განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/771-19
330310116001564461
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
სააპელაციო საჩივრის ავტორი - ი---- შ---–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ი---- შ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2016 წლის 23 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ი---- შ---–--ის მიმართ N0----- მითითება შეადგინა. აღნიშნული მითითების მიხედვით, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ იყო დამონტაჟებული ხის შენობა-ნაგებობა და ღობე. ამავე მითითებით ი---- შ---–--ეს 20 დღის ვადა მიეცა განხორციელებული მშენებლობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად.
2.2. 2016 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა N0----- შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2016 წლის 23 მაისის N0----- მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დააფიქსირა.
2.3. 2016 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ი---- შ---–--ის მონაწილეობით 2016 წლის 23 მაისის N0----- მითითებისა და 2016 წლის 13 ივნისის შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. განხილვაზე ი---- შ---–--ემ განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელდა 2016 წელს, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, რის გამოც დემონტაჟს არ აპირებს.
2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებით ი---- შ---–--ე დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ხის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის (განთავსებისთვის). ამავე დადგენილებით ი---- შ---–--ეს უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი დაევალა.
2.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით:
- სამშენებლო სამართალდარღვევის შინაარსი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ქალაქ თბილისში, ა-------–ი N0--------------- საკადასტრო კოდზე მოქალაქე ი---- შ---–--ის მიერ განხორციელდა ხის შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა (განთავსება) შესაბამისი სანებართვოს დოკუმენტაციის გარეშე“;
- 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტები კი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ი---- შ---–--ე დაჯარიმდეს 10 000 (ათი ათასი) ლარით ქალაქ თბილისში, ა-------–ი, N0--------------- საკადასტრო კოდზე უნებართვოდ ხის შენობა-ნაგებობის და ღობის მშენებლობისთვის (განთავსებისთვის)“; „მოქალაქე ი---- შ---–--ეს დაევალოს ქალაქ თბილისში, აფრიკა, N0--------------- საკადასტრო კოდზე უნებართვოდ აშენებული (განთვსებული) ზის შნობა-ნაგებობისა და ღობის დემონტაჟი“.
2.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 15 აგვისტოს ი---- შ---–--ის განცხადება, 2016 წლის 26 აგვისტოს კი მისი წამომადგენლის - ლელა გვიშიანის დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილების, ამავე სამსახურის 2016 წლის 23 მაისის მითითებისა და 2016 წლის 13 ივნისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ი---- შ---–--ის ერთადერთ საცხოვრებელს, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია, ასევე, არ მომხდარა მხარის ფაქტობრივი მდგომარეობისა და საჭიროების შესწავლა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ განხორციელებულა შეთავაზება ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
2.7. 2017 წლის 5 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ი---- შ---–--ის წარმომადგენლის ლელა გვშიანის ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო დადგენილებით მოხდა არა ტექნიკური ხასიათის შესწორება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ N0----- დადგენილებაში, არამედ არსებითი სახის დამატების შეტანა მასში, რითაც არსებითად გაუარესდა სამართალდამრღვევის მდგომარეობა.
2.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N1-3-- ბრძანებით ი---- შ---–--ის 2016 წლის 5 აგვისტოს N2-------- და მისი წარმომადგენლის ლელა გვიშიანის 2016 წლის 26 აგვისტოს N3-------- ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილება.
2.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 აგვისტოს N1----- ბრძანებით ი---- შ---–--ის წარმომადგენლის ლელა გვიშიანის 2017 წლის 5 იანვრის N2-------------10 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილება.
3.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილების, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N1-3-- ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 აგვისტოს N1----- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებისა და 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, მათი შეფასებისათვის არსებითია, გაირკვეს, მართლზომიერად დაჯარიმდა თუ არა ი---- შ---–--ე ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე ხის შენობა- ნაგებობისა და ღობის დამონტაჟებისათვის და მართლზომიერად დადგინდა თუ არა შესაბამისი სამუშაოების შედეგების დემონტაჟი, ასევე, კანონიერად განხორციელდა თუ არა 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილებით 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებაში შესწორების შეტანა.
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა- ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა.
3.3. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლისა. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მითითებული კოდექსით განსაზღვრული ზოგადი ნორმები და პრინციპები გამოიყენება სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევების მიმართ, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს.
დასახელებული კოდექსის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი).
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმების მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მითითებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---- შ---–--ისთვის გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შესაბამისი სახდელის - ჯარიმის დაკისრება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს დაქვემდებარება კანონიერად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმათა დაცვით მოხდა და მოსარჩელეს არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სადავო დადგენილების მიღებისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული ხის შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა განხორციელდა უნებართვოდ, მასზე პასუხისმგებელი პირი ი---- შ---–--ე იყო, სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ყოფილა და მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენდა.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N1-3-- და 2017 წლის 11 აგვისტოს N1- 1800 ბრძანებების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მითითებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებასთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებს (პუნქტი 6.1).
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა გამოსაყენებელი კანონი, არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ამასთან აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე და შეფასების გარაშე დატოვა ისინი.
აპელანტი მიუთითებს, რომ დემონტაჟი, რომლის დავალდებულების ბრძანება გამოსცა მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შინაარსობრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა გამოსახლებას. კერძოდ, სადაო არ არის რომ ოჯახი აქტის გამოცემის მომენტისათვის საცხოვრებლად იყენებდა დემონტაჟს დაქვემდებარებულ შენობას.
აპელანტის მტკიცებით, სადაო აქტის აღსრულების შემთხვევაში, სახეზე იყო აპელანტისა და მისი ოჯახის ფაქტობრივი გამოსახლება, რომელიც უნდა დაქვემდებარებოდა განსხვავებულ სამართლებრივ რეგულაციას.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ მისი ერთადერთი ფაქტობრივი საცხოვრებელი მდებარეობს აფრიკის დასახლებაში, ანდრია გუგუშვილის ქუჩა N32-ის მიმდებარედ. აპელანტი აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობს 2016 წლის მარტიდან, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში.
4.2. აპელანტი სააპელაციო საჩივარში, მიუთითებს შინაგან საქმეთ მინისტრის 2016 წლის 1 მარტის N75 ბრძანების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანად, გამოსახლება გულისხმობს თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ზომების დაცვით უკანონო მფლობელობაში შეღწევა, უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირების უკანონო მფლობელობიდან ფიზიკურად გამოყვანა და სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მართლზომიერი მფლობელობის უფლების დაცვას და არ იწვევს პირის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას;
გამოსახლება, როგორც ჩარევის მაღალი ინტენსივობის შემცველი ღონისძიება, ქმნის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რისკს, რაც განსაკუთრებით პრობლემატურია იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსახლება შინამეურნეობის საცხოვრებლის გარაშე დარჩენას იწვევს. დემონტაჟი თავისსავე არსში მოიცავს გამოსახლებას, რამდენადაც გულისხმობს საცხოვრებელი ფართის მცხოვრებ პირთაგან და მოძრავი ნივთებისაგან ფაქტობრივ გამოთავისუფლებას.
აპელანტი უთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25 მუხლს, რომელიც არ აკეთებს დიფერენცირებას დემონტაჟს დაქვმდებარებული ობიექტების მიხედვით, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა საცხოვრებლის სრული დემონტაჟი ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, რაც მათ შორის გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა საჭიროების ანალიზს, თავშესაფრის გარაშე დარჩენისა და სხვა რისკებს გულისხმობს, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევის საბოლოო შედეგამდე მივყავართ.
მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის მუნიციპალური სამსახური ატარებს, რომელიც სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტია და მისი ვალდებულებაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.
4.3. აპელანტი უთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, 2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განმტკიცებულია, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საქმის ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის ვალდებულება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში „გლადიშევა რუსეთის წინააღმდეგ“ კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების უფლების შეფასებისას, აღნიშნა რომ სახლზე უფლება წარმოადგენს სიკეთეს, რომელში ჩარევისთვის არ არის საკმარისი დადგენილ იქნეს მხოლოდ ამგვარი ჩარევის კანონიერება, არამედ აგრეთვე უნდა შეფასდეს რამდენად იყო გადაწყვეტილება პროპორციული.
აპელანტის მითითებით, სადაოდ ქცეული ნაგებობა, ი---- შ---–--ის ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო მათ შორის ქალაქ თბილისის მერიისათვის სარჩელის წარდგენამდე, 2016 წლის მაისსა და ივნისში მიმართული განცხადებების შედეგად. ასევე მხარის ახსნა-განმარტებით, სადაც ი---- შ---–--ე შენობის დემონტაჟის შეუძლებლობას ხნის იმ გარემოებით, რომ აღნიშნული შენონა მისი და მისი ოჯახისთვის წარმოადგენს ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს.
აპელანტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია ე.წ რეფერალის მექანიზმი და მიუხედავად აპელანტის არაერთი ცნობისა საქმეში არ ჩაურთავს უსახლკარობის საკითხებზე მომუშავე და მასზე პასუხისმგებელი სპეციალური უწყება. ქალაქ თბილისის მერიის სახით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამიტომ სააპელაციოს სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება ი---- შ---–--ის სარჩელი.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
7. სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილების, მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N1-3-- ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 11 აგვისტოს N1----- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებისა და 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე, მათი შეფასებისათვის არსებითია, გაირკვეს, მართლზომიერად დაჯარიმდა თუ არა ი---- შ---–--ე ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე ხის შენობა- ნაგებობისა და ღობის დამონტაჟებისათვის და მართლზომიერად დადგინდა თუ არა შესაბამისი სამუშაოების შედეგების დემონტაჟი, ასევე, კანონიერად განხორციელდა თუ არა 2016 წლის 16 დეკემბრის Nც----- დადგენილებით 2016 წლის 5 აგვისტოს N0----- დადგენილებაში შესწორების შეტანა.
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა- ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა.
7.3. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლისა. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მითითებული კოდექსით განსაზღვრული ზოგადი ნორმები და პრინციპები გამოიყენება სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სამართალდარღვევების მიმართ, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უზრუნველყოფს.
დასახელებული კოდექსის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები (მე-15 მუხლის „ი“ პუნქტი).
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი შემდეგი სახით განსაზღვრავს: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმების მიხედვით, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მითითებული ნორმებისა და დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---- შ---–--ისთვის გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შესაბამისი სახდელის - ჯარიმის დაკისრება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს დაქვემდებარება კანონიერად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმათა დაცვით მოხდა და მოსარჩელეს არ მიუთითებია შესაბამისი დადგენილების გამოტანისას კანონმდებლობის ისეთ დარღვევაზე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სადავო დადგენილების მიღებისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ა-------–ი მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებული ხის შენობა-ნაგებობისა და ღობის მშენებლობა განხორციელდა უნებართვოდ, მასზე პასუხისმგებელი პირი ი---- შ---–--ე იყო, სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ყოფილა და მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენდა.
7.4. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 თებერვლის N1-3-- და 2017 წლის 11 აგვისტოს N1- 1800 ბრძანებების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მითითებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებასთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებს (პუნქტი 6.1).
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც სასამართლო ხარჯები გადახდება სახელმწიფოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- შ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მირანდა ერემაძე