განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002230654
საქმე №3ბ/2362-18
განჩინება
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ---- ს------–---–ი
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. ზ---- ს------–---–მა 2017 წლის 25 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მოითხოვა შემდეგი: მოპასუხე - ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, მოსარჩელე - ზ---- ს------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს „ზ---- ს------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2--- ბრძანების გამოცემის დღიდან, „ზ---- ს------–---–ის სამსახურში აღდგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემის დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი ხელფასის, განაცდურის ანაზღაურება.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ზ---- ს------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაონის გამგეობას, მოსარჩელე - ზ---- ს------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ,,ზ---- ს------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2--- ბრძანების გამოცემის დღიდან, ,,ზ---- ს------–---–ის სამსახურში აღდგენის შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანების გამოცემის დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი ხელფასის განაცდურის ანაზღაურება; მოპასუხე - ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას ასევე დაეკისრა სასამართლო გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისთვის - 300 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის - 30 ლარის ანაზღაურება; სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განკარგულებით, 2005 წლის 7 დეკემბრიდან ზ---- ს------–---–ი დაინიშნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------------–---–--------
2.2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2011 წლის 11 იანვრის განკარგულებით, იმავე რაიონის გამგეობის ა-------------–---–----- - ზ---- ს------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
2.3. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2011 წლის 11 იანვრის განკარგულებით, ზ---- ს------–---–ი დაინიშნა იმავე რაიონის გამგეობის აპ---------–-----------–---–----------------) მოვალეობის შემსრულებლად.
2.4. დიდუბე - ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2013 წლის პირველი მარტის განკარგულებით, გამგეობის ა----------–-----------–---–------ მოვალეობის შემსრულებელი (--------- - ზ---- ს------–---–ი გადაყვანილი იქნა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–--–-----------–---–------ (--------- მოვალეობის შემსრულებლად.
2.5. საქმეში წარმოდგენილი განკარგულებებით და საბანკო ამონაწერებით დადგენილია, რომ ზ---- ს------–---–ს მუშაობის პერიოდში არაერთხელ აქვს მიღებული პრემია.
2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 30 სექტემბრის №-- ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით კონკურსიის შედეგად მოწონებული იქნა ზ---- ს------–---–ის კანდიდატურა და წარდგენილი იქნა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–---–------------–---–------ თანამდებობაზე დასანიშნად.
2.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 30 სექტემბრის №-- ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2013 წლის პირველი ოქტომბრის №----- განკარგულებით ზ---- ს------–---–ი დაინიშნა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–--–-----------–---–------ (--------- თანამდებობაზე.
2.8. 2014 წლის 13 ნოემბერს ზ---- ს------–---–ი წერილობით გააფრთხილეს 2014 წლის 13 დეკემბრიდან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №- ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით ზ---- ს------–---–ის საატესტაციო შედეგი მიჩნეული იქნა არადამაკმაყოფილებლად ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–---–------------–---–------ (--------- თანამდებობის დასაკავებლად.
2.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზ---- ს------–---–ი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას. საპრეტენზიო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მისცემოდა რეკომენდაცია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ზ---- ს------–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
2.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა და გაითვალისწინა საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე ზ---- ს------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №- ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2--- ბრძანებით ზ---- ს------–---–ი გათავისუფლდა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–------–---------------–---–-----ს (--------- თანამდებობიდან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის №3-------- გადაწყვეტილებით ზ---- ს------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.(ტ.1. ს.ფ. 31-86);
2.14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის №3--------- გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2--- ბრძანება ზ---- ს------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
2.15. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხეს საკითხის ხელახალი განხილვისას უნდა დაედგინა, ფუნქციურად რომელ თანამდებობას შეესაბამებოდა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა----------–-----------–---–------ (------ის) თანამდებობა და აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ უნდა გამოეცა სათანადო ბრძანება ზ---- ს------–---–ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ამასთან გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში შესაბამის პირს უნდა ანაზღაურებოდა განაცდური „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე.(ტ.1. ს.ფ. 33-86).
2.16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის №ბ------------------- განჩინებით ზ---- ს------–---–ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016 წ. გადაწყვეტილება.(ტ.1. ს.ფ. 87-89).
2.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის №3--------- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2017 წლის 27 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. (ტ.1. ს.ფ. 90).
