განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002538850
საქმე №1/ბ-215-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - დ----- ხ------–---–ის,გამართლებულის - გ-- მ-----ის,მსჯავრდებულის - თ------ თ----------ის
ადვოკატების - ზ---- პ----ის, მ--–---- ზ----ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-- დ--------ის ძე მ-----ის მიმართ - დაბადების თარიღი: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ-----–--–------------------------------
თ------ თ-----ის ძე თ----------ის მიმართ - დაბადების თარიღი: 0---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, განქორწინებული, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ-----–--–---------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1. ბრალდების დადგენილების თანახმად 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბათუმში, ფ------------–--–------------------ა ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ------ თ----------ემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად გ-- მ-----ესთან ერთად, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის გ---- ს-----ეს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა მართვის ქვეშ არსებული სედანის ტიპის ბმვ-ს მარკის რუხი ფერის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S-------- და მასში არსებული საგნები, რამაც გამოიწვია 4500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თ------ თ----------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს - მაღალტექნოლოგიურ საწარმოო პირობებში კუსტარული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „B------------” მოდელის N------ პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 6 (ექვსი) ცალ ქარხნულ წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნებს, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მფლობელობაში არსებულ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G-------- -ს, სალონში არსებულ საბარგულში 2018 წლის 30 მაისამდე. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, 2018 წლის 30 მაისს, 18:40 სთ-დან - 19:58 სთ-ის პერიოდში, ქ. ბათუმში, ი----------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული თ------ თ----------ის მფლობელობაში არსებულ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G-------- -ს ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენით :
გ-- მ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,ა’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
თ------ თ----------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,ა’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
თ------ თ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 ივნისიდან, მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით.
3. სააპელაციო საჩივრების მოტივები:
3.1 აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- ხ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენი გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის გამართლების ნაწილში, ისინი ცნობილ იქნან დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით; ასევე თ------ თ----------ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩადენილია ძარცა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული განაჩენის გამოტანისას არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც დაუშვა გადაწყვეტილების მიღების დროს, ცალკეულ ეპიზოდში გამართლებულების ქმედებას მისცა არასწორი შეფასება და გამოიტანა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად არ შეესაბამებოდა მათი ქმედების ხასიათს.
ასევე, აპელანტის მოსაზრებით, თ------ თ----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით არ არის პროპორციული და ადეკვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და აქედან გამომდინარე, ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის სასამართლოს მიერ გამართლებული იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოყენებული მინიმალური სასჯელი უნდა დამძიმდეს მუხლის სანქციის ფარგლებში.
3.2. აპელანტი - მსჯავრდებულ თ------ თ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ--–---- ზ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განაჩენი თ------ თ----------ის გამტყუნების ნაწილში და იგი გამართლებულ იქნას. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ თ------ თ----------ეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვის ბრალდების ეპიზოდში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, აღნიშნული ბრალდება ვერ სცდება ვარაუდისა და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ----- ხ------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ თ------ თ----------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, მ--–---- ზ----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და თ------ თ----------ის გამართლება მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ამასთან, არ დაეთანხმნენ პროკურორის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს თ------ თ----------ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში;
გამართლებულ გ-- მ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ზ---- პ----ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გ-- მ-----ის მიმართ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ის და მსჯავრდებულ თ------ თ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ გ---- ს-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, დედის - გ------–- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით S-------- გ------- მ-------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ფ------------–--–-ს გამზირზე მდებარე N336 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათგან მოშორებით იდგა თ------ თ----------ე 10-12 პირთან ერთად. ვინაიდან თ------ თ----------ემ მას შორიდან აჩვენა მისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია, იგი ჩამოვიდა ავტომანქანიდან ისე, რომ გასაღები ჩატოვა მანქანაში და მივიდა თ------ თ----------ესთან, რომელმაც მისვლისთანავე მას დაარტყა ხელი, ხელი დაარტყეს იქ მყოფმა სხვა პირებმაც, ამიტომ გამოიქცა ავტომანქანის მიმართულებით, ამოიღო ე.წ. „ბიტა“ და მოიქნია, მაგრამ რადგან მას დაედევნა თ------ თ----------ე და მასთან ერთად მყოფი ყველა პიროვნება, მან დააგდo „ბიტა“ და გაიქცა. ხსენებული პირები დაედევნენ, სდიეს დაახლოებით 20-30 მეტრი და შეწყვიტეს დევნა. შემდეგ კი დაახლოებით 60-70 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ თ------ თ----------ე დაჯდა დედამისის - გ------–- ს-----ის კუთვნილ BMW-ს მარკის ავტომანქანის საჭესთან, გვერდზე დაუჯდა გ-- მ-----ე და წაიყვანეს ავტომანქანა.
მოწმის სახით დაკითხულ გ---- ს-----ის დედის, გ------–- ს-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ მას საკუთრებაში აქვს BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------, ვინაიდან უჩივის ჯანმრთელობას, ხსენებულ ავტომანქანას მართავს მისი შვილი გ---- ს-----ე. 2018 წლის 12 მაისს ჰქონდა მაღალი წნევა, ამიტომ აფთიაქში იყიდა წამალი და ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც დაინახა, რომ მის შვილს, გ---- ს-----ეს, თ------ თ----------ემ დაარტყა ხელი და გ---- გაიქცა, მაგრამ დაედევნა თ------ თ----------ე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 7-8 ბიჭი, რომელთაგან იცნობდა მხოლოდ გ-- მ-----ეს. მისმა შვილმა შეძლო გაქცევა, ხოლო თ------ თ----------ე დაჯდა მის კუთვნილ ავტომანქანის საჭესთან, გვერდით დაუჯდა გ-- მ-----ე და ხსენებულმა პირებმა წაიყვანეს აღნიშნული ავტომანქანა. მოწმის განმარტებით, ეს ყველაფერი მან დაახლოებით 50 მ. მანძილიდან დაინახა, ამასთან, აღნიშნა, რომ აქვს მეხსიერებისა და მხედველობის პრობლემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 03 ივნისის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-----–-----ში მდებარე ავტოფარეხში ნანახი და ამოღებული იქნა BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------, მასში არსებული ნივთებით.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე თ----–- ა----–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც იქვე ეზოსთან ახლოს არსებული მისი მეუღლის ბიძის ავტოფარეხში მიიყვანა მისმა მეუღლემ, ვ------- მ-------ემ, მან სახლში იპოვა ასევე მანქანის გასაღები, რომელზეც ვ. მ-------ემ უპასუხა, რომ იყო იმ ავტომანქანის, რომელიც ავტოფარეხში იყო გაჩერებული. მოწმის განმარტებით, იგი არ ჩაძიებია მეუღლეს და არ უკითხავს, თუ ვისი იყო აღნიშნული ავტომანქანა.
მოწმე ვ------- მ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი ნათესავის ავტოფარეხიდან ამოიღეს BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------. მოწმის განმარტებით, იგი შეესწრო თ------ თ----------ესა და გ---- ს-----ეს შორის მომხდარ კომფლიქტს, რის შემდეგ ყველა წავიდა და გ---- ს-----ემ მისი BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------, ღია მდგომარეობაში, ავტომანქანის გასაღებთან ერთად, მიატოვა შემთხვევის ადგილზე. მისივე განმარტებით გ---- ს-----ე იმყოფებოდა გ------- მ-------ესთან ერთად, ეს უკანასკნელი კი არის მისი სიძის დის შვილი, ამიტომ მან დაქოქა ავტომანქანა, გადაიყვანა ავტოფარეხში და აღნიშნული შეატყობინა გ------- მ-------ეს.
მოწმე რ----– თ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, იგი შეესწრო ქ. ბათუმში, ფ------------–--–-----------------ა- ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---- ს-----ესა და თ------ თ----------ეს შორის მომხდარ კონფლიქტს, რა დროსაც გ---- ს-----ემ ადგილზე დატოვა მისი კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც წაიყვანა სხვა პირმა და ის თ------ თ----------ესა და გ-- მ-----ეს არ წაუყვანიათ.
მოწმე დ----- ბ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 12 მაისს იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა განმარტა, რომ თ------ თ----------ეს და გ-- მ-----ეს გ---- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S--------, არ წაუყვანიათ,ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან წაიყვანა სხვა პირმა.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- წ---–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. კონფლიქტის შემდეგ თ------ თ----------ე და გ-- მ-----ე წავიდნენ ფეხით, ხოლო გ---- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S--------, წაიყვანა ვ------- მ-------ემ.
მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, მოწმე გ------- მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 11:00 საათისათვის ბმვ-ს მარკის სედანის ტიპის, რუხი ფერის ავტომანქანით, რომლის სახელწიფო ნომერიცაა S------ მიაკითხა გ---- ს-----ემ, რის შემდეგაც იმოძრავეს ქ. ბათუმში და დაახლოებით 14:00 საათისათვის მივედნენ ქ. ბათუმში, ფ-------–--–-----------------ა-ში, მდებარე მაღაზია ბ---–--ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონთან. სკვერში დაინახა ნაცნობი ბიჭები თ------ თ----------ე, გ-- მ-----ე, დ----- ბ-----ე, კობა ზ-------ე და გ------- წ---–-----ე, რომლებიც რაღაცაზე საუბრობდნენ. გ---- ს-----ე ჩავიდა ავტომანქანიდან და წავიდა აღნიშნული ბიჭების მიმართულებით, ხოლო როდესაც მიუახლოვდა მათ მოხდა ჩოჩქოლი და შეხლა შემოხლა, რის შემდგომაც იქვე მყოფი პირები ყველა აგრესიით გაიწიენ გ---- ს-----ისაკენ, ხოლო გ---- ს-----ე გაიქცა უკან მისი ავტომანქანისაკენ, რა დროსაც ზემოაღნიშნული პირებიც დაედევნენ. გ---- ს-----ე გაიქცა ავტომანქანისაკენ და ავტომანქანიდან ამოიღო ხელკეტის მაგვარი საგანი, რომელიც მოუქნია ზემოაღნიშნულ ბიჭებს, მაგრამ არც ერთს არ მოხვედრია, ამ დროს ავტომანქანასთან ისევ მოხდა შეხლა შემოხლა, რის შემდეგაც გ---- ს-----ე გაიქცა ტერიტორიიდან. მართალია გ---- ს-----ეს დაედევნენ ზემოაღნიშნული ბიჭები რამოდენიმე მეტრი მაგრამ თ------ თ----------ემ ხმამაღლა დაიძახა შეეშვით დაანებეთ თავი გაიქცესო, რის შემდეგაც ყველა მობრუნდა. აღნიშნულის შემდგომ ზემოაღნიშნული პირები ზოგი ჩაჯდა გ---- ს-----ის კუთვნილ ავტომანქანაში და წავიდნენ ადგილიდან, ხოლო ზოგი მათგანი წავიდა ფეხით.
საქმეში წარმოდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად BMW-ს მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით S--------, ამოღებულ იდენტიფიკაციისთვის ინფორმატიულ ანაწმენდებზე გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და გასხვავდება თ------ თ----------ის გენეტიკური პროფილისგან.
მოწმის სახით დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეების: ლ---- ზ-------ის, ჯ---- ს------ის და ზ---- ტ------–--ის ჩვენებებით დადასტურდება, რომ ისინი შეესწრნენ თ------ თ----------ესა და გ---- ს-----ეს შორის მომხდარ კონფლიქტს, გ---- ს-----ე სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ, თ------ თ----------ე და გ-- მ-----ე კი ფეხით წავიდნენ საპირისპირო მიმართულებით, რაც შეეხება გ---- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც გ---- ს-----ემ დატოვა ადგილზე, ის ლ---- ზ-------ის განმარტებით წაიყვანა ვ------- მ-------ემ. ამავდროულად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა ყველა მოწმემ ცალსახად უარყო, რომ გ---- ს-----ის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანა თ------ თ----------ესა და გ-- მ-----ეს არ წაუყვანიათ, ასევე განაცხადეს, რომ მათ უბანში აფთიაქი წლების განმავლობაში აღარ ფუნქციონერებს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, თუმცა აღნიშნული ჩანაწერების მიხედვით პირთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.
გ-- მ-----ემ და თ------ თ----------ემ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უარყვეს გ---- ს-----ის ავტომანქანის გატაცების ფაქტი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის საქათველოს სსკპის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყურად ადასტურებენ გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, მოწმეებმა გ---- ს-----ემ და გ------–- ს-----ემ განაცხადეს, რომ ავტომანქანა თ------ თ----------ემ და გ-- მ-----ემ წაიყვანეს, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოწმეების: რ. თ---------ის, დ. ბ-----ის, გ. წ---–-----ის, ვ. მ-------ის ჩვენებებზე, რომელთა მიხედვით დასტურდება, რომ ავტომანქანა გ.მ-----ეს და თ. თ----------ეს არ წაუყვანიათ; მოწმე გ. მ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ. ს-----ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევის შემდგომ იქ მყოფი პირებიდან ზოგი ჩაჯდა გ. ს-----ის კუთვნილ ავტომანქანაში და წავიდნენ ადგილიდან, ხოლო ზოგი მათგანი წავიდა ფეხით. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მოწმეები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, უშუალოდ შეესწრნენ მომხდარს და არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაცვის მხარის მოწმეების: ლ. ზ-------ის, ჯ. ს------ის, ზ. ტ------–--ის ჩვენებებს, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ისინი შეესწრნენ თ. თ----------ისა და გ. ს-----ის კონფლიქტს და მათაც უარყვეს თ. თ----------ის და გ. მ-----ის მიერ გ. ს-----ის ავტომანქანის წაყვანის ფაქტი. გარდა ამისა, პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე დართული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერების მიხედვით შეუძლებელია იმ პირთა იდენტიფიცირება და დადგენა იმისა, თუ ვინ წაიყვანა გ. ს-----ის ავტომანქანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v TURKEY, განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდაო ფაქტების ვარაუდიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ როგორც ზემოთ აღინიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (In dubio proreo ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი), იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbara massegui and lobardo v. Spain; Larents v.Latvia; Melich an Back v. the Czech Repuablic.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების გააანალიზებით პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის მხრიდან ძარცვის ჩადენა წარმოადგენს ბრალდების მხარის ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს მათ სასარგებლოდ, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და რომ შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის გამო გ-- მ-----ე და თ------ თ----------ე სწორად გაამართლა პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,დ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდენილ ბრალდებაში.
ამდენად, გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მათ ბრალეულობას ძარცვის ჩადენაში, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ-- მ-----ის და თ------ თავდირიძის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ თ------ თავდირიძის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას, თ------ თ----------ის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე და ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 30 მაისს ჩატარებული BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით G--------- ჩხრეკის ოქმით დადგენლია, რომ ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო 18.40 საათზე, რომელიც მიმდინარეობდა ქ. ბათუმი ივ---------–---–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო ჩაატარა და ჩხრეკის ოქმი შეადგინა კახაბრის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა გ---- ფ----------ემ. ჩხრეკის ოქმის თანახმად, ავტომანქანა გაჩერებული იყო ხსენებულ ტერიტორიაზე, ავტომანქანის გასაღები ჰქონდა თ------ თ----------ეს და ავტომანქანის კარებები გახსნეს ხსენებული გასაღების დახმარებით. ავტომანქანის ჩხრეკას ესწრებოდა თ------ თ----------ეც. ჩხრეკის ოქმის თანახმად ავტომანქანის სალონში, წინა მარჯვენა მხარეს, სავარძლის პირდაპირ, სათავსოში ე.წ. „ბარდაჩოკში“ აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა მუყაოს კოლოფი, წარწერით TP-LINK, კოლოფის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა შავი ფერის, ყავისფერ სახელურიანი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი წარწერით „BERRETA“, ერთი ცალი მჭიდი, რომელშიც მოთავსებული იყო 6 ცალი ვაზნა. ხსენებული კოლოფში მოთავსდა იარაღის მსგავსი საგანი, მჭიდით და ვაზნებით და ადგილზე დაილუქა სპეციალურ პაკეტში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს პოლიციელებმა დ----- ა-------–--ემ, რ----- კ----ემ, გ------- აბ---–-ძემ, მ------ კ----ემ ექსპერტებმა რ----- ბ-----ემ, ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე თ------ თ----------ემ უარი განაცხადა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ჩხრეკის ჩამტარებელმა და მასში მონაწილე პირებმა დ----- ა-------–--ემ, რ----- კ----ემ, გ------- აბ---–-ძემ, მ------ კ----ემ ექსპერტებმა რ----- ბ-----ემ დაადასტურეს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სრულ თანხვედრაშია, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჩხრეკის ჩამტარებელი და მასში მონაწილე პირების ჩვენებებთან.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანზე, ერთ ცალი მჭიდზე, რომელშიც მოთავსებული იყო 6 ცალი ვაზნა დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც N--------- დასკვნით დაადგინა, რომ N------ არის 9 მმ კალიბრის „B------------” მოდელს მიმსგავსებული, მაღალტექნოლოგიურ საწარმოო პირობებში, კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ერთი ცალი მჭიდი არის 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტისთვის განკუთვნილი მჭიდი, გადაკეთებული და კუსტარულად მორგებული ექსპერტიზაზე წარდგენილ პისტოლეტზე, 6 ცალი ვაზნა, არის ქარხუნული წესით დამზადებული 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვანზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტებისთვის ექვსივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით G--------, ამოღებულ „B------------” მიმსგავსებული მოდელის პისტოლეტზე, (ლულა, სასხლეტი, დამცავი რკელი) გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თ------ თ----------ეს.
მსჯავრდებულმა თ------ თ----------ემ თავი დამნაშავედ არ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელების გარემოცვით გარშემორტყმულ ავტომანქანაში, რომლის კარებიც არ იკეტებოდა, თავისუფლად იყო შესაძლებელი მიზანმიმართულად ჩაედო ვინმეს იარაღი, აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ავტომანქანის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანის ყველა კარები იყო დაკეტილი და მათი გახსნა მოხდა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული გასაღების დახმარებით. გარდა ამისა, საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდმევრული, ურთიერთთავსდებადი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. პალატაე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის N---------- დასკვნას, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ BMW-X5-ის მოდელის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით G--------, ამოღებულ „B------------” მიმსგავსებული მოდელის პისტოლეტზე, (ლულა, სასხლეტი, დამცავი რკელი) გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თ------ თ----------ეს.
ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სხვა ისეთი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა თ------ თ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ თ----------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
რაც შეეხება ამ კვალიფიკიაციით თ------ თ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და დაუნიშნა სასჯელის მუხლის სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და თ------ თ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269- 270-ე მუხლებით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ თ------ თ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–---- ზ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენი გ-- მ-----ის და თ------ თ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ-- მ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
გამართლებულ გ-- მ-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თ------ თ----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
თ------ თ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქაცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
თ------ თ----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 ივნისიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით.
თ------ თ----------ის მიმართ შერჩეული აღ/ღონისძიება გირაო გაუქმებულია და მოეხსნას ყადაღა თ------ თ----------ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად, გ---–----- ღ------------ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ა-----–---------------------- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-------------------.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერმტკიცებულებები:
- სედანის ტიპის ბმვ-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S-------- - რომელიც ინახება აჭარის შსს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის ეზოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები და სუნის ნიმუშები 2 ცალ 0,5 ლიტრიან მინის ქილაში, ავტომანქანის სავარძლის ზედაპირიდან აღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანიდან აღებული ხელის ნახჭის კვლები, სუნის ნიმუშები - განადგურდეს;
- გ------- მ-------ის კუთვნილი ნივთები: ნოკიის ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის ტყავის საფულე, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, მართვის მოწმობა, აიდი ბარათი, შავი პლასტიკური ბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- გ---- ს-----ის კუთვნილი ნივთები: აიდი ბარათი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, სავიზიტო ბარათი, გასაღების მაგვარი საგანი, პულტის მაგვარი საგანი, შავი ფერის ხის კეტი, ავტომანქანის გასაღები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- რევაზ შარაბიძისაგან ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი -
დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- მხარეთა მიერ წარმოდგენილი “CD” დისკები - დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ბმვ - X-5-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G-------- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- 9 მმ კალიბრის ,,B------------’’ მოდელის N------ პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებულ 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნები
- რომელიც ინახება ხელვაჩაურის შსს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - უსასყიდლოდ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
- თ. თ----------ის ავტომანქანის გასაღები - ინახება ხელვაჩაურის შსს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე