განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-782-2018 წელი
№010100118002342190
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
17 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- დ--------–--ის, ანი ბ------–---–ის,ადვოკატის – ე------ ა----–--ის,მსჯავრდებულის – მ------ ა---–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა მ------ ა---–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ------ ა---–--ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ---------–-----------------–--–---------------------ში, მსჯავრდებუ-ლია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღ-კვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 05 (ხუ-თი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლე-ბა, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
იმავე განაჩენით მსჯავრდებულია ლ------- ს---------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ---------–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ---------–-----------------–--–----------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქ-ტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებუ-ლი აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 05 (ხუ-თი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლე-ბა, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით ლ------- ს----------ისა და მ------ ა---–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარ-მოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ლ------- ს---------ის მიმართ.
aRwerilobiTi nawili:
მ------ ა---–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ------ ა---–--ემ, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 2,79087 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც 2018 წლის 4 თებერვალს, ქ----------–-----------------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდე-ბარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრეს პროკურორმა თ-------- გ----–---–მა და მსჯავრდებულ მ------ ა---–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- შ----ემ.
აპელანტი, პროკურორი თ-------- გ----–---–ი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ------ ა---–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მ------ ა---–--ისათვის სასჯელის დანიშვნისას გასათვალის-წინებელია ის გარემოება, რომ მან არ მოინანია და ვერ გაცნობიერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ამ დანაშაულის თანმდევი მძიმე შედეგები. დანიშნული სას-ჯელი შეუსაბამოა მ------ ა---–--ის ქმედების ხასიათთან და ხარისხთან.
აპელანტი, მსჯავრდებული მ------ ა---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- შ----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ------ ა---–--ის მიმართ გამამართ-ლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მ------ ა----–--ის მიმართ ბრალდება ემყარება პოლიციელთა დაკითხვებს და ჩხრეკის ოქმებს. კონ-კრეტულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებები არსებით წინააღმდეგობაში მოდის რო-გორც მსჯავრდებულების ჩვენებებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ მათთვის აღმოჩე-ნილი ნარკოტიკული საშალებები მათ არ ეკუთვნოდათ და რომ მათ ისინი ტ------– ა----–--ემ გამოატანა როგორც მისი სამკურნალო საშუალება, ასევე წინააღმდეგობაში მო-დის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა, არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულე-ბებთან.
მართალია, ჩხრეკის ოქმების შესაბამისად, მ------ ა---–--ისგან ამოღებული ნივთიერე-ბები წარმოადგენენ ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა მ------ ა---–--ემ და ამავე საქ-მეზე მსჯავრდებულმა ლ------- ს---------ემ არ იცოდნენ, რომ ისინი ნარკოტიკული სა-შუალებები იყო. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის პოზიციისა და მტკიცებულებების გასაბათილებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
მსჯავრდებულმა სასამართლოში საქმის განხილვისას განმარტა, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება და გამოძიების საწყის ეტაპზე აღიარება, მხო-ლოდ მის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფსიქო-ლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის შედეგია. მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარე-ბითი ჩვენება ბრალდების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე ვერ დაე-დება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ი-----–- დ--------–--ეს, რომელიც ითხოვს მ------ ა---–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– აპელანტს, მსჯავრდებული მ------ ა---–--ეს და მისი ინტერესების დამცველი ადვო-კატს ე------ ა----–--ეს, რომლებიც ითხოვენ მ------ ა---–--ის მიმართ გამამართლე-ბელი განაჩენის გამოტანას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ----- ქ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ლ------- ს---------ე და მ------ ა---–--ე ეწევიან ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას. ისინი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------დან მოემგზავრებიან ბათუმის მიმართულებით „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით „T-------“. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან №----------------- პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქმეზე და-იწყო გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს------- ტ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს იყო მორიგე და იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტ-ში. ღამით, დაახლოებით პირველ საათზე, თანამშრომელმა რ----- ქ-------ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მ------ ა---–--ეს და ლ------- ს----------ეს უკანონოდ შეძენილი და შენახული ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები და სოფ. ს------დან მუქი ფერის ტაქსით, რომლის ნომერი იყო 7--, მოემგზავრებოდნენ ბათუმის მიმართულებით. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში გაერთიანდ-ნენ თავად ტ------, ინსპექტორ-გამომძიებლები თ-- მ-------–-–---–ი და ლ---- გათე-ნაძე, მეორე ჯგუფში - გამომძიებელი ა-----– ს---------ე და ინსპექტორ-გამომძიებლები კ--- გ--------ე და ლ-–- ჯ----–ი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზა - p------დან ამოღებულ სურათებზე ნახეს ვიზუალურად როგორ გამოიყურებდნენ ა----–--ე და ს---------ე და მანქანებით გაემგზავრნენ ს------ს მიმართულებით. თავად ტაბა-ხია ლ---- გ-------ესთან და თ-- მ-------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა „ტოიოტა-პრიუსის“ მარკის ავტომანქანაში, რომელსაც მათივე თანამშრომელი რ----- ლ----ე მარ-თავდა, მათ მანქანას უკან მოყვებოდა ა-----– ს---------ე გ--------ესთან და ჯ----–თან ერთად, მათ უკან კიდევ მოდიოდნენ რამდენიმე ავტომანქანით თანამშრომლები. გონი-ოს ხიდთან მისვლამდე შეამჩნიეს ის ავტომანქანა, რომლითაც ოპერატიული ინფორმა-ციის თანახმად, ს---------ე და ა---–--ე გადაადგილდებოდნენ ბათუმისკენ. აღნიშნუ-ლის შესახებ შეატყობინეს მათ უკან მომავალ ა-----– ს---------ეს, ორივე ეკიპაჟმა მოაბ-რუნა მანქანები და გაჰყვა მითითებულ ავტომობილს. შესაბამისად, ტაქსის ტრაფარეტი-ან ავტომანქანას, რომელშიც ა---–--ე და ს---------ე უნდა მსხდარიყვნენ, უკვე უკან მიჰ-ყვებოდა ა-----– ს---------ის ავტომანქანა. დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, ტაქსმა შეუხვია მარჯვნივ ჩიხში, შეყვნენ თავადაც, 150-200 მეტრის გავლის შემ-დეგ, ს---------ის ჯგუფმა შეაჩერებინა ტაქსის მძღოლს მანქანა. ორივე ჯგუფის წევრები გადავიდნენ მანქანებიდან, ტ------ თავის ჯგუფთან ერთად მივიდა მანქანის უკანა სა-ლონში, მძღოლის უკან მდებარე სავარძელზე მჯდარ გოგონასთან, წარუდგინა მას თავი, აუწყა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰკითხა ვინაობა. გოგონას განმარტე-ბით ის ლ------- ს---------ე იყო. აღნიშნულის შემდეგ, ტ------მ განუმარტა, რომ მიმ-დინარეობდა გამოძიება ს---------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძე-ნა-შენახვის ფაქტზე, წარუდგინა გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატა-რების თაობაზე დადგენილება, რომელსაც ლ------- გაეცნო და ხელი მოაწერა, რის შემ-დეგაც, გამომძიებელმა მისცა მას წინადადება თუ გააჩნდა, ნებაყოფლობით წარმო-ედგენა ნარკოტიკული ნივთიერებები, პასუხად ს---------ემ განუცხადა, რომ ნამდვი-ლად ინახავდა ასეთ ნივთიერებებს ბიუსჰალტერსა და ქვედა საცვალში. სწორედ ამის გამო ტ------მ შესთავაზა მას ავტომანქანაში ჩამსხდარიყვნენ და იქ წარმოედგინა აღ-ნიშნული ადგილებიდან ნარკოტიკული საშუალებები, ირგვლივ პოლიციელი მამაკაცე-ბი ტრიალებდნენ და უხერხულობას შექმნიდა იმავე ადგილას ამ პროცედურის გავლა. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ ს---------ემ თავისი ხელით წარმოადგინა ბიუსტჰალტერ-ში შენახული ორი ცალი ლურჯი ფერის მწებავ ლენტში გახვეული შენაფუთი, ასევე საცვალში შენახული ოთხი ცალი ასეთი შენაფუთი. აღნიშნულ ექვს ცალ შენაფუთში აღმოჩნდა ჯამში 119 ცალი მთლიანი აბი, კონვალუტის ჩამონაჭრებში. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ტ------მ ს---------ეს აცნობა, რომ დაკავებული იყო ბრალდე-ბულის სახით, განუმარტა უფლებები, შეადგინა დაკავების ოქმი, რომელსაც ს---------ე გაეცნო და მოაწერა ხელი. საბოლოოდ ოქმის შედგენა დასრულდა დაკავებულის სამ-მართველოში გადაყვანის შემდეგ, ოქმზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმო-წერით. დაკავების ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულს. პირადი ჩხრეკის და დაკავების მთელი პროცესის განმავლობაში ლ------- ს---------ე ძალიან განიცდიდა მის მდგომა-რეობას, ტიროდა, იმდენად შეეცოდათ დაკავების შემდეგ ხელბორიკილიც კი არ დაუ-დიათ მისთვის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ---- გ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარ-ტა, რომ 2018 წლის 4 თებერვლის ღამეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რა დროსაც შევიდა ოპერატიული ინ-ფორმაცია, რომლის თანახმად ლ------- ს---------ეს და მ------ ა---–--ეს უკანონოდ ჰქონდათ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები და ტაქსით - „მერსედე-სის“ მარკის ავტომანქანით ს------დან მოემართებოდნენ ბათუმის მიმართულებით. ხელმძღვანელობის მითითებით შეიქმნა ორი ოპერატიული ჯგუფი, ერთი გაერთიან-დნენ თავად გ-------ე, ინსპექტორ-გამომძიებლები ს------- ტ------ და თ-- მ-------–-–----–ი. მეორე ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ გამომძიებელი ა-----– ს---------ე და ინსპექტორ-გამომძიებლები - კ--- გ--------ე და ლ-–- ჯ----–ი. იდენტიფიკაციის გასა-ადვილებლად, p------ს საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული ს---------ის და ა---–--ის გადიდებული ფორმატის ფერადი ფოტოები თაბახის ფურცლებზე დაურიგდათ ჯგუ-ფის წევრებს. ავტომანქანებით გაემართნენ ს------სკენ, წინ მიდიოდა მათი მანქანა, რო-მელსაც თანამშრომელი რ----- ლ----ე მართავდა, უკან მიყვებოდა ა-----– ს---------ის ავტომობილი თავისი ჯგუფის წევრებით, მათ უკან კიდევ მოდიოდნენ პოლიციის თანა-მშრომლები რამდენიმე მანქანით. გონიოს ხიდთან მისვლამდე შენიშნეს ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანა, რის შესახებაც აცნობეს უკან მიმავალ ა-----– ს---------ეს, ორივე ავტომანქანა მობრუნდა და ბათუმისკენ მიმავალ ტაქსის ტრაფა-რეტიან „მერსედესის“ მარკის ავტომობილს გაყვა უკან იმ განსხვავებით, რომ წინ უკვე ა-----– ს---------ის ავტომანქანა მიდიოდა. ავტომაგისტრალზე დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, ტაქსმა გადაუხვია მარჯვნივ ჩიხში, დაახლოებთ 150-200 მეტრის გავლის შემდეგ, ა-----– ს---------ის ავტომანქანა ჩაუდგა ტაქსს გვერდით და გააჩერებინა. ა-----–ი და მისი თანმხლები პოლიციელები მძღოლის გვერდით მჯდარ მამაკაცთან მივიდნენ, ქალი პოლიციელები კი მძღოლის უკანა სავარძელზე მოთავსე-ბულ ახალგაზრდა ქალთან. ს------- ტ------ წარუდგა მას, განუმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ვინაობა ჰკითხა, ქალმა დაუდასტურა, რომ ლ------- ს----------ე იყო. ტ------მ აცნობა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება მის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, წარუდგინა დადგე-ნილება გადაუდებელი აუცილებლობისას პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და წინა-დადება მისცა თუ ჰქონდა ასეთი ნივთიერებები, წარმოედგინა ნებაყოფლობით. ს----------ემ, რომელიც აღელდა და ტირილი დაიწყო, დაუდასტურა, რომ ბიუსჰალტერსა და ქვედა საცვალში ნამდვილად ინახავდა ნარკოტიკებს. იმის გამო, რომ ირგვლივ მამა-კაცები ტრიალებდნენ, იქვე, მანქანის გარეთ ლ-------ს მიერ დასახელებული ადგილები-დან ნარკოტიკების ამოღება კი უხერხულობას გამოიწვევდა, ლ------- ჩააჯინეს იქვე გა-ჩერებულ ერთ-ერთ მანქანაში. უკანა სავარძელზე მოთავსდნენ ს---------ე და გამომძიე-ბელი ტ------, წინა სავარძლები გ-------ემ და მ-------–-–---–მა დაიკავეს. მათი თან-დასწრებით ს---------ემ ბიუსჰალტერიდან ამოიღო და წარადგინა ორი შენაფუთი, ხო-ლო საცვლიდან ოთხი შენაფუთი, შემოხვეული ლურჯი საიზოლაციო ლენტით. შენა-ფუთები გახსნეს, დაათვალიერეს, მათში აღმოჩნდა სულ 119 ცალი მთლიანი აბი. ამოღე-ბული ნივთები დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, შეიფუთა და დაილუქა. აღნიშნულის შემდეგ გამომძიებელმა ტ------მ განუმარტა ს---------ეს, რომ იყო დაკავე-ბული ბრალდებულის სახით, გააცნო უფლებები, შეადგინა დაკავების ოქმი. პარალე-ლურად ა-----– ს---------ე და მისი ჯგუფის წევრები იგივე პროცედურებს ატარებდნენ მ------ ა---–--ესთან მიმართებაში. შეიტყვეს, რომ მისთვისაც აღმოუჩენიათ ნარკო-ტიკები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ-- მ-------–-–---–მა, რომელიც მონაწილეობდა ლ------- ს---------ის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში, დაკითხვისას აბსოლუტურად იდენტურ გარემოებებზე ისაუბრა, რაზეც თავის ჩვენებებში მიუთითეს იმავე საგამოძიებო მოქმედების მონაწილე გ-------ემ და ტ------მ. იდენტურად აღწერა სამმართველოში ოპერატიული ინფორმა-ციის მიღების შემდეგ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ოპერატიული ჯგუფების შექმნის, ჯგუფის წევრებისთვის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირების იდენტიფიკაციისთვის p------ს საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული თაბახის ფურც-ლებზე გადიდებული მათი ფერადი ფოტოების გადაცემის, ოპერატიული ჯგუფის წევ-რების გასვლის, მათი მანქანებში განთავსების ადგილისაც კი, გონიოს ხიდამდე მისვ-ლისას ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანის შემჩნევის, მესხის ჩიხ-ში შეჩერების, მანქანიდან ს---------ის გადმოყვანის, მისი პირადი ჩხრეკის და დაკავე-ბის გარემოებები. განმარტა, რომ ს---------ემ გამომძიებელ ტ------ს წინადადებაზე წარმოედგინა თუ ნამდვილად გააჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ჯერ დაადასტურა ასეთი ფაქტი, შემდეგ კი პოლიციის სამივე თანამშრომლის თანდასწრებით თავისი ხე-ლით ამოიღო და წარმოადგინა ბიუსჰალტერიდან ორი, ხოლო ქვედა საცვლიდან ოთხი ცალი ლურჯი ფერის საიზოლაციო ლენტით შეკრული შენაფუთი. საგამოძიებო მოქმე-დების მიმდინარეობისას ლ------- ღელავდა, ტიროდა და განიცდიდა დაკავების ფაქტს. წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, აღიარა და თავად წარადგინა მის მიერ საცვლებ-ში შენახული ნარკოტიკული საშუალებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 4 თებერვალს ჩატარებული, ლ------- ს---------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს---------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 4 თებერვალს 01:45-02:40 საათების შუალედში, ქ---------–-----------------------–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე სამანქანე გზაზე გაჩერებულ ავტომობილში. ჩხრეკას ატარებდა გამომძიებელი ტ------, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობ-დნენ ინსპექტორ-გამომძიებლები თ-- მ-------–-–---–ი და ლ---- გ-------ე, ასევე ექს-პერტ-კრიმინალისტები. ოქმის თანახმად: გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, ლ------- ს---------ემ, გა-მომძიებლის წინადადებაზე ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, განაცხადა თანხმობა და ნებაყოფლობით, თავისი ხელით ამოიღო და წა-რუდგინა ბიუსტჰალტერიდან ორი ცალი ლურჯი ფერის მწებავ ლენტში გახვეული შე-ნაფუთი, რაშიც, მისი განმარტებით, ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. ასევე თავისი საცვლიდან ამოიღო და წარადგინა ოთხი ცალი შენაფუთი, მათგან სამი - ლურჯი ფე-რის, ხოლო ერთი - მწვანე ფერის მწებავ ლენტში გახვეული. მისივე თანდასწრებით მოხდა შენაფუთების გახსნა და დათვალიერება, აღნიშნულ ექვს ცალ შენაფუთში აღ-მოჩნდა კონვალუტის 119 ცალ მონაჭერში განთავსებული, ჯამში 119 ცალი მთლიანი აბი. ექსპერტის მიერ მოხდა ამოღებული აბების ფოტოგრაფირება, რის შემდეგ აბებიც და შენაფუთის ნაგლეჯებიც მოთავსდა სპეც. პაკეტში და დაილუქა. ჩხრეკის ოქმის სისწორე ჩხრეკაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელმოწერებით, არც ერთ მათგანს, მათ შორის არც ლ------- ს---------ეს ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავში-რებით რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამთ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა ნივთმტკიცებად ცნობილი აღნიშნული აბაბი და საიზოლაციო ლენტის ნახევები, მათი პირვანდელი ლუქები, ყველა მონაწილის ხელმოწერით. ასევე დათვალიერდა პირადი ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები, სადაც ასახულია ჩხრეკის მიმდინარეო-ბა.
პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა ბრალდებულის სახით ლ------- ს----------ის დაკავების ოქმი გამომძიებელ ტ------ს მიერ, რომელსაც ასევე პირადად გაეცნო დაკავებული და გადაეცა ოქმის ასლი, რაც დაადასტურა ხელმოწერით.
მოწმე ა-----– ს---------ის, საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 4 თებერ-ვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მ------ ა---–--ე და ლ------- ს---------ე ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვას, სოფ. ს------დან ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ბათუმის მიმართულებით. დაიწყო გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფები. ერთ-ერთი ჯგუფის შემადგენლობაში კ--- გ--------ეს-თან და ლ-–- ჯ----–თან ერთად თავადაც შედიოდა. მეორე ჯგუფის შემადგენლობაში კი გაერთიანდნენ ქალი თანამშრომლები ს------- ტ------, ლ---- გ-------ე და თ-- მ--------–-–---–ი, რადგან ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი პირი, რომელთან დაკავშირებითაც მითითებული იყო ამ ინფორმაციაში და უნდა ჩატარებულიყო საგამო-ძიებო მოქმედებები, იყო მდედრობითი სქესის. ხელმძღვანელობამ ჯგუფის წევრებს გა-დასცა ასევე თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი, ა---–--ის და ს---------ის ფერადი ფო-ტოები. ოპერატიული ჯგუფი, რომლის წევრებსაც ქალბატონები წარმოადგენდნენ, „ტო-იოტა-პრიუსის“ მარკის ავტომანქანით მიდიოდა წინ, უკან მიყვებოდა „ჰონდას“ მარკის ჯიპით ს---------ე და მისი ჯგუფის წევრები, მათ უკან კიდევ მოდიოდა ორი-სამი მანქანა პოლიციის თანამშრომლების. გონიოს ხიდთან მიახლოებისას წინა მანქანაში მსხდომებმა შეატყობინეს, რომ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანა შენიშნეს, რომელმაც მათ მანქანას ჩაუარა გვერდით და წავიდა ბათუმისკენ. ს----------ემაც შენიშნა ეს ავტომობილი, მობრუნდა და გაჰყვა უკან, იგივე მოიმოქმედეს წინ მიმავალმა თანამშრომლებმაც. დაახლოებით ერთი კილომენტრის გავლის შემდეგ, ტაქსმა გადაუხვია მარჯვნივ ივანე მესხის ქუჩაზე, მიყვნენ უკან და დაახლოებით 200 მეტრის შემდეგ, როდესაც შეიქმნა ხელსაყრელი სიტუაცია და შესაძლებელი გახდა გვერდით ჩადგომოდა წინ მიმავალ ავტომობილს, ანიშნა გაეჩერებინა. გადავიდნენ მანქანიდან, ოპერატიული ჯგუფის წევრებს ეცვათ სამსახურებრივი ჟილეტები და ქურთუკები. ს---------ე და მისი ჯგუფის წევრები მძღოლის გვერდით მჯდარი მამა-კაცისკენ წავიდნენ, წარუდგინეს თავი, ჰკითხეს ვინაობა, მიიღეს დასტური, რომ ნამ-დვილად მ------ ა---–--ეს ესაუბრებოდნენ, სთხოვეს გადასულიყო მანქანიდან და გადაეტანა მის ფეხებთან დადებული ბარგიც - ცელოფნის პარკები. იგივე მოქმედებები განახორციელეს ტ------მ და მისმა თანხმლებმა პოლიციელებმა ლ------- ს----------ესთან მიმართებაში. ა---–--ეს განუმარტა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე და წარუდგინა დად-გენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ამის გა-გონებისას ა---–--ე აღელდა, დაიწყო ტირილი, იძახდა, რომ დაიღუპა თავადაც და ცოლიც დაღუპა. გარკვეულ ხანს ვერ შეძლეს მისი დაწყნარება, ტიროდა და იმეორებდა ერთი და იგივეს. მისი რეაქციიდან გამომდინარე, ს---------ე მიხვდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდა. როდესაც შედარებით დამშვიდდა, ა---–--ე გაეცნო და ხელი მოაწერა დადგენილებას, მოისმინა ს---------ის განმარტება, რომ უნდა ჩატარებოდა პირადი ჩხრეკა და თუ ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები, წარმოედგინა ნებაყოფლობით, რის შემდეგაც დაადასტურა, რომ ნარკოტიკი ჰქონდა, მაგრამ არა პირადად, არამედ ინახავდა ბარგში. მართლაც, ა---–--ის პირადი ჩხრეკისას გამოძიებისთვის საინტერესო ნივთიერება არ ამოღებულა. დეტალურად გაიჩხრიკა პო-ლიეთილენის პარკებში მოთავსებული მისი კუთვნილი ნივთები. „პეროსის“ ფირმის სა-რეცხი საშუალების შენაფუთი, რომელსაც თავი დაწებებული ჰქონდა, გაჭრა საკანცე-ლარიო დანით, სარეცხის ფხვნილთან ერთად შიგ აღმოჩნდა 25-30 სმ. სიგრძის მართ-კუთხა ფორმის, მწებავი ლენტით, ე.წ. სკოჩით შეკრული საგანი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა ექვსი ცალი, კვერცხისებური ფორმის, ლურჯი საიზოლაციო ლენტით შეკრული შენაფუთები. ერთ-ერთის გახსნისას დაინახეს შიგ მოთავსებული ფხვიერი მა-სა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთები შეიფუთა, დაილუქა. ადგილზე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნო და ხელი მოაწერა პირადი ჩრეკის ყველა მონაწილემ, მათ შორის მ------ ა---–--ემაც. ამ უკანასკნელს ჩხრეკის შე-დეგებთან დაკავშირებით შენიშვნა არ გამოუთქვამს. აღნიშნულის შემდეგ ბრალდე-ბულის სახით დააკავა ა---–--ე, შეადგინა დაკავების ოქმი, რომელმაც საბოლოოდ დას-რულებული სახე მიიღო პოლიციის სამმართველოში მისვლის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ხელმოწერით. ოქმის ასლი გადაეცა დაკავე-ბულს. მოწმემ თანამშრომლებისგან შეიტყო ლ------- ს---------ის პირადი ჩხრეკის შე-დეგებიც.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- ჯ----–მა, პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართვე-ლოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 3-4 თებერვლის ღამეს იყო ცვლაში და იმყოფებოდა სამსახურში, აჭარის პოლიციის დე-პარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში. დაახლოებით ღამის პირველი საათის შემ-დეგ დეპარტამენტში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად მ------ ა----–--ეს და ლ------- ს---------ეს უკანონოდ შეძენილი ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალე-ბები და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სოფ. ს------დან მოემართებოდნენ ბათუ-მის მიმართულებით. მაშინვე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები და ავტომანქანებით წა-ვიდნენ ს------სკენ. თავად ჯ----–ი, გამომძიებელ ა-----– ს---------ესთან და ინსპექ-ტორ-გამომძიებელ კ--- გ--------ესთან ერთად მოთავსდა „ჰონდას“ მარკის ჯიპში, რომელსაც ს---------ე მართავდა. მათ წინ მიდიოდა „ტოიოტა-პრიუსის“ მარკის ავტომო-ბილი, რომლითაც ქალი თანამშრომლები - ლ---- გ-------ე, თ-- მ-------–-–---–ი და ს------- ტ------ გადაადგილდებოდნენ. გონიოს ხიდთან მისვლამდე, წინ მიმავალი ავტომანქანიდან შეატყობინეს, რომ შენიშნეს ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული მანქანა, რომელიც მიემართებოდა ბათუმისკენ. მობრუნდნენ და გაჰყვნენ ამ ავტომანქა-ნას უკან. დაახლოებით ერთი კილომეტის გავლის შემდეგ, ტაქსმა გადაუხვია მარჯვნივ ჩიხში, შეყვნენ და დაახლოებით 150-200 მეტრის გავლის შემდეგ, როდესაც შეძლეს და გვერდით ჩაუყენეს მანქანა, ანიშნეს გაეჩერებინა. ტაქსი გაჩერდა გზის სავალი ნაწილის კუთხეში. ყველანი გადავიდნენ მანქანებიდან, მივიდნენ ტაქსთან. მძღოლის გვერდით იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, ჯ----–ი და მისი ჯგუფის წევრები მივიდნენ მის მხარეს, გამოაღეს კარი, წარუდგნენ, რომ პოლიციიდან იყვნენ, ვინაობა ჰკითხეს, მიიღეს დას-ტური, რომ ნამდვილად მ------ ა---–--ეს ესაუბრებოდნენ, სთხოვეს გადმოსულიყო მან-ქანიდან და გადმოეტანა მის ფეხებთან დადებული პოლიეთილენის პარკები. ა---–--ე გადავიდა მანქანიდან, ა-----– ს---------ემ განუმარტა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე და უნდა ჩატა-რებოდა პირადი ჩხრეკა. აღნიშნულის გაგონებისთანავე მ------ აღელდა, დაიწყო ტირი-ლი, „ოჯახი დავღუპეო“ იძახდა. ძლივს დამშვიდდა. გამომძიებელმა ს---------ემ წინა-დადება მისცა ნებაყოფლობით წარმოედინა თუ ნამდვილად ფლობდა ნარკოტიკულ საშუალებებს. ა---–--ემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ცელოფნის პარკში, რომელიც თან ჰქონდა, ინახავდა ნარკოტიკს. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის საინტერესო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა, სათითაოდ გაიჩხრიკა პოლიეთილენის პარკებში არსებული ნივთებიც – ბავშვის პამპერსები, პრო-დუქტები. სარეცხი საშუალება „პეროსის“ პაკეტის გახსნისას, ა-----– ს---------ემ მასში აღმოაჩინა ოთხკუთხედი შენაფუთი, რომელშიც აღმოჩნდა ექვსი ცალი კვერცხისებური ფორმის, ლურჯი საიზოლაციო ლენტით შეკრული ფუთები. მათში აღმოჩნდა ფხვიერი მასა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ა-----– ს---------ემ დააკავა ბრალდებულის სახით ა---–--ე, განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც დაკავებული გადაიყვანეს აჭარის პოლი-ციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური გარემოებების არსებობა დაადასტურა და ანალოგიურად აღწერა მ------ ა---–--ის პირადი ჩხრეკის და დაკავების დეტალები მოწმე კ--- გ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, გამომძიებელ ა-----– ს---------ის მიერ გადაუდებელი აუცილებლო-ბის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ გამოტანილი დადგენილების თანახმად, აღნიშნული დადგენილება გამოეცხადა გასაჩხრეკ პირს მ------ ა---–--ეს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით.
საქმეში არსებული, პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ------ ა---–--ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ---------–-----------------------–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკას ატარებდა გამომძიებელი ა-----– ს---------ე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწი-ლეობდნენ ინსპექტორ-გამომძიებლები ლ-–- ჯ----–ი და კ--- გ--------ე, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები. ოქმის თანახმად: გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, მ------ ა---–--ემ, გამომძიებლის წინადადებაზე ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიე-რება, განაცხადა, რომ პირადად არა, მაგრამ ერთ-ერთ პოლიეთილენის პარკში არსებულ სარეცხი საშუალება „პეროსის“ ფუთაში ინახავს ნარკოტიკს. აღნიშნული განმარტება დაადასტურა ხელმოწერით ოქმის შესაბამის გრაფაში. პირადი ჩხრეკის წარმოებისას მ------ ა---–--ეს მართლაც არ აღმოჩენია ნარკოტიკული საშუალებები. პირადი ჩხრე-კის შემდეგ გაიჩხრიკა ა---–--ის კუთვნილი პოლიეთილენის პაკეტები, მათში არსებუ-ლი ყველა ნივთი. ერთ-ერთი პარკიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ფერადი პაკე-ტი წარწერით „PEROS“, მისი გახსნისას შიგ არსებულ ფხვნილში აღმოჩნდა მართკუთხა ფორმის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის შენაფუთი, ზემოდან დახვეული გამ-ჭვირვალე მწებავი ლენტით. გახსნისას მასში აღმოჩნდა „მრგვალ-მოგრძო“ ფორმის, ექვ-სი ცალი ლურჯი მწებავი ლენტის შენაფუთი. ერთ-ერთი ასეთი შენაფუთის გახსნისას, შიგნით აღმოჩნდა მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება. პირად ჩხრეკაში მონაწი-ლე პირებს, მათ შორის მ------ ა---–--ეს ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან და-კავშირებით რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამთ, ოქმში ასახული გარემოებების სის-წორე დაადასტურეს ხელმოწერებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა ნივთმტკიცებად ცნობილი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, ასევე ე.წ. სკოჩის და საიზოლაციო ლენტის ნახევები, მათი პირვანდელი ლუქები, ყველა მონაწილის ხელმო-წერით.
პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა ბრალდებულის სახით მ------ ა---–--ის დაკავების ოქმი გამომძიებელ ა-----– ს---------ის მიერ, რომელსაც ასევე პირადად გაეც-ნო და გადაეცა ასლი, რაც დაადასტურა ხელმოწერით.
საქმეში არსებული, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენ-ტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 4 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ ლ------- ს---------ისგან ამოღებული 119 ცალ მონაჭერში განთავსებული ლოგო „№8“-ის მქონე სულ 119 ცალი მთელი აბი, მათ საერთო წონაზე - 47,243 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 0,94486 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.
საქმეში არსებული, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენ-ტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 4 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნით დასტურდება, რომ მ------ ა---–--ისგან ამო-ღებული ექვს ცალად დაფასოებული ფხვნილისებრი მასები, მათ საერთო წონაზე – 55,559 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს 2,79087 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰერო-ინს“.
ექსპერტმა მ----- მ---–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას დაადასტურა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ა-–---------- შ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ფირმაში „მ------“, არის ტაქსის მძღოლი, იღებს გამოძახებებს და ემსახურება მგზავრებს. 2018 წლის 4 თებერვალს, ღამით, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი სოფ. ს------დან წაიყვანა ბათუმში. მის გვერდით ჩაჯდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც პოლიეთილენის პარკები ჰქონდა თან, უკან მოთავსდა მისი თანმხლები გოგონა. ივანე მესხის ჩიხში შეხვევიდან 150-200 მეტრის გავლის შემდეგ, თეთრი ფერის ჯიპი წამოეწია, ანიშნა მანქანა გაეჩერე-ბინა. მანქანა გვერდზე მისწია და გააჩერა, მისი მანქანის კარებებთან მივიდა რამდენიმე პირი, ყველა კარი გამოუღეს ერთდოულად, უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან, რომ მასთან არ ჰქონდათ საქმე და არ ენერვიულა. პოლიციის ქალმა თანამშრომლებმა უკან მჯდარი გოგონა გადაიყვანეს მანქანიდან, მამაკაცებმა - მძღოლის გვერდით მჯდარი ბიჭი. თავადაც გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა ჩხრეკის მიმდინარეობას არ დასწრებია, მანქანის უკან გავიდა და სიგარეტს ეწეოდა, მიდი-მოდიოდა სიახლოვეს. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ გაიგონა პოლიციელების ნათქვამი, რომ მის მგზავრებს ნარ-კოტიკები უპოვეს. დაახლოებით ორი საათი იმყოფებოდნენ ადგილზე და შემდეგ წავი-დნენ ყველა ერთად, თავადაც გაყვა მათ სამმართველოში თავისი ავტომანქანით, რადგან უთხრეს, რომ მისთვის ჩვენების ჩამორთმევა იყო აუცილებელი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა მ------ ა---–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მი-ცემისას განმარტა, რომ ტ------– ა---–--ე არის მისი მამა, რომელიც წლების განმავლო-ბაში სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის. გათავისუფლების შემდეგ ცდილობდა კონტაქტი ჰქონოდა შვილთან, რომელიც მის გარეშე გაიზარდა. 2018 წლის 3 თებერვალს ტ------– ა---–--ე ესტუმრა, სახლში ამ დროს იმყოფებოდნენ მ------ და მი-სი მეუღლე - ლ------- ს---------ე, დედა - ი---- ა--–--ე და მცირეწლოვანი შვილი. ტ-------–მა მას და ლ-------ს სთხოვა ს-----ში გასულიყვნენ და იქიდან გამოატანდა ოჯახის-თვის საჭირო პროდუქტებს, ბავშვისთვის აუცილებელ ნივთებს, მათ შორის გამოატანდა თავის წამლებსაც. ტ------–ის წასვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე საღამო ხანს წავიდნენ ცოლ-ქმარი ს-----ში, შეხვდნენ ტ------–ს, რომელმაც გადასცა პოლიეთილენის რამდენიმე პარკში ჩალაგებული სურსათი, ბავშვის პამპერსები და ოჯახისთვის საჭირო სხვა ნივთები, მათ შორის სარეცხი საშუალებაც და კიდევ რაღაც შენაფუთი, რომელშიც ტ------–ის თქმით მისი წამლები იდო. განუმარტა, რომ რადგან ნასამართლევი იყო, ამ წამლებს თუ თვითონ წაიღებდა, წაართმევდნენ. ეჭვი არ შეუტანია მის ნათქვამში, რად-გან მამა ნამდვილად იღებდა სხვადასხვა წამალს. ტ------–ისგან გადაცემული ნივთი იყო ოთხკუთხედი ფორმის, ზემოდან გადაკრული ჰქონდა საიზოლაციო ლენტი, ფერი არ ახსოვს. გამოართვა და ჩადო პოლიეთილენის იმ პარკში, სადაც უკვე მოთავსებული იყო სარეცხი საშუალება „პეროსის“ პაკეტი. ამის შემდეგ, მამისგან გადაცემული პაკეტები იქ-ვე ს-----ში არსებულ სახაჭაპურეში დატოვეს შესანახად, თავად ლ------- და მ------ კი თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდნენ საყიდლებზე, უკან დაბრუნდნენ გვიან ღამით, დაახლოებით თორმეტი-პირველი საათისთვის. აიღეს შესანახად მიბარებული ნივთები, გამოიძახეს ტაქსი და წამოვიდნენ ბათუმისკენ. გზაზე მათი მანქანა გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც საკმაოდ უხეშად იქცეოდნენ, გადაიყვანეს მანქანიდან ისიც და ლ-------ც, გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს. ჩასვეს მანქანაში და წაიყ-ვანეს სამმართველოში. ლ------- მასზე ადრე წაიყვანეს მანქანით იმ ადგილიდან, სადაც შეაჩერეს. სამმართველოს ეზოში მისვლის და მანქანაში დაახლოებით 40 წუთიანი ლო-დინის შემდეგ, ისევ უკან წამოიყვანეს, გზაში საუბრობდნენ, რომ ისეთ ადგილას მიეყვა-ნათ, სადაც კამარები არ იყო დამონტაჟებული. მიიყვანეს ასეთ ადგილას, შეიყვანეს რა-ღაც ჩიხში, გადაიყვანეს მანქანიდან, დააყენეს საბარგულთან, თან აგინებდნენ და ფიზი-კურადაც ეხებოდნენ. მისი პარკებიდან გადმოალაგეს ყველაფერი, გახსნეს სარეცხის ფხვნილის პაკეტიც, სადაც არაფერი აღმოჩნდა, პოლიციელმა თვითონ ჩააგდო შიგ რა-ღაც ნივთი, რომელიც შემდეგ ამოიღეს და თქვეს, რომ ეს იყო ის ნარკოტიკი, რომელიც ა---–--ეს ეკუთვნოდა. ბრალდებულმა კატეგორიულად მიუთითა, რომ ის ნივთი, რომე-ლიც პოლიციელებმა ჯერ ჩადეს, შემდეგ თავადვე ამოიღეს სარეცხის ფხვნილის პაკე-ტიდან და მის კუთვნილ ნარკოტიკად გაასაღეს, არ იყო ის, რაც მამამ - ტ------– ა---–--ემ გამოატანა, როგორც თავისი წამლები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ლ------- ს---------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 3 თებერვალს სახლში სტუმრად ეწვიათ მამამთი-ლი ტ------– ა---–--ე. პროდუქტები არ გაქვთ, ამიტომ გიყიდით და გამოგატანთ, ს------ში გამოდით და წამოიღეთო, უთხრა მ------ს და ლ-------ს. ჩემს სამკურნალო წამ-ლებსაც გამოგატანთ, თქვენთან იყოს და მერე წავიღებო. საღამოს მ------სთან ერთად წავიდა ს-----ში, შეხვდნენ ტ------–ს, რომელმაც გადასცა პოლიეთილენის პარკები პრო-დუქტებით და სხვა საოჯახო ნივთებით. არც ჩაუხედავს მათში, არც ის დაუნახავს გა-დასცა თუ არა ტ------–მა მ------ს ცალკე რამე შენაფუთი და შესაბამისად, არც მ------ს მიერ ამ შენაფუთის პარკში მოთავსების მომენტზე შეუძლია რამის თქმა. აღნიშნული პარკები შესანახად დატოვეს იქვე მდებარე სახაჭაპურეში, თავად კი გადავიდნენ თურ-ქეთის რესპუბლიკაში საყიდლებზე. ტ------–იც მათთან ერთად აპირებდა თურქეთში წასვლას, მაგრამ სიგარეტს ეწეოდა, ჩამორჩა, მ------ და ლ------- კი წინ წავიდნენ, ჩადგ-ნენ რიგში და უფრო ადრე გადაკვეთეს საზღვარი. ტ------–ი ამის შემდეგ აღარ უნახავთ. გვიან ღამით დაბრუნდნენ საქართველოში, აიღეს შესანახად მიბარებული პოლიეთილე-ნის პარკები, გამოიძახეს ტაქსი და წამოვიდნენ ბათუმისკენ. მესხის შესახვევში შესვლი-სას ტაქსი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, გადაიყვანეს ის და მ------ მანქანიდან, გაჩხრიკეს, თან რაღაც დოკუმენტებს ავსებდნენ. ძალიან ნერვიულობდა, ტიროდა და არც იცოდა რაზე აწერინებდნენ ხელს. პირადი ჩხრეკისას, რომელიც ქალმა პოლიციე-ლებმა ჩაუტარეს, არაფერი აღმოაჩნდა. მიუხედავად ამისა, ვიღაც მამაკაცმა მიუტანა შენაფუთები, დააჭერინა ხელში და გადაუღო ფოტოები. ამის შემდეგ წაიყვანეს მანქანით და გადაიყვანეს სამმართველოში. მისი წასვლის მომენტისთვის, მ------ ჯერ კიდევ დაკავების ადგილას იმყოფებოდა, თვითონ ლ------- იმავე ადგილას აღარ დაუბრუნე-ბიათ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი---- ა--–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარ-ტა, რომ მ------ ა---–--ე არის მისი შვილი, ლ------- ს---------ე - რძალი, ხოლო ტ------– ა---–--ე ყოფილი ქმარია, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის. გათავისუფ-ლების შემდეგ ცდილობდა კონტაქტი ჰქონოდა მის გარეშე გაზრდილ შვილთან და ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს. 2018 წლის 3 თებერვალს ერთ-ერთი მორიგი სტუმრო-ბისას, ტ------–მა შვილს და რძალს შესთავაზა ს-----ში გაყოლოდნენ და გამოატანდა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე თავის სამკურ-ნალო წამლებს, რომლებიც საკმაოდ იშვიათი იყო, საქართველოში არ იყიდებოდა, ამი-ტომ შეიძლებოდა მისთვის ჩამოერთმიათ, თან დაარიგა მალულად შეენახათ, რომ არა-ვის დაენახა. ასევე განუცხადა, რომ მისი „ნასამართლობის გამო მაღალი იყო ამ წამლე-ბით დაინტერესების ალბათობა“ და ეშინოდა, რომ წაართმევდნენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ტ------– ა---–--ის მიერ დაცვის მხარისთვის მიცემული ჩვენების (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგენლი წესის შესაბამისად) თანახ-მად, ა---–--ე ადასტურებს, რომ ნამდვილად გამოატანა ს------დან შვილს და რძალს ნარკოტიკული საშუალებები, ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ ამის თაობაზე და ა---–--ის სამკურნალო წამლები ეგონათ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა დაცვის მხარის მიერ ს------ს საბაჟო გამშვები პუნქტიდან მოსამართლის განჩინების სა-ფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, სადაც დაცვის მხარის ინფორმაციით ასა-ხულია ლ------- ს---------ის, მ------ ა---–--ის და ტ------– ა---–--ის გადაადგილება საბაჟოს ტერიტორიაზე. 19:47 სთ-ზე კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი, ხუთი წამის შემდეგ კი მამაკაცი, რომელიც წინ მიმავალ გოგონას და ვაჟს მიყვება ნელი ნაბიჯით. ახალგაზრდები შედიან ს------ს საბაჟო-გამშვები პუნქტის დერეფნისკენ, მამა-კაცი რჩება შესასვლელთან და იყურება ახალგაზრდებისკენ.
სააპელაციტო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არათანმიმდევრუ-ლია, რომ ისინი წინააღმდეგობაში მოდის მ. ა---–--ისა და დაცვის მხარის მიერ გამო-კითხული ტ------– ა---–--ის ჩვენებასთან და ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის №96აპ-17 გადაწყვეტილებას, რომელშიც განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში „ოჩელკოვი რუსეთის წინა-აღმდეგ“ განმარტა, რომ ეთანხმება განმცხადებლის მოსაზრებას პოლიციის თანამშრო-მელთა ჩვენებების მცირე მნიშვნელობის თაობაზე. თუმცა, უზენაესი სასამართლოს მო-საზრებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციის თა-ნამშრომელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე მნიშვნელობა აქვთ. პოლიციელთა ჩვენე-ბები უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. თუ პოლიციელთა ჩვენება არის სარწმუნო, თანმიმდევრული როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა მტკიცებულებთან სრულად თანხვედრილი და არ არსებობს წინააღმდეგობა ჩვენებებს შორის, მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
პოლიციის თანამშრორმლები – ა-----– ს---------ე, ლ-–- ჯ----–ი, კ--- გ--------ე, ს------- ტ------, ლ---- გ-------ე, თ-- მ-------–-–---–ი ერთნაირად აღწერენ თუ როგორ შე-აჩერეს ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდნენ მ. ა---–--ე და ლ.ს---------ე, თუ როგორ ჩატარდა ჩხრეკა და რა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები იქნა ამოღებული თითოეული მათგანისაგან.
პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ მ. ა---–--ემ, რო-გორც კი მას თავი წარუდგინეს, დაიწყო ტირილი და ამბობდა, რომ თავიც დაიღუპა და ცოლიც დაღუპა.
პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ თანხვედრაშია მ. ა---–--ის ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომ მ. ა---–--ის ხელთ არსებული ერთ-ერთი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული „პეროსის“ წარწარიანი სარეცხი საშუალების პაკეტიდან ამოღებული იქნა 6 ცალი კვერ-ცხისებური ფორმის შენაფუთი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული ტაქსის მძღო-ლის, ალ. შ-----ის ჩვენებაზე, რომელშიც იგი ადასტურებს იმავე გარემოებებს, რასაც თავიანთ ჩვენებებში აღწერენ და გადმოსცემენ პოლიციის თანამშრომლები. კერძოდ, თუ როგორ შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა მისი ავტომანქანა, რომლითაც გადაჰ-ყავდა მ. ა---–--ე და ლ. ს---------ე, როგორ ჩაატარეს ჩხრეკა და როგორ განიცდიდა და ტიროდა მ------ ა---–--ე, რომ დაიღუპა თავიც და ოჯახიც.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები სარწმუნო და თანმიმდევრულია, თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვა მტკიცებულებებთან და არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში გამოკვლეულ ტ------– ა---–--ის გამოკითხვის ოქმს, რომელშიც იგი აღწერს, რომ მან შეიყვანა შეცდომაში შვილი (მ. ა---–--ე) და რძალი (ლ. ს---------ე) და წამლების ნაც-ვლად ნარკოტიკული საშუალებები გაატანა, სააპელაციო სასამართლო სრულად იზია-რებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და სისხლის სამართ-ლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას, რომლის ბოლო წინადადების მიხედვით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული (გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია) მტკიცებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ მ. ა---–--ის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს და ვერაფერი აღმოუჩინეს, შემდეგ წაიყვანე სამმართველოში, 40 წუთის შემდეგ ისევ უკან დააბრუნეს და პოლიციელმა თვითონ ჩადო სარეცხის ფხვნილის პაკეტში რაღაც ნივთი, რომელიც შემდეგ ამოიღეს და თქვეს ნარკოტიკიაო. ეს ნამდვილად არ იყო ის ნივთი, რაც მამამ – ტ------– ა---–--ემ გამოატანა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ამ ჩვენებას, რადგან არ დასტურდება არც პოლიციის თანამშრომლების, არც მოწმე ალ. შ-----ის ჩვენებებით და არც მ. ა---–--ის ჩხრეკის ოქ-მით. ამასთან, ასეც რომ ყოფილიყო და აღნიშნული შენაფუთი ტ. ა---–--ეს გამოეტანე-ბია, რატომ იყო საჭირო მისი სარეცხის ფხვნილის პაკეტში გადამალვა, თუკი არ იცოდა, რომ ეს ნივთიერებები ნარკოტიკი იყო, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია და არადამაჯერებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამორმდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ მ------ ა---–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მის მიერ მსჯავრად შე-რაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებუ-ლებებით.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო სა-ჩივრის მოტივაციას მსჯავრდებულ მ------ ა---–--ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------ ა---–--ის მი-მართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - და-ნაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვა-ლეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ მ------ ა---–--ე არის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის, ჰყავს ერთი წლის შვილი, ხასიათდება დადებითად, არ არის წარსულში ნასამართლევი და მას სასჯელი დაუნიშნა ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმის, ხასიათის, ხარისხის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი მ------ ა---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ------ ა---–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი მ------ ა---–--ის მიმართ დარჩეს უც-ვლელი:
მ------ ა---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე 05 (ხუ-თი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკა-ტო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქ-მიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (სა-ბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფ-ლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტა-რების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტუ-ლი საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარ-მომადგენლობის უფლება.
მ------ ა---–--ეს ზემოაღნიშნული, კანონით გათვალისწინეუბლი უფლებების შეზ-ღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
მ------ ა---–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯე-ლის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 4 თებერვლიდან.
ნივთმტკიცება – მ------ ა---–--ისგან ამოღებული ექვს ცალად დაფასოებული ფხვნი-ლისებრი მასა, საერთო წონით - 55,559 გრამი, რაც შეიცავს 2,79087 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, სარეცხი საშუალება „პეროსის“ ფუთა, რომლებიც ინახება საქარ-თველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მთავარ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწ-ყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – მ------ ა---–--ისგან ამოღებული პლასტიკური ბარათი, პირადობის ელექტრონული მოწმობა, გაცემული მ------ ა---–--ის სახელზე, ტყავის საფულე, ოთ-ხი ცალი ხუთლარიანი და ორი ცალი ათლარიანი კუპიურები, რომლებიც ინახება სა-ქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მ------ ა---–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.
ნივთმტკიცება – ორი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარ-ჩეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe