განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180310016001434797
საქმე №3ბ/386-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი: დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ--–- ლ---------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი - ლ--–- შ----–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. ლ--–- ლ---------მა 2016 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ლ--–- შ----–---–ის სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 7-----------) რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტაციო სამსახურის 2016 წლის 24 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტაციო სამსახურის 2016 წლის 26 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მცხეთის სარეგსიტრაციო სამსახურისათვის ინდივიდუალურ ადმინიტრაციული-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ლ--–- ლ---------ის სახელზე აღირიცხება 22.07.1996 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით A-2------------ საარქივო ცნობაში მითითებული უძრავი ქონება.
1.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ--–- ლ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე ლ--–- ლ---------ი ოჯახთან ერთად 1988 წლიდან (ქორწინების შემდეგ) ცხოვრობდა მცხეთის რაიონი სოფელ წ--–---ში. ლ--–- ლ---------ი მისი ა.წ გარდაცვლილი მეუღლე თ---------- შ--–---–---–ი და შვილები - ლ-–-, მ--- შ--–---–---–ები არიან ერთ კომლად რეგისტრირებულნი. თ---------- შ--–---–---–ი დაბადებიდან ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---ში დედასთან მ-----–- შ--–---–---–თან და ნახევარდასთან ლ--–- შ----–---–თან ერთად; რომელთანაც ოჯახის შექმნის შემდგომ გამუდებით ჰქონდა პრობლემები ქონებასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ ერთ სახლში უწევდათ ცხოვრება ერთ ჭერქვეშ და ჰქონდათ ჩხუბი; რის გამოც დავამ მათ შორის გადაინაცვლა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახევარი და ლ--–- შ----–---–ი გათხოვდა, ის მაინც რჩებოდა დედის ოჯახში.
2.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით დავა დასრულდა მორიგებით, ლ--–- ლ---------სა და თ---------- შ--–---–---–ს გამოეყოთ იზოლირებულად და გადაეცათ საკუთრებაში სახლის პირველი სართულის ორი ოთახი და აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სამზარეულო; მ-----–- შ--–---–---–სა და ლ--–- შ----–---–ს კი გადაეცათ მეორე სართული სრულად და პირველი სართულის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ოთახი. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისა და მხარეთა დავის დასრულების შემდგომ მოხდა გადაწყვეტილების აღსრულება, მხარეები განთავსდნენ იმ ფართობში, რაც მათ ეკუთნოდათ. ორივე კომლი საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირდა ცალ-ცალკე გადამხდელად და თ---------- შ--–---–---–ს მიენიჭა N4-, ლ--–- შ----–---–ს კი სიით N1-- ამის შემდგომ მხარეთა შორის ურთიერთობა დარეგულირებული იყო 2006 წლამდე, სანამ არ გარდაიცვალა მ-----–- შ--–---–---–ი და და ძმას შორის სიტუაცია ისევ გართულდა. მოსარჩელის მეუღლემ ა.წ. გარდაცვლილმა თ---------- შ--–---–---–მა 2013 წელს საჯარო რეესტრს მიმართა ქონების რეგისტრაციის თაობაზე, მაგრამ სანამ დასრულდებოდა რეგისტრაცია, თ----------ი გარდაიცვალა და სანამ მის მემკვიდრეები არ მიიღებდნენ სამკვიდროს, საჯარო რეესტრის წარმოება შეჩერდა და მოსარჩელემ მისი მეუღლის მიერ შეტანილი დოკუმენტები უკან დაიბრუნა.
2.3. მოსარჩელემ ლ--–- ლ---------მა 2014 წლის 26 თებერვალს მიიღო მეუღლის სამკვიდრო მოწმობა. მან 2016 წლის 10 მარტს მიმართა საჯარო რეესტრს კომლის ქონების რეგისტრაციის თაობაზე და 2016 წლის 15 მარტს N8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ამ ქონებაზე სხვისი უფლება იყო რეგისტრირებული და მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია ვეღარ განხორციელდებოდა. როგორც მოსარჩელისთვის გახდა ცნობილი, 2012 წლის 07 სექტემბერს ლ--–- შ----–---–მა წარუდგინა საჯარო რეესტრს საკომლო წიგნის ჩანაწერი და მთელი ქონება დაირეგისტრირა თავის სახელზე, რომელიც განხორციელდა ძველი საკომლო მონაცემებით და ქონების ამონაწერის წარდგენით. მოგვიანებით კი 2015 წლის 07.08. მან მიმართა საჯარო რეესტრს და პირადი განცხადებით გააუქმა რეგისტრაცია; გაუქმების მოტივი იყო საჯარო რეესტრის ახალი ელ. ვერსიით ქონების დარეგისტრირება და ახალი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის განხორციელება. მოგვიანებით რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ 2015 წლის 31 აგვისტოს ლ--–- შ----–---–მა ისევ მიმართა საჯარო რეესტრს კორექტირებული რეგისტრაციისათვის და საბოლოოდ 2015 წლის 09 ოქტომბრის N8----------- გადაწყვეტილებით რეგისტრაცია დასრულდა და ქონება სრულად აღირიცხა მხოლოდ ლ--–- შ----–---–ის სახელზე.
2.4. მოსარჩელემ 2016 წლის 24 აპრილს მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ლ--–- შ----–---–ის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და გაბათილებულ ნაწილზე ლ--–- ლ---------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2016 წლის 24 ივნისის N8-------------- სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ საარქივო ცნობაში NA-2------------ კომლის წევრად აღრიცხულია შ--–---–---–ი მ-----–- (ხაზია გადასმული) მ--- თ---------ის ასული, ხოლო საარქივო ცნობაში NA-------------- კომლის წევრად აღრიცხულია შ--–---–---–ი მ-----–- ი------- ასული ოჯახის უფროსი (ხაზია გადასმული), ხოლო სასამართლოს წარმოდგენილი გადაწყვეტილება იყო ხანდაზმული 10 წლიანი ვადა გასული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2-3, მე-17, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5, მე-8-9, 53-ე, მე-601, 96-ე, 177-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-8-9,, 21-22-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე, 183-ე, 311-3111-ე, 312-ე 1323-ე მუხლებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-17 მუხლით, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების მე-2-3, მე-5, მე-11 პუნქტებით.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის 24 ივნისს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ლ--–- ლ---------ს ეცნობა, რომ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 7----------- რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით კერძოდ საარქივო ცნობის A-2---------- და A-2--------- საფუძველზე ორ კომლს შორის ურთიერთკავშირის დადგენა ვერ მოხერხდა, კერძოდ საარქივო ცნობაში A-2--------- კომლის წევრად აღრიცხულია შ--–---–---–ი მ-----–- (ხაზია გადასმული მ--- თ----------ის-ას, ხოლო საარქივო ცნობაში A-2--------- კომლის წევრად აღრიცხულია შ--–---–---–ი მ-----–- ი--------ას. ხოლო რაც შეეხება წარმოდგენილ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვერ იქნა განხილული, რადგან გაცემულია 22/07/1996წ და დოკუმენტის ხანდაზმულობის ვადა (10 წლიანი) გასულია. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ უძრავ ნივთზე წარმოსადგენია სრულყოფილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და კანონიერ ძალაში შესული მოქმედი ძალის მქონე სასამართლო გადაწყვეტილება. 2016 წლის 26 ივლისს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8-------------- გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ორივე აქტზე მითითებულია გასაჩივრების წესი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. შესაბამისად, აღნიშნული აქტების სამართლებრივი შედეგები შენარჩუნებულია, ძალაშია და მასში ასახული გადაწყვეტილებები გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. მოსარჩელის მიერ ზემოთ ხსენებული აქტების ზემდგომ ადმინისტარციულ ორგანოში გაუსაჩივრებლობამ ამოწურა ხსენებული აქტების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სასამართლო წესით შემოწმების საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტები ლეგალიზებულია და სავალდებულო ძალის მქონეა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
3.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტების მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები და არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 პრიმა მუხლის შესაბამისად მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის #8-------------- გადაწყვეტილების ბათილობასთან მიმართებით, ლ--–- შ----–---–ის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაცია განხორციელდა არა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, არამედ ცალკე გამოყოფილი კომლის მესაკუთრის სახელზე. სასამართლოს მითითებით, დედა-შვილი მ-----–- შ--–---–---–ი და ლ--–- შ----–---–ი ირიცხებოდნენ ცალკე კომლად, რასაც ადასტურებს მიწის უძრავი ქონების 2002 წლის 11 დეკემბრის N7----------- რეგისტრაცია. სასამართლოს მითითებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ეხება საცხოვრებელი სახლის გაყოფას, რომელიც დასრულდა მორიგებით. ლ--–- ლ---------სა და თ---------- შ--–---–---–ის ქონება გამოიყო ერთმანეთისაგან. თ---------- შ--–---–---–ს ერგო საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ორი ოთახი და აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სამზარეულო, მ-----–- შ--–---–---–სა და ლ--–- შ----–---–ს კი მეორე სართული სრულად და პირველი სართულის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ოთახი. მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილ მტკიცებულების, NA-2------------ საარქივო ცნობის თანახმად, თ---------- შ--–---–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება პირველი სართულის ორი ოთახი და სამზარეულო აღმოსავლეთის მხარეს, მიწა არ აწერია.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მიღება-ჩაბარების აქტზე და განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო ერთის მხრივ სახელმწიფოსა და მეორეს მხრივ - ამ სახელმწიფოს მოქალაქეს შორის სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირისთვის (კომლისთვის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; სასამართლოს განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიწაზე საკუთრების (თანასაკუთრების) უფლებას იძენდა არამარტო მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ერთი კონკრეტული პირი (მაგალითად, კომლის უფროსი ან კომლის რომელიმე წევრი), არამედ ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის მომენტში წარმოადგენდა კომლის წევრს, მიუხედავად მისი სტატუსისა.
3.5. სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.
3.6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლო იყო, რადგან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაშია მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებთან და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
3.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მცხეთის სარეგიტრაციო სამსახურისათვის ინდივიდუალურ ადმინიტრაციული-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალებას და სასამართლოს 22.07.1996 წლის გადაწყვეტილებით A-2------------ საარქივო ცნობაში მითითებული უძრავი ქონების ლ--–- ლ---------ის სახელზე აღირიცხვას - განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ძირითადი სარჩელის მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ--–- ლ---------ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც უარი ეთქვა ლ--–- შ----–---–ის სახელზე ქონების რეგისტრაციის გაუქმებაზე, მოხდეს საქმის მასალების სასამართლოს მიერ სრულფასოვანი და ძირეული გამოკვლევა და ახალი გადაწყვეტილების მიღება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. აპელანტის მითითებით, 2017 წლის 07 ნოემბერს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა ვ------- ვ--–------–---–მა განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრში მესამე პირის ქონების რეგისტრაცია მოხდა, როგორც კომლის უკანასკნელი წევრის სახელზე, თუმცა დასძინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მათ წარდგენილი ჰქონდათ სამკვიდრო მოწმობაც, რომელზეც მარეგისტრირებელ ორგანოს სთხოვეს რეაგირების გარეშე დატოვება. აპელანტის მითითებით, საინტერესოა სამკვიდრო მოწმობის შინაარსი. ცხადია, სამკვიდრო მოწმობის შინაარსის გაცნობით მარეგისტრირებელი ორგანო ვერ დაადგენდა, რომ ლ--–- შ----–---–ის რეგისტრაცია სწორი იყო, რადგან კომლის ქონების შესახებ ინფორმაცია ამ სამკვიდრო მოწმობაში იყო მითითებული. მეტიც, ვეღარც იმას იტყოდა, რომ კომლებს შორის იდენტიფიკაცია არ ხდებოდა, ამიტომ ეს სამკვიდრო საერთოდ დამალა და არ გადაუგზავნა სასამართლოს. აპელანტი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დოკუმენტი გამოითხოვა.
5. სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ლ--–- ლ---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.4. სააპელაციო სასამართლო დავის განხილვის პროცესში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ლ--–- შ----–---–ის სახელზე შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის NA-2------------ საარქივო ცნობაში მითითებული უძრავი ქონების ლ--–- ლ---------ის სახელზე აღრიცხვის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში (იხ. სააპელაციო საჩივარი ტ.1. ს.ფ. 333, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.2019 წ. სხდომის ოქმი 11:39-11:46 წთ).
6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებების შესახებ:
6.1. მოსარჩელე ლ--–- ლ---------ი ოჯახთან ერთად 1988 წლიდან (ქორწინების შემდეგ) ცხოვრობდა მცხეთის რაიონი სოფელ წ--–---ში. ლ--–- ლ---------ი მისი ა.წ. გარდაცვლილი მეუღლე თ---------- შ--–---–---–ი, შვილები ლ-–- და მ--- შ--–---–---–ები არიან ერთ კომლად რეგისტრირებულნი. თ---------- შ--–---–---–ი დაბადებიდან ცხოვრობდა მცხეთის რაიონი სოფელ წ--–---ში დედასთან მ-----–- შ--–---–---–თან და ნახევარდასთან ლ--–- შ----–---–თან ერთად; რომელთანაც ოჯახის შექმნის შემდგომ გამუდებით ჰქონდა პრობლემები და სასამართლო დავა ქონებასთან დაკავშირებით.
6.2. მცხეთის რაიონის სასამართლო 1996 წლის 22 ივლისის განჩინებაში განმარტავს, რომ მხარეებმა გამოთქვეს სურვილი საქმის მორიგებით დამთავრებაზე; მორიგებას საფუძვლად დაედო წ--–--ის სოფლის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება; სასამართლოს აღნიშნული განჩინების მიხედვით ლ--–- ლ---------სა და თ---------- შ--–---–---–ს იზოლირებულად გამოეყოთ და მიეკუთვნათ სახლის პირველი სართულის ორი ოთახი და აღმოსავლეთ მხარეს მდებარე სამზარეულო; მ-----–- შ--–---–---–სა და ლ--–- შ----–---–ს კი, მიეკუთვნათ საცხოვრებელი ბინის მეორე სართული, მთლიანად ორი ოთახი და პირველი სართულის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ორი ოთახი. (ს.ფ 29; 207)
6.3. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 25 ივლისის დადგენილებით ლ--–- ლ---------ს განცხადების (N ლ------ 22.07.13წ) პასუხად, რომლითაც ლ--–- ლ---------ი ითხოვდა ინფორმაციას მოქალაქე თ---------- ი-–----ძე შ--–---–---–ის სახელზე რიცხული მიწის ფართობის შესახებ, ეცნობა, რომ საგადასახადო სამსახურის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ სოფელ წ--–--ის ს--–--–-ის დასახლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით (2002 წლის მონაცემებით) მოქალაქე თ---------- შ--–---–---–ს, აღრიცხულს 4--ე რიგით ნომრად (გვ78), ერიცხება 0.55 ჰა მიწის ფართობი (ს.ფ. 32).
6.4. 2013 წელს თ---------- შ--–---–---–მა საჯარო რეესტრს მიმართა ქონების რეგისტრაციის თაობაზე, თუმცა სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამდე თ---------- შ--–---–---–ი გარდაიცვალა. ლ--–- ლ---------მა კი მისი მეუღლის მიერ შეტანილი დოკუმენტები უკან დაიბრუნა.
6.5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინების შესაბამისად მხარეებმა დაიკავეს მიკუთვნებული ფართები, მოსარჩელე ლ--–- ლ---------მა 2014 წლის 26 თებერვალს მიიღო თ---------- შ--–---–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად თ---------- შ--–---–---–ის კანონისმიერი მემკვიდრე გახდა ლ--–- ლ---------ი. ლ--–- ლ---------მა 2016 წლის 10 მარტს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს კომლის ქონების რეგისტრაციის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 15 მარტს N8-------------- გადაწყვეტილებით ლ--–- ლ---------ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ამ ქონებაზე სხვისი უფლება იყო რეგისტრირებული და მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია ვეღარ განხორციელდებოდა.
6.6 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 31 აგვისტოს ლ--–- შ----–---–ის მიერ (მცხოვრები: ს.წ--–---ი, 5----------) წარედგინა განცხადება N8--------------, რომლითაც მოთხოვნილი იყო მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე მცხეთა, ს--–--–-ა (ზონა: მცხეთა, სექტორი: ძ--–---). განცხადებაზე თანდართული იყო წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სამკვიდრო ოწმობა და ნახაზები (იხ. 8-----------); მინდობილობა (იხ. საქმე N 8-----------); მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ.ვერსია (იხ.საქმე N8-----------). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 09 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილებით რეგისტრაცია დასრულდა და მცხეთა, ს--–--–-ის დასახლებაში მდებარე 1681 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა ლ--–- შ----–---–ის საკუთრების უფლება (ტ.1. ს.ფ. 161, 163).
7.1. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, მოცემულ საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში და ყოველმხრივი შემოწმება-შეფასების შედეგად თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ლ--–- შ----–---–ის სახელზე უძრავი ქონების (ს.კ. 7-----------) შენობა - ნაგებობის რეგისტრაციისას დაირღვა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რითაც დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.
7.2. ,,საჯარო რეესტრის” შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის
განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას მიეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გამოკვლეული უნდა იქნას წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი.
7.3. საქმეში დაცულია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2013 წლის 10 მაისის NA-------------- საარქივო ცნობა, რომლის შესაბამისად დუშეთის არქივში დაცული მცხეთის რაიონის წ--–--ის სასოფლო საბჭო - საკრებულოს 2001-2005 წწ. სოფელ ს--–--–-ის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია მ-----–- ი------- ასული შ--–---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. შ--–---–---–ი მ-----–- ი------- ასული - ოჯახის უფროსი (ხაზია გადასმული); 2. შ----–---–ი ლ--–- ზ-------ს ასული - შვილი. კომლს პირად საკურებაში ერიცხება შენობის II სართული მთლიანად და I სართული ჩრდილოეთის მხარე, ორი ოთახი. საფუძველი სასამართლოს განჩინება 22.07.1996 წელი, მიწა არ წერია. შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ სოფელ ს--–--–-ის 1986-1990 წწ. (რეკვიზიტები შეტანილია 2000 წ. ) საკომლო წიგნში ჩანაწერი მ-----–- ი------- ასული შ--–---–---–ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა (ტ.1. ს.ფ. 20). სააპელაციო პალატა აღნიშნული დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმის შესახებ, რომ ლ--–- ლ---------ის მიერ წარდგენილი მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინება იყო ხანდაზმული ათწლიანი ვადის გასვლის გამო. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს იმის შესახებ, სასამართლოს ამ განჩინების საფუძველზე მოხდა მოდავე მხარეებს შორის საცხოვრებელი სახლის რეალური გაყოფა და სწორედ ამ ფართებში აგრძელებენ დღემდე ცხოვრებას. ამდენად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინება უკვე აღსრულებულია.
7.4. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის ეროვნული არქივის 2013 წლის 29 მაისის NA-2------------ საარქივო ცნობის თანახმად, დუშეთის არქივში დაცული მცხეთის რაიონის წ--–--ის საკრებულოს 2001-2005 წწ. სოფელ ს--–--–-ის საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია თ---------- ი-–--- ძე შ--–---–---–ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. შ--–---–---–ი თ----------ი ი-–--- ძე - ოჯახის უფროსი, 2. ლ---------ი ლ--–- არჩილის ასული - ცოლი; 3. შ--–---–---–ი მ-----–- (ხაზია გადასმული) მ--- თ----------ის ასული - შვილი; 4. შ--–---–---–ი ლ-–- თ----------ის ძე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება შენობის I სართულის ორი ოთახი და სამზარეულო აღმოსავლეთ მხარეს. საფუძველი სასამართლოს განჩინება 22.07.1996 წ. მიწა არ წერია. შენიშვნის სახით მითითებულია რომ, სოფელ ს--–--–-ის 1986-1990 წწ. (რეეკვიზიტები შეტანილია 2000 წ. ) საკომლო წიგნში ჩანაწერი თ----------ი ი-–--- ძე შ--–---–---–ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა (ტ.1. ს.ფ. 18).
8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, ამდენად გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობის გარანტს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს 1996 წლის 22 ივლისის განჩინებით ლ--–- შ----–---–სა და თ---------- შ--–---–---–ს შორის დავა დასრულდა მორიგებით, გაიყო კომლი და კომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ლ--–- შ----–---–ის სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ.7-----------) რეგისტრაციამდე სარწმუნოდ უნდა დაედგინა (მათ შორის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის ეროვნული არქივიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით) კონკრეტულად შენობა-ნაგებობის რა ნაწილი ირიცხებოდა რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის მ-----–- ი------- ასული შ--–---–---–ისა და ლ--–- შ----–---–ის კომლის სახელზე და მხოლოდ ამის შემდგომ განეხორციელებინა რეგისტრაცია.
8.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
8.2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილება გამოცემულია ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების დარღვევით, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი; ამ ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
8.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო სააპელაციო პალატა თვლის, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ლ--–- ლ---------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომლის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
8.4. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. სწორედ ამიტომ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ ლ--–- შ----–---–ის სახელზე მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 7-----------) შენობა-ნაგებობის ნაწილში რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარი იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრაციის პროცესში სრულად შესწავლილი და დადგენილი არ ყოფილა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცეში უნდა დაადგინოს კონკრეტულად შენობა-ნაგებობის რა ნაწილი ირიცხება ლ--–- შ----–---–ის კომლის სახელზე და მხოლოდ აღნიშნული გარემოების სრულყოფილად დადგენის შემდგომ მიიღოს სადავო შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
8.5. სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა ამ ეტაპზე გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი NA-2------------ საარქივო ცნობაში მითითებული უძრავი ქონების ლ--–- ლ---------ის სახელზე აღრიცხვის შესახებ. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს ლ--–- ლ---------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8.6. სააპელაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც; შესაბამისად, ლ--–- ლ---------ის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 250 ლარი მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ლ--–- ლ---------ის სააპელაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ--–- ლ---------ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილების, რომლითაც ლ--–- შ----–---–ის სახელზე დარეგისტრირდა მცხეთის რაიონის სოფელ წ--–---ში მდებარე უძრავი ქონება, ბათილად ცნობის თაობაზე, შენობა-ნაგებობასთან მიმართებით - ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ლ--–- ლ---------ის სარჩელი.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 09 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილება ლ--–- შ----–---–ის სახელზე შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის ნაწილში და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი აქტი საქმის გარემოებების ერთობლიობაში და ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
5. არ დაკმაყოფილდეს ლ--–- ლ---------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში.
6. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს ლ--–- ლ---------ის სასარგებლოდ მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის ანაზღაურება.
7. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე