განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/52-8-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ა-- გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ა-- ჩიკვაიძე
აპელანტი - მ-------–--- ჯ---------ო;
წარმომადგენელი - თ-------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე – ა-- პ-------–---–ი;
არასრულწლოვანი - მ------ ჯ---------ო;
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო);
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა;
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მ-------–--- ჯ---------ოს სარჩელი ა-- პ-------–---–ის მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით: განესაზღვრა მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ოს 2003 წლის 1 ნოემბერს დაბადებულ მ------ ჯ---------ოსთან ურთიერთობისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთი მოპასუხე ა-- პ-------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე თავისი დროებითი საცხოვრებელი ადგილისა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით. მიენიჭა მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ოს (იტალიის რესპუბლიკის პასპორტის ნომერი Y--------, პირადობის მოწმობა №A--------) უფლება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტში მითითებული წესით ისარგებლოს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგაც და ამავე დროს მიენიჭა მ-------–--- ჯ---------ოს უფლება, ყოველი წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დროის მონაკვეთში ისარგებლოს არასრულწლოვან მ------ ჯ---------ოსთან ურთიერთობის უფლებით თავის საცხოვრებელ ადგილას მისამართზე იტალია, ქალაქი მ---–-, ლ-------- ქ. N7, წაყვანის წესით.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2003 წლიდან 2012 წლის ივნისის თვემდე, მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ო და ა-- პ-------–---–ი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ მ---–-ში. 2003 წლიდან 2010 წლამდე, ოჯახის ძირითად საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა იტალია, ქალაქი მ---–-, ლ--------ს N7. არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ო სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებაში და სკოლაში (მე-3 კლასის ჩათვლით) დადიოდა იტალიის ქალაქ მ---–-ში.
2.2. მ-------–--- ჯ---------ო და ა-- პ-------–---–ი 2012 წლის ივნისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას. მითითებული პერიოდიდან, მოპასუხე ა-- პ-------–---–ი და არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ო მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე.
2.3. მოსარჩელე მაქსმილიან ჯ---------ოს, მოპასუხე ა-- პ-------–---–ს და არასრულწლოვან მ------ ჯ---------ოს მიღებული აქვთ როგორც საქართველოს, აგრეთვე იტალიის მოქალაქეობა.
2.4. მოპასუხე ა-- პ-------–---–ი არასრულწლოვან მ------ ჯ---------ოსთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ი---–----- ქ. N2-, ბინა N7-. საცხოვრებელ ბინაში მ------ისათვის გამოყოფილია ოთახი, სადაც განთავსებულია მისთვის განკუთვნილი საწოლი, სამუშაო მაგიდა, პერსონალური კომპიუტერი. საცხოვრებელში შექმნილია არასრულწლოვანისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. 2015 წლის ივლისის თვის მდგომაროებით, არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ო სწავლობდა სსიპ თბილისის N1---ე საჯარო სკოლაში. ამჟამად, მ------ი სწავლობს კერძო სკოლა შპს ,,ა---“-ში.
2.5. მოსარჩელე მაქსმილიან ჯ---------ო მშობლებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს დედის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე იტალია, ქალაქი მ---–-, ლ--------ს N7. მოსარჩელის მშობლები არიან ასაკით პენსიის მიმღები პირები.
2.6. მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ო 2015 წლის 1 ივლისიდან დასაქმებულია შპს ,,A- I-----”-ში ციფრული პროგრამული და მანუალური მოწყობილებების მართვის თა--მშრომლის პოზიციაზე კლასიფიკაციით ლითონის გადამუშავების კერძო მრეწველობის მუშათა მე-5 დონე. მოსარჩელის ა--ზღაურება შეადგენს 1774.89 (ათას შვიდას სამოცდათხოთმეტი და ოთხმოცხრა) ევროს, საიდა--ც მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 1300 (ათას სამასი) ევროს.
2.7. იტალიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კარტოთეკის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ო არის ნასამართლოების არმქონე პირი, მასზე არ არის დაფიქსირებული რაიმე სამართლებრივი ვალდებულება.
2.8. მოპასუხე ა-- პ-------–---–ი არ არის დასაქმებული, არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მას არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ოს აღზრდაში მატერიალურად ეხმარება დედა.
2.9. მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ოს აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან მ------ ჯ---------ოსთან კომუნიკაციის თა--მედროვე საშუალებით (სოციალური ქსელი, სკაიპი და სხვა). მოსარჩელემ არასრულწლოვანი ბოლოს ნახა 2016 წლის ნოემბრის თვეში, რა დროსაც რამდენიმე დღით მ-------–--- ჯ---------ო ბავშვის ნახვის მიზნით იმყოფებოდა საქართველოში (ცხოვრობდა სასტუმროში). არასრულწლოვანი მოსარჩელესთან მარტო დედის გარეშე დღის საათებში, ან ღამით არ დარჩენილა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.10. მაქსმილიან ჯ---------ო და ა-- პ-------–---–ი დაქორწინდნენ 2002 წლის 31 დეკემბერს. მათ თა--ცხოვრების პერიოდში, 2003 წლის 01 ნოემბერს შეეძინათ შვილი მ------ ჯ---------ო. არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების ადგილია იტალია, ქალაქი მ---–-.
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით, დამტკიცდა მორიგება მოსარჩელე ა-- პ-------–---–ს და მოპასუხე მ-------–--- ჯ---------ოს შორის შემდეგი პირობებით: შეწყდა ქორწინება ა-- პ-------–---–ს და მ-------–--- ჯ---------ოს შორის რეგისტრირებული 2002 წლის 31 დეკემბერს, გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩა--წერი Nმ--------. 2. მ-------–--- ჯ---------ოს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის 2003 წლის 01 ნოემბერს დაბადებულ მ------ ჯ---------ოს სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან, 2014 წლის 10 ოქტომბრიდან ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 250 (ორას ორმოცდაათი) ევროს ექვივალენტი ლარში, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მ------ ჯ---------ო იქნება მამასთან. მ-------–--- ჯ---------ოს დაეკისრა ასევე 50%-იანი დაფინანსება სხვა დამატებით ხარჯებისა, რაც მოიცავს ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, ასევე ბავშვის საჭიროებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით, ა-- პ-------–---–ის სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის, კერძოდ, პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის უფლების ნაწილში დაკმაყოფილდა: მოპასუხე მაქსმილიან ჯ---------ოს არასრულწლოვანი შვილის 2003 წლის 01 ნოემბერს დაბადებული მ------ ჯ---------ოს მიმართ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის უფლების ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2- ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ-------–--- ჯ---------ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა-- პ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.13. არასრულწლოვან მ------ ჯ---------ოს აქვს ძლიერი მიჯაჭვულობის გრძნობა დედის, ა-- პ-------–---–ის მიმართ. არასრულწლოვანს უჭირს და არ არის შეჩვეული დედის გარეშე ყოფნას. საქმის განხილვის დროს, მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ოს ოჯახური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შეფასებისას არ გამოიკვეთა რაიმე ხელისშემშლელი ან უარყოფითი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, დააბრკოლოს მამის ბავშვთან ურთიერთობა ან რამე ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მითითებით, ბავშვისათვის ორივე მშობელი მნიშვნელოვანია და ორივე მათგანი ვალდებულია იზრუნონ და შეუქმნან მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ო (ამჟამად 13 წლის) თა--ხმაა ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, მხოლოდ დედის თანდასწრებით. მოპასუხე მხარე მიუთითებს მამასა და შვილს შორის არაჯანსაღ ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც გამოიხატება მათი პირადი კონტაქტის შემთხვევაში და არ შეეფერება მამასა და შვილს შორის ნორმალურ მშობლიურ ურთიერთობას. თუმცა მოპასუხე არ აკონკრეტებს აღნიშნულთან მიმართებით ფაქტებს და ამასთან, მითითებულ გარემოებებს ვერ ადასტურებს სათა--დო მტკიცებულებით. თავად არასრულწლოვანის გამოკითვისას, არასრულწლოვანმა მამის მიმართ ვერ გაიხსენა რაიმე უარყოფითი, არასასურველი ფაქტორი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ შორის ურთიერთობას და ზიანი მიაყენოს რაიმე კუთხით არასრულწლოვანს. უფრო მეტიც, მ------ ჯ---------ო თა--ხმაა მამასთან ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა, თუმცა ამ ეტაპზე ასაკიდან გამომდინარე, ვერ გამოხატავს მზადყოფნას დამოუკიდებლად გაემგზავროს საქართველოს ფარგლებს გარეთ, არდადეგების პერიოდის მამასთან გატარების მიზნით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ომ სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, 2003 წლის 1 ნოემბერს დაბადებულ მ------ ჯ---------ოსთან, ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით თავის საცხოვრებელ ადგილას, კერძოდ იტალია, ქალაქი მ---–-, ლ--------ს N7 წაყვანის უფლებით მ------ ჯ---------ოს სრულწლოვანების მიღწევამდე.
მ-------–--- ჯ---------ო და ა-- პ-------–---–ი დაქორწინდნენ 2002 წლის 31 დეკემბერს. მათ თა--ცხოვრების პერიოდში, 2003 წლის 1 ნოემბერს შეეძინათ შვილი მ------ ჯ---------ო. არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების ადგილია იტალია, ქალაქი მ---–-. მხარეები, მაქსმილიან ჯ---------ო და ა-- პ-------–---–ი, 2003 წლიდან 2012 წლის ივნისის თვემდე, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ მ---–-ში. 2003 წლიდან 2010 წლამდე, ოჯახის ძირითად საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა იტალია, ქალაქი მ---–-, ლ--------ს N7 (3.1.1., 3.2.1).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის მიხედვით, ბავშვის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლებს შორის კონფლიქტურმა ურთიერთობამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვზე, ის არ უნდა იქცეს მანიპულირების საგნად, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება მის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას, მშობლებმა უნდა იმოქმედონ უპირველესად ბავშვის ინტერესების და სურვილის გათვალისწინებით. აუცილებელია, არასრულწლოვანი ბავშვის სურვილის გათვალისწინება, სურს თუ არა ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. მ------ ჯ---------ო გამოთქვამს მამასთან ურთიერთობის სურვილს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არაა მზად, დამოუკიდებლად, დედის გარეშე, გაემგზავროს საზღვარგარეთ, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას. არასრულწლოვან მ------ს აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა დედის მიმართ და მის გარეშე იკვეთება ბავშვის დაუცველობისა და სისუსტის ნიშნები. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი არ უჭერს მხარს ამ ეტაპზე თანმხლები პირის გარეშე, არასრულწლოვანის მამასთან ურთიერთობისათვის, საზღვარგარეთ გამგზავრების წესით დროის მონაკვეთის განსაზღვრას.
არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ო (დაბადებული 2003 წლის 01 ნოემბერს) სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით ჩაბმულ იქნა საქმეში და მას სასამართლომ მოუსმინა 2016 წლის 5 მაისს და 2017 წლის 13 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე (დროის მონაკვეთის შუალედის გათვალისწინებით) მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობით (თანდასწრებით). მ------ ჯ---------ოს სურს მამასთან, მ-------–--- ჯ---------ოსთან ურთიერთობა. იგი დადებითად არის განწყობილი მამის ოჯახის წევრების (ბებია-ბაბუის) მიმართ. თუმცა არასრულწლოვანი ამ ეტაპზე არ არის თა--ხმა დედის გარეშე გაემგზავროს მამასთან, მ-------–--- ჯ---------ოსთან. ასაკის მატებასთან ერთად (დაახლოებით ერთ-ორ წელიწადში), მ------ი სამომავლოდ მზად იქნება მამასთან გასამგზავრებლად. არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან მ-------–--- ჯ---------ოსთან აქვს სტაბილური ურთიერთობა კომუნიკაციის თა--მედროვე საშუალებით (სატელეფონო, სოციალური ქსელი, სკაიპი და სხვა), რომლის მეშვეობითაც კვირაში სამჯერ მაინც ესაუბრება მამას. გარდა ამისა, არასრულწლოვანის დაბადების დღეზე ყოველწლიურად ჩამოდის მამა საქართველოში და გარკვეულ დროს ატარებს მ------თან ერთად. არასრულწლოვანი მ------ი ჯ---------ო 8 წლის ასაკამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად იტალიის რესპუბლიკაში. იგი იტალიის ყოფნის პერიოდში ვერ იხსენებეს მამის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან უარყოფ მოპყრობას ან შეუსაბამო ქცევას.
მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო იცავს რა მშობლის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, პირველ რიგში ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, მის დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი ცხოვრების წესს. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის.
ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომაროება, მათი საცხოვრებელი პირობები. მ-------–--- ჯ---------ო და ა-- პ-------–---–ი 2012 წლის ივნისის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას. მითითებული პერიოდიდან, მოპასუხე ა-- პ-------–---–ი და არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ო მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე (3.2.1). მოპასუხის და მისი არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილია, თბილისი, ი---–----- ქ. N2-, ბინა N7-. საცხოვრებელ ბინაში მ------ისათვის გამყოფილია ოთახი და შექმნილია კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს. მ------ ჯ---------ო სწავლობდა სსიპ თბილისის N1---ე საჯარო სკოლაში, თუმცა ამჟამად, იგი ასაკის შესაბამის გა--თლებას იღებს კერძო სკოლა შპს ,,ა---“-ში (3.1.4). დადგენილია, რომ მხარეებს, მ-------–--- ჯ---------ოს, ა-- პ-------–---–ს და მათი არასრულწლოვან შვილს მიღებული აქვთ საქართველოს, აგრეთვე იტალიის მოქალაქეობა (3.1.3). მოპასუხე ა-- პ-------–---–ი არ არის დასაქმებული, თუმცა დედის დახმარებით უზრუნველყოფს არასრულწლოვანს ყველა საჭირო საბაზისო საჭიროებებით (3.1.8). არასრულწლოვანი მ------ი, 2012 წლის ივნისის თვის შემდეგ არ ყოფილა იტალიაში, მამის საცხოვრებელ ადგილას.
საქმეში არსებული მასალებით, ასევე დადგენილია, მამის სამუშაო და საცხოვრებელო პირობები. მოსარჩელე მ-------–--- ჯ---------ო მშობლებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს დედის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე იტალია, ქალაქი მ---–-, ლ--------ს N7. მოსარჩელის მშობლები არიან ასაკით პენსიის მიმღები პირები. მ-------–--- ჯ---------ო 2015 წლის 1 ივლისიდან დასაქმებულია შპს ,,A- I-----”-ში ციფრული პროგრამული და მანუალური მოწყობილებების მართვის თა--მშრომლის პოზიციაზე კლასიფიკაციით ლითონის გადამუშავების კერძო მრეწველობის მუშათა მე-5 დონე. მოსარჩელის ა--ზღაურება შეადგენს 1774.89 (ათას შვიდას სამოცდათხოთმეტი და ოთხმოცხრა) ევროს, თუმცა მხარის განმარტებით, მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 1300 (ათას სამასი) ევროს (3.1.5. 3.1.6).
მ-------–--- ჯ---------ოს აქვს სტაბილური, ნორმალური ურთიერთობა არასრულწლოვან მ------ ჯ---------ოსთან კომუნიკაციის თა--მედროვე საშუალებით (სოციალური ქსელი, სკაიპი და სხვა). მოსარჩელემ არასრულწლოვანი პირადად ბოლოს ნახა 2016 წლის ნოემბრის თვეში, რა დროსაც რამდენიმე დღით მ-------–--- ჯ---------ო ბავშვის ნახვის მიზნით მცირე დროით იმყოფებოდა საქართველოში (3.1.9). უდავოა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანის დაბადების დღის პერიოდში (ყოველი წლის ნოემბრის თვეში) მოსარჩელე მხარე ჩამოდის საქართველოში ბავშვთან ურთიერთობისა და მისი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 მარტის განჩინებით ა-- პ-------–---–ს და მ-------–--- ჯ---------ოს შორის დამტკიცდა მორიგება ქორწინების შეწყვეტისა და არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე (3.2.2).
სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის N2/17743-14 გადაწყვეტილებით, ა-- პ-------–---–ის სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის, კერძოდ, პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის უფლების ნაწილში დაკმაყოფილდა: მოპასუხე მაქსმილიან ჯ---------ოს არასრულწლოვანი შვილის 2003 წლის 01 ნოემბერს დაბადებული მ------ ჯ---------ოს მიმართ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის უფლების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით მოცემულ სამოქალაქო საქმეზე არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, შეჩერდა საქმის წარმოება სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე N2/17743-14) კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2- ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ-------–--- ჯ---------ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა-- პ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (3.2.3).
სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებით გა--ხლდა საქმის წარმოება მ-------–--- ჯ---------ოს სარჩელისა გამო მოპასუხე ა-- პ-------–---–ის მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით.
სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. აღიარებულია, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა დადასტურდეს იმ ზიანის არსებობა, რაც შესაძლოა დადგეს მამასა და შვილს შორის ურთიერთობის შემთხვევაში. მოცემულ საქმეზე, როგორც უკვე აღინიშნა, არ გამოიკვეთა ბავშვის კეთილდღეობისა და მისი უპირატესი ინტერესების საწინააღმდეგო გარემოებები. რაიმე ხელისშემშლელი ან უარყოფითი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, დააბრკოლოს მამის ბავშვთან ურთიერთობა ან რამე ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა (3.2.4). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. სათა--დო მტკიცებულებებისა და თავად არასრულწლოვანი ბავშვის მოსაზრების მოსმენის შედეგად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას მამასა და შვილს შორის არაჯანსაღ ურთიერთდამოკიდებულებაზე. არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ო (ამჟამად 13 წლის ასაკის) თა--ხმაა ურთიერთობა (მათ შორის პირადი კონტაქტი) ჰქონდეს და გარკვეული დროით გაემგზავროს მამასთან, იტალიის რესპუბლიკაში, თუმცა ამჟამად გამგზავრებისათვის მზადყოფნას არ გამოხატავს. არასრულწლოვანი თავის ასაკობრივი და გონივრული შესაძლებლობის მიხედვით, ნათლად, გასაგებად გამოთქვამს სურვილს მამასთან ურთიერთობისა, მამის რაიმე უარყოფით პიროვნულ მახასიათებლებზე არ მიუთითებს და პირიქით, გამოხატავს სიყვარულს, დადებით ემოციას მის მიმართ. საქმეზე არაა წარმოდგენილი სპეციალისტის (მათ შორის ფსიქოლოგის) დასკვნა არასრულწლოვანი ბავშვის ემოციური, ფსიქოლოგიური თუ გონებრივი შესაძლებლობის (თუ პრობლემის არსებობის) თაობაზე, რაც საეჭვოს გახდიდა მამასა და შვილს შორის ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობის შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთხელ მათ სტაბილურ კომუნიკაციაზე ტექნიკის თა--მედროვე საშუალებებით და ყოველწლიურად, ნოემბრის თვეში მამის ვიზიტზე საქართველოში. არასრულწლოვანმა მამის (ან მისი ოჯახის წევრების) მიმართ ვერ გაიხსენა რაიმე უარყოფითი, არასასურველი ფაქტორი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ შორის ურთიერთობას და ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ინტერესს.
საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო რეგულირება გამომდინარეობს თავად ამ ურთიერთობის ხასიათის თავისებურებიდან. კერძოდ, მშობელსა და შვილს შორის განსაკუთრებული ბუნებრივი სიახლოვეა. ისინი ბუნებრივად ერთმანეთთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები არიან, რაც თავის მხრივ გენეტიკური კავშირითაა განპირობებული. ოჯახის წევრებს შეიძლება შეეზღუდოთ ან ჩამოერთვათ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი საქმიანობიდან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მათ ბავშვთან ურთიერთობა ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე მავნე გავლენას მოახდენს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები, ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მ-------–--- ჯ---------ოს არასრულწლოვან მ------ ჯ---------ოსთან ურთიერთობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ წაყვანის უფლების მინიჭების საწინააღმდეგო ჩა--წერი არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის დასკვნაში და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება. თუმცა სოციალური სამსახურის წარმომადგენელი, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად არასრულწლოვანის გამგზავრებას საზღვარგარეთ, მამის საცხოვრებელ ადგილას. ამასთან, მშობლის უფლების შეზღუდვის რაიმე წინაპირობა საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დადასტურდა. გასათვალისწინებელია, დედასა და შვილს შორის არსებული პოზიტიური მიჯაჭვულობის და ემოციური დამოკიდებულის ფაქტიც. სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს იმგვარად, რომ არ დაირღვეს არასრულწლოვანის საცხოვრებელი გარემო-პირობები და ცხოვრების ჩვეული რეჟიმი. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობელთა სამუშაო გრაფიკი და მათი დატვირთულობა. მოსარჩელე ამ შემთხვევაში არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის მოითხოვს ბავშვის სწავლისაგან თავისუფლად დროს - არდადეგების პერიოდს. ყურადსაღებია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში მამასა და შვილს შორის (მიუხედავად ტერიტორიული დაშორებისა) არ გამოიკვეთა გაუცხოვება.
საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს პოზიციისა და არასრულწლოვანი ბავშვის გამოთქმული მოსაზრების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, მოთხოვნილ დროის მონაკვეთში მოსარჩელეს უნდა მიენიჭოს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე როგორც ა-- პ-------–---–ის, ასევე საქართველოში თავისი დროებითი საცხოვრებელი ადგილის (თუკი ასეთი ექნება) მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების წესით. ამავე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიენიჭოს მოსარჩელეს მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის გასვლის შემდეგაც და ამავე დროს, დროის იმავე მონაკვეთებში (ყოველი წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, მ------ ჯ---------ოს სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე) მამას უნდა ჰქონდეს თავისი საცხოვრებელი ადგილის (მისამართზე იტალია, ქალაქი მ---–-, ლ--------ს ქ. N7) მიხედვით ბავშვთან ურთიერთობის უფლება. აღნიშნული წესით შვილთან ურთიერთობა, მით უმეტეს საქართველოს ტერიტორიიდან 2003 წელს დაბადებული არასრულწლოვანის წაყვა-- საზღვარგარეთ, შეუძლია მოსარჩელეს თავად ბავშვის თანხმობით. ა-- პ-------–---–მა ხელი უნდა შეუწყოს მამასა და შვილს შორის ჯანსაღ ურთიერთობას. დედამ ხელოვნურად არ უნდა შეუქმნას შვილს უარყოფითი დამოკიდებულება მამასთან ურთიერთობის და იტალიაში, მამასთან ერთად დროებით ცხოვრების ფაქტთან მიმართებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათა--დო მნიშვნელობის მინიჭებას.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. მშობლის ბავშვთან დაკავშირებული უფლება, პირველ რიგში ბავშვის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მშობლის მხრიდან არასათა--დო ქცევის შემთხვევაში, რომელიც არასრულწლოვანზე უარყოფითად მოქმედებს შესაძლებელია მშობლის უფლება შეიზღუდოს. მშობლის უფლების შეზღუდვისათვის არ არის საკმარისი მხარის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მას არ სურს ბავშვის გაშვება. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა ზამთრის არდადეგების დროს ერთი კვირის მანძილზე და ზაფხულის არდადეგებზე 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით მამის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის ნახვის უფლების განსაზღვრა სამართლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ დავაში, სააპელაციო პალატის შეფასების საგანია მამისა და არასრულწლოვანი შვილის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, ნახვის დღეების განსაზღვრა გამომდინარეობს თუ არა არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან.
პალატა განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 257-5/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ -იხ. სუსგ # ას 967-916-2015, 15.12.2015წ).
ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თა--ბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თა--ხმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მოხმობილი კონვენცია ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცა--ს ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თა--ბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თა--სწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო და--წესების ა--ლიზი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ, საქმე Nას-1122-1078-2016).
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თა--ხმად, შვილების მიმართ მშობლებს თა--ბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თა--ხმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანხმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თა--ხმად, მშობლებს თა--ბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთა--ც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის მიხედვით, ბავშვის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლებს შორის კონფლიქტურმა ურთიერთობამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვზე, ის არ უნდა იქცეს მანიპულირების საგნად, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება მის ფსიქო-ემოციური განვითარებაზე. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას, მშობლებმა უნდა იმოქმედონ უპირველესად ბავშვის ინტერესების და სურვილის გათვალისწინებით. აუცილებელია, არასრულწლოვანი ბავშვის სურვილის გათვალისწინება, სურს თუ არა ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. მ------ ჯ---------ო გამოთქვამს მამასთან ურთიერთობის სურვილს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არაა მზად, დამოუკიდებლად, დედის გარეშე, გაემგზავროს საზღვარგარეთ, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას. არასრულწლოვან მ------ს აქვს ძლიერი მიჯაჭვულობა დედის მიმართ და მის გარეშე იკვეთება ბავშვის დაუცველობისა და სისუსტის ნიშნები. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი არ უჭერს მხარს ამ ეტაპზე თანმხლები პირის გარეშე, არასრულწლოვანის მამასთან ურთიერთობისათვის, საზღვარგარეთ გამგზავრების წესით დროის მონაკვეთის განსაზღვრას.
არასრულწლოვანი მ------ ჯ---------ოს პირველი ინსტანციის სასამართლოზე მიცემული ახსნა-განმარტებით, მ------ ჯ---------ოს სურს მამასთან, მ-------–--- ჯ---------ოსთან ურთიერთობა. იგი დადებითად არის განწყობილი მამის ოჯახის წევრების (ბებია-ბაბუის) მიმართ. თუმცა არასრულწლოვანი ამ ეტაპზე არ არის თა--ხმა დედის გარეშე გაემგზავროს მამასთან, მ-------–--- ჯ---------ოსთან. ასაკის მატებასთან ერთად (დაახლოებით ერთ-ორ წელიწადში), მ------ი სამომავლოდ მზად იქნება მამასთან გასამგზავრებლად. არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან მ-------–--- ჯ---------ოსთან აქვს სტაბილური ურთიერთობა კომუნიკაციის თა--მედროვე საშუალებით (სატელეფონო, სოციალური ქსელი, სკაიპი და სხვა), რომლის მეშვეობითაც კვირაში სამჯერ მაინც ესაუბრება მამას. გარდა ამისა, არასრულწლოვანის დაბადების დღეზე ყოველწლიურად ჩამოდის მამა საქართველოში და გარკვეულ დროს ატარებს მ------თან ერთად. არასრულწლოვანი მ------ი ჯ---------ო 8 წლის ასაკამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად იტალიის რესპუბლიკაში. იგი იტალიის ყოფნის პერიოდში ვერ იხსენებეს მამის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან უარყოფ მოპყრობას ან შეუსაბამო ქცევას. ა--ლოგიური შინაარსის მოსაზრება იქნა მოსმენილი არასრულწლოვანი ბავშვის მხრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზეც. ამდენად, მამისა და შვილის ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო, ხელმძღვანელობს რა ბავშვის ინტერესებით, ითვალისწინებს მის ასაკს, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მათ ცხოვრების წესს, დამოკიდებულებას დედასთან და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მამასა და შვილს შორის ურთიერთობის წესი.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------–--- ჯ---------ოს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ-------–--- ჯ---------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ა-- გოგიშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე