განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
110100119002923350
ინსტანცია
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-331-2019 წელი

№110100119002923350

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

17 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-–-- გ--–------ის,ადვოკატის – გ--------- ჩ-------ის,მსჯავრდებულის – კ----- დ-------ის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა კ----- დ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

კ----- დ-------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქო-ნე, მცხოვრები ჭ----------------------------–----–-----ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 255-ე მუხლის მეორე ნაწილით, 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმია-ნობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუ-ჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქ-მიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენ-ლობის უფლება.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

კ----- დ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

კ----- დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 255-ე მუხლის მეორე ნაწილით, 2731-ე მუხ-ლის მეორე ნაწილით, 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად გა-ნესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, კ----- დ-------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათ-ლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვით-მმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგა-ნოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელო-ბისა და წარმომადგენლობის უფლება.

კ----- დ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს – 2019 წლის 4 მარტიდან;

კ----- დ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებუ-ლია.

ნივთმტკიცება – გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული კ----- დ-------ის „SAMSUNG GA-LAXY J2“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კ----- დ-------ეს ან მის ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული და კვლევის შემდეგ დარჩენი-ლი 110,25 გრამი ნედლი მარიხუანა და 203,72 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტა-მენტში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 10 ცალი ფო-ტოსურათი დალუქული N--------- პაკეტში, რომელიც ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili