განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-320-2019 წელი
№020100118002352852
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
17 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ლ---- ფ-----ს,ადვოკატის – რ-------- ზ-------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მ------ ნ---------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ------ ნ---------ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები დ-----------–------------------------------ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ზუგდიდის რაიონული სასამართ-ლოს სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწი-ნებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
მ------ ნ---------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– განზრახ მკვლელობისათვის;
– ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შე-ნახვისა და ტარებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებთ 13:30 საათზე, დ-----------ში მდებარე აგრარუ-ლი ბაზრის ტერიტორიაზე მ------ ნ---------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გას-როლით გულმკერდის არეში მიაყენა დაზიანება ლ------ ნ---------ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, ხოლო მ------ ნ---------ი შემთხვევის ადგილიდან მიი-მალა.
მ------ ნ---------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ავტომატური ცეცხლ-სასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. იგი ასევე საბრძოლო მასალას ინახავდა დ-----------–--------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლ---- ფ-----მ, რომელიც სააპელაციო სა-ჩივრით ითხოვს მ------ ნ---------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რა-საც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ მკაცრი შეფასების გარეშე დატოვა ის მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც თან ახლავს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედების განხორციელების ხერხი და სახე. მ------ ნ---------ი ცეცხლსას-როლი იარაღით შეიარაღებული მივიდა მ-----ის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერი-ტორიაზე და იარაღიდან მრავალჯერ გასროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზია-ნებები მიაყენა ლ------ ნ---------ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თვითონ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მას არანაირი მცდე-ლობა არ ჰქონია სამართალდამცავი ორგანოებისათვის ან სასამართლოსათვის მიეცა ჩვე-ნება საქმის გარემოებათა გარკვევის მიზნით. იგი დანაშაულის ჩადენის დღიდან ჯიუ-ტად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ მ------ ნ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ-------- ზ-------მ, რომელიც შესაგებლით მხარს არ უჭერს პროკურორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ მ------ ნ---------ის მიმართ არ არსე-ბობდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ლ---- ფ-----ს, რომელიც ითხოვს მ------ ნ---------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– მსჯავრდებულ მ------ ნ---------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს რ-------- ზ--------ს, რომელიც ითხოვს არ დაკმაყიფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ------ ნ---------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ნ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------ ნ---------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოებები, რომ მ------- ნ---------მა ხალხმრავალ ადგილას, შუადღეს არაერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა ლ------ ნ---------ს, აწგარდაცვლილის შვილის თანდასწრებით, რომელმაც მიი-ღო მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა, რომ მან თავი აარიდა გამოძიებას და მართლმსაჯუ-ლებას, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხ-ლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მო-ტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსა-წინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ხასი-ათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი მ------- ნ---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნ-და დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ------ ნ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სასამართლოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ნ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თა-ვისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფ-ლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ------ ნ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამე-ტი) წლის ვადით.
მ------ ნ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და
დაკავებისთანავე შესახლებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენი-ტენციურ დაწესებულებაში.
განაჩენი შესასრულებლად გაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სა-მეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს.
ნივთმტკიცებები – მასრები, სისხლისმაგვარი ლაქები, ჩაქუჩი, ხელთათმანები, ტყვიები, ტყვიის გარსები, ტყვიის გულები, სისხლის, თმის ნიმუშები, ფრჩხილის ანაჭრელები, ანაწმენდები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – ერთი ცალი ჟაკეტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები დაუბ-რუნდეთ მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe