განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
080100119002918198
ინსტანცია
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-486-2019 წელი

№080100119002918198

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

2 აგვისტო, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ-–- ჩ---–--ის ბრალდების №------------- სისხლის სამართლის საქმე.

ლ-–- ჩ---–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ-------------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულ-თა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ლ-–- ჩ---–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

– სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ-------–---–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კართან, ლ-–- ჩ---–--ემ სიტყვიერი შეურაცხ-ყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ლ--- ს-----–--ეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, აგინებდა მას დედისა და ახლო ნათესავების მისამართით და დაემუქრა, რომ მოკლავდა. ლ-–- ჩ---–--ის ქმედების შედეგად ლ--- ს-----–--ეს გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ-------–---–------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე ლ-–- ჩ---–--ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას, ი----- ს-----–--ეს და დაე-მუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, აგინებდა მას დედისა და ახლო ნათესავების მი-სამართით და დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა, ლ-–- ჩ---–--ის ქმედების შედეგად ი----- ს-----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ-–- ჩ---–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვო-კატებმა ე----- ო-----ემ და მ--- ფ------–--ემ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხო-ვენ ლ-–- ჩ---–--ის მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრის შეცვლას 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ ლ-–- ჩ---–--ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მართლმსაჯულების განხორციელებას. ის არასდროს ყოფილა ნასამართლევი და კანონთან რაიმე წინააღმდეგობაში, ხასიათდე-ბა დადებითად. იგი შეიარაღებულ ძალებში მსახურობის პერიოდში ერთ-ერთი წარჩი-ნებული და დისციპლინირებული პირია, რასაც უამრავი ჯილდო და სერთიფიკატი ადასტურებს.

საპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ლ-–- ჩ---–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–- ჩ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსა-წინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; სასამართლომ ამომწუ-რავად გაითვალისწინა ლ-–- ჩ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარე-მოებები, რომ მსჯავრებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნა-სამართლევი, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ლ--–- ჩ---–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლ-საწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვლა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩ-ნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი ლ-–- ჩ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ლ-–- ჩ---–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ლ-–- ჩ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სას-ჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩა-ეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლ-–- ჩ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ლ-–- ჩ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 5 მარტიდან 2019 წლის 9 მარტის ჩათვლით.

ლ-–- ჩ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გი-რაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერ-თი) თვის ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრ-დებულ ლ-–- ჩ---–--ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და-ევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili