განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310117001905371
საქმე №3/ბ-180-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ ა---------–-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს პარლამენტი
მესამე პირები _ ზ--------------, ლ------------–---–ი, შ--------------ე
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბთილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელებით მიმართა ა---------–-------–---–მა საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:
- საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მ-----ის N5-----ს დადგენილება - ,,შ--------------ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’;
- საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----რს დადგენილება - ,,ლ------------–---–ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’;
- საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----რს დადგენილება - ,,ზ--------------ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2016 წლის 30 დეკემბერს გააკეთა განცხადება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ,,2016 წლის 30 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ასარჩევი კონკურსის დაწყების’’ თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2017 წლის 16 მაისს გააკეთა განცხადება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ,,2017 წლის 16 მაისიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსის დაწყების’’ თაობაზე.
კონკურსის პირობით: ,,საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ამასთან, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
მოსარჩელე მიუთითებს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო გამოცხადებული კონკურსის ზემოაღნიშნული პირობებიდან მეორე წინააღმდეგობაშია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის შესაბამის ნორმებთან (47-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადებასთან), შ--------------ეს, ლ------------–---–ის და ზ--------------ს კონკურსზე არ წარუდგენიათ კანონით და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობით გათვალისწინებული ,,შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია’’, ასევე შ--------------ეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში’’. ლ------------–---–ს და ზ--------------ს არ წარუდგენია ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ თავად კანდიდატები და მათი წარმდგენი ორგანიზაციები ,,ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოების განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში’’.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონკურსი ჩატარდა პარლამენტის რეგლამენტის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის დარღვევით, ხოლო კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებული. კერძოდ კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი კანდიდატი ისე გავიდა იურიდიული კომიტეტის გამართულ შეხვედრას არ დასწრებია, ხოლო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს კანდიდატთა მონაცემები არ გააცნო სათანადოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის, 2017 წლის 22 ი----ის და 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით ა---------–-------–---–ის სარჩელები განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის და ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ--------------, ლ------------–---–ი და შ--------------ე.
მოპასუხე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
მესამე პირებს - შ--------------ეს, ზ--------------ს და ლ------------–---–ის საქალაქო სასამართლოში შესაგებლები არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, ამდენად მათი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა---------–-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად: 2016 წლის 30 დეკემბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ასარჩევი კონკურსი.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2017 წლის 13 იანვრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს პარლამენტის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
წარდგინება შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ი-----–-----–--ის გამზირი N26, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: c-----------------.ge”.
დადგენილია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა შ--------------ემ განცხადებით მიმართა ააიპ ,,ს-----------------------–---–ის’’ თავმჯდომარეს ი------------------ეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ითხოვა მისი კანდიდატურის განხილვა და საქართველოს პარლამენტისთვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენა.
დადგენილია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა შ--------------ემ განცხადებით მიმართა ააიპ ,,ა---–----------------------ის’’ ხელმძღვანელს ა-----–------–-–---–ს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილოების მისაღებად ითხოვა მისი კანდიდატურის განხილვა და საქართველოს პარლამენტისთვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 12 იანვარს, ააიპ ,,ს-----------------------–---–ის“ (თავმჯდომარე ი------------------ე) მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული იქნა ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შ--------------ის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“ წარდგინება.
დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ის“ მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული იქნა ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შ--------------ის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“ წარდგინება.
ააიპ ,,ს-----------------------–---–ისა“ და ააიპ ,,ა---–----------------------ის“ წარდგინებას თან ერთვოდა: კანდიდატის თაობაზე ააიპ ,,ს-----------------------–---–ისა“ და ააიპ ,,ა---–----------------------ის“ რეკომენდაცია, სასამართლოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ორგანიზაციის წარმომადგენლობის განხორციელების შესახებ დამადასტურებელი საბუთი დოკუმენტი-ინფორმაცია და კანდიდატის თანხმობა. წარდგინებას ასევე, ერთვოდა შ--------------ის საქმიანი ბიოგრაფია და ა.შ. (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის განცხადებაში მითითებული ყველა საჭირო დოკუმენტი).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ი“ 2014 წლიდან ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საერთო სასამართლოებში.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მ-----ის N5-----ს დადგენილებით შ--------------ე არჩეული იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურში ა---------–-------–---–ს მონაწილეობა არ მიუღია.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად: 2017 წლის 16 მაისიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსი.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლის და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2017 წლის 04 ი----ის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს პარლამენტის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 02 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
წარდგინება შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ი-----–-----–--ის გამზირი N26, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: c-----------------.ge”.
დადგენილია, რომ ,,დ--------------------------ი’’ რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 2--------, აღმასრულებელი დირექტორი - ა-----–---------–---–ი; მმართველობის ორგანო: საერთო კრება, აღმასრულებელი საბჭო; თავმჯდომარე/წევრი: გენადი გელაძე, წევრები: ხ---------------, ნ------–---------, ა-------------ე, ც----------------.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს ჩატარდა ააიპ ,,დ--------------–--------------ის’’ აღმასრულებელი საბჭოს სხდომა N3/17, შემდეგი დღის წესრიგით: საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ლ------------–---–ის წარდგენის შესახებ. საბჭომ გადაწყვიტა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინოს ლ------------–---–ის კანდიდატურა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს ააიპ ,,დ--------------------------ის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ გენადი გელაძემ სარეკომენდაციო წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის თანახმად, ააიპ ,,დ--------------------------ის’’ იურისტებს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ლ------------–---–თან, რომელიც 2012-2013 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობაზე. ლ------------–---–ი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა, როგორც კვალიფიციური იურისტი, პროფესიონალი, კომუნიკაბელური და ეფექტური მმართველი.
ააიპ ,,დ--------------------------ი’’ რეკომენდაციას უწევს ლ------------–---–ს საქართველოს პარლამენტის წინაშე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად.
დადგენილია, რომ ლ------------–---–ი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევ კონკურსზე წარდგენილი იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,დ--------------–--------------ის’’ მიერ.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს ლ------------–---–მა მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და განაცხადა თანხმობა, მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენის თაობაზე.
დადგენილია, რომ ააიპ ,,დ--------------------------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ორგანიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად. ორგანიზაციის წევრები ინტენსიურად, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ორგანიზაციის ერთ-ერთ საწესდებო მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
დადგენილია, რომ ლ------------–---–მა 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ი------------–---–ის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1983-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. სხვადასხვა დროს იყო ადიგენის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; გორის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; ამავე რაიონის პროკურორის თანაშემწე; საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; შინაგან საქმეთა ორგანოებში მოკვლევისა და გამოძიებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი; საგამოძიებო ნაწილის პროკურორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილების პროკურორი; კასპისა და ხაშურის რაიონების პროკურორი;
1998 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები და 1999 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გამწესებული იქნა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 2003 წლამდე.
2004-2008 წლებში არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად - კასპის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად (დამოუკიდებელი კანდიდატი). იყო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრი; ფრაქცია ,,დამოუკიდებელი მაჟორიტარების’’ წვერი; ფრაქცია ,,ჩვენი საქართველოს’’ თავმჯდომარის მოადგილე.
2012-2013წწ. ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობა.
დადგენილია, რომ ააიპ ს-----–--------------------------–--–------- ,,ა---------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ორგანიზაციის წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ორგანიზაციის ერთ-ერთ საწესდებო მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.
დადგენილია, რომ ზ--------------მ განცხადებით მიმართა ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ის’’ თავმჯდომარე ა-–-------------ს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ითხოვა მისი კანდიდატურის განხილვა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ი----ს ააიპ ს-----–--------------------------–--–------- ,,ა---------ის’’ თავმჯდომარის ა-–-------------ს მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული იქნა ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ზ--------------ს კანდიდატურის წარდგენის შესახებ“ წარდგინება.
დადგენილია, რომ ააიპ ს-----–--------------------------–--–------- ,,ა---------ის’’ თავმჯდომარემ ა-–-------------მ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ კანდიდატს - ზ--------------ს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს ზ--------------მ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და განაცხადა თანხმობა, მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენის თაობაზე.
ააიპ ს-----–--------------------------–--–------- ,,ა---------ის’’ წარდგინებას თან ერთვოდა: კანდიდატის თაობაზე რეკომენდაცია, კანდიდატის თანხმობა, ზ--------------ს ავტობიოგრაფია (CV) და ა.შ. (განცხადებაში მითითებული ყველა საჭირო დოკუმენტი).
დადგენილია, რომ ზ--------------მ დაასრულა ქ. თბილისის ი------------–---–ის სახელობის სახელმწიფო უ-------------ი (1991-1998), ფაკულტეტი - იურიდიული, პროფესია - სამართალმცოდნე; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 1994-199წწ. იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს აღმასრულებელი; 1999-2009წწ. - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2009-2017წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი; 2012-2017წწ. შპს ,,ქ--------–----------ი’’ - იურისტი; 2014-2015წწ. შპს ,,საგზაო მშენებლობა ,,ა-–------ის’’ ფილიალი საქართველოში იურისტი;
დადგენილია, რომ ა---------–-------–---–ი (განათლება) 1972-1977 წლებში სწავლობდა თსუ, მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტზე, სპეციალობა: მექანიკა-მათემატიკა, კვალიფიკაცია - მათემატიკოსი-მექანიკოსი; 1986-1991 წლამდე სწავლობდა თსუ, იურიდიული ფაკულტეტი; სპეციალობა - სამართალმცოდნეობა; კვალიფიკაცია - იურისტი; 10.05.1985-დან -17.05.1985-წლამდე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ იურისტთა სკოლა (ესტონეთი); IX 1999-დან - VI 2000-მდე საზოგადოების კვლევის ცენტრის ტრენინგი ჟურნალისტებისათვის (USAID-ის პროექტი); 14.02.2000-დან - 19.02.2000-მდე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი საერთაშორისო სამართალგამოყენების აკადემიაში (ILEA), უნგრეთი; 16.07.2003-დან - 19.07.2003-მდე ამერიკის უ-------------ის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრის (TRACCC) საზაფხულო სკოლა.
სამსახურებრივი გამოცდილება: IX 1977-დან X 1978-მდე საკავშირო სკი ,,ტრანსპროგრესის’’ თბილისის განყოფილება; საქმიანობის სფერო: ბაგირგზებისა და პნევმოტრანსპორტის დაპროექტება; თანამდებობა - კონსტრუქტორი;
X 1978-დან XI 1979-მდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტი; საქმიანობის სფერო: სამეცნიერო-კვლევითი; თანამდებობა - გამოთვლითი ტექნიკის ლაბორატორიის პროგრამისტი;
XI 1979-დან - IX 1987-მდე საქართველოს საზოგადოება - ცოდნა; საქმიანობის სფერო: ცოდნის გავრცელება; სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია; თანამდებობა - რეფერენტი.
IX 1987-დან II 1991-მდე საქართველოს კპ მთაწმინდის რაიკომი; საქმიანობის სფერო: საზოგადოებრივ-პოლიტიკური; თანამდებობა - ინსტრუქტორი;
II 1991-დან - IX 2008-მდე თსუ; საქმიანობის სფერო: საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი; თანამდებობა: დოცენტი (ასოცირებული პროფესორი);
IX 2008-დან VII 2013-მდე სდასუ, საქმიანობის სფერო: საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი; თანამდებობა: სრული პროფესორი;
IX 2014-დან - დღემდე - თდასუ; საქმიანობის სფერო: საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი; თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი;
სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება, გამოქვეყნებული შრომები და სტატიები: აკადემიური წოდება: დოცენტი; სამეცნიერო შრომების რაოდენობა 44; მ.შ. მონოგრაფია - 7; სახელმძღვანელო - 1; საგაზეთო და საჟურნალო სტატიები - 150-ზე მეტი;
საქმიანი ბიოგრაფიის (CV) თანახმად, ა---------–-------–---–ი მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო კონფერენციებში და წარმოადგენდა სამეცნიერო საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრს და მიყავდა შემდეგი სალექციო კურსები: შესავალი სამართალმცდონეობაში; სამართლის მეთოდები; უდანაშაულობის პრეზუმფციის პრობლემები; ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური გარანტიები სისხლის სამართალწარმოებაში; ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში; ადამიანის უფლებები და სამართალდამცავი ორგანოები; ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები; კონსტიტუციური სამართალი; მედიასამართალი და თვითრეგულირება; სამეწარმეო სამართლის საფუძვლები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი;
დადგენილია, რომ შპს ,,დ-----------–-----–------–---–------------------ის რექტორმა ა--------–----–----ემ წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და თბილისის დ-----------–-----–------–---–------------------ის სახელით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარადგინა სამართლის დოქტორის, თბილისის დ-----------–-----–------–---–------------------ის ასოცირებული პროფესორის ა---------–-------–---–ის კანდიდატურა.
წარდგინებას თან ერთვოდა: სარეკომენდაციო წერილი, საქმიანი ბიოგრაფია; პირადობის მოწმობის ასლი; უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთები ასლები, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები; კანდიდატის წერილობითი თანხმობა;
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის 2017 წლის 06 ი----ის მიმართვის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 6 ი----ის ღია საკომიტეტო სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირების კანდიდატურები და შესაბამის წარდგინებაზე თანდართული საბუთები მათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
კონკურსის გამოცხადების შედეგად საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 34 კანდიდატი, კერძოდ: 1. ი------------–---ი (ააიპ ,,ა---------------–-------------------------–-’’; 2. ვ--–-----------–---–ი (ააიპ ,,ი----–-----------–------------–--–-----–---–--------------------–--–ია’’, ააიპ ,,რ-------------------------–-----–---ი’’, ააიპ ,,უ–-----–-------------–-----------–--- ორგანიზაცია’’); 3. ლ------------–---–ი (ააიპ ,,დ--------------------------ი’’); 4. ქ----------------ი (ააიპ ,,ა---–----------------------ი’’), 5. ლ-----------ე (სსიპ ,,ბ---------–-----------------–ის’’ სახელმწიფო უ-------------ი’’); 6. ლ------------ე (ააიპ ,,ვ---------------------–------- მომსახურება’’); 7. ი--------–-–---–ი (შპს ,,ს----------–-------------------ი’’); 8. მ-----–---–---------–---ი (ადვოკატთა ასოციაცია); 9. რ-–------------–---–ი (ადვოკატთა ასოციაცია); 10. ს---–----------ი (ადვოკატთა ასოციაცია); 11. შ--–------------ე (შპს ,,გ-------------------–--ის სახელობის სასწავლო უ-------------ი’’); 12. ი-------------–-–---–ი (ააიპ ,,კ--–--------------------ა’’); 13. ნ---------------–---–ი (შპს ,,თ---–-------------–---–-- უ-------------ი’’); 14. თ-----------–ი (შპს ,,ს----------–--------------–- უ-------------ი’’); 15. ლ--–---------–---–ი (ააიპ ,,ს--------–-----–----’’); 16. პ--------------- (თ---–----------–-–---------------------ი); 17. ი-----–-------–--ე (თ---–----------–-–---------------------ი); 18. მ-------------ე (გ-------------------------------------------–-----------–ი უ-------------ი); 19. ნ-------–------ე (სსიპ საქართველოს ტ---------- უ-------------ი); 20. ა-------------–---–ი ( შპს ,,ქ--------–-----------–ი უ-------------ი); 21. ა-–--------------------ი (შპს ს-------–------------–---–-- უ-------------ი); 22. ი----------ე (ააიპ ,,ა---------------––---------–ის უ-------------ი’’); 23. თ-------------ე (ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ი’’); 24. ი-----–----------–---–ი (ააიპ ,,ს-----------------------–---–ი’’); 25. მ----------ე (ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ი’’); 26. ნ----------–----------–---–ი (ააიპ ,,ქ--–-------–-----------------------------------ი’’); 27. ზ-------------- (ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ი’’); 28. კ----–------–---–ი (ააიპ კ-----------–--------------–ი); 29. დ--------------ე (ააიპ კ-----------–--------------–ი); 30. გ-------–-------ე (ააიპ ა--------------------------------------–------------------------ია); 31. ა---------–-------–---–ი (შპს დ-----------–-----–------–---–------------------ი); 32. ბ-----------ე (შპს ,,ევრორეგიონული სასწავლო უ-------------ი); 33. ა---------–----–--ე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია); 34. ზ-----------------–---–ი (ააიპ უ–-----–-------------–-----------–--- ორგანიზაცი).
ღია საკომიტეტო სხდომაზე განხილვის დროს მოუსმინეს გამოცხადებულ კანდიდატებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის წარმოდგენილი კანდიდატების საბუთების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი------------–---ის, ვ--–-----------–---–ის, ლ------------–---–ის, ლ-----------ის, ი--------–-–---–ის, მ-----–---–---------–---ის, რ-–------------–---–ის, ს---–----------ის, შ--–------------ის, ი-------------–-–---–ის, ნ---------------–---–ის, თ-----------–ის, ლ--–---------–---–ის, პ---------------ს, ი-----–-------–--ის, მ-------------ის, ნ-------–------ის, ა-------------–---–ის, ა-–--------------------ის, ი----------ის, თ-------------ის, ი-----–----------–---–ის, მ----------ის, ნ----------–----------–---–ის, ზ--------------ს, კ----–------–---–ის, დ--------------ის, გ-------–-------ის, ა---------–-------–---–ის, ბ-----------ის, ა---------–----–--ის, ზ-----------------–---–ის კანდიდატურები აკმაყოფილებენ ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
რაც შეეხება ააიპ ს--------------------------------------------------------–---- ვ---------------------–------- მომსახურების ცენტრის მიერ წარდგენილ ლ------------ის კანდიდატურას კომიტეტზე განხილვის დროს არ იყო წარდგენილი ზემოაღნიშნული კანდიდატურის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ ინფორმაცია, რომ კანდიდატურის წარმდგენი იურიდიული პირი 2 წლის განმავლობაში ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში და ასევე არ იყო წარდგენილი კანდიდატურის საქმიანი ბიოგრაფია.
კომიტეტმა შეამოწმა კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტები და ფარული კენჭისყრით მიიღო დასკვნა, რომ წარდგენილი 34 კანდიდატიდან 33 შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 1 კანდიდატი, ლ------------ე არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს და წარუდგინა კომიტეტის 2017 წლის 6 ი----ის დასკვნა.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით, 108 ხმით - ნ----------–----------–---–ის, 100 ხმით - ი--------–-–---–ის, 93 ხმით - ლ------------–---–ისა და 84 ხმით ზ--------------ს კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----IIრს დადგენილებით ლ------------–---–ი არჩეული იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1------რს დადგენილებით არჩეული იქნა ზ-------------- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----რს დადგენილებით, ა---------–-------–---–ი არ იქნა არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
დადგენილია, რომ ა---------–-------–---–მა განცხადებით მიმართა ი------------–---–ის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, რომელსაც მიუთითა შემდეგ წინადადებაზე: ,,არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“ და ითხოვა განმ-----ება დასმულ შეკითხვაზე: ,,წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“ იურიდიულ პირს მოეთხოვება თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს““.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ი------------–---–ის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის წევრების მიერ 2017 წლის 22 მ-----ს გაცემული რეკომენდაციაში განმ-----ებულია, რომ ,,მოცემულ მაგალითებში მართლაც არაა მთლად ნათელი, ვის მოეთხოვება ,,წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“ - იურიდიული პირს თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს. მართალია, ნაცვალსახელი ,,მისი“ მიემართება მასთან უფრო ახლოს მყოფ სახელს (კანდიდატს), მაგრამ ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ოდნავ შესწორდეს მოცემული ფორმულირება“.
დადგენილია, რომ ა---------–-------–---–ს წერილობითი განცხადების პასუხად იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ 2015 წლის 22 იანვრის წერილით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის განმ-----ებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ აღნიშნული პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. როგორც ნორმის შინაარსიდან ირკვევა, აღნიშნული პუნქტით არ არის დაწესებული რაიმე შეზღუდვა ან აკრძალვა ა(ა)იპ-ის მიერ წარსადგენ კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, თუ მისი საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში საქმეთა წარმოება, შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ უნდა ახორციელებდეს წარმომადგენლობას სასამართლოებში, კანონში ცალსახად არის მითითებული, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი ფორმა უნდა იყოს კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში საქმეთა წარმოება. ამის დასადასტურებლად, შესაძლოა გამოდგეს ნებისმიერი სასამართლო დოკუმენტი, რითაც დასტურდება ამ ორგანიზაციის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოში საქმის წარმოება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. არანორმატიული პარლამენტის დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. (სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის XXXVIII თავი ადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის (დანიშვნაზე თანხმობის მიცემა) წესს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ,,შ--------------ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მ-----ის N5-----ს დადგენილების, ,,ლ------------–---–ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----რს დადგენილებისა და ,,ზ--------------ს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----რს დადგენილების ბათილად ცნობას.
სადავო დადგენილებები - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სასამართლოს მსჯელობის საგანია მათი კანონიერების საკითხი, როგორც საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით მიღების თვალსაზრისით, ისე მოსარჩელის მხრიდან მათი ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე.
მოსარჩელე ა---------–-------–---–ი სარჩელში და წერილობითი თუ ზეპირი სახის ახსნა-განმ-----ებაში გასაჩივრებული აქტების გაუქმების სხვადასხვა არგუმენტაციას წარმოადგენს. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა და მის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითება, ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს, თუმცა სასამართლო მსჯელობს იმ ფაქტებზე, ფაქტობრივი გარემოებებზე და მტკიცებულებებზე რომელიც დავის საგნიდან, დავის არსიდან გამომდინარეობს და მათ სათანადო სამართლებრივ შეფასებას აძლევს. დავის საგანი და არსი და, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი სამართლებრივი შედეგის დადგომის გათვალისწინებით, მიმართული უნდა იყოს იმ კონკრეტული შემთხვევისაკენ, რომლის არსებობაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობს იმ ძირითად არგუმენტებზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის ამ ინტერსებთან კვეთაში, რამეთუ ნებისმიერი სუბიექტური თუ ობიექტური ინტერესი, რომელიც მოსარჩელეს, როგორც მოქალაქეს, რომელიც სახელმწიფოსთან გარკვეული სახის სოციალური, იურიდიული, კულტურული თუ სხვა სფეროებში მონაწილე პირს აქვს, უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საკითხს და სასამართლოს მსჯელობას ექვემდებარება არა ამ ურთიერთობის დროს აღმოცენებული ნებისმიერი ინტერესი, არამედ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელიც სამართლებრივ რეგულირების სფეროსთან არის შემხებლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ” (საჩივარი n o 7932/03), სადაც სასამართლომ განმ-----ა, რომ ,,სასამართლო, თავისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, შეახსენებს, რომ სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. აღნიშნული ვალდებულების ფარგლები, გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს და შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მიხედვით ((García Ruiz c. Espagne [GC], no 30544/96, §26, CEDH 1999-I; Ruiz Torija c. Espagne, arrêt du 9 décembre 1994, série A no 303-A, §29 ; Higgins et autres c. France, 19 février 1998, §42, Recueil 1998-I). თუკი კონვენციის მე-6 (§1) მუხლი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ მათი გადაწყვეტილება, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნა Van de Hurk c. Pays-Bas, 19 avril 1994, §61, série A no 288)”.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია და პრეტენზია მიმართულია ორი ნორმატიული აქტის - ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის კონკრეტული ნორმების ურთიერთშესაბამისობის საკითხისკენ, რომლითაც მოწესრიგებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამეტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შერჩევის თაობაზე ნორმის შინაარსობრივი და სამართლებრივი შედეგის კანონიერება.
(სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქციით) ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ნორმის შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, და ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
(სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.
მოსარჩელე ა---------–-------–---–ის მოსაზრებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219.3-ე მუხლის შინაარსი ბუნდოვანია, ვინაიდან ნორმის (მოსარჩელისეული) განმარტების თანახმად, კანდიდატს უნდა წარედგინა მისი საქმიანობის ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დოკუმენტები თუ კანდიდატის წარმდგენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, არ იკითხება იმ შინაარსით და არ იქნება გაგებული ისე ნათლად, როგორც ეს ორგანული კანონის ნორმით არის გადმოცემული.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნორმატიული აქტების შინაარსის მისთვის ბუნდოვანების გამო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი კანონიერების საკითხი, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს თუ ადმინისტრაციული ორგანო მმართველობითი ღონისძიების განხორციელების (აქტის გამოცემა, ქმედების განხორციელება და სხვ.) დროს ეყრდნობა კონკრეტული ნორმის შინაარსს, რომლის არასწორად გამოყენების/განმარტების შედეგი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატის ან სხვა რომელიმე პირის ინტერესს აყენებს პირდაპირ, უშუალო ზიანს, ან არსებითად, უკანონოდ ზღუდავს მის კანონით გათვალისწინებულ რაიმე უფლებას და, რომ არა კანონის ან მისი რომელიმე მუხლის არასათანადო გამოყენება, მოსარჩელის უფლებრივი/ფაქტობრივი/სამართლებრივი მდგომარეობა (შეზღუდვა, დავალდებულება, აკრძალვა, აღჭურვა) იქნებოდა სხვაგვარი. ამდენად, ამ ჭრილში მოსარჩელემ სამართლებრივი არგუმენტაციით უნდა ადასტუროს ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს წარმოდგენს შემდეგი პირობა: აქტები ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და ადგილი რომ არ ჰქონოდა ასეთი სახის დარღვევას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული იქნებოდნენ არა მესამე პირები, არამედ მოსარჩელე. სხვა შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტება კანონის ნორმის ბუნდოვანებასთან მიმართებაში, მხოლოდ ინდივიდუალური (აღქმის) დამოკიდებულების ჭრილში განიხილება, რაც ბუნებრივია, სცდება სასარჩელო მოთხოვნის - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, საჯარო კანონმდებლობით მოწესრიგების სფეროს.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია პარლამენტის რეგლამენტის ნორმის ორგანული კანონის ნორმასთან შეუსაბამობისა და განსხვავებული განმარტების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ნორმის წაკითხვა და დასკვნის გაკეთება თუ რომელ სუბიექტს მოეთხოვება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში, ნორმის მიზნებიდან გამომდინარე სრულიად ნათლად იკითხება და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების დაშვების შესაძლებლობას. სასამართლომ განმარტა, რომ როგორც საქართველოს ორგანული კანონი ”საერთო სასამართლოების შესახებ” ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მოითხოვს, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცულია საქმეში მონაწილე მესამე პირების შ--------------ის, ლ------------–---–ის და ზ--------------ს კანდიდატურების წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ.
ხოლო, მოსარჩელის აპელირება სსიპ ი------------–---–ის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის რეკომენდაციაზე ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ და ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული აქტების გაუქმებას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ბუნებრივია, ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს, სასამართლო ვალდებულია მტკიცებულებების შეფასებისას და სამართლებრივ მსჯელობაში არ გასცდეს დავის საგანს. სასამართლოს მოსაზრებით რეკომენდაციაში მოცემული განმ-----ება, არ ეყრდნობა ორი ნორმატიული აქტის - ორგანული კანონის და რეგლამენტის მუხლების თანმიმდევრულ, შინაარსობრივ, მიზნობრივ განმ-----ებას და იქმნება შთაბეჭდილება, რომ შესაბამისი დარგის მაღალი კომპეტენციის მქონე მეცნიერის რეკომენდაცია ეყრდნობა არა ნორმის სრული ტექსტის განმ-----ებას არამედ, იგი არასრული, კონტექსტიდან ამოღებული (დასმული) შეკითხვის შედეგია. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტაცია ამ ჭრილში მისი რომელიმე უფლების რეალიზაციის შეზღუდვის თვალსაზრისით, სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია. მოსარჩელე ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ ახსნა-განმარტების წარმოდგენით ვერ ადასტურებს თუ რა პირდაპირ ზიანს აყენებს მას ნორმის ,,ბუნდოვანება“. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომლითაც დასაბუთებული იქნებოდა მისი სამართლებრივი შედეგის მიმართ პირდაპირი, კანონიერი ინტერესის არსებობა. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ სახის მტკიცებულება რომლითაც იგი უტყუარად დაადასტურებდა რომ, რომ არა ნორმის ,,ბუნდოვანება“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული იქნებოდნენ არა მესამე პირები, არამედ მოსარჩელე ა---------–-------–---–ი. (ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობის პირობებში) სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია მოსაზრება ნორმის ,,ბუნდოვანების“ თაობაზე და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რომლითაც სასამართლო, ან ნებისმიერი, ნორმის ობიექტურად წამკითხველი პირი, გაიზიარებდა მოსარჩელისეულ განმარტებას, რამეთუ სამართლის ნორმა, ანუ მართლწესრიგი სამართლის ნორმათა ერთობლიობას წარმოადგენს და იგი ვერ იქნება გამოყენებული/განმარტებული ინდივიდუალური შეხედულებებზე დაყრდნობით, ხოლო სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება როგორც ორგანულ კანონს და პარლამენტის რეგლამენტის ნორმებს, ისე ქვეყნის მართლწესრიგის პრინციპებს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ი’’ თავმჯდომარემ 2017 წლის 12 იანვარს წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ა---–----------------------ის სახელით, წარადგინა შ--------------ის კანდიდატურა, ამასთან, შ--------------ეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და გამოთქვა თანხმობა, ა.ი.პ. ა---–----------------------ის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მ-----ის N5------ს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ შ--------------ის კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, შ--------------ე არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
საყურადღებოა, რომ 2016 წლის 30 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის ასარჩევი კონკურსში ა---------–-------–---–ს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მისი პრეტენზია იმ ვითარებაში, როდესაც მითითებული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შ--------------ის არჩევა, მას რაიმე ზიანს აყენებს ან მის კანონიერ ინტერესთან მოდის კონფლიქტში, დაუსაბუთებელია და არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
რაც შეეხება მესამე პირების ზ--------------სა და ლ------------–---–ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის კანონირების საკითხს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 მაისს განცხადებით გამოცხადდა ,,2017 წლის 16 მაისიდან საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსი’’, რომელშიც სხვა პირებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ავთანდილ კახიაშვილი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ააიპ ,,დ--------------------------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,დ--------------------------ის’’ თავმჯდომარემ 2017 წლის 29 მაისს წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ააიპ ,,დ--------------------------ის’’ სახელით, წარადგინა ლ------------–---–ის კანდიდატურა, ამასთან, ლ------------–---–ს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და გამოთქვა თანხმობა, ა.ი.პ. ააიპ ,,დ--------------------------ის’’ წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ის’’ თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ააიპ ,,დ--------------------------ის’’ სახელით, წარადგინა ზ--------------ს კანდიდატურა, ამასთან, ზ--------------ს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია, გამოთქვა თანხმობა, ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ის’’ წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----II-რს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლ------------–---–ის კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ლ------------–---–ი არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----II-რს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზ--------------ს კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ზ-------------- არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----რს დადგენილებით, ა---------–-------–---–ი არ იქნა არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
აღსანიშნავია, რომ როგორც ორგანული კანონით ისე პარლამენტის რეგლამენტით გაწერილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევი პროცდურები, რასთანაც დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მათ განხილავს ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად... (219.8-ე მუხლი); ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს (219.9-ე მუხლი); პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა განისაზღვრება ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს (219.11-ე მუხლი); პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 3 ტურად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-13−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით (219.12-ე მუხლი); კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი (219.13-ე მუხლი).
2017 წლის 16 მაისიდან გამოცხადებული საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსის შედეგების თანახმად დადგენილია, რომ პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით, აირჩია 4 წევრი, კერძოდ: 108 ხმით - ნ----------–----------–---–ი; 100 ხმით - ი--------–-–---–ი; 93 ხმით - ლ------------–---–ი და 84 ხმით - ზ--------------.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა მიმდინარეობდა ზემოთ მითითებული პროცედურების დაცვით, რის შედეგად ფარული კენჭისყრის შედეგად, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმების რაოდენობის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტმა აირჩია ოთხი კანდიდატი, მათ შორის ლ------------–---–ი და ზ--------------. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას პროცედურულ საკითხების დარღვევასთან დაკავშირებით, რამეთუ მის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი და მითითებული ისეთი სახის პროცედურულ დარღვევაზე, რაც არსებით გავლენას მოახდენდა შედეგების საერთო სურათზე. მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისი კანდიდატურის თაობაზე წარდგენილი ინფორმაცია არ იყო სრულად გადმოცემული და სათანადოდ არ ასახავდა მისი პროფესიული მიღწევებს, ვერ მიიჩნევა დარღვევად, რადგან კომიტეტის თავმჯდომარე არ არის შეზღუდული კანდიდატის წარდგენის დროს გადმოსცეს მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია და არა სრული ვერსია. აღსანიშნავია, რომ კანდიდატების პროფესიული საქმიანობისა და მიღწევების თაობაზე ინფორმაცია არ წარმოადგენს პირად ან სხვა სახის საიდუმლოებას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძებლობა შესაბამისი რესურსებიდან მოიძიოს მისთვის საინტერესო მონაცემები.
ამასთან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებული იქნებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურის დროს ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის ფაქტი, აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს ისე სახის აღმატებული ხარისხის დარღვევას, რომელიც მოსარჩელის იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, თავისი შინაარსით აბსოლუტურად შეუთავსებელი იქნებოდა სადავო აქტების კანონიერებასთან. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ დადგენილებები საქმეში მონაწილე მესამე პირებთან მიმართებაში წარმოადგენს აღმჭურველ აქტებს, რომლითაც საკონსტიტუციო ორგანომ - საქართველოს პარლამენტმა მათ მიანიჭა უფლებამოსილება იყვნენ სასამართლოს სისტემის შიგნით არსებული კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც ახორციელებენ კონსტიტუციურ–სამართლებრივ საქმიანობას. პარლამენტის, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის სუვერენული ნების გამოვლენის შედეგს წარმოადგენს გასაჩივრებული დადგენილებები, რომელიც ამ ნების დადასტურებას აღმჭურველი აქტის სახით იღებს. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების კანონიერების თვალსაზრისით, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია, პარლამენტის წევრების ნების გამომხატველი შემაჯამებელი აქტების ბათილად ცნობა იმ პირობებში, როდესაც: 1. ადგილი არ აქვს ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან შეუსრულებლობას და 2. მოსარჩელე, ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ადასტურებს მისი კანონიერ უფლების ან ინტერესის მიმართ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანის მიყენების ან/და მის უფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული კანდიდატების მიმართ მიღებული აქტები აგრძელებს ლეგიტიმურ მოქმედებას, ამ აქტების მოქმედების შედეგების სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა დემოკრატიული სახელმწიფოს იდეასთან - დაცული და კანონით უზრუნველყოფილი იყოს თითოეული პირის ინტერესი.
ასევე საყურადღებოა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ იარსებებდა დასაბუთებული, მაღალი ხარისხის ალბათობა (რომელიც განმტკიცებული იქნებოდა შესაბამისი წესით წარმოდგენილი მტკიცებულებებით) იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს ადგილი ჰქონდა კანონის რომელიმე ნორმის დარღვევას, რაც საფუძვლად დაედებოდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას, აღნიშნული ვერ შექმნიდა ა---------–-------–---–ის მიმართ რაიმე უფლების აღდგენის ან ზიანის მიყენების ფაქტის შეწყვეტის წინაპირობას. სადავოს არ წარმოდგენს ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ფარული კენჭისყრის შედეგებით ა---------–-------–---–მა ვერ დააგროვა ხმათა ის რაოდენობა, რომელიც აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსით არჩევას გამოიწვევდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ა---------–-------–---–ის მოსაზრება, რომ ნებისმიერი (კანონდარღვევით) ჩატარებული კონკურსი, რომელიც ტარდება ქვეყნის ტერიტორიაზე, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის ინტერესებს და კანონიერ უფლებას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი კონკურსის შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ დავის საგანი უნდა ეხებოდეს მოსარჩელის კანონით დაცულ (ობიექტურ) უფლებას (ინტერესს) და შესაბამისი მითითებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის სფეროში შედის საკითხი - მატერიალური კანონმდებლობის დარღვევიდან გამომდინარე წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე საპროცესო-სამართლებრივი უფლების მატარებელ სუბიექტს, რომლის სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით, სასამართლოსათვის წარმოდგენილია რელევანტური არგუმენტები და მტკიცებულებები. მოცემულ დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული (სათანადო) ფაქტობრივი გარემოებები და მტიცებულებები, რომელზედაც დაყრდნობით სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევდა რომ სახეზეა მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელშიც ჩარევა და სარჩელის დაკმაყოფილება, საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორობისა და მათ მართლზომიერ დაბალანსების ჭრილში, მოსარჩელის (ან სხვა ნებისმიერი პირის) ინტერესის/უფლების დაცვა/აღდგენას გამოიწვევდა.
ამდენად საქალაქო სასამართლომ ა---------–-------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოდ ჩათვალა და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა---------–-------–---–მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ წარდგენილი სარჩელებით მხოლოდ ის დაადგინა, რომ თითქოსდა კანონმდებლობის ბუნდოვანების გამო სურდა მოსარჩელეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხვედრა. გადაწყვეტილებაში ასახულია საქმის ,,პოლიტიკური ნაწილიც“ რომელმაც განაპირობა მხოლოდ მოპასუხისთვის მისაღები ფორმით ,,სამართლიანობის აღდგენა“, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული კანდიდატების მიმართ მიღებული აქტების მოქმედების შედეგების სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა ქვეყნის მართლწესრიგის პრინციპებთან და დემოკრატიული სახელმწიფოს იდეასთან - დაცული და კანონით უზრუნველყოფილი იყოს თითოეული პირის ინტერესი.
აპელანტს მიაჩნია, რომ არა მ-----ო მოსამართლეების, არამედ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურაც და კრიტერიუმებიც დასაზუსტებელია, რის თაობაზეც აპელანტმა მხარემ 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი სარჩელი შეიტანა, თუმცა ყველა ქუთაისში იქნა გადმოგზავნილი... სარჩელის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევი კონკურსები კანონდარღვევით ჩატარდა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, კერძოდ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმები შინაარსობრივად და რედაქციულადაც არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ ,,შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს’’ და დოკუმენტურად არც ის დგინდება, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ-ები ,,წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში’’, კონკურსი პარლამენტის რეგლამენტის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევით ჩატარდა და კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი, ამასთან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს კანდიდატთა მონაცემების ნაცვლად, ფაქტობრივად, საკუთარი შეხედულებით შედგენილი მათი ,,მოკლე ბიოგრაფიული ცნობები“ გააცნო ... ამდენად მოსარჩელე ითხოვდა კონკურსების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების ბათილად ცნობას...
აპელანტის განმ-----ებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოყენებული და განმ-----ებული სამართლის ნორმები არ ემსახურება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული მართებულობის გამოკვლევას და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა მხარეთა თანასწორობა და უზრუნველეყო შეჯიბრებითობა, ფაქტობრივად, მხოლოდ მოპასუხისა და მესამე პირების ინტერესებში მოქმედებდა და მხოლოდ მოპასუხის სადავო არგუმენტებს დაეყრდნო.
საქალაქო სასამართლომ მოპასუხისადმი აშკარა მიკერძოების გამო, ფაქტობრივად მხედველობაში მიიღო და არ გააანალიზა სარჩელისა და საპაექტო სიტყვაში ჩამოყალიბებული არგუმენტები მესამე პირების მიერ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტები, აგრეთვე მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი და სასამართლოს სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დგინდება, რომ კონკურსის პირობა ორგანულ კანონს ეწინააღმდეგებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნული მე-3 პირების მიერ კონკურსზე არ იქნა წარმოდგენილი კანდიდატად რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი, თავად მესამე პირები და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა კონკურსების პირობით დადგენილ მოთხოვნებს, მე-3 პირები წარმოადგინეს არაუფლებამოსილმა სუბიექტებმა, ხოლო მე-2 ტურში გასული კანდიდატების შერჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპის დარღვევით.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გამოიყენა და/ან არასათანადოდ განმარტა ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის, პარლამენტის რეგლამენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების ნორმები, რომლებითაც უნდა ეხელმძღვანელა პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შერჩევისა და არჩევისას, ამასთან ყურადღება არ მიაქცია იმ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებს, რომელიც გამოიკვეთა მტკიცებულებების გამოკვლევისას და აღინიშნა საპაექრო სიტყვაშიც.
აპელანტის განმარტებით საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა პარლამენტის რეგლამენტის ნორმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შერჩევის კონკურსის პირობაშია მოცემული. ფაქტია, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარსადგენად შემდეგი პროცედურაა დადგენილი: ,,საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. ამასთან ნორმის ავტორის განმარტებით, იურიდიული პირის წარმომადგენლობის ,,დასადასტურებლად შესაძლოა, გამოდგეს ნებისმიერი სასამართლო დოკუმენტი, რითაც დასტურდება ამ ორგანიზაციის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოში საქმეთა წარმოება’’.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონსკურსების პირობით კი ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს აქვს უფლება წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში’’.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმების არასწორი განმარტების გამო, კონკურსის პირობების დარღვევად არ ჩათვალა ის ფაქტი, რომ მე-3 პირებს კონკურსზე არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები, რომლითაც წარდგენილი იურიდიული პირი დაადსატურებდა, რომ ,,კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორცელებულ სამართალწარმოებაში, კერძოდ შ--------------ის წარმდგენი ა(ა)იპ ,,ს----------------------–---–----’’ მიმართებით მხოლოდ ის დასტურდება, რომ მოქალაქე ნ------------------ემ მოქალაქე ბ-----ის ინტერესებში 2012 წელს განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მიმდინარეობს მიმოწერა , ხოლო ა(ა)იპ ,,ა---–----------------------ის“ მიერ წარდგენილი 7 დოკუმენტიდან პირველი ორი 2014 წლის 30 დეკემბრამდე დასრულებულ საქმეებს ეხება, სამში ადვოკატი ა-----–------–-–---–ი, მინდობილობის საფუძველზე, ინდივიდუალურად იცავს მოქალაქის ინტერესებს, ხოლო ბოლო ორი დოკუმენტი ერთი და იგივე საქმეს ეხება, რომელშიც ა(ა)იპ საკუთარი ორგანიზაციის დაფინანსების მართლზომიერების საფუძველზე დაობს... საგულისხმოა, რომ ორივე ა(ა)იპ სასამართლოებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ,,საბუთი-დოკუმენტი-ინფორმაციად“ მოიხსენიებს.
ლ------------–---–ის მიერ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტებითაც არ დასტურდება, რომ კონკურსზე მისი წარმდგენი იურიდიული პირი ბოლო 2 წლის განმავლობაში რაიმე ფორმით მონაწილეობდა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში, უტყუარად მხოლოდ ის დგინდება, რომ მოქალაქე რამონ გვარიშვილმა ორი მოქალაქის ინტერესების დასაცავად მიმართა სასამართლოს და მისი მარწმუნებლების სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც ცხადია არ ნიშნავს, რომ ა(ა)იპ ,,დ--------------------------ი“ რაიმე ფორმით მონაწილეობდა საქმის განხილვა-წარმოებაში...
რაც შეეხება ზ--------------ს ფაქტია, რომ ა(ა)იპ ,,საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ,,ა---------ის“ წარმომადგენელმა დ-----------–-------ამ ერთ დღეს 8 იდენტური სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ 2016 წლის 05 აპრილის განჩინებით სასამართლომ ისინი არ მიიღო წარმოებაში, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმეზე საქმის განხილვა არ განხორციელებულა, ამასთან ზ--------------ს მიერ კონკურსზე წარდგენილი კიდევ ერთი განჩინება 2015 წლის 03 თებერვლით არის დათარიღებული და ზ--------------ს წარმდგენი ფონდის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხება, რომელიც თავად მოსარჩელემ გამოიხმო და სასამართლომაც შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ანუ სასამართლოს არც ეს საქმე გაუხილავს...
აპელანტის განმარტებით საქალაქო სასამართლომ არ იხელმძღვანელა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმით, რის გამოც მხედველობიან გამორჩა, რომ დოკუმენტურად არ დასტურდებოდა მესამე პირების მიერ ,,არანაკლებ 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობა“, მართალია, კონკურსზე წარდგენილი ბიოგრაფიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლ------------–---–ს და ზ--------------ს მუშაობის დიდი ხნის სტაჟი აქვთ, მაგრამ მათ კონკურსზე არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ სპეციალობის არანაკლებ 10 წელი აქვთ ნამუშევარი, რაც პარლამენტის რეგლამენტისა და კონკურსის პირობის თანახმად, სავალდებულო იყო ,,სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტის’’ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის...
აპელანტის განმარტებით საქალაქო სასამართლომ რატომღაც ჩათვალა, რომ ,,მოსარჩელის ძირითადი არგუმენტაცია და პრეტენზია მიმართულია ორი ნორმატიული აქტის ურთიერთშესაბამისობის საკითხისკენ’’, მაშინ როდესაც სარჩელში მკაფიოდ არის ხაზგასმული, სხვა ,,ძირითადი არგუმენტებიც და პრეტენზიებიც’’, თუნდაც ის რომ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამასთან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ ,,შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს’’ და დოკუმენტურად არც ის დგინდება, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ-ები ,,ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში’’ და რომ კონკურსი პარლამენტის რეგლამენტის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევით ჩატარდა.
აპელანტის განმარტებით მას სარჩელებში არსად დაუფიქსირებია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონდარღვევით განმწესებული მესამე პირების ,,ჩანაცვლება“ უნდოდა, სამწუხაროდ მოსამართლემ ვერ გაიგო, რომ მხოლოდ კონკურსების კონონმდებლობით დადგენილი წესებით ჩატარებას ითხოვდა, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ,,სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტებიდან’’ ყველაზე ღირსეულები გამწესდებოდნენ, ცხადია ის (აპერლანტი) ღია კონკურსშიც მიიღებდა მონაწილეობას და თანასწორ პირობებში გამართულ პაექრობაში თუ ის ვერ გაიმარჯვებდა, გამარჯვებულ კანდიდატს აუცილებლად მიულოცავდა ...
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
პალატა აღნიშნავს, რომ სადავო დადგენილებები - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სასამართლოს მსჯელობის საგანია მათი კანონიერების საკითხი, როგორც საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით მიღების თვალსაზრისით, ისე მოსარჩელის მხრიდან მათი ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე.
აპელანტის ძირითადი პრეტენზია მიმართულია ორი ნორმატიული აქტის - ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის კონკრეტული ნორმების ურთიერთშესაბამისობის საკითხისკენ, რომლითაც მოწესრიგებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამეტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შერჩევის თაობაზე ნორმის შინაარსობრივი და სამართლებრივი შედეგის კანონიერება.
,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნორმის შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, და ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-2 პუნქტის (სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქციით) თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.
პალატა თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კონკურსის პირობა შესაბამისობაშია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის წინადადებით განსაზღვრულ დანაწესთან, რომელიც ეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კონკურსის სახით შერჩევის ჩატარებას.
აპელანტი მხარე მიუთითებს რეგლამენტის 219-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც კონკურსი უნდა გამოეცხადებინა საქართველოს პარლამენტს და არა პარლამენტის თავმჯდომარეს.
ამ მიმართებით პალატა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებზე მითითებით განმარტავს, რომ პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ხოლო კანდიდატურების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტი სადაოდ ხდის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის და 2017 წლის 16 მაისის იმ განცხადებებს, რომლითაც ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატურების წარდგენის ვადები, რისი გამოცხადების სრული უფლება გააჩნია პარმალენტის თავმჯდომარეს.
აპელანტის მტკიცებით კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარმოუდგენიათ ,,შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს’’, საქმის მასალებში კი წარმოდგენილი შესაბამისის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციები.
ამასთან აპელანტ ა---------–-------–---–ის მოსაზრებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219.3-ე მუხლის შინაარსი ბუნდოვანია, ვინაიდან ნორმის (მოსარჩელისეული) განმარტების თანახმად, ნათლად არ იკვეთება თუ ვის უნდა წარედგინა მისი საქმიანობის ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კანდიდატს თუ მის წარმდგენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს, როგორც ეს ორგანული კანონის ნორმით არის გადმოცემული.
პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია პარლამენტის რეგლამენტის ნორმის ორგანული კანონის ნორმასთან შეუსაბამობისა და განსხვავებული განმარტების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ნორმის წაკითხვა და დასკვნის გაკეთება თუ რომელ სუბიექტს მოეთხოვება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში, ნორმის მიზნებიდან გამომდინარე სრულიად ნათლად იკითხება და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების დაშვების შესაძლებლობას. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოს ორგანული კანონი ”საერთო სასამართლოების შესახებ” ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მოითხოვს, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცულია საქმეში მონაწილე მესამე პირების შ--------------ის, ლ------------–---–ის და ზ--------------ს კანდიდატურების წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ.
ხოლო, მოსარჩელის აპელირება სსიპ ი------------–---–ის სახელობის თ---–----------–-–---------------------ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის წევრების რეკომენდაციაზე ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ და ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული აქტების გაუქმებას. სასამართლოს მოსაზრებით რეკომენდაციაში მოცემული განმარტება, არ ეყრდნობა ორი ნორმატიული აქტის - ორგანული კანონის და რეგლამენტის მუხლების თანმიმდევრულ, შინაარსობრივ, მიზნობრივ განმარტებას და იქმნება შთაბეჭდილება, რომ შესაბამისი დარგის მაღალი კომპეტენციის მქონე მეცნიერების რეკომენდაცია ეყრდნობა არა ნორმის სრული ტექსტის განმარტებას არამედ, იგი გამომდინარეობს არასრული დასმული შეკითხვის კონტექსტიდან და შინაარსიდან. ამდენად, ზემოაღნიშნული რეკომენდაცია ვერ იქნება გაზიარებული სადაო ადმინისტრაციულ-სამარყლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად.
აპელანტის მოსაზრებით საქმეში არ არის მე-3 პირების ,,არანაკლებ 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის’’ დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ასევე არ გამომდინარეობს კონკურსზე წარდგენილი და საქმეში არსებული მესამე პირების ბიოგრაფიებიდან და სხვა დოკუმენტებიდან.
საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,ა---–----------------------ი’’ თავმჯდომარემ 2017 წლის 12 იანვარს წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ა---–----------------------ის სახელით, წარადგინა შ--------------ის კანდიდატურა, ამასთან, შ--------------ეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და გამოთქვა თანხმობა, ა.ი.პ. ა---–----------------------ის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 მ-----ის N5------ს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ შ--------------ის კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, შ--------------ე არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,დ--------------------------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,დ--------------------------ის’’ თავმჯდომარემ 2017 წლის 29 მაისს წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ააიპ ,,დ--------------------------ის’’ სახელით, წარადგინა ლ------------–---–ის კანდიდატურა, ამასთან, ლ------------–---–ს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და გამოთქვა თანხმობა, ა.ი.პ. ააიპ ,,დ--------------------------ის’’ წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ი’’ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, მისი წევრები ინტენსიურად, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში, ახორციელებენ სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას. ასევე დადგენილია, რომ ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ის’’ თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ააიპ ,,დ--------------------------ის’’ სახელით, წარადგინა ზ--------------ს კანდიდატურა, ამასთან, ზ--------------ს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია, გამოთქვა თანხმობა, ააიპ ,,ს-----–--------------------------–--–------- ა---------ის’’ წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტს განეხილა მისი კანდიდატურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----II-რს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლ------------–---–ის კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ლ------------–---–ი არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ი----ის N1----II-რს დადგენილებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზ--------------ს კანდიდატურა შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ზ-------------- არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მათ განხილავს ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად... (219.8-ე მუხლი); ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს (219.9-ე მუხლი); პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა განისაზღვრება ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს (219.11-ე მუხლი); პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 3 ტურად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-13−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით (219.12-ე მუხლი); კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი (219.13-ე მუხლი).
2017 წლის 16 მაისიდან გამოცხადებული საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის ასარჩევი კონკურსის შედეგების თანახმად დადგენილია, რომ პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით, აირჩია 4 წევრი, კერძოდ: 108 ხმით - ნ----------–----------–---–ი; 100 ხმით - ი--------–-–---–ი; 93 ხმით - ლ------------–---–ი და 84 ხმით - ზ--------------.
სააპელაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმის თაობაზეც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებული იქნებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურის დროს ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის ფაქტი, აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს ისე სახის დარღვევას, რომელიც მოსარჩელის იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, თავისი შინაარსით აბსოლუტურად შეუთავსებელი იქნებოდა სადავო აქტების კანონიერებასთან. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ დადგენილებები საქმეში მონაწილე მესამე პირებთან მიმართებაში წარმოადგენს აღმჭურველ აქტებს, რომლითაც საკონსტიტუციო ორგანომ - საქართველოს პარლამენტმა მათ მიანიჭა უფლებამოსილება იყვნენ სასამართლოს სისტემის შიგნით არსებული კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც ახორციელებენ კონსტიტუციურ–სამართლებრივ საქმიანობას. პარლამენტის, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის სუვერენული ნების გამოვლენის შედეგს წარმოადგენს გასაჩივრებული დადგენილებები, რომელიც ამ ნების დადასტურებას აღმჭურველი აქტის სახით იღებს. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების კანონიერების თვალსაზრისით, სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია, პარლამენტის წევრების ნების გამომხატველი შემაჯამებელი აქტების ბათილად ცნობა იმ პირობებში, როდესაც: 1. ადგილი არ აქვს ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან შეუსრულებლობას და 2. მოსარჩელე, ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ადასტურებს მისი კანონიერ უფლების ან ინტერესის მიმართ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანის მიყენების ან/და მისი უფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული კანდიდატების მიმართ მიღებული აქტები აგრძელებს ლეგიტიმურ მოქმედებას, ამ აქტების მოქმედების შედეგების სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობას, ხოლო სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა დემოკრატიული სახელმწიფოს იდეასთან - დაცული და კანონით უზრუნველყოფილი იყოს თითოეული პირის ინტერესი.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ ა---------–-------–---–ის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი
ნანა კალანდაძე