2.18. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს მიღებული იქნა ბრძანება „ზ---- ს------–---–ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“; ამ ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის (საქმე №3---------) გადაწყვეტილებისა და ზ---- ს------–---–ის 2017 წლის 7 სექტემბრის №1---------------- წერილობითი თანხმობის საფუძველზე, აღდგენილ იქნა ზ---- ს------–---–ი (პ/ნ: 0----------) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა------------–-----------------–-----------------–---–-------------------–---–--–-----------–---–----------------------------–-------------------–----------–---–------ თანამდებობაზე.(ტ.1. ს.ფ. 96).
2.19. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 13 ოქტომბრის №3------------- წერილით, ასევე განმეორებით, 2017 წლის 13 დეკემბრის №3------------- წერილით ზ---- ს------–---–ს, 2017 წლის 2 ოქტომბრის და 14 ნოემბრის განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №3--------- საქმეზე, 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სასამართლოს, მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ არ დაუვალებია გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2--- ბრძანება და გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის #ბ----------- ბრძანებით მოხდა მისი აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რის შედეგადაც აღსრულდა 2016 წლის 13 იანვრის სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. (ტ.1. ს.ფ. 97, 100).
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მეორე, 37-ე, 112-ე, 118-ე 127-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლებით.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე - ზ---- ს------–---–ის სამსახურში აღდგენა არ მომხდარა და მოხდა მისი თანამდებობაზე დანიშვნა ვერ იქნება გაიზიარებული, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ---- ს------–---–ის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის (საქმე №3---------) გადაწყვეტილება.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ზ---- ს------–---–ისადმი გაგზავნილ 2017 წლის 13 ოქტომბრის №3------------- და 2017 წლის 13 დეკემბრის №3------------- წერილებში ადასტურებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის Nბ----------- ბრძანებით მოხდა ზ---- ს------–---–ის აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რის შედეგად აღსრულდა 2016 წლის 13 იანვრის სასამართლო გადაწყვეტილება.
4.3. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, ზემოთ მითითებული ბრძანება გამოცემული იქნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და არა სხვა რომელიმე მიზეზიდან გამომდინარე (კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ.) და რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ მოხდა ზ---- ს------–---–ის არა თავიდან დანიშვნა, არამედ თანამდებობაზე აღდგენა.
4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, რომელიც იძულებითი განაცდურის სახით მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას ითვალისწინებდა.
4.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ასანაზღაურებელი ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელს მიანდობს. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
4.6. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
4.7. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე - 2015 წლის აგვისტოში, ძალადაკარგულად ჩაითვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112- ე მუხლის ის დანაწესი, რომელიც იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მხოლოდ 3 თვით ზღუდავდა. შესაბამისად, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობების ახლებურად საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, მოსარჩელე - ზ---- ს------–---–ს მიეცა სამართლებრივი შესაძლებლობა სრულად მოეთხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, როგორც მისთვის უკანონოდ მიყენებული ზარალის კომპენსაცია.
4.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ზ---- ს------–---–ი უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი - 2014 წლის 3 დეკემბრიდან - (ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან გათავისუფლების მომენტიდან) 2017 წლის 12 სექტემბრამდე (სამუშაოზე აღდგენამდე) პერიოდისათვის.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. აპელანტის მოსაზრებით, 2016 წლის 13 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა მხოლოდ შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და არა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა და გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება. მოხელის ატესტაციის შედეგად თანამდებობაზე დანიშვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული საბოლოო შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე.
5.2. სააპელაციო საჩივრის თანახმად, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ტესტირების, ისე წერითი დავალების ან/და გასაუბრების ფორმით. აღნიშნულს ადგენს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N11-22 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ოქტომბრის N1182 ბრძანებითა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 17 ოქტომბრის N1 სხდომის ოქმის შესაბამისად, დამტკიცდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოხელეებისათვის ატესტაცია მოიცავდა ორ ეტაპს, 1 - ტესტირება და 2 - გასაუბრება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ ცნო ზ---- ს------–---–ის ტესტირების შედეგები, თუმცა ბათილად მიიჩნია კომისიის საოქმო გადაწყვეტილებები, რაც თავისთავად გულისხმობს გასაუბრების ეტაპის შედეგების ბათილად ცნობასაც. „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებში.“ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგ აქვს შესაძლებლობა საატესტაციო-საკონკურსო კომისიას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 ოქტომბრის N11-22 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშვნაზე უფლებამოსილ პირს წარუდგინოს შემაჯამებელი დასკვნა ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე. რის გარეშეც მოხელეს ატესტაცია გავლილად ვერ ჩაეთვლება.
5.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის პოზიციით, მოხდა მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა და არა აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ზ---- ს------–---–ის მხრიდან განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა არის უსაფუძვლო.
6. ზ---- ს------–---–ის ადვოკატმა სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა დაეკისროს აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისთვის 7 000 ლარის ოდენობით; ასევე მოითხოვა დაეკისროს აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 80 ლარის ანაზღაურება სააპელაციო შესაგებლის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯი- 80 ლარის ოდენობით; ასევე წერილობითი დოკუმენტების მოსამზადებლად, ასაკინძად, შესაფუთად, ასევე სააღსრულებო ხარჯების- 200 ლარის ოდენობით.
7. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე:
8.1. დიდუბე - ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2013 წლის პირველი მარტის განკარგულებით, გამგეობის ა----------–-----------–---–------ მოვალეობის შემსრულებელი (--------- - ზ---- ს------–---–ი გადაყვანილი იქნა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–--–-----------–---–------ (--------- მოვალეობის შემსრულებლად.
საქმეში წარმოდგენილი განკარგულებებით და საბანკო ამონაწერებით დადგენილია, რომ ზ---- ს------–---–ს მუშაობის პერიოდში არაერთხელ აქვს მიღებული პრემია.
8.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 30 სექტემბრის №-- ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით კონკურსიის შედეგად მოწონებული იქნა ზ---- ს------–---–ის კანდიდატურა და წარდგენილი იქნა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–---–------------–---–------ თანამდებობაზე დასანიშნად.
8.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 30 სექტემბრის №-- ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2013 წლის პირველი ოქტომბრის №----- განკარგულებით ზ---- ს------–---–ი დაინიშნა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–--–-----------–---–------ (--------- თანამდებობაზე (ტ.1. ს.ფ. 31).
8.4. 2014 წლის 13 ნოემბერს ზ---- ს------–---–ი წერილობით გააფრთხილეს 2014 წლის 13 დეკემბრიდან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
8.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №- ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით ზ---- ს------–---–ის საატესტაციო შედეგი მიჩნეული იქნა არადამაკმაყოფილებლად ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–---–------------–---–------ (--------- თანამდებობის დასაკავებლად.
8.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზ---- ს------–---–ი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას. საპრეტენზიო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მისცემოდა რეკომენდაცია საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ზ---- ს------–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
8.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №- სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა და გაითვალისწინა საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე ზ---- ს------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
8.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №- ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2--- ბრძანებით ზ---- ს------–---–ი გათავისუფლდა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა-------–------–---------------–---–-----ს (--------- თანამდებობიდან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო (ტ.1. ს.ფ. 32).
8.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის №3-------- გადაწყვეტილებით ზ---- ს------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის №3--------- გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2--- ბრძანება ზ---- ს------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხეს საკითხის ხელახალი განხილვისას უნდა დაედგინა, ფუნქციურად რომელ თანამდებობას შეესაბამებოდა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ა----------–-----------–---–------ (------ის) თანამდებობა და აღნიშნული გარემოების დადგენის შემდეგ უნდა გამოეცა სათანადო ბრძანება ზ---- ს------–---–ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ამასთან გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში შესაბამის პირს უნდა ანაზღაურებოდა განაცდური „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე.(ტ.1. ს.ფ. 33-86).
8.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის №ბ------------------- განჩინებით ზ---- ს------–---–ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016 წ. გადაწყვეტილება.(ტ.1. ს.ფ. 87-89).
8.11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის 12 სექტემბრს მიღებული იქნა ბრძანება „ზ---- ს------–---–ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“; ამ ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის (საქმე №3---------) გადაწყვეტილებისა და ზ---- ს------–---–ის 2017 წლის 7 სექტემბრის №1---------------- წერილობითი თანხმობის საფუძველზე, აღდგენილ იქნა ზ---- ს------–---–ი (პ/ნ: 0----------) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა------------–-----------------–-----------------–---–-------------------–---–--–-----------–---–----------------------------–-------------------–----------–---–------ თანამდებობაზე.(ტ.1. ს.ფ. 96).
8.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 13 ოქტომბრის №3------------- წერილით, ასევე განმეორებით, 2017 წლის 13 დეკემბრის №3------------- წერილით ზ---- ს------–---–ს, 2017 წლის 2 ოქტომბრის და 14 ნოემბრის განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №3--------- საქმეზე, 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სასამართლოს, მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ არ დაუვალებია გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2--- ბრძანება და გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის #ბ----------- ბრძანებით მოხდა მისი აღდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რის შედეგადაც აღსრულდა 2016 წლის 13 იანვრის სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. (ტ.1. ს.ფ. 97, 100).
9.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოსარჩელე - ზ---- ს------–---–ის სამსახურში აღდგენა კი არ მომხდარა, არამედ იგი დანიშნული იქნა თანამდებობაზე; სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოტივთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ ს.ფ. 96-ზე წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 სექტემბრის ბრძანება „ზ---- ს------–---–ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ“; ამ ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის (საქმე №3---------) გადაწყვეტილებისა და ზ---- ს------–---–ის 2017 წლის 7 სექტემბრის №1---------------- წერილობითი თანხმობის საფუძველზე, აღდგენილ იქნა ზ---- ს------–---–ი (პ/ნ: 0----------) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა------------–-----------------–-----------------–---–-------------------–---–--–-----------–---–----------------------------–-------------------–----------–---–------ თანამდებობაზე.
9.2. სააპელაციო პალატა თვლის, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად ჩათვალა, ზემოთ მითითებული ბრძანება გამოცემული იქნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და არა სხვა რომელიმე მიზეზიდან გამომდინარე (კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ.) და რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ მოხდა ზ---- ს------–---–ის არა თავიდან დანიშვნა, არამედ თანამდებობაზე აღდგენა.
9.3. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ზ---- ს------–---–ი უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი - 2014 წლის 3 დეკემბრიდან - (ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან გათავისუფლების მომენტიდან) 2017 წლის 12 სექტემბრამდე (სამუშაოზე აღდგენამდე) პერიოდისათვის.
10.1. სააპელაციო პალატა მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების საკითხთან მიმართებით განმატავს შემდეგს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-1330-1315(კ-11) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.“
10.2. სააპელაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტზე, რომლის შესაბამისად ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით განმარტა, „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“.
10.3. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადვოკატისთვის გადახდილი ჰონორარის 300 (სამასი) ლარის დაკისრებისა და პროცესის სხვა ხარჯის - 30 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია.
10.4. სააპელაციო პალატა ზ. ს------–----–ის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო შესაგებელში მითითებული ხარჯების ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს ზ---- ს------–---–სა და ადვოკატ ი---- პ-------–---–ს შორის დაიდო საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. (იხ.ტ.1. ს.ფ. 101-106). ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურეობის გაწევა, რაც მოიცავდა მხოლოდ საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში კლიენტის მონაწილეობით, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეზე კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოდგენასა და დაცვას, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. იურიდიული მომსახურეობის გაწევის საფასური განსაზღვრულ იქნა თითოეული ინსტანციის სასამართლოში 2400-2400 ლარის ოდენობით, რაც გადახდილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მისაღები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მიუხედავად საქმეზე დამდგარი პოზიტიური თუ ნეგატიური შედეგისა. ამიტომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, ი---- პ-------–---–ის ადვოკატის სახით მონაწილეობა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ზ---- ს------–---–ის საქმეში და საადვოკატო მომსახურების გაწევა წარმოადგენს უდავო გარემოებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი.
10.5. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ამიტომ სააპელაციო პალატის მოსაზრებით ზ---- ს------–---–ის სასარგებლოდ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების 300 ლარის დაკისრება წარმოადგენს გონივრულ ოდენობას.
10.6. სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა საწვავის ხარჯის - 30 ლარის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 176-178). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ამიტომ სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ზ---- ს------–---–ის სასარგებლოდ პროცესის სხვა ხარჯის - 30 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
3. დაევალოს მოპასუხე ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მოსარჩელე ზ---- ს------–---–ის სასარგებლოდ ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების 300 ლარისა და პროცესის სხვა ხარჯის - 30 ლარის ანაზღაურება.
4. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე მარიამ ცისკაძე