განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.01.2018
საქმის ნომერი
330310017001930634
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განაცდურის ანაზღაურება, სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2608-17, 330310017001930634

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ვ-–-------- ყ----------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

ვ-–-------- ყ----------მ 2017 წლის 19 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 19 აპრილის „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ N M------------- ბრძანების ბათილად ცნობა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება- ვ-–-------- ყ---------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------------------------–-–-----------–----------–----------------–----------–---------–-- თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ-–-------- ყ---------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის- ყოველთვიურად 1060 ლარის, ასევე მიუღებელი დანამატების და პრემიების ანაზღაურების დავალება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ-–-------- ყ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------------------------–-–-----------–----------–----------------–----------–---------–-- თანამდებობაზე (ს.ფ. 15-27).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანებით დამტკიცებული ს---------------–-–--- დეპარტამენტის საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------------------------–-–-----------------------------–----------–----–- განსაზღვრული იყო ს--------–----------–---------–-----–-----------------–------ საშტატო ერთეული (ს.ფ. 61-88).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------- საშტატო ნუსხაში და საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------- ს---------------–-–-----------–----------–-------–----–- ნაცვლად ე-–----------–------ საშტატო ერთეულისა, განისაზღვრა ერთი ს--------–----------–---------–-- საშტატო ერთეული ე-–----------–----------–- (ს.ფ. 89-118).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, მიმდინარე რეორგანიზაციისა და თანმდევი საშტატო ერთეულების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------------------------–-–-----------–----------–----------------–----------–---------–-- თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში(ს.ფ.129).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 19 აპრილის ბრძანებით, საშტატო ერთეულების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- გათავისუფლდა სამსახურიდან, რადგან იგი ვერ აკმაყოფილებდა სამხედრო საშტატო ერთეულზე დანიშვნისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო პირობებს (ს.ფ.130).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, მე-7, მე-16, 29-ე, 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 44-ე მუხლის პირველი პუნქტით; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით; ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტითა და 24-ე მუხლით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე, 32-ე მუხლებით; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-601 მუხლით; „სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით, მე-19 მუხლის მესამე პუნქტით, სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის "თ" ქვეპუნქტით, 96-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 97-ე მუხლით, 112-ე მუხლით;

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9).

 

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). იმავე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურში შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირება, თავის მხრივ გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად გაუქმებას ან რეორგანიზაციის შედეგად, ასეთი საშტატო ერთეულის დაკავებისათვის განსხვავებული კრიტერიუმების დაწესებას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, მიმდინარე რეორგანიზაციისა და თანმდევი საშტატო ერთეულების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------------------------–-–-----------–----------–----------------–----------–---------–-- თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ ს---------------–-–--- დეპარტამენტში, შესაბამის საშტატო ერთეულზე დანიშვნის სათანადო კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმას, თუ რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისათვის, რომ იგი დაინიშნოს სამხედრო მოსამსახურის საშტატო ერთეულზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანებით დამტკიცებული ს---------------–-–--- დეპარტამენტის საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------- ს---------------–-–--- დ-----–----------–----–- განსაზღვრული იყო ს--------–----------–---------–-----–-----------------–------ საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- იყო დანიშნული; ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------- საშტატო ნუსხაში და საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------- ს---------------–-–-----------–----------–-------–----–- ნაცვლად ე-–----------–------ საშტატო ერთეულისა, განისაზღვრა ერთი ს--------–----------–---------–-- საშტატო ერთეული ე-–----------–----------–-.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საშტატო ერთეულზე, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ვ-–-------- ყ----------, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, შეიცვალა და ახლებურად განისაზღვრა კრიტერიუმები, კერძოდ, თუ მითითებულ საშტატო ერთეულზე, ადრე სამოქალაქო პირს შეეძლო დანიშნულიყო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი გახდა ის, რომ პირი იყოს სამხედრო მოსამსახურე და იგი აკმაყოფილებდეს სამხედრო მოსამსახურისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- ვერ აკმაყოფილებს სამხედრო საშტატო ერთეულზე დანიშვნისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, კერძოდ იგი ვერ აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, რის გამოც საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ვ-–-------- ყ----------, გაუქმებულად (შემცირებულად) უნდა ჩაითვალოს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლდა და კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი ისეთ პირობებში, როდესაც სახეზე იყო რეორგანიზაციის შედეგად კონკრეტული თანამდებობის შემცირება, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა კადრების განკარგულებაში ყოფნის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის საფუძვლით, რის გამოც, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძველი შესაბამისობაშია და წინააღმდეგობაში არ მოდის „ს---------------–-–--- შესახებ“ საქართველოს კანონთან და მის საფუძველზე გამოცემულ ზემოთ აღნიშნულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დებულებებთან, აგრეთვე სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე და 97-ე მუხლებთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა ,,სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 19 აპრილის №M---------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ-–-------- ყ----------მ და მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით; 601 მუხლით.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცემული აქტის საფუძველზე ვ-–-------- ყ---------- გადაიყვანეს კადრების განყოფილებაში იმ დასაბუთებით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–-------------------–- მიმდინარეობდა რეორგანიზაცია.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული „ს---------------–-–--- თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით მოსამსახურის კადრებში გადაყვანა წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/ გათავისუფლების შესახებ.

 

იმავე ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/ განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/ გათავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლების საფუძველზე შეიძლება ითქვას, ვ-–-------- ყ---------ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე კადრებში გადაყვანა წარმოადგენს თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებას, ხოლო რეალურად ვ-–-------- ყ---------- თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 19 აპრილის ბრძანებით, რომელიც აპელანტის მოსაზრებით უკანონოა, რადგან ის თანამდებობა, რომელიც ვ-–-------- ყ----------ს ეკავა არ გაუქმებულა და შესაბამისად დასაბუთება თითქოსდა მოხდა აღნიშნული საშტატო ერთეულის გაუქმება მისი აზრით, დასაბუთებას მოკლებულია.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები სათანადოდ, კერძოდ ის ფაქტი, რომ რეორგანიზაციის შემდეგ აღნიშნული თანამდებობა იყო შენარჩუნებული და ყ---------ის აღდგენა მოცემულ თანამდებობაზე ცალსახად შეიძლებოდა. აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს ასევე არ შეუფასებია ის გარემოება, რომ თანამდებობის შენარჩუნების შემდეგ სხვა პირი დაინიშნა თანამდებობაზე მაშინ, როცა უფლება-მოვალეობების ნაწილში რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია და ვ-–-------- ყ----------ს შეეძლო შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა.

 

აპელანტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ისე იქნა გამოცემული საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ბრძანება ვ-–-------- ყ---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომ არ გადამოწმებულა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–-------------------–- ნამდვილად მოხდა თუ არა რეორგანიზაციის შედეგად ვ-–-------- ყ---------ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება, სასამართლოს მიერ კი არ მოხდა აღნიშნული გარემოებების სრულყოფილად შეფასება და გამოკვლევა.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-–-------- ყ---------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------------------------–-–-----------–----------–----------------–----------–---------–-- თანამდებობაზე (ს.ფ. 15-27).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანებით დამტკიცებული ს---------------–-–--- დეპარტამენტის საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------- ს---------------–-–--- დ-----–----------–----–- განსაზღვრული იყო ს--------–----------–---------–-----–-----------------–------ საშტატო ერთეული (ს.ფ. 61-88).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------- საშტატო ნუსხაში და საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------- ს---------------–-–-----------–----------–-------–----–- ნაცვლად ე-–----------–------ საშტატო ერთეულისა, განისაზღვრა ერთი ს--------–----------–---------–-- საშტატო ერთეული ე-–----------–----------–- (ს.ფ. 89-118).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, მიმდინარე რეორგანიზაციისა და თანმდევი საშტატო ერთეულების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ-------–------–-----------------------–-–--------------------------------------–-–-----------–----------–----------------–----------–---------–-- თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში(ს.ფ.129).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 19 აპრილის ბრძანებით, საშტატო ერთეულების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- გათავისუფლდა სამსახურიდან, რადგან იგი ვერ აკმაყოფილებდა სამხედრო საშტატო ერთეულზე დანიშვნისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო პირობებს (ს.ფ.130).

 

სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საჯარო სამსახურში შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირება, თავის მხრივ გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად გაუქმებას ან რეორგანიზაციის შედეგად, ასეთი საშტატო ერთეულის დაკავებისათვის განსხვავებული კრიტერიუმების დაწესებას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლომს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ს---------------–-–--- დეპარტამენტში, შესაბამის საშტატო ერთეულზე დანიშვნის სათანადო კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმას, თუ რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისათვის, რომ იგი დაინიშნოს სამხედრო მოსამსახურის საშტატო ერთეულზე.

 

სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საშტატო ერთეულზე, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ვ-–-------- ყ----------, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ შეიცვალა და ახლებურად განისაზღვრა კრიტერიუმები, კერძოდ, თუ მითითებულ საშტატო ერთეულზე ადრე სამოქალაქო პირს შეეძლო დანიშნულიყო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი გახდა ის, რომ პირი იყოს სამხედრო მოსამსახურე და იგი აკმაყოფილებდეს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ ვ-–-------- ყ---------- ვერ აკმაყოფილებს სამხედრო საშტატო ერთეულზე დანიშვნისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, კერძოდ იგი ვერ აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, რის გამოც საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ვ-–-------- ყ----------, გაუქმებულად (შემცირებულად) უნდა ჩაითვალოს.

 

სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვ-–-------- ყ---------- დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლდა და კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი ისეთ პირობებში, როდესაც სახეზე იყო რეორგანიზაციის შედეგად კონკრეტული თანამდებობის შემცირება, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა კადრების განკარგულებაში ყოფნის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის საფუძვლით.

 

ყოველივე აღნიშნულის გამო, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძველი შესაბამისობაშია და წინააღმდეგობაში არ მოდის „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დებულებებთან, აგრეთვე სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე და 97-ე მუხლებთან.

 

სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად ჩათვალა, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს ვ-–-------- ყ---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ვ-–-------- ყ---------ის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე