განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117002218750
საქმე №1ბ/563-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ა-–---------–-–---–--
მსჯავრდებულის: ა--------------------–-------
ადვოკატის: მ------------–---–--
თარჯიმნის: მ-------------–-----------------------------
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა--------------------–------- ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ა--------------------–------- მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–----------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით, ა--------------------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა---------------------–------- მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა და საბოლოოდ, ა---------------------–------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე,1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი)წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.
მსჯავრდებულ ა---------------------–------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 26 იანვრიდან 2019 წლის 21 თებერვლის ჩათლით.
ა---------------------–------ მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ა----------------------–------ იმყოფებოდა ქ-------–--–-----–----–----–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ხის ხელკეტის გამოყენებით აღნიშნულ მისამართზე გაჩერებულ ა-–-----------–---- კუთვნილ ,---–----–--- ფირმის ავტომობილს (სახ. ნომ.G------- დაუზიანა წინა საქარე მინა, უკანა საქარე მინა, წინა მარჯვენა კარის მინა, უკანა მარჯვენა კარის მინა, საბარგულის მარჯვენა მინა, უკანა მარცხენა კარის მინა და 4 ცალი საბურავი. აღნიშნული ქმედების შედეგად ა-–-----------–--- მიადგა 820 (რვაას ოცი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა---------------------–------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, და დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდებზე. მოსამართლე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო დაინტერესებული პირების, დაზარალებულისა და მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ამასთან, ზოგიერთი მოწმის ჩვენება გადმოცემულია განსხვავებული ინტერეპრეტაციით, რომელიც ეწინააღმდეგება მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების შინაარსს. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ა-–-----------–---- ჩვენებით დგინდება, რომ ა-----------–------ არის მისი დის - ნ-----–-----–------- ყოფილი ქმარი. 2017 წლის 17 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, დაურეკა მეზობელმა გ--------- რომელმაც აცნობა, რომ ამტვრევდნენ სადარბაზოს წინ გაჩერებულ მის მანქანას. ის მის დასთან და დისშვილთან ერთად მე-5 სართულიდან ჩავიდა ქვევით და სადარბაზოს მესამე სართულის ფანჯრიდან, რომლის შუშა იყო ჩამტვრეული, დაახლოებით 7 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ ა----------–------ ე.წ. ,,დუბინკით“ აზიანებდა მის მანქანას, ხელჯოხი გაუტყდა და ტარით განაგრძო მანქანის დაზიანება. დაზარალებულის განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ პიროვნება, რომელიც მის მანქანას ამტვრევდა, ნამდვილად ა----------–------ იყო, რადგანაც მას შეხედა პირდაპირ, როდესაც მძღოლის მხრიდან მინებს ამტვრევდა, ამასთან, ის ადგილი, სადაც მანქანა ეყენა, ლამპიონით განათებული იყო. ა----------–------- დაამტვრია ავტომანქანის წინა და უკანა საქარე მინები, ასევე კარის მინები, რის შემდეგაც გაიქცა. რაც შეეხება მეზობელს, გ-------- ის ცხოვრობს მათ ეზოში, რომლის საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს მათი კორპუსის წინ, გვერდით, ხელმარცხნივ. ა-–-----------–---- თქმით, მომხდარის შესახებ დარეკეს 112-ში და პატრულის თანამშრომლებასაც უთხრა თუ ვინ დაუმტვრია მანქანა. დაზარალებული მომხდარს უკავშირებს ა----------–------- და მის შვილს - ვ----------- შორის ბინის თაობაზე მიმდინარე სასამართლო დავას.
აპელანტი სააპელაციო საჩივარშიც უთითებს და იგივე გაიმეორა სააპელაციო სასამართლოში, თითქოს დაზარალებულმა სასამართლოში განმარტა კამერის ჩანაწერებში ნახა, რომ მანქანას ამტვრევდა ნიღბიანი პიროვნება. სწორედ ამიტომ გაატანა გამომძიებელმა აღნიშნული ჩანაწერი უკან და არ დაურთო საქმეს, რადგან წინააღმდეგობაში მოვიდოდა მათ ჩვენებებთან.
დაზარალებულის ჩვენების ასეთი სახით ინტერპრეტაცია არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებასთან, რადგანაც ასეთი რამ მას არ განუცხადებია.
დაზარალებულმა ა-–-----------–---- ადვოკატის მიერ დასმულ შეკითხვაზე განმარტა, მან პირადად დააყენა კორპუსთან სათვალთვალო კამერა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სწორედ ა----------–------ უზიანებდა მანქანას, რადგანაც ანალოგიურ სიტუაციას ადრეც ჰქონდა ადგილი. მომხდარი ფაქტის შემდეგ, მან ჩანაწერში ნახა, რომ სწორედ ა----------–------ აზიანებდა მანქანას. ეს ჩანაწერი მიუტანა გამომძიებელ გ------------–--–---–-- რომელმაც არ დაიტოვა იმ მიზეზით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მსუბუქი სახის დანაშაულს და ჩანაწერს ვერ გამოიყენებდნენ.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 19.06.18; 16:31:37-16:31:13).
პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა: ნ-----–---------------------–---------- რომლებმაც განმარტეს, რომ სადარბაზოს მე-3 სართულიდან კარგად დაინახეს, თუ როგორ აზიანებდა ა----------–------ ა-–-----------–---- ავტომანქანას.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმე გ--------------–-–---–-- ჩვენების შეფასებისას იხელმძღვანელა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომლის მიხედვითაც მან დაინახა მამაკაცის ლანდი, რომელიც ამტვერევდა მანქანას. პირველი ინსტანციის სასამართლოში კი მან განმარტა, რომ მას არც პიროვნება დაუნახავს და არც მტვრევის ხმა გაუგია.
ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც მოწმის ჩვენების ასეთი სახით ინტერპრეტაცია არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე გ--------------–-–---–-- განმარტა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს საღამოს სახლში დაბრუნდა 23:00 საათზე. დაახლოებით 01 საათი იქნებოდა დაწყებული, იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც გაიგონა მანქანის ბრახუნის და შუშის მტვრევის ხმა. დაინახა, რომ პიროვნების სილუეტი, რომელიც მოძრაობდა, თუმცა სახეზე არ დაუნახავს. დაახლოებით 5 წუთში მოიძია მანქანის მესაკუთრის ა-–---–-- ნომერი და შეატყობინა მომხდარის შესახებ, ლამპიონი ენთო და მანქანაც ისე იდგა, რომ პიროვნება კარგად არ ჩანდა. როდესაც ეზოში ჩავიდა, ნახა ა-–------------–--- და მისი დაზიანებული ავტომანქანა.
პალატა აღნიშნავს, რომ ერთადერთი წინააღმდეგობა, რაც ფიქსირდება მოწმეთა ჩვენებებს შორის, მდგომარეობს მასში, რომ ა-–------------–--- და ნ-----–-----–------ ადასტურებენ გამომძიებელთან ვიდეოჩანაწერის მიტანის ფაქტს, ხოლო გამომძიებელი გ------------–--–---–- მიუთითებს, რომ ასეთ ფაქტს ვერ იხსენებს, რაც პალატის აზრით არსებით გავლენას ვერ ახდენს საქმის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.
2017 წლის 18 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება ჩატარდა 04:35-06:10 საათზე. დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ------–-------–----–----–-------ის მიმდებარედ მდებარე ავტომობილი ,---–----–------------------------- სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით G------- აღნიშნული ავტომობილი არის ჯიპის ტიპის, ნაცრისფერი, გააჩნია 5 კარი, აქედან, 4 გვერდითა წინა და უკანა კარი და 1 საბარგულის კარი. მანქანის წინა საქარე მინა არის ჩამსხვრეულ-გაბზარულ მდგომარეობაში, მთლიანად ჩამსხვრეულია მანქანის წინა მარჯვენა სამივე შუშა, კერძოდ, წინა მარჯვენა მგზავრის, უკანა მარჯვენა მგზავრის და საბარგულის მარჯვენა შუშა; ასევე, ჩამსხვრეულია მარცხენა უკანა მგზავრის შუშა და საბარგულის უკანა შუშა, შუშების ნამსხვრევები მიმობნეულია მანქანის ირგვლივ და მანქანის სალონში. მანქანას საჭე გააჩნია მარცხენა მხარეს, სალონში წინა და უკანა მხრეს განთავსებულია სხვადასხვა ნივთები, რაც ა-–-----------–---- განმარტებით, ეკუთვნის მას. მანქანის ოთხივე საბურავი დაშვებულ მდგომარეობაშია, მანქანის მარცხნივ დაახლოებით 10-15 სმ. მოშორებით ძირს დაგდებულია ხის ხელკეტისმაგვარი ნივთი არამთლიან მდგომარეობაში, აღნიშნული ხელკეტისმაგვარი საგნიდან დაახლოებით 1 მეტრით მოთავსებულია მისი მეორე ნახევარი ხის ხელკეტისმაგვარი საგანი. დათვალიერებაში მონაწილეობდა ა-–-----------–----
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა გ------------–--–---–---------------------------
2017 წლის 18 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის ,----------------------------------------------------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 1050 (ერთიათასორმოცდაათი) ლარს. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 230 ლარით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა შ------------------
ამდენად, პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა--------------------–------- ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
დაცვის მხარეს, არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ა----------–------ს უდანაშაულობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა--------------------–------- ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ა--------------------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ა---------------------–------- მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა და საბოლოოდ, ა---------------------–------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი)წელი ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, საგამოცდო ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი)წელი.
4. მსჯავრდებულ ა---------------------–------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 26 იანვრიდან 2019 წლის 21 თებერვლის ჩათლით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა---------------------–------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
6.ნივთიერი მტკიცებულებები:
- ხელკეტის მაგვარი საგანი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ა----------–------ს ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- კომპიუტერული დისკი, შემთხვევის ადგილის ფოტოებით, რომელიც ერთვის სს საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი