განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
010100118002676051
ინსტანცია
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002676051

საქმე №1/ბ-426-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ი--–--ი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ზ----ს ძე გ------ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 2- ი--–--ს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ.გორი, სოფელი ტ------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.გორი, მ--------- ქუჩა 9, ბინა 17.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ დ----- გ------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 04:25 საათზე, ქ.ბათუმში, ა------ ჩიხი №8-ში, პირველ სართულზე არსებულ ა--------- შ---------ას დროებით საცხოვრებლ ბინაში უკანონო შეღწევით, გ------- ჯ-–--–---–- და დ----- გ------ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ე-–----- ნ------–-–--ას, ა--------- შ---------ას და გ--–--- ი----------ს კუთვნილ - სამგზავრო ჩემოდანს, „ასუსის“ ფირმის ორ ცალ ნოუთბუქს, „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, „ქენოსის“ ფირმის ფოტოაპარატს, კოსმეტიკას, ბიჟუტერიას, ვერცხლის ნივთებს, ფულად თანხასა და სხვა პირად ნივთებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენით დ----- გ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა წინა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- გ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

დ----- გ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

 

ამავე განაჩენით გ------- ჯ-–--–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და დანიშნული სასჯელი არასარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ჯ-–--–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება

გირაო გაუქმებულია.

 

დ----- ჯ-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 სექტემბრიდან - 2018 წლის 11 სექტემბრამდე.

 

აპელანტი - მსჯავრდებული დ----- გ------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ს---–------ კ-----–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ----- გ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, არის სრულიად ახალგაზრდა ადამიანი, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- გ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - გ--–--- ი----------ს, ა--------- შ---------ას, ე-–----- ნ------–--ას ჩვენებებით, მოწმეების: ა-----------------------------------------–------------------------------------------------------- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულ დ----- გ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებით, დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ დ----- გ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

მსჯავრდებულ დ----- გ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- გ------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ----- გ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს---–------ კ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ----- გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს- თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს წინა, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა,გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- გ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

დ----- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

დ----- გ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 სექტემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- დ----- გ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

-ე-–----- ნ------–--ას პასპორტი და ა--------- შ---------ას პასპორტი და მართვის მოწმობა, რაც დაუბრუნდა მესაკუთრეებს - დარჩეს მათ კანონიერ მფლობელობაში; -ა--------- შ---------ას, ე-–----- ნ------–--ას და გ--–--- ი----------ს დაკითხვის სხდომის ოქმები, სამ ცალ CD-R დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თითის ანაბეჭდები და ბრალდებულ დ----- გ------ისგან აღებული თითის ანაბეჭდის ნიმუშები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე