განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2019
საქმის ნომერი
820100119002935532
ინსტანცია
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-460-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----–- ა---------–-ს ძე ფ---------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი ზედა ახალშენი მ---------

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ვ-----–- ფ---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 24 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში, როგორც ქ.ბათუმში, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების ს--–---- და ს--- ფ---------ეების თანდასწრებით, სისტემატიურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს, ზ----- გ-------–--ეს, რამაც გამოიწვია ზ----- გ-------–--ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2018 წლის 03 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ვ-----–- ფ---------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების ს--–---- და ს--- ფ---------ეების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლე ზ----- გ-------–--ეს, სხეულის სხვადასხვა არეში ჩუსტის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 24 იანვარს, ვ-----–- ფ---------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს ზ----- გ-------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 24 იანვარის შემაკავებელი ორდერით, ვ-----–- ფ---------ეს აკრძალული ქონდა მსხვერპლთან ზ----- გ-------ესთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია, მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, ვ-----–- ფ---------ე 2019 წლის 3 თებერვლიდან 11 თებერვლამდე პერიოდში სისტემატიურად ახორციელებდა ზ----- გ-------–--ესთან სატელეფონო კომუნიკაციას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ვ-----–- ფ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ვ-----–- ფ---------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო 2019 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა---- მ--------ს მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ-----–- ფ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ზ----- გ-------–--ის, ნ-----–- გ-------–--ის, ს------- ქ-------ის და ვ-----–- ფ---------ის გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 24 იანვარის შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ვ-----–- ფ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ვ-----–- ფ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო 2019 წლის 15 მაისის განაჩენი ვ-----–- ფ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ვ-----–- ფ---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01(ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ვ-----–- ფ---------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 03 (სამი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

მსჯავრდებულ ვ-----–- ფ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ვ-----–- ფ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 19 თებერვლიდან.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე