განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2019
საქმის ნომერი
330210018002566666
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002566666

საქმე №2ბ/5079-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, მიხეილ გოგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

 

აპელანტი - ბ---- ნ-------ე, თ---------- ფ----------ე

წარმომადგენელი - კ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თ---–----------–----–--------------ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2018 წლის 02 აპრილს ქ. თ---–----------–----–--------------ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხეების ბ---- ნ-------ის, ვ--–------ ე-----–--ის, თ---------- ფ----------ის და ჰ------ ო-----ის მიმართ ითხოვა ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ, დაეკისროთ მიყენებული ზიანის - 234311.56 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განაჩენით ბ---- ნ-------ე, ვ--–------ ე-----–--ე და თ---------- ფ----------ე ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (21 262.3, 34 343.26, 9 740, 35 400, 1 440, 750, 84 530, 90 და 46 756 ლარის ეპიზოდები), რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება და გამოყენება რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის N1----- განაჩენით ჰ------ ო-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (21 262.3, 34 343.26, 9 740, 1 440, 750, 35 400, 84 530, 90 და 46 756 ლარის ეპიზოდები), კერძოდ, თაღლითობა, ესე იგი მარლთსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ასევე, ჯგუფურად, ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

3. ქ.თ---–----------–----–--------------ის სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად. მოპასუხეებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად. მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელი თანდართული მასალებით და განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად. მოპასუხეებს ჰ------ ო-----სა და ვ--–------ ე-----–--ეს, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდათ საჯარო შეტყობინების მეშვეობით, 2018 წლის 18 დეკემბერს. ბ---- ნ-------ის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდა ოჯახის წევრს 2018 წლის 2 აგვისტოს ადრესატისთვის გადასაცემად. ხოლო თ---------- ფ----------ეს გზავნილი ჩაბარდა პირადად 2018 წლის 1 ოქტომბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 (ათი) დღის ვადა, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 28 დეკემბერს. მაგრამ მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი, მოპასუხეების ბ---- ნ-------ის, ჰ------ ო-----ის, ვ--–------ ე-----–--ის, თ---------- ფ----------ის მიმართ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაკმაყოფილდა სრულად: ბ---- ნ-------ეს, ჰ------ ო-----ს, ვ--–------ ე-----–--ეს და თ---------- ფ----------ეს, ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ, დაეკისრათ 234311.56 ლარის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის გადახდა.

 

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს ჰ------ ო-----სა და ვ--–------ ე-----–--ეს, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდათ 2018 წლის 18 დეკემბერს. ბ---- ნ-------ეს 2018 წლის 2 აგვისტოს. ხოლო, თ---------- ფ----------ეს 2018 წლის 1 ოქტომბერს.

 

წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 (ათი) დღის ვადა, რომელიც ბ---- ნ-------ის შემთხვევაში ამოიწურა 13 აგვისტოს, თ---------- ფ----------ის შემთხვევაში 2018 წლის 11 ოქტომბერს. ხოლო ჰ------ ო-----ის და ვ--–------ ე-----–--იოს შემთხვევაში 2018 წლის 28 დეკემბერს. მაგრამ მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. 2019 წლის 7 თებერვალს, მოპასუხეებმა თ---------- ფ----------ემ და ბ---- ნ-------ემ წარმოადგინეს საჩივარი და მოითხოვეს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

 

6.1. ბ---- ნ-------ის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე სადაც სარჩელი თანდართული მასალით იქნა გაგზავნილი (თ---–----------------------------–--------------------------) ათეული წლებია აღარ ცხოვრობს. მისი ფაქტობრივი მისამართია თ---–---------------–-–---–------------------------- და ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სარჩელში მითითებულ მისამართზე, სადაც მოხდა გზავნილის ჩაბარება ცხოვრობენ მისი მშობლები. სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა მშობლებს, ადრესატისათვის გადასაცემად. როგორც საჩივრის ავტორი მიუთითებს, იმავე მისამართზე ბარდებოდა სასამართლოს სხვა გზავნილებიც, თუმცა ამ საქმეზე მიღებული სარჩელი მისთვის არ გადაუციათ. კონვერტზე მითითებული იყო მოსამართლე კაკაბაძე, რომელიც იხილავდა სხვა სარჩელს, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საბუთები ბარდებოდა იმავე საქმეზე. ამიტომაც არ გადაეცა სარჩელი და ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა.

 

6.2. საჩივრის ავტორის თ---------- ფ----------ის განმარტებით, თ---–----------–----–--------------ას იგივე საგანზე და იგივე საფუძვლით 2018 წლის მარტის თვეში წარმოდგენილი ჰქონდა ორი სარჩელი. მითითებულ საქმეებზე მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა, მხარისთვის რომ ყოფილიყო ცნობილი აღნიშნული სარჩელის შესახებ, მსგავსად სხვა საქმეებისა წარმოადგენდა შესაგებელს.

 

6.3. საჩივრის განხილვისას ბ---- ნ-------ემ აღნიშნა, რომ მას გზავნილი გადაეცა, თუმცა დაგვიანებით. მასალებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ვინაიდან ეგონა მერიის მიერ სასამართლოში წარდგენილი იმ საქმის მასალები, რომელიც იმყოფება მოსამართლე კაკაბაძის წარმოებაში. ბ---- ნ-------ე სადავოდ ხდის სარჩელის საფუძვლიანობას და მიაჩნია, რომ არასწორადაა განსაზღვრული ზიანის ოდენობა, ამასთან მოთხოვნა ხანდაზმულია და სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა. მანვე განმარტა, რომ მთელ პასუხისმგებლობას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განაჩენიდან მომდინარეობს, ის იღებს თავის თავზე. სწორედ ამიტომ მოპასუხე თ---------- ფ----------ემ გადასცა მის წილად განკუთვნილი სარჩელიც, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. თ---------- ფ----------ის განმარტებით, სარჩელი ჩაიბარა და გადასცა ბ---- ნ-------ეს.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით მოპასუხეების ბ---- ნ-------ის და თ---------- ფ----------ის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

აღნიშნული გასაჩივრებული იქნა ბ----ი ნ-------ის და თ---------- ფ----------ის მიერ.

 

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

8.1. აპელანტის ბ----ი ნ-------ის განმარტებით, იგი მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე მდებარე: თბილისი, ა------------ის დ-----–------------------------ში არ ცხოვრობს და ათეული წლებია მისი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილია: გ. რ-----–-–---–ის მ-----------------------------, სადაც ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სარჩელში მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ მისი მოხუცებული მშობლები, სადაც ჩაბარდა გზავნილი. ამიტომ აღინიშნა გზავნილის ჩაბარების საბუთში, რომ „ჩაბარდა ადრესატისთვის გადასაცემად“. სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი იყო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა რომ არ ცხოვრობს მშობლის მისამართზე. შესაბამისად, თბილისში, ა------------ის დ-----–--აში გზავნილის ჩაბარება ოჯახის წევრთან მიმართებაში ვერ ჩაითვლება საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ჩაბარებად. აგრეთვე, აღნიშნულ საქმეზე მიღებულ კონვერტზე მითითებული იყო მოსამართლე კაკაბაძე, ხოლო რადგანაც სხვა სარჩელი იგივე მოსამართლე კაკაბაძის განხილვაში იყო მის მშობლებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ახალი საქმე კი არ იყო, არამედ იყო იგივე საქმეზე ხელახლა ჩაბარებული საბუთები.

 

8.2. აპელანტების განმარტებით, სარჩელზე დართულია მხოლოდ განაჩენი, რომელიც არ შეიცავს დასაბუთებას და გაანგარიშებას. აღნიშნული განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და შესაბამისად იგი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშების დასაბუთებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309-17 მუხლის მიზნებისთვის სარჩელის საფუძვლიანობა დამყარებულია ისეთ განაჩენზე, რომელიც შეიცავს დასაბუთებას მიყენებული ზიანის შესახებ, ხოლო ისეთი განაჩენი, რომელიც არ განსაზღვრავს და წარმოშობს ზიანის ოდენობის გაანგარიშებას, ასეთი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით მოთხოვნილი დასაბუთების სტანდარტს და იგი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას და ამ საფუძვლით სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

9. სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრებისა და საქმის მასალების შესწავლის; საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე რომ:

 

9.1. ბ---- ნ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხე ბ---- ნ-------ის ნაწილში და საქმე მოპასუხე ბ---- ნ-------ის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

9.2. თ---------- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხე თ---------- ფ----------ის ნაწილში;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

10. აპელანტი ბ---- ნ-------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე მდებარე: თბილისი, ა------------ის დ-----–------------------------ში არ ცხოვრობს და ათეული წლებია მისი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილია: გ. რ-----–-–---–ის მ-----------------------------, სადაც ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. სარჩელში მითითებულ მისამართზე სადაც ჩაბარდათ გზავნილი, ცხოვრობენ მისი მოხუცებული მშობლები.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, სარჩელში მოპასუხე ბ---- ნ-------ის ძირითად მისამართად მითითებულია: თბილისი, ა------------ის დ-----–-----------------------, ხოლო ალტერნატიულ მისამართად კი თბილისი, რ-----–-–---–ის ქ-----------------------------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოპასუხის ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში, ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონო, მათ შორის მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ზუსტად მიუთითოს მოპასუხის მისამართი. ამდენად ცალსახაა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აკისრებს მოპასუხის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) მითითების ვალდებულებას, ხოლო არსებობის შემთხვევაში, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის, მათ შორის მობილური, ელექტრონული ფოსტის და ფაქსის მითითების ვალდებულებასაც. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნები, მოპასუხის ზუსტი ადგილსამყოფელის მითითების თაობაზე, სწორედ სასამართლო დავის შესახებ მხარის ჯეროვნად ინფორმირებულობის, მისთვის სასამართლო გზავნილისა თუ უწების ჩაბარების მიზანს ემსახურება. მხარე ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ჩაბარების მიზანი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მოპასუხე ბ---- ნ-------ის ძირითად მისამართად მიუთითა: თბილისი, ა------------ის დ-----–-----------------------, ხოლო ალტერნატიულ მისამართად კი თბილისი, რ-----–-–---–ის ქ-----------------------------, მაშინ როდესაც თბილისი, ა------------ის დ-----–----------------------- წარმოადგენდა ბ---- ნ-------ის რეგისტრირებულ მისამართს, ხოლო ძირითად ფაქტობრივ ადგილსამყოფელს კი წარმოადგენდა: თბილისი, რ-----–-–---–ის ქ-----------------------------. ამ გარემოებაზე ბ---- ნ-------ის მიერ მითითებული იქნა საჩივარში და აღნიშნულის დასტურად წარდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებებიც.

 

მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესის მიხედვით და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა, თუმცა როგორც სასამართლო ასევე მხარე გზავნილის ჩაბარების საშუალების შერჩევისას ვალდებულია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩაბარების მიზანს და ეფექტურად განახორციელებს კანონით განსაზღვრულ ყველა ღონისძიებებს მხარისათვის სამართალწარმოების თაობაზე შეტყობინების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)

 

პალატა განმარატავს რომ, ჩაბარების ინტერესის შესაბამისად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მნიშვნელოვანია ისეთი პირობების არსებობისას, როდესაც მხარეები კეთისინდისიერნი არიან თავიანთი და მოწინააღმდეგე მხარის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებისას და ამგვარად, ასრულებენ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. როდესაც მხარე ან/და მისი წარმომადგენელი არ ასრულებს ვალდებულებას, სწორად მიუთითოს საკუთარი მისამართი ან, მისი შეცვლის შემთხვევაში, აცნობოს სასამართლოს ახალი მისამართი, კანონი ათავისუფლებს სასამართლოს ჩაბარების უზრუნველსაყოფად საჭირო დამატებითი გზების ძიების ვალდებულებისაგან (მეორედ გაგზავნა, საჯარო შეტყობინების გამოყენება და სხვა) და ადგენს გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის შესაძლებლობას სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე გზავნილის გაგზავნის შედეგად, მიუხედავად ამ მისამართზე ადრესატის მოძიებისა და მისთვის გზავნილის გადაცემისა, ხოლო თუ სარჩელში მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია სარჩელი განუხილველი რჩება. სარჩელში მითითებული მისამართი სწორად ჩაითვლება, თუ მოსარჩელე გამოიყენებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველა სამართლებრივ საშუალებას მოპასუხის ადგილსამყოფელის დასადგენად და მას, კეთილსინდისერად, შეუძლია მოპასუხის მისამართად მიიჩნიოს სარჩელში აღნიშნული მისამართი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა მოპასუხის როგორც რეგისტრაციის ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, რომელიც ბუნებრივია მისთვის ცნობილი ყოფილა, სასამართლომ მიუხედავად ამისა რომ საჩივრის ეტაპზე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, თანაც იმ ვითრებაში როდესაც ამგვარ მისამართზე თავად მოსარჩელეც მიუთითებდა სარჩლში, გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროცედურა ოჯახის წევრის შეტყობინების შესახებ და არ დააკმაყოფილა საჩივარი. პალატის მოსაზრებით მოცემულ საქმეში ამ წესის ხისტი გამოყენება არყევდა განმცხადებლის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო სამართალწარმოებაში და დაეცვა საკუთარი ინტერესები (იხ გახარია საქართველოს წინააღმდეგ განაცხადი N 30459/13)

 

ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას, თუმცა სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31,). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელშივე მითითებული იქნა ბ---- ნ-------ის რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რის საფუძველზედაც სასამართლოს გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა რეგისტრირებულ და არა ფაქტობრივ/საცხოვრებელ მისამართზე. შესაბამისად ოჯახის წევრზე, მოპასუხის მამაზე ჩაბარება ვერ მიიჩნევა სსსკ 74-ე მუხლით გათვალიწინებული წესის მიხედვით აპელანტთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრის ჩაბარებად. პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საქმეზე ას-1078-1107-2011, სადაც აღნიშნულია, მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ფიზიკური პირის შესაძლებლობა, ჰქონდეს არაერთი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, განსაზღვრულ მისამართზე პირის რეგისტრაცია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ეს უკანასკნელი ფაქტობრივად ცხოვრობდეს არა რეგისტრირებულ, არამედ სხვა მისამართზე. პალატა განმარტავს რომ სხვა შემთხვევაში გაურკვეველია რატომ მიუთითა მოსარჩელემ მოპასუხის მისამართი გ. რ-----–-–---–ის მე-3------------------ და რა მიზანს ემსახურებოდა ამ მისამართის მითითება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისა, ხოლო 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გულისხმობს რომ თუკი მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარადა სარჩელი და თანდართული დოკუმეტები მის მიმართ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბ---- ნ-------ეს კანონით დადგენილი წესით სარჩელი და თანდართული დოკუმეტები არ ჩაბარდა, აღნიშნული წარმოადგენს მის მიმართ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

11. რაც შეეხება თ---------- ფ----------ის სააპელაციო საჩივარს, მან სარჩელი, თანდართული დოკუმენტებით ჩაიბარა პირადად 2018 წლის 1 ოქტომებრს, შესაბამისად არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. კერძოდ, სარჩელზე დართული განაჩენი არ შეიცავს დასაბუთებას და გაანგარიშებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309-17 მუხლის მიზნებისთვის სარჩელის საფუძვლიანობა დამყარებულია ისეთ განაჩენზე, რომელიც შეიცავს დასაბუთებას მიყენებული ზიანის შესახებ, ხოლო ისეთი განაჩენი, რომელიც არ განსაზღვრავს და წარმოშობს ზიანის ოდენობის გაანგარიშებას, ასეთი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით მოთხოვნილი დასაბუთების სტანდარტს და იგი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლო შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს ადგენს სარჩელის მიხედვით ანუ, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად ითვლებიან, ამართლებენ თუ არა სამართლებრივად მის სასარჩელო მოთხოვნას, რათა მიეცეს დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დანიშნოს სხდომა და მოისმინოს მოპასუხის სამართლებრივ მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

პალატა მოიხმობს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საქმეზე ას-373-373-2018, სადაც აღნიშნულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნას ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ დავასთან დაკავშირებით სასამართლომ სწორა მიიჩნია რომ, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---- ნ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხე ბ---- ნ-------ის ნაწილში და საქმე მოპასუხე ბ---- ნ-------ის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; ხოლო თ---------- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხე თ---------- ფ----------ის ნაწილში;

 

12. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეჯამებული სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის უნდა განაწილდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ---- ნ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს,1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხე ბ---- ნ-------ის ნაწილში და საქმე მოპასუხე ბ---- ნ-------ის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

2. თ---------- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.1. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხე თ---------- ფ----------ის ნაწილში;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი

 

ქეთევან დუგლაძე