემოვარდა კარებში, ამბობს - ჩემი მეუღლეა შიგნითო. დაცვის თანამშრომელს ჩანაწერიც ჰქონდა ტელეფონში, რა ფორმით შევარდა ვ--–--------------–---–ი მათ მაღაზიაში, ბარიერები როგორ გამოგლიჯა და როგორ ეუბნებოდნენ მაღაზიის თანამშრომლები, რომ შიგნით შესვლა არ შეიძლებოდა, ის კი ყვიროდა - აქ ჩემი ცოლია და მენეჯერი უნდა ვნახო, ზუსტად ორი წუთია ველოდებიო. ვ--–--------------–---–ი რომ შევარდა კაბინეტში, ამ უკანასკნელის მეუღლე იჯდა დივნის ერთ მხარეს, დ-------------–---–ი დივანზე იჯდა მეორე კუთხეში. ვ--–--------------–---–მა შეხედა ცოლს, ირონიულად გაიცინა, თქვა - ჩემი მეუღლეაო და დადგა. საყვედურიც კი არ უთქვამთ ამ პიროვნებისთვის, თუ რატომ შემოუგლიჯა კარი და ისე გააგრძელეს საუბარი. ამის მერე მას (დაზარალებულს) აღარ მიუქცევია ყურადღება კ------–---–ისთვის, ვერ წარმოიდგენდა, რომ იქ რამე პრობლემა შეიძლება ყოფილიყო. მან (რ--------------–---–მა) გასაუბრებაზე მისულ ქალბატონს უთხრა, რომ მისთვის არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, იცნობდა თუ არა იმ პროდუქციას, რომელ პროდუქციასთანაც სჭირდებოდა კონსულტანტი, მთავარი იყო, რომ მას შტრიხკოდებთან და სასწორთან ჰქონდა შეხება. ამ დროს ვ--–--------------–---–მა უთხრა თავის ცოლს - აეთრიე აქედან, ხომ გითხარი, შენ მათთან არ იმუშავებო. ვ--–------მა დივანიდან აათრია თავისი მეუღლე და მიათრევდა გარეთ, თან ეუბნებოდა - ამათი სახვეწარი შენ რა გაქვსო. მისმა (დაზარალებულის) მეუღლემ, დ-------------–---–მა უთხრა, რომ ეს მათი ოჯახური სიტუაცია იყო და სახლში გაერკვიათ, აქ გასარკვევი არ იყო, რაზეც ვ--–--------------–---–მა უპასუხა, ვერ ხედავ - რა დებილივით ელაპარაკებაო? ამაზე ადგა დ-------------–---–ი, ვ--–--------------–---–ი ედგა შუაში, რომელსაც მიათრევდა კარებისკენ, რომ გაეგდო კარებში, წამებში მოხდა ეს ყველაფერი. ვ--–--------------–---–ის მოქნეულ ხელზე დ-------------–---–ი დაეცა და ვეღარ გასწორდა. ვ--–--------------–---–ი ზემოდან მის (დაზარალებულის) ქმარს ურტყამდა. ავტომატურად ადგა თვითონ (რ--------------–---–ი), ერთი თვის ნაოპერაციები ცხვირი ჰქონდა, მაგრამ არ გახსენებია ცხვირი, რადგან მისი ქმარი დაბლა ეგდო. ადგა თუ არა (რ--------------–---–ი) ერთი ხელი მოიქნია ვ--–------მა, ალბათ იმიტომ, რომ არ გამოსულიყო და არ შეეკავებინა, რის გამოც ის (დაზარალებული) კომპიუტერის მხარეს გადავარდა. შემდეგ თავი აწია თუ არა (დაზარალებულმა), ვ--–--------------–---–მა გამოქანებული ხელი ჩაარტყა სახეში, სავარაუდოდ, მუშტი ჩაარტყა, რადგან დარტყმა ისეთი სიძლიერის იყო, ეგონა, ნაოპერაციები ცხვირი დაბლა ჩამოუვარდა, მუჭები სისხლით გაევსო და დაიწყო ისტერიკული კივილი. ამის შემდეგ მას (დაზარალებულს) არაფერი ახსოვს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში მისი ცხვირი, რომ ექიმისთვის დაერეკა, გაიგონა ვ--–--------------–---–ის ცოლის ისტერიკული ტირილიც, რომელიც ბოდიშს იხდიდა. მისი (რ--------------–---–ის) მოსაზრებით, დ-------------–---–ი, სავარაუდოდ, ვერ დაინახავდა დარტყმის მომენტს, რადგან დაბლა ეგდო. თანამშრომლებმა გამოიძახეს დაცვის პოლიცია, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მივიდა. ამ პერიოდში იგი (რ--------------–---–ი) ოთახში იყო და ყინულები ედო ცხვირზე, ცხვირს ფორმა აღარ ჰქონდა. დაცვის პოლიციამ რომ დაინახა დაზარალებული, ერთმა უთხრა მეორეს - შეხედე, რა დღეშიაო, რაზეც უპასუხა, რომ ეს რა არის, გარეთ ცოლი ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდანო. მაღაზიაში გარე და შიდა კამერები აქვთ დამონტაჟებული. შემდგომში მან (დაზარალებულმა) გადაამოწმა კამერები, სადაც დაფიქსირებულია, როგორ სცემდა ვ--–--------------–---–ი ცოლს, ეს უკანასკნელიც უბრუნებდა ხელს. ხილ-ბოსტნის სექციაში მყოფმა გამყიდველმაც თავისი თვალით ნახა, როგორ სცემდა ვ--–--------------–---–ი თავის მეუღლეს. მისი (რ--------------–---–ის) განმარტებით, პირველად მის მეუღლეს, დ-------------–---–ს ვ--–--------------–---–მა დაარტყა ხელი. დ-------------–---–ი იჯდა, ხოლო ვ--–--------------–---–ი ფეხზე იდგა, კარებში გადიოდა. წაქცეულ მის მეუღლეს, დ-------------–---–სა და ვ--–--------------–---–ს შორის იდგა კ------–---–ის ცოლი და აკავებდა თავის ქმარს, რომ არავისთვის დაერტყა. შ---------------–---–ი ამ დროს იდგა ზურგის მხრიდან და კიოდა - ვინმე დაგვეხმარეთო. დ-------------–---–ის ადგომა და ვ--–--------------–---–ის ხელის მოქნევა ერთი იყო. ამ დროს წაიქცა დ-------------–---–ი, რომელიც დაეცა ზურგის მხრიდან და წაქცეული ვეღარ ადგა იმიტომ, რომ ასეთ პატარა ოთახში ამდენი ადამიანი იყო და ვერ მოახერხა ადგომა. დივანსა და მაგიდას შორის 50 სმ-ია მანძილი, დივნიდან კარებამდე თითქმის მანძილი აღარ არის და მისი მაგიდიდან კარებამდე 1 მეტრია დაახლოებით.

 

დაზარალებულ რ--------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას წარედგინა ფოტოსურათები, რა დროსაც აღწერა მომხდარი ინციდენტის დროს თითოეული პიროვნების ადგილმდებარეობა, ვინ რა ადგილზე იმყოფებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დ--------------–---–მა განაცხადა, რომ არის მაღაზია ,,ლ-------------–-ს“ დამფუძნებელი, ოჯახური ბიზნესი აქვს. დაზარალებული რ--------------–---–ი არის მისი მეუღლე, ხოლო ვ--–--------------–---–ს იცნობს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. 2017 წლის 7 დეკემბერს, მეუღლე რ--------------–---–სა და თავის რძალ შ--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა მაღაზიის კაბინეტში, რომელიც 12 კვ.მ არ იქნება. კარებიდან რომ შედიხარ, პირდაპირ დგას მაგიდა კომპიუტერით, გვერდით - კარადა, კარებიდან ხელმარჯვნივ - დივანი და დივნის გვერდით კიდევ კარადები. მაღაზიას ჰყავს დაცვა. საღამოს საათები იყო, 20:00 საათის შემდეგ. მათთან გასაუბრებაზე იმყოფებოდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკის გავლა და მუშაობის დაწყება უნდოდა მათ მაღაზიაში. თავად (დ-------------–---–ი) დივანზე იჯდა, რ--------------–---–ი კომპიუტერთან იჯდა, ხოლო შ--------------–---–ი გვერდით ეჯდა რ---------ს. ამ დროს დაცვის გვერდის ავლით ოთახში შეიჭრა ვ--–--------------–---–ი, რომელიც არის მათთან გასაუბრებაზე მოსული ქალბატონის მეუღლე. ვ--–--------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რ--------------–---–ს, შესვლისთანავე მიმართა თავის ცოლს შეურაცხმყოფელად, რა დებილურად საუბრობო და უთხრა, რომ ამდენი საუბარი საჭირო არ იყო და წასულიყო სახლში. მან (დ-------------–---–მა) შენიშვნა მისცა, რომ იქ განსახილველი საქმე არ იყო და სახლში განეხილათ ეს საკითხი. ამ დროს ვ--–------ის მეუღლე მის (მოწმის) გვერდით დივანზე იჯდა. მან (მოწმემ) გაიწია ვ--–--------------–---–ისკენ, ადგა და დაარტყა, სად მოხვდა ხელი, არ ახსოვს. შემდეგ კ------–---–მაც დაარტყა. კაბინეტში ერთმანეთს დაეჭიდნენ. ვ--–------მა დაძლია, წაიქცნენ დივანზე და იგი (დ-------------–---–ი) დაბლა აღმოჩნდა. წინა მხრიდან დაეცა, ვინაიდან ვ--–------ი მას თავში ურტყამდა. იგი (დ-------------–---–ი) წახრილ მდგომარებაში იყო, რა დროსაც მეუღლის ყვირილის ხმა შემოესმა, რომელიც შველას ითხოვდა. მან (დ-------------–---–მა) მისი მეუღლის სახეზე დაინახა სისხლი, ვინაიდან ცხვირი ჰქონდა გატეხილი. მას (დ-------------–---–ს) არ დაუნახავს, როგორ დაარტყა ვ--–------მა მის მეუღლეს რ--------------–---–ს, რადგან ვ--–------ი მას წაქცეულზე ურტყამდა. წივილ-კივილზე რომ შეხედა მეუღლეს, ცხვირი უკვე გატეხილი ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა. მან (დ-------------–---–მა) განმარტა, რომ გაშველების დროს მისი ხელი ვერ მოხვდებოდა რ--------------–---–ს, რადგან თავად (მოწმე) ძირს იყო და ვერ ამოძრავებდა ხელებს. როგორც მეუღლისაგან გაიგო, ვ--–--------------–---–ს გაშველების პროცესში ხელი უკრავს რ---------ისთვის, რაზეც გადაყირავებულა და მერე დაურტყამს ცხვირში. როდესაც მეუღლის წივილ-კივილი გაიგონა, მაგ დროს აღარ ურტყამდა ვ--–------ი. თანამშრომლები ხმაურზე შემოვიდნენ. რ---------ი და მისი რძალი შ--------------–---–ი ყვიროდნენ და აშველებდნენ მათ. ვ--–--------------–---–ი გარეთ გაიყვანეს. ყინული და ცივი წყალი მაღაზიის თანამშრომელმა მიუტანეს რ---------ს. ამ ყველაფრის შემდეგ გარეთ მოხდა შელაპარაკება მასსა (დ-------------–---–სა) და ვ--–--------------–---–ს შორის. მან (დ-------------–---–მა) დაარტყა ვ--–------ს და ისიც ურტყამდა ხელებით, ფეხებით, მაგრამ დაზიანება არ მიუღია, არც ექსპერტიზა ჩაუტარებია. იგი (დ-------------–---–ი) ნასამართლევია ვ--–--------------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--------------–---–მა განმარტა, რომ მაღაზია ,,ლ-------------–-ს“ უმცროსი მენეჯერია, რომელიც მდებარეობს ქ. რ-------ში, რ-------ელის ქ------ში. დ-------------–---–ი არის მისი მეუღლის ძმა, ხოლო რ--------------–---–ი არის მისი რძალი, რომელიც არის მაღაზიის უფროსი მენეჯერი. 2017 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე პერიოდში, მაღაზიაში მასთან კაბინეტში შევიდა გოგონა, ვაკანსია ჰქონდათ გამოცხადებული, რომ სჭირდებოდათ კონსულტანტი და აღნიშნულის თაობაზე გამოცხადდა. გოგონამ უთხრა, რომ მუშაობდა მადაგონში და ვინაიდან ცხოვრობდა ძველ რ-------ში და შორს უწევდა სამსახურში სიარული, სურდა სახლთან ახლოს მუშაობის დაწყება. ფიზიკურად და საუბრით მოეწონა, ამასთან, მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა და ჩათვალა, რომ აეყვანა სამსახურში, თუმცა უფროსი მენეჯერის რ--------------–---–ის გარეშე არ უნდოდა ეს გაეკეთებინა. გოგონას უთხრა, რომ ნომერი დაეტოვებინა და დაუკავშირდებოდნენ, როდესაც უფროსი მენეჯერი დაბრუნდებოდა სამსახურში. საღამოს, რ---------ი რომ დაბრუნდა, აუხსნა სიტუაცია, რაზეც რ----მ უთხრა, რომ მოსულიყო ეს გოგონა. მან (შ--------------–---–მა) თავად დაურეკა ამ პიროვნებას. გასაუბრებაზე მისულმა ქალბატონმა დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა. ქალბატონი ცოტას ღელავდა, მაგრამ ჩათვალა, რომ დაგვიანების გამო ღელავდა. გასაუბრება ხდებოდა მაღაზიის კაბინეტში. ერთი კაბინეტი აქვს მაღაზიას. რ----მ ქალბატონისთვის ერთი იმის კითხვა მოასწრო, რომ ეკითხა - სად მუშაობდა, რომელ სექციაში, რაზეც უპასუხა, რომ საკვებ სექციაში მუშაობდა. რ----მ უთხრა - კარგია, სასწორი იცი და რაღაც კოდების დამახსოვრება დაგჭირდებაო და ამ დროს შემოიხსნა სწრაფად კარები, დაცვამ უთხრა, რომ ვერ შეაკავა ეს პიროვნება, რომელიც კაბინეტში შემოსვლას ითხოვდა და ამბობდა, რომ მისი ცოლი იყო იქ. ამ პიროვნების სახემ იგი (მოწმე) შეაშინა, ვინაიდან შემოსვლისთანავე აგრესიული იყო, გამოხედვაში ეტყობოდა აგრესია. მისი (მოწმის) აზრით, ამ პიროვნებას არ უნდოდა, რომ მეუღლეს ემუშავა და მანამდე ოჯახშივე ჰქონდათ კონფლიქტი ამის თაობაზე. რადგან ამ გოგონამ დააქნია თავი, რომ ნამდვილად მისი მეუღლე იყო, რ----მ გააგრძელა საუბარი. ამ დროს რ--------------–---–ი იჯდა კომპიუტერთან და გვერდით კუთხეში, კარის მხარეს იჯდა თვითონ (შ--------------–---–ი). ვ--–--------------–---–ს რ--------------–---–ის რაღაც ნათქვამი არ მოეწონა - ჩემს ცოლს როგორ ელაპარაკებიო, რა დებილივით ელაპარაკები ჩემს ცოლსო და შეურაცხყოფაზე გადავიდა, ცოლს ეუბნებოდა - არც ფული გაკლია, არც მანქანა და რა გინდაო. უცებ დ-------------–---–ი ადგა და უთხრა - ოჯახში გაერკვიათ ეს ყველაფერი. ამაზე უფრო ღრმად შევიდა ოთახში ეს პიროვნება დასარტყმელად და დაიწყო მაშინვე მუშტებით დარტყმა. ვ--–--------------–---–ის მეუღლე ჯერ იჯდა. დ----- რომ ადგა, წამოიწია, ის კ------–---–სა და დ-------------–---–ის შუაში იდგა. ვ--–------მა მუშტი დაარტყა დ-----ს, რომელიც დაბლა დაეცა, არ იცის (მოწმემ), რამეს წამოკრა ფეხი თუ რის გამო წაიქცა. დ----- რომ წაიქცა, ვეღარ ადგა, სანამ არ გაიყვანეს კ------–---–ი კაბინეტიდან. რ---- უცებ რომ ადგა, მერე მიხვდა, რა ხდებოდა და მაშინვე ადგა თავადაც. ეს ყველაფერი უცებ მოხდა. დ----- რომ დაბლა იყო, ამის შემდეგ ვ--–------ი კიდევ იქნევდა მუშტებს, ვ--–------ი წახრილი იყო და მუშტებს ურტყამდა, მუშტებს იქნევდა, მაგრამ ვის ურტყამდა, კონკრეტულად არ დაუნახავს, თუმცა იცის (შ--------------–---–მა), რომ რ---------საც მოხვდა მუშტი და დ-----საც. კერძოდ, როდესაც ფეხზე წამოდგნენ, რ----ც წამოდგა, ვ--–------მა ხელი გაიქნია და მაგიდასთან გადავარდა რ----, თავად (მოწმე) აღმოჩნდა უკან. რ---- მაშინვე ადგა და დაიხარა დ-----სკენ. ვ--–--------------–---–ის მეუღლე უკვე ფეხზე იდგა და ცდილობდა მეუღლის გაყვანას. რ--------------–---–ს დახრილ მდგომარებაში მოხვდა მუშტი, თავი რომ აწია მაშინ. მან (შ--------------–---–მა) ზუსტად დაინახა, რომ ვ--–--------------–---–მა მოიქნია მუშტი, რომელიც სინამდვილეში რ----ს მოხვდა იმიტომ, რომ რ---- იქ იყო. რ--------------–---–ის მდგომარეობა მას მერე ნახა, რაც ვ--–------ი გაწიეს. მოწმის განმარტებით, დ----- ამ დროს წაქცეული იყო, თვითონ (მოწმე) უკან იყო იმიტომ, რომ ისეთი სივრცეა, წინა მხარეს ვერანაირად ვერ გადავიდოდა. დ-----საც მოხვდა რამდენიმე მუშტი და რ--------------–---–საც მოხვდა ვ--–--------------–---–ის მუშტი ცხვირში, რომელსაც წამოუვიდა სისხლი. მთლიანი კაბინეტი სისხლით იყო დასვრილი. რ--------------–---–ი ყვიროდა, ცხვირი რომ დაუზიანდა. ამ დროს იგი (შ--------------–---–ი) ვ--–------ის ზურგის მხარეს იდგა. რ----ს ვ--–------ის ხელი მოხვდა იმიტომ, რომ დ----- ამ დროს დაბლა ეგდო. ვ--–------ის მეუღლე იქიდან აწვებოდა ვ--–------ს, რომ გამოეყვანა, თვითონ ხელი არ მოუქნევია, ვინაიდან უკან იდგა. ვ--–--------------–---–მა რ--------------–---–ს მუშტი რომ დაარტყა, იცის, დაინახა, რომ მუშტი მოიქნია, ზურგით ეფარებოდა, მუშტებს იქნევდა დ-----ს მიმართულებით, უმისამართოდ არ იქნევდა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ცდილობდა, ვ--–------ი გარეთ გაეყვანა და კარები დაეკეტა. ერთადერთი ამის გაკეთება შეეძლო იმ მომენტში. რაც ძალა ჰქონდა, ყვიროდა, ეჯაჯგურებოდა, დატოვებითაც ვერ ტოვებდა, რომ გაქცეულიყო. ხმაურზე თანამშრომლები შემოვარდნენ და როგორღაც გაიყვანეს კ------–---–ი ოთახიდან. მოგვიანებით დაცვამ თქვა, რომ ეს პიროვნება გარეთ ქალს ურტყამდა. როგორც შემდეგ ნახეს კამერის ჩანაწერებში, აღმოჩნდა, რომ ცოლს ურტყამდა. თავად იგი (შ--------------–---–ი) გარეთ აღარ გასულა, რადგან ცდილობდა რ--------------–---–ი არ დაეტოვებინა მარტო, ყინულებს ადებდა და სისხლიანი სახე მოწმინდა. ოთახი სულ სისხლით იყო დასვრილი, დივანზეც სისხლის წვეთები იყო, მან (შ--------------–---–მა) სველი ხელსახოცით თავისი ხელით დაწმინდა ოთახი. რ----ს არ უთქვამს მისთვის (მოწმისთვის), რომ ხელი შემთხვევით მოარტყა ვ--–------მა. მისთვის (შ--------------–---–ისთვის) ცნობილია, რომ დავითის მიმართ ვ--–--------------–---–ის ცემის ფაქტზე დადგა განაჩენი. ვ--–--------------–---–ი გარეთ რომ გაიყვანეს, დ-----ს ადგომაში დაეხმარა. დ-----მ მისი მეუღლის სისხლი რომ დაინახა, იმდენად გაბრაზებული იყო, რომ გარეთ გავიდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები გ-----------------–ი და ლ--------------ე, რომლებმაც განმარტეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მაღაზია ,,ლ-------------–-სგან“, რომელიც მდებარეობს რ-------ელის ქუჩაზე, შევიდა სიგნალი, აღნიშნული მაღაზია აყვანილია სიგნალიზაციაზე. ადგილზე მისულებს დახვდათ ვ--–--------------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ძალიან აგრესიული იყო. იგი კონკრეტულად არავის მისამართით არ იყო აგრესიული, ზოგადად ყვიროდა, თავის მეუღლეს ხმამაღალი ტონით ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლში და მერე თავადაც მივიდოდა. მაღაზიის თანამშრომლებმა მათ (პოლიციელებს) მიუთითეს, რომ შესულიყვნენ მაღაზიაში. გ-----------------–ი მაღაზიაში შევიდა, ხოლო მეწყვილე (ლ--------------ე) დარჩა გარეთ კ------–---–თან, რათა არ დაეტოვებინა ტერიტორია. მაღაზიაში შესულს ოთახში დახვდა დივანზე წამოწოლილი გოგონა, რომელსაც ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი, თვითონაც დასვრილი იყო სისხლით და ცხვირზე ედო ყინული. შეკითხვაზე - რა მოხდა, ამ გოგონამ უპასუხა, რომ მამაკაცმა (ვ--–--------------–---–მა), რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იმ გოგონას გარეთ გასვლა არ შეეძლო ფიზიკურად. მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ ეს პიროვნება მათი ახალი თანამშრომლის ქმარი იყო. მაღაზიის თანამშრომლებმა მიუთითეს პიროვნებაზე, რომელიც იდგა გზის მეორე მხარეს და ეს ის პიროვნება იყო, რომელიც მისვლის დროს ნახეს გარეთ. იგი (გ-----------------–ი) გადავიდა ამ პიროვნებასთან და სიტუაციის გარკვევის მიზნით სცადა დალაპარაკებოდა. გადასვლიდან მალევე კ------–---–თან მივიდა იმ მომენტისათვის მისთვის (გ-----------------–ისთვის) უცნობი მამაკაცი და კ------–---–ს დაუწყო ცემა. მათ (პოლიციელებმა) ისინი გააშველეს. გაშველების შემდეგ ეს მამაკაცი კ------–---–ს ეუბნებოდა, რატომ გაუტეხა მის მეუღლეს ცხვირი. შემდგომში როგორც გაირკვა, ეს მამაკაცი იყო იმ გოგონას მეუღლე, რომელსაც ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მოქ. რ--------------–---–ს 08.12.17 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნასკდომი ჭრილობა და სისხლჩაქცევა სახის მიდამოში. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით 09.12.17 წ. დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვირი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა ბ-------------–--ემ.

 

2017 წლის 7 დეკემბრის ვ--–--------------–---–ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ ოქმით დადასტურებულია, რომ სიმთვრალე სიფხიზლეზე შემოწმებული იქნა ვ--–--------------–---–ი, რომელსაც შემოწმების შედეგად დაუდგინდა 1,930 პრომილეს ოდენობით ალკოჰოლური თრობა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ--–--------------–---–მა დაზარალებულ რ--------------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობრივი ქმედება (მუშტი დაარტყა ცხვირის არეში), რითაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ვ--–--------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ვ--–--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე მოწმე შ--------------–---–ის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოა სხვა მოწმეთა ჩვენებებთან. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე შ--------------–---–ის ჩვენება სხვა მოწმეთა ჩვენებების ურთიერთსაწინააღმდეგოა. პალატა აღნიშნავს, რომ უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეები - დ-------------–---–ი და შ--------------–---–ი, ასევე დაზარალებული რ--------------–---–ი თავიანთ ჩვენებებში საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით, ერთნაირად ხსნიან მომხდარი ფაქტის დეტალებს, მათი ჩვენებები ურთიერთშეთავსებადი და ლოგიკურია. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგნის თვალსაზრისით ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს ისეთი ცდომილება და ურთიერთწინააღმდეგობა, რომელიც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა და პალატას ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა ვ--–--------------–---–ის ბრალეულობაში.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ--–--------------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. სასჯელის დანიშვნისას პალატა იმავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–--------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ვ--–--------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ--–--------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ---------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ვ--–--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ვ--–--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ვ--–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და კანონით დადგენილი წესით ყადაღა მოეხსნას ვ--–--------------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე - მდებარე ქ--------------------------------------- (საკადასტრო კოდი 0------------------), ვ--–--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად - 1000 ლარის ნაწილში;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე