განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
010100119002949497
ინსტანცია
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-462-2019 წელი

№010100119002949497

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

26 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე რ---- ბ---–----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

რ---- ბ---–----ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------–-----------–----–----------------–--------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით და-ნაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვე-თა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვა-დით.

aRwerilobiTi nawili:

რ---- ბ---–----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკი-ვილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათ-ვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 3 მარტს, დილის საათებში, ქ------–-----------–----–----------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ---- ბ---–----ემ, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, შვილს ნ---- ბ---–----ეს ხელის სახისა და ყელის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკუ-რი ტკივილი გამოიწვია. აღიშნულ ფაქტს შეესწრო რ---- ბ---–----ის არასრულწლოვანი შვილი და დაზარალებულ ნ---- ბ---–----ის და - ანი ბ---–----ე.

2019 წლის 3 მარტს, საღამოს საათებში, ქ------–-----------–----–----------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ---- ბ---–----ემ, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავისი ოჯახის წევრს - არასრულწლოვან შვილს ანი ბ---–----ეს, ხელის სახისა და გულმკერდის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეუ-რაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრა პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს რ----- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ რ---- ბ---–----ისათვის სასჯელის დანიშვნისას მხე-დველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედებების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშრო-ება. დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, არ შეესაბამება ჩადენილ დანშა-ულს და მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ რ---- ბ---–----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ---- ბ---–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ რ---- ბ---–----ემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, არ არის ნასამართლევი, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ რ---- ბ---–----ის მი-ერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეე-საბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვ-ნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მა-ისის განაჩენი რ---- ბ---–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

რ---- ბ---–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სა-სამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

რ---- ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვაპლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხ-ლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი)წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გა-მოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი)წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბა-მისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, რ---- ბ---–----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პი-რობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

რ---- ბ---–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 3 მარტიდან 2019 წლის 13 მარტამდე.

რ---- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა რ---- ბ---–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სო-ფელ ზენითში (საკადასტრო კოდი –-------------) 6000 (ექვსი ათასი) ლარის ღირებულე-ბის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

კონტროლი რ---- ბ---–----ის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრე-ბელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუ-როში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროსნებართვის გარეშე.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili