განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
010100119002936172
ინსტანცია
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-452-2019 წელი

№010100119002936172

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

26 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------- გ-------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- გ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვ-რები ქ------–------------------------–-----ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპი-ზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუ-ხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ------- გ-------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევ-რის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 მარტს ქ------–-----------–----–----------------–-----ში მდებარე საცხოვრე-ბელ სახლში, გ------- გ-------–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი----- ა------ეს მოქაჩა თმებში, რის შემდეგაც ხელები მოუჭირა მკლავებზე, რითაც მას მიაყე-ნა ფიზიკური დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 15 მარტს ქ------–-----------–----–----------------–-----ში მდებარე საცხოვრე-ბელ სახლში, გ------- გ-------–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი----- ა------ეს ორივე ხელით მოქაჩა თმებში, რის შემდეგაც ხელები მოუჭირა მკლავებზე, რითაც მას მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცა-და ფიზიკური ტკივილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- გ-------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ გ------- გ-------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედებების ხასიათი და საზოგა-დოებრივი საშიშროება. დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, არ შეესაბამება ჩადენილ დანაშაულს და მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯე-ლის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------- გ-------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- გ-------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირ-ველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და გ------- გ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმ-დეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხ-ლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპე-ლაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილ-ში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მა-ისის განაჩენი გ------- გ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------- გ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- გ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირი-თადმა სასჯელმა შთანთქოს მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ------- გ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

გ------- გ-------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხ-დის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili