განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001804817
საქმე №2ბ/7413-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ირაკლი ბონდარენკო, ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი – მ-------------–-–---–ი
წარმომადგენელი - გ---–-------------–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ------------ე
მესამე პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - მ-------–-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ბ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და განესაზღვრა ბ------------ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილთან, ე-–------- კ------ესთან (დაბადებული 2015 წლის 22 ივნისს, პირადი N0----------) ურთიერთობისათვის, ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და კვირა დღე 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედის მ-------------–-–---–ის (ან დედის მიერ შერჩეული პირის) თანდასწრებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე ბ------------ე და მოპასუხე მ-------------–-–---–ი 2014 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 22 ივნისს შეეძინათ შვილი, ე-–------- კ------ე;
2.2. მხარეები, ბ------------ე და მ-------------–-–---–ი 2017 წლის 8 თებერვლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მ-------------–-–---–მა არასრულწლოვან შვილთან ერთად მოსარჩელისგან მალულად დატოვა მისი საცხოვრებელი ბინა. არასრულწლოვანი ე-–------- კ------ე ამჟამად ცხოვრობს დედასთან, მ-------------–-–---–თან ერთად;
2.3. მოსარჩელე ბ------------ესა და მ-------------–-–---–ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 18.02.2017წ. N0----- შემაკავებელი ორდერი 1 (ერთი) თვით, შემდეგი პირობებით: ბ------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მ-------------–-–---–თან, მის სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება; 2017 წლის 03 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბ------------ის წინააღმდეგ ორი თვის ვადით მიღებულ იქნა დამცავი ორდერი;
2.4. ბ------------ე 2015 წლიდან დასაქმებულია შპს ,,თ---–---------------------------------ში“ სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურში, გვირაბის მუშის პოზიციაზე;
2.5. მოპასუხე მ--------------–-–---–ი 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 თებერვლამდე მუშაობდა შპს ,,თ---–-------------------------------იის“ მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის სახაზო კონტროლის მიმართულების კონტროლიორად. მუშაობის პერიოდში იგი წარმატებით ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. კოლეგებთან ჰქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, გამოირჩეოდა კარგი დისციპლინით და არ ჰქონია არც ერთი დისციპლინური სასჯელი;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, მ-------------–-–---–ი, შვილთან, ე-–------- კ------ესთან, ერთად ცხოვრობს ქ. რ-------–----------–------------- ნაქირავებ ერთ ოთახიან ბინაში. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და საცხოვრებელის მდგომარეობა უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. მ------ის ინფორმაციით, ის ზრუნავს ბავშვის სრულფასოვან კვებაზე. აღსანიშნავია, რომ ბავშვს აქვს თავისი სახელობითი ინვენტარი. დედა იცავს ბავშვის დღის რეჟიმს. იგი ზრუნავს შვილის გარეგნობაზე და ჰიგიენაზე. ე-–-------ს აქვს სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, თავისი საწოლი, თუმცა როცა ჭირვეულობს, დედასთან ერთად იძინებს. ბავშვს აქვს სათამაშოები, გასაფერადებლები, ფერადი ფანქრები და ასაკის შესაბამისი სხვა სათამაშოები. მ------ი ხშირად აქებს და ეფერება შვილს და მასთან ერთად თამაშობს. მან იცის, როგორ ასწავლოს ბავშვს საზოგადოებაში მისაღები ქცევები. მ------ს ჰყავს თანადგომის ქსელი მშობლების, დედმამიშვილის და მეგობრების სახით, რომლებიც მას უზრუნველყოფენ ფინანსურად, მატერიალურად, უწევენ ფსიქო-ემოციური დახმარებას და ეხმარებიან ბავშვზე ზრუნვაშიც.
არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს სჭირდება დღის რეჟიმის დაცვა, კერძოდ, გოგონა იღვიძებს დილით 8-9 საათზე, მიირთმევს საუზმეს, შუადღეს 13:0 საათზე იძინებს. გაღვიძების შემდეგ, ე-–-------ს აქვს 2-3 კომპონენტიანი სადილი, რომლის შემდეგაც დედა - შვილი კავდებიან შემეცნებითი თამაშებით. საღამოს ე-–-------ი მიირთმევს ვახშამს და საღამოს 9 საათისთვის იძნებს. დედა სტაბილურად იცავს ე-–-------ის დღის რეჟიმს, რათა ბავშვს ჩამოუყალიბდეს სტაბილურობის განცდა და უნარ-ჩვევები.
მ-------------–-–---–ის ინფორმაციით, მეუღლესთან ბ------------ესთან ცხოვრების პერიოდში, მათ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი, რომლის თვითმხილველი იყო ე-–-------ი. ყოველივე ეს დალექილია ბავშვის გონებაში, მ------ი საუბრობს ასევე ბ------------ის მხრიდან ე-–-------ის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების შესახებ. თუმცა, აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე არ არის გამოკვლეული და დადასტურებული შესაბამისი ორგანოების მიერ. მ------ის გადმოცემით, ბავშვს ძილის პერიოდში აქვს შფოთვა, ძილში დედას იხმობს საშველად და სჭირდება დამშვიდება. ასევე, მ------ი აღნიშნავს იმასაც, რომ მათი მოსარჩელის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, ე-–-------ი იყო შეშინებული, სხვის ხმამაღალ სიცილზეც კი ეშინოდა და კრთოდა.
არასრულწლოვან ე-–------- კ------ეს აქვს მამასთან დღის განმავლობაში დარჩენის გამოცდილება. ოჯახიდან წამოსვლამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში, მ------ი მუშაობდა და დღის მანძილზე ბავშვს ტოვებდა მამასთან. მ------ი აღნიშნავს, რომ ბ------------ე ხშირად იღებს ალკოჰოლს და მოპასუხეს სახლში დაბრუნებულს ბევრჯერ დახვედრია ბ----- ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ან ალკოჰოლის მიღების პროცესში, რა დროსაც ე-–-------ი იყო უყურადღებოდ. მ------ის გადმოცემით, ბ------------ე ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა, ხშირად გამოდის სიმშვიდის მდგომარეობიდან და შეუძლია გაბრაზებულმა მ------ი და ე-–-------ის მიმართ განახორციელოს არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ძალადობაც. მ-------------–-–---–ი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვან ე-–-------ს უნდა ჰქონდეს მამასთან ურთიერთობა და მამა-შვილს შორის უნდა არსებობდეს უწყვეტი ემოციური კავშირი, თუმცა მიიჩნევს, რომ ბ------------ე თავისი შესაძლებლობებისა და უნარებიდან გამომდინარე ვერ გაუმკლავდება უწყვეტად 2 ღამის და 3 დღის განმავლობაში ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებას, დღის რეჟიმის დაცვას, ბავშვის კვებითი და ჰიგიენური პროცედურების ჩატარებას და უსაფრთხოების დაცვას. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, დედას სურს არასრულწლოვანი მიიყვანოს საბავშვო ბაღში და კვირა დილიდან სამშაბათს საღამომდე ბავშვის მამასთან ყოფნა შეაფერხებს აღნიშნულ პროცესს, რაც ე-–-------ის ასაკობრივ განვითარებას ხელს შეუშლის;
2.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, ბ------------ე ცხოვრობს ნაგირავებ ერთ ოთახიან ბინაში, მისამართზე - ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------------------, სადაც არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ბინაში არის შესაბამისი ავეჯი და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები. ბ------------ის გადმოცემით, იგი 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-------------–-–---–თან. მან მ------ი გაიცნო ტაძარში, როდესაც მასთან მივიდა მ------ის დედა, ა-–----------–-–---–ი და უთხრა რომ მისი შვილი მ-------------–-–---–ი იყო მრუში და ესაჭიროებოდა მისი დახმარება. ბ------------ემ ა-–---ს თხოვნით ჯერ მისი ვაჟი დაიხსნა არასწორი ცხოვრებიდან და მოაქცია ეკლესიისკენ და შემდეგ ზრუნავდა მ------ზე. მოსარჩელე ეწეოდა სამონასტრო ცხოვრებას. ა-–----------–-–---–ი და მ-------------–-–---–ი იყვნენ ამავე ტაძრის მრევლის წევრები. ბ------------ეს მ------ზე მზრუნველობის დროს გაუჩნდა გრძნობა, რასაც გრძნობითვე უპასუხა მ-------------–-–---–მა. ა-–----------–-–---–მა, როდესაც გაიგო მათი სიყვარულის შესახებ, ხლართავდა ინტრიგებს და ბ------------ეს უჩივლა საპატრიარქოში ყალბი ბრალდებით, რომ ბ----მა სცადა სექსუალური ძალადობა, რის გამოც ბ----ს მოუწია ტაძარის დატოვება. მცირე ხანში, ბ------------ემ ცოლად შეირთო მ-------------–-–---–ი. მათ შეეძინათ შვილი, ე-–------- კ------ე. მოსარჩელე ბ------------ე მუშაობდა ღამის საათებში, ხოლო მ-------------–-–---–ს დღის საათებში უწევდა სამსახურში გასვლა, რა დროსაც დღის საათებში ბავშვთან რჩებოდა და მასზე ზრუნავდა ბ------------ე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც 2017 წლის თებერვლის თვეში მოპასუხე მ-------------–-–---–ი ჩუმად წავიდა საცხოვრებელი სახლიდან ბავშვთან ერთად. ბ------------ის გადმოცემით, მას არასდროს მიუყენებია მ-------------–-–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა. კონფლიქტი იყო ძირითადად სახლის მოუწესრიგებლობის გამო. ბოლო კონფლიქტს შეესწო მოსარჩელის დედაც, ლ-----–------ი. ამ უკანასკნელს მ------მა ერთხელ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა იგი მაინც ცდილობდა ბ------------ეს და მ-------------–-–---–ს ოჯახი შეენარჩუნებინათ. მათი გადმოცემით, მ------ი ბ----ს ადანაშაულებს ბავშვისათვის მიუღებელ სექსუალურ ქმედებებში, რაც მათთვის არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. ბ-----ს გადმოცემით, იგი არის საშუალო განათლებით, ოთხი წელი სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. 26 წლის ასაკში გადაწყვიტა მონასტერში წასვლა, სადაც 13 წელი მსახურობდა. მისი მონასტრული ცხოვრება შეეწირა ა-–----------–-–---–ის ყალბ ბრალდებას;
სოციალური მუშაკის შეფასებით, ბ------------ეს აქვს ყველა პირობა შექმნილი, რათა იზრუნოს ბავშვზე. იგი მუშაობს და მისი შემოსავალი თვეში შეადგენს 600-700 ლარს. ბ----- ამბობს, რომ მის წინაშე წაყენებული ბრალდებები არის ხელოვნურად შექმნილი, რათა ჩამოაშორონ ბავშვს. ბ----- გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს სოციალურ სააგენტოსთან, რათა დაიცვას მისი სიმართლე და უფლებები. ა-–----------–-–---–ი აქეზებს მ------ს, უგონებენ მას სხვადასხვა დამამცირებელ ბრალდებებს, თუმცა არავითარი მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ბ----- ბავშვის მიმართ გამოხატავს სიყვარულს და სურს იზრუნოს შვილზე და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში;
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქმეში ჩაბმული იქნა ფსიქოლოგი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ფსიქოლოგის ჩაბმულობისა და ამ უკანასკნელის წერილობითი ფორმით მოსაზრების (შეფასების) წარმოდგენის უზრუნველყოფა;
2018 წლის 18 მაისს მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით, არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება შეესაბამება ასაკს. ბავშვის საუბრობს მარტივი 2-3 სიტყვიანი წინადადებით, არჩევს ფერებს, კარგად აქვს განვითარებული მოტორული უნარები, რაც გამოიხატება მცირე ზომისა და ასაწყობი სათამაშოებით კარგად თამაშით. ყურადღება, მეხსიერება - ასაკის შესაბამისად განვითარებული. ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, მცირეწლოვანი ე-–-------ი არ იმყოფება ამჟამად სტრესის ქვეშ - იგი ხალისიანი, ინტერესიანი და თამაშის მოყვარულია. მის თამაშზე დაკვირვებით თვალსაჩინოა, რომ მასთან ხშირად თამაშობს დედა, აქვს ურთიერთობა თანატოლებთან (ე-–-------ი დადის საბავშვო ბაღში). უმიზეზო ტირილი, უმიზეზო აჟიტირება, ინტერესის სფეროს დაქვეითება არ არის ე-–------- კ------ესთან, დიდი ალბათობით, არსებობს ვარაუდი, რომ ე-–-------ი არ იმყოფება სტრესის ქვეშ ან რომელიმე მშობლის მხრიდან რაიმე სახის ზეგავლენის ქვეშ. ამჟამად რაიმე სახის ფიზიკური, ემოციური ანუ ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების/ძალადობის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა წარსულში ამგვარი ქმედებების არსებობის დადგენა ან გამორიცხვა, ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე, შეუძლებელია;
ე-–------- კ------ესა და დედას მ-------------–-–---–ს შორის არსებობს ჯანსაღი მიჯაჭვულობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება არაერთი გამოხატული ნიშნით - თვალებით კონტაქტი, ღიმილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, გადევნება, ძებნა, ძახილი. მუდმივად ეკვირს დედას და რთავს მას თამაშში. დედის მხრიდან ე-–-------ი უზრუნველყოფილია ემოციური მხარდაჭერით და ბავშვსა და დედას შორის მტკიცე მიჯაჭვულობა არსებობს.
მამასთან შეხვედრისას, თავდაპირველად ე-–-------ი მას არ უყურებს, თვალებს დაბლა ხრის, თუმცა მალევე შედის მამასთან კონტაქტში, ინტერესდება მისი მოტანილი საჩუქრით, ერთად აგრძელებენ თამაშს საჩუქრის გარეშეც, იცინის, ერთობა მამასთან ერთად. არ გამოხატავს შიშს. რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ზიანის მომტანი არასრულწლოვანისათვის მამასთან ურთიერთობა - ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციით, სამომავლოდ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მამის მიმართ სუსტად გამოხატულ გაუცხოვებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ე-–-------ის სიმორცხვე მამასთან შეხვედრის დასაწყისში, რაც შეიძლება აიხსნას მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობის არქონით. ე-–-------ი ხალისით ერთვება მამასთან თამაშში, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ ავლენს მამის მიმართ მიჯაჭვულობის თვალსაჩინო რეაქციებს.
არასრულწლოვანი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, ჯერ არ შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ურთიერთობის სურვილი და მოახდინოს ამის ვერბალიზება. ქცევაზე დაკვირვებით, ე-–-------ი არ გამოხატავს შიშის, შეკრთომის, დაფრთხობის, შფოთვის ან ურთიერთობის სურვილის არქონის რეაქციებს მამასთან ურთიერთობისას. არასრულწლოვანის მამასთან ღამით დარჩენა არ არის რეკომენდირებული ბავშვის ასაკისა და განვითარების საჭიროებებისა და თავისებურებებიდან გამომდინარე. ე-–-------ს სძინავს დედასთან და დედის გადმოცემით, მას ღამის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ეღვიძება, შემდეგ კი, დედის დახმარებით იბრუნებს ძილს. საწოლის, გარემოს ან სხვა ცვლილებებმა შესაძლოა დაარღვიოს ბავშის შემუშავებული ძილის რეჟიმი, რუტინა, რაც შესაძლოა დამაზიანებელი იყოს ბავშვის ფსიქიკური განვითარებისათვის.
ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ე-–------- კ------ის ფსიქიკის უწყვეტი, ჯანსაღი განვითარებისათვის საჭიროა, რომ არ მოხდეს დედასთან დაშორება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორმირების პროცესში მყოფი სანდო მიჯაჭვულობის შესუსტება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის. ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს ბუნებრივი, კანონზომიერი კრიზისული პერიოდი განვითარებაში, რის გამოც, უმჯობესია, თუ ამ დროს არ მოხდება მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც გავლენას იქონიებენ ე-–-------ის ყოველდღიური რეჟიმის შეცვლაზე და შეაფერხებენ განვითარების პროცესს. ე-–-------ის ემოციური, ფიზიკური განვითარების პროცესის დადებითად წარმართვისათვის, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს მშვიდი და სტაბილური გარემო, რაც ამჟამად უზრუნველყოფილია დედის მიერ. მშობლების მხრიდან არ უნდა მოხდეს ბავშვის თანდასწრებით ურთიერთდამოკიდებულებების დემონსტრირება, ვერბალიზება. ეს დაეხმარება ე-–-------ს, რომ მან მომავალში თავად ჩამოაყალიბოს საკუთარი დამოკიდებულება;
2.9. მოსარჩელე ბ------------ესა და არასრულწლოვან ბავშვს შორის ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რაც შეიძლება ზიანის მომტანი ყოფილიყო ბავშვისთვის, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოწმეთა ჩვენებით, ბერი ს-----------–---–--ისა და ზ-------------–--ის განმარტებებით, არ დადასტურდა მამის მხრიდან ბავშვის მიმართ იმგვარი ქმედებების განხორციელება, რაც შეუსაბამო იქნებოდა არასრულწლოვანი ბავშვთან ურთიერთობისათვის. პირიქით, მოწმეები განმარტავდნენ, რომ მოსარჩელე ბ------------ესა და მ-------------–-–---–ს ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, ისინი არ შესწრებიან მოსარჩელე ბ------------ის მხრიდან მ------ის ან ბავშვის მიმართ ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემცველ მოქმედებებს. მოწმეთა განმარტებით, მოსარჩელე ბ------------ე მსახურობდა ტაძარში, იგი იყო ბერი-დიაკვანი და ეწეოდა სამონასტრო ცხოვრებას ზ-----------ს წმიდა გ-------ს სახელობის ეკლესიაში. მ-------------–-–---–ი და მისი დედა ა-–----------–-–---–ი იყვნენ ამავე ტაძრის მრევლი. ასევე, მ-------------–-–---–ის ძმა, ლ-–- მ-----–-–---–ი, გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ტაძარში, იგი ეხმარებოდა სასულიერო პირებს. მ-------------–-–---–ის დედამ ბერ - დიაკვან ე------ს მიმართ წარადგინა საჩივარი საპატრიარქოში და მას დასდო ბრალი მიუღებელ - შეუსაბამო საქციელის ჩადენაში. ბერ - დიაკვანს აეკრძალა მონასტრის დატოვება, თუმცა მიუხედავად აღნიშნული წინააღმდეგობისა, მამა ს-----------–---–--ე მოკლე პერიოდში იგებს, რომ ბ------------ე და მ-------------–-–---–მა ოჯახი შექმნეს და იმყოფებოდნენ ქორწინებაში. გაწეული ურჩობისა და წინააღმდეგობის გამო, ბ------------ეს განესაზღვრა სასჯელი და მან შეწყვიტა სამონასტრო ცხოვრება. ბ------------ე ხშირად მიდიოდა ეკლესიაში, სასულიერო პირები ასევე ნახულობდნენ მ-------------–-–---–საც. მათი შვილის, ე-–------- კ------ის ნათლია არის ზ-------------–--ე, რომელიც ამავე ტაძარში მოღვაწეობს. ზ-------------–--ის ჩვენებით, იგი ბევრჯერ ყოფილა ბ------------ისა და მ-------------–-–---–ის ოჯახში და რაიმე შეუფერებელი, შეუსაბამო ურთიერთდამოკიდებულება ბ------------ის მხრიდან თავისი მეუღლის მ-------------–-–---–ის ან ბავშვის, ე-–------- კ------ის მიმართ, არ შეუმჩნევია;
2.10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მოსარჩელე ბ------------ეს დროებით მიეცა შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონოდა არასრულწლოვან შვილთან, ე-–------- კ------ესთან, ურთიერთობას ესწრებოდა სოციალური სამსახურის წარმომადგენელი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი სააღსრულებო მოქმედების ოქმის მიხედვით, ბ------------ე 2017 წლის 30 მაისს, 31 მაისს და 02 ივნისს შეხვდა შვილს ე-–------- კ------ეს. ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, რა დროსაც ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობდა და შემდეგ, უფლებამოსილმა პირმა ბავშვი დაუბრუნა დედას, მ-------------–-–---–ს;
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ბ------------ემ სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან, 2015 წლის 22 ივნისს დაბადებულ ე-–------- კ------ესთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა შემდეგი გრაფიკით: ყოველი კვირის კვირა დღის 10:00 საათიდან სამშაბათი დღის 17:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ღამით დარჩენის უფლებით, დედასთან უკან დაბრუნების ვალდებულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ------------ე და მოპასუხე მ-------------–-–---–ი 2014 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 22 ივნისს შეეძინათ შვილი ე-–------- კ------ე. მხარეები, ბ------------ე და მ-------------–-–---–ი 2017 წლის 8 თებერვლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მ-------------–-–---–მა არასრულწლოვან შვილთან ერთად მოსარჩელისგან მალულად დატოვა მისი საცხოვრებელი ბინა. არასრულწლოვანი ე-–------- კ------ე ამჟამად ცხოვრობს დედასთან, მ-------------–-–---–თან ერთად.
საქმის მასალების მიხედვით, მხარეებს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 18.02.2017წ. N0----- შემაკავებელი ორდერი 1 (ერთი) თვით შემდეგი პირობებით: ბ------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მ-------------–-–---–თან, მის სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. 2017 წლის 03 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბ------------ის წინააღმდეგ ორი თვის ვადით დამტკიცდა დამცავი ორდერი.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მოხდა ორივე მხარის საცხოვრებელი პირობების შემოწმება და დავის საგანთან დაკავშირებით მათთან გასაუბრება. ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, მ-------------–-–---–ი შვილთან, ე-–------- კ------ესთან ერთად ცხოვრობს ქ. რ-------–----------–------------- ნაქირავებ ერთ ოთახიან ბინაში. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და საცხოვრებელის მდგომარეობა უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის იზრდება დედასთან, მისთვის უსაფრთხო, მშვიდ და კომფორტულ გარემოში. მ-------------–-–---–ს ჰყავს თანადგომის ქსელი მშობლების, დედმამიშვილის და მეგობრების სახით, რომლებიც მას უზრუნველყოფენ ფინანსურად, მატერიალურად, უწევენ ფსიქო-ემოციური დახმარებას და ეხმარებიან ბავშვზე ზრუნვაშიც. არასრულწლოვან ე-–------- კ------ეს, ასაკიდან გამომდინარე, სჭირდება დღის რეჟიმის დაცვა, რათა ბავშვს ჩამოუყალიბდეს სტაბილურობის განცდა და უნარ-ჩვევები. მ-------------–-–---–ი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვან ე-–-------ს უნდა ჰქონდეს მამასთან ურთიერთობა და მამა-შვილს შორის უნდა არსებობდეს უწყვეტი ემოციური კავშირი, რაც უნდა განხორციელდეს არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, რათა ზიანი არ მიადგეს და არ შეფერხდეს მისი ფიზიკურ და ემოციური განვითარების პროცესი. სოციალური მუშაკის შეფასებით, ბავშვის კეთილდღეობის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია ორივე მშობლის აქტიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის საკითხებში. სოციალურმა სამსახურმა ასევე შეაფასა ბ------------ის საცხოვრებელი პირობები. იგი ცხოვრობს ნაგირავებ ერთ ოთახიან ბინაში მისამართზე - ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------------------, სადაც არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ბინაში არის შესაბამისი ავეჯი და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები. შესაბამისად, მის ბინაში არის ბავშვისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სოციალური სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხება რა არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დაცვას, მოზარდის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისა და მისივე ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად მიზანშეწონილი და აუცილებელია ურთიერთობა წარიმართოს ორივე მშობელთან. ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია თავად ბავშვის საჭიროებები. განსაკუთრებით ე-–-------ის ასაკობრივი თავისებურებები, რომლებიც მოითხოვს მის აღზრდაში დედის მუდმივ სისტემატიზებულ ჩართულობას. ამ მხრივ რეკომენდირებულია, მშობლებმა გაითვალისწინონ ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები და საჭიროებები. არასრულწლოვანის მამას, ბ------------ეს ხელი უნდა შეეწყოს მოინახულოს და გარკვეული დრო დაჰყოს ბიოლოგიურ შვილთან ე-–------- კ------ესთან დღის რეჟიმის დაცვის აუცილებლობის და მისი დედაზე მიჯაჭვულობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის ნორმალური განვითარებისათვის, მისი კეთილდღეობის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია, ორივე მშობლის აქტიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის საკითხებში მისი ინტერესების გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ ბ------------ე 2015 წლიდან დასაქმებულია შპს ,,თ---–---------------------------------ში“ სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურში, გვირაბის მუშის პოზიციაზე. მას უწევდა ღამის საათებში მუშაობა. ამავე კომპანიაში მოპასუხე 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 თებერვლამდე მ--------------–-–---–ი მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის სახაზო კონტროლის მიმართულების კონტროლიორად. მოპასუხე მ-------------–-–---–ის სამსახურში ყოფნის პერიოდში, არასრულწლოვან ბავშვი რჩებოდა მამასთან, რა დროსაც ეს უკანასკნელი ზრუნავდა და უვლიდა მას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლოს შეფასებით, არ გამოიკვეთა მოსარჩელე ბ------------ისა და არასრულწლოვან ბავშვს შორის ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რაც შეიძლება ზიანის მომტანი ყოფილიყო ბავშვისთვის. მოწმეთა ჩვენებით, ბერი ს-----------–---–--ისა და ზ-------------–--ის განმარტებებით, არ დადასტურდა მამის მხრიდან ბავშვის მიმართ იმგვარი ქმედებების განხორციელება, რაც შეუსაბამო, ამორალური იქნებოდა არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობისათვის. მოპასუხე მიუთითებს გარყვნილ ქმედებაზე, რასაც მისივე განმარტებით ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან, ბავშვთან თანდასწრებით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ იქნა. მოწმეები განმარტავდნენ, რომ მოსარჩელე ბ------------ესა და მ-------------–-–---–ს ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, ისინი არ შესწრებიან მოსარჩელე ბ------------ის მხრიდან მ------ის ან ბავშვის მიმართ ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემცველ მოქმედებებს. მოწმეთა განმარტებით, მოსარჩელე ბ------------ე მსახურობდა ტაძარში, იგი იყო ბერი-დიაკვანი და ეწეოდა სამონასტრო ცხოვრებას ზ-----------ს წმიდა გ-------ს სახელობის ეკლესიაში. თუმცა მას მოუწია ტაძრის დატოვება. მოგვიანებით, ბ------------ე და მ-------------–-–---–მა ოჯახი შექმნეს და იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ბ------------ე ხშირად მიდიოდა ეკლესიაში, სასულიერო პირები ასევე ნახულობდნენ მ-------------–-–---–საც. მათი შვილის, ე-–------- კ------ის ნათლიის ზ-------------–--ის (რომელიც მოცემულ საქმეზე დაიკითხა მოწმის სახით) განმარტებით, იგი ბევრჯერ ყოფილა ბ------------ისა და მ-------------–-–---–ის ოჯახში და რაიმე შეუფერებელი, შეუსაბამო ურთიერთდამოკიდებულება ბ------------ის მხრიდან, თავისი მეუღლის მ-------------–-–---–ის ან ბავშვის, ე-–------- კ------ის მიმართ, არ შეუმჩნევია. (4.2.4). ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებულ დასკვნებში, მოსარჩელის ოჯახის შეფასებისას, არ არის მითითება რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო არასრულწლოვანისათვის და საფრთხეს შეუქმნიდა მის კეთილსაიმედო გარემოში ყოფნას.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ, ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
მოცემულ საქმეზე დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ფსიქოლოგის ჩაბმულობისა და ამ უკანასკნელის წერილობითი ფორმით მოსაზრების (შეფასების) წარმოდგენის უზრუნველყოფა. 2018 წლის 18 მაისს მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლითაც დეტალურად იქნა გაწერილი არასრულწლოვანი ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესასაწავლად ჩატარებული ვიზიტების მიმდინარეობა, ბავშვის მშობლებთან დამოკიდებულება და მისი დედასთან პოზიტიური მიჯაჭვულობის ფაქტი (4.2.3). ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე უმიზეზო ტირილი, უმიზეზო აჟიტირება, ინტერესის სფეროს დაქვეითება არ არის ე-–------- კ------ესთან, დიდი ალბათობით, არსებობს ვარაუდი, რომ ე-–-------ი არ იმყოფება სტრესის ქვეშ ან რომელიმე მშობლის მხრიდან რაიმე სახის ზეგავლენის ქვეშ. ამჟამად, რაიმე სახის ფიზიკური, ემოციური ანუ ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების/ძალადობის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა წარსულში ამგავრი ქმედებების არსებობის დადგენა ან გამორიცხვა, ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ე-–------- კ------ესა და დედას მ-------------–-–---–ს შორის არსებობს ჯანსაღი მიჯაჭვულობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება არაერთი გამოხატული ნიშნით - თვალებით კონტაქტი, ღიმილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, გადევნება, ძებნა, ძახილი. მუდმივად ეკვრის დედას და რთავს მას თამაშში. დედის მხრიდან ე-–-------ი უზრუნველყოფილია ემოციური მხარდაჭერით და ბავშვსა და დედას შორის მტკიცე მიჯაჭვულობა არსებობს. მამასთან შეხვედრისას, თავდაპირველად ე-–-------ი მას არ უყურებს, თვალებს დაბლა ხრის, თუმცა მალევე შედის მამასთან კონტაქტში, ინტერესდება მის მოტანილი საჩუქრით, ერთად აგრძელებენ თამაშს საჩუქრის გარეშეც, იცინის, ერთობა მამასთან ერთად, არ გამოხატავს შიშს. რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ზიანის მომტანი არასრულწლოვანისათვის მამასთან ურთიერთობა - ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციით, სამომავლოდ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მამის მიმართ სუსტად გამოხატულ გაუცხოვებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ე-–-------ის სიმორცხვე მამასთან შეხვედრის დასაწყისში, რაც შეიძლება აიხსნას მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობის არქონით. ე-–-------ი ხალისით ერთვება მამასთან თამაშში, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ ავლენს მამის მიმართ მიჯაჭვულობის თვალსაჩინო რეაქციებს. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპზე, არასრულწლოვანის მამასთან ღამით დარჩენა არ არის რეკომენდირებული ბავშვის ასაკისა და განვითარების საჭიროებებისა და თავისებურებებიდან გამომდინარე. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ე-–------- კ------ის ფსიქიკის უწყვეტი, ჯანსაღი განვითარებისათვის საჭიროა, რომ არ მოხდეს დედასთან დაშორება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორმირების პროცესში მყოფი სანდო მიჯაჭვულობის შესუსტება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის. ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს ბუნებრივი, კანონზომიერი კრიზისული პერიოდი განვითარებაში, რის გამოც უმჯობესია, თუ ამ დროს არ მოხდება მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც გავლენას იქონიებენ ე-–-------ის ყოველდღიური რეჟიმის შეცვლაზე და შეაფერხებენ განვითარების პროცესს. ე-–-------ის ემოციური, ფიზიკური განვითარების პროცესის დადებითად წარმართვისათვის, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს მშვიდი და სტაბილური გარემო.
აღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებითა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებაზე დაყრდნობით, სასამართლომ გაიზიარა სოციალური სამსახურის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს აუცილებელია ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობა, თუმცა არა მოთხოვნილი დროის მონაკვეთით. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში არსებობს რამდენიმე ყურადღება მისაქცევი დეტალი, რის გამოც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მინზაშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მოსარჩელე ბ------------ესა და ბავშვს შორის ურთიერთობისათვის უნდა განისაზღვროს დროის მონაკვეთი კვირაში ორი დღე რამდენიმე საათის განმავლობაში, დედის თანდასწრებით. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან გასაუბრებისა და მისი ოჯახის შეფასებისას, არ გამოიკვეთა რაიმე ხელისშემშლელი ან უარყოფითი ფაქტორი, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს მამის ბავშვთან ურთიერთობა ან რამე ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს. თუმცა ფსიქოლოგიური გამოკვლევებით, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ამ ეტაპზე ბავშვის მამასთან ღამით დარჩენა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის ასაკობრივი მაჩვენებელი და მისი რეჟიმი, ასევე გარემო-სოციალურ პირობები და შვილის მიმართ მშობლების მზრუნველობა-დამოკიდებულება. მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ზედმიწევნით სწავლობს იმ გარემოს, სადაც ცხოვრობს ბავშვი და სადაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თითოეულ მშობელთან, არასრულწლოვანის ასაკს, მის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს, რის შედეგადაც ადგენს, რამდენი ხნით და რა წესით უნდა დაერთოს მშობელს შვილთან ურთიერთობის ნება. ამასთან, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, რაც არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამ ეტაპზე, ბავშვთან მამის ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს კვირაში ორი დღით, რამდენიმე საათის განმავლობაში დედის, მ-------------–-–---–ის (ან დედის მიერ შერჩეული პირის) თანდასწრებით. გამომდინარე აღნიშნულიდან, ბ------------ის სარჩელი, მოპასუხე მ-------------–-–---–ის მიმართ, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადო შეფასებები მისცა მოწმეთა ჩვენებებს, რამდენადაც მამის მხრიდან ბავშვის მიმართ იმგვარი მოპყრობა და დამოკიდებულება, რასაც მოპასუხე აღწერდა, მოწმეთა თანდასწრებით ვერ განხორციელდებოდა და შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის ბავშვთან ურთიერთობის დამაბრკოლებელი გარემოებები სახეზე არ იყო. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა მისი ახსნა-განმარტება მასზედ, რომ არ სურს მოწინააღმდეგე მხარესთან შეხვედრა და ბავშვის ინტერესების უგულებელყოფით გამოიტანა გადაწყვეტილება, რამდენადაც არსებობს მამისა და შვილის ურთიერთობის შედეგად ბავშვისთვის ზიანის მომტანი მრავალი გარემოება, ხოლო დაავალდებულა რა მ-------------–-–---–ი, რომ მისი თანდასწრებით მომხდარიყო მამისა და არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის შეხვედრა, კიდევ უფრო დაამძიმებს ზიანის ხარისხს, ვინაიდან ბავშვი გახდება კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის შემსწრე. აპელანტი უთითებს, რომ ამ სახით გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია და იგი უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ბ------------ე და მოპასუხე მ-------------–-–---–ი 2014 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 22 ივნისს შეეძინათ შვილი, ე-–------- კ------ე;
მხარეები, ბ------------ე და მ-------------–-–---–ი 2017 წლის 8 თებერვლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მ-------------–-–---–მა არასრულწლოვან შვილთან ერთად მოსარჩელისგან მალულად დატოვა მისი საცხოვრებელი ბინა. არასრულწლოვანი ე-–------- კ------ე ამჟამად ცხოვრობს დედასთან, მ-------------–-–---–თან ერთად;
მოსარჩელე ბ------------ესა და მ-------------–-–---–ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 18.02.2017წ. N0----- შემაკავებელი ორდერი 1 (ერთი) თვით, შემდეგი პირობებით: ბ------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მ-------------–-–---–თან, მის სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება; 2017 წლის 03 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბ------------ის წინააღმდეგ ორი თვის ვადით მიღებულ იქნა დამცავი ორდერი;
ბ------------ე 2015 წლიდან დასაქმებულია შპს ,,თ---–---------------------------------ში“ სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურში, გვირაბის მუშის პოზიციაზე;
მოპასუხე მ--------------–-–---–ი 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 თებერვლამდე მუშაობდა შპს ,,თ---–-------------------------------იის“ მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის სახაზო კონტროლის მიმართულების კონტროლიორად. მუშაობის პერიოდში იგი წარმატებით ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. კოლეგებთან ჰქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, გამოირჩეოდა კარგი დისციპლინით და არ ჰქონია არც ერთი დისციპლინური სასჯელი;
ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, მ-------------–-–---–ი, შვილთან, ე-–------- კ------ესთან, ერთად ცხოვრობს ქ. რ-------–----------–------------- ნაქირავებ ერთ ოთახიან ბინაში. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და საცხოვრებელის მდგომარეობა უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. მ------ის ინფორმაციით, ის ზრუნავს ბავშვის სრულფასოვან კვებაზე. აღსანიშნავია, რომ ბავშვს აქვს თავისი სახელობითი ინვენტარი. დედა იცავს ბავშვის დღის რეჟიმს. იგი ზრუნავს შვილის გარეგნობაზე და ჰიგიენაზე. ე-–-------ს აქვს სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, თავისი საწოლი, თუმცა როცა ჭირვეულობს, დედასთან ერთად იძინებს. ბავშვს აქვს სათამაშოები, გასაფერადებლები, ფერადი ფანქრები და ასაკის შესაბამისი სხვა სათამაშოები. მ------ი ხშირად აქებს და ეფერება შვილს და მასთან ერთად თამაშობს. მან იცის, როგორ ასწავლოს ბავშვს საზოგადოებაში მისაღები ქცევები. მ------ს ჰყავს თანადგომის ქსელი მშობლების, დედმამიშვილის და მეგობრების სახით, რომლებიც მას უზრუნველყოფენ ფინანსურად, მატერიალურად, უწევენ ფსიქო-ემოციური დახმარებას და ეხმარებიან ბავშვზე ზრუნვაშიც. არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს სჭირდება დღის რეჟიმის დაცვა, კერძოდ, გოგონა იღვიძებს დილით 8-9 საათზე, მიირთმევს საუზმეს, შუადღეს 13:0 საათზე იძინებს. გაღვიძების შემდეგ, ე-–-------ს აქვს 2-3 კომპონენტიანი სადილი, რომლის შემდეგაც დედა - შვილი კავდებიან შემეცნებითი თამაშებით. საღამოს ე-–-------ი მიირთმევს ვახშამს და საღამოს 9 საათისთვის იძნებს. დედა სტაბილურად იცავს ე-–-------ის დღის რეჟიმს, რათა ბავშვს ჩამოუყალიბდეს სტაბილურობის განცდა და უნარ-ჩვევები.
მ-------------–-–---–ის ინფორმაციით, მეუღლესთან ბ------------ესთან ცხოვრების პერიოდში, მათ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი, რომლის თვითმხილველი იყო ე-–-------ი. ყოველივე ეს დალექილია ბავშვის გონებაში, მ------ი საუბრობს ასევე ბ------------ის მხრიდან ე-–-------ის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების შესახებ. თუმცა, აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე არ არის გამოკვლეული და დადასტურებული შესაბამისი ორგანოების მიერ. მ------ის გადმოცემით, ბავშვს ძილის პერიოდში აქვს შფოთვა, ძილში დედას იხმობს საშველად და სჭირდება დამშვიდება. ასევე, მ------ი აღნიშნავს იმასაც, რომ მათი მოსარჩელის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, ე-–-------ი იყო შეშინებული, სხვის ხმამაღალ სიცილზეც კი ეშინოდა და კრთოდა. არასრულწლოვან ე-–------- კ------ეს აქვს მამასთან დღის განმავლობაში დარჩენის გამოცდილება. ოჯახიდან წამოსვლამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში, მ------ი მუშაობდა და დღის მანძილზე ბავშვს ტოვებდა მამასთან. მ------ი აღნიშნავს, რომ ბ------------ე ხშირად იღებს ალკოჰოლს და მოპასუხეს სახლში დაბრუნებულს ბევრჯერ დახვედრია ბ----- ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ან ალკოჰოლის მიღების პროცესში, რა დროსაც ე-–-------ი იყო უყურადღებოდ. მ------ის გადმოცემით, ბ------------ე ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნებაა, ხშირად გამოდის სიმშვიდის მდგომარეობიდან და შეუძლია გაბრაზებულმა მ------ი და ე-–-------ის მიმართ განახორციელოს არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ძალადობაც. მ-------------–-–---–ი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვან ე-–-------ს უნდა ჰქონდეს მამასთან ურთიერთობა და მამა-შვილს შორის უნდა არსებობდეს უწყვეტი ემოციური კავშირი, თუმცა მიიჩნევს, რომ ბ------------ე თავისი შესაძლებლობებისა და უნარებიდან გამომდინარე ვერ გაუმკლავდება უწყვეტად 2 ღამის და 3 დღის განმავლობაში ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებას, დღის რეჟიმის დაცვას, ბავშვის კვებითი და ჰიგიენური პროცედურების ჩატარებას და უსაფრთხოების დაცვას. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, დედას სურს არასრულწლოვანი მიიყვანოს საბავშვო ბაღში და კვირა დილიდან სამშაბათს საღამომდე ბავშვის მამასთან ყოფნა შეაფერხებს აღნიშნულ პროცესს, რაც ე-–-------ის ასაკობრივ განვითარებას ხელს შეუშლის;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნით, ბ------------ე ცხოვრობს ნაგირავებ ერთ ოთახიან ბინაში, მისამართზე - ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------------------, სადაც არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ბინაში არის შესაბამისი ავეჯი და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები. ბ------------ის გადმოცემით, იგი 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-------------–-–---–თან. მან მ------ი გაიცნო ტაძარში, როდესაც მასთან მივიდა მ------ის დედა, ა-–----------–-–---–ი და უთხრა რომ მისი შვილი მ-------------–-–---–ი იყო მრუში და ესაჭიროებოდა მისი დახმარება. ბ------------ემ ა-–---ს თხოვნით ჯერ მისი ვაჟი დაიხსნა არასწორი ცხოვრებიდან და მოაქცია ეკლესიისკენ და შემდეგ ზრუნავდა მ------ზე. მოსარჩელე ეწეოდა სამონასტრო ცხოვრებას. ა-–----------–-–---–ი და მ-------------–-–---–ი იყვნენ ამავე ტაძრის მრევლის წევრები. ბ------------ეს მ------ზე მზრუნველობის დროს გაუჩნდა გრძნობა, რასაც გრძნობითვე უპასუხა მ-------------–-–---–მა. ა-–----------–-–---–მა, როდესაც გაიგო მათი სიყვარულის შესახებ, ხლართავდა ინტრიგებს და ბ------------ეს უჩივლა საპატრიარქოში ყალბი ბრალდებით, რომ ბ----მა სცადა სექსუალური ძალადობა, რის გამოც ბ----ს მოუწია ტაძარის დატოვება. მცირე ხანში, ბ------------ემ ცოლად შეირთო მ-------------–-–---–ი. მათ შეეძინათ შვილი, ე-–------- კ------ე. მოსარჩელე ბ------------ე მუშაობდა ღამის საათებში, ხოლო მ-------------–-–---–ს დღის საათებში უწევდა სამსახურში გასვლა, რა დროსაც დღის საათებში ბავშვთან რჩებოდა და მასზე ზრუნავდა ბ------------ე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც 2017 წლის თებერვლის თვეში მოპასუხე მ-------------–-–---–ი ჩუმად წავიდა საცხოვრებელი სახლიდან ბავშვთან ერთად. ბ------------ის გადმოცემით, მას არასდროს მიუყენებია მ-------------–-–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა. კონფლიქტი იყო ძირითადად სახლის მოუწესრიგებლობის გამო. ბოლო კონფლიქტს შეესწო მოსარჩელის დედაც, ლ-----–------ი. ამ უკანასკნელს მ------მა ერთხელ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა იგი მაინც ცდილობდა ბ------------ეს და მ-------------–-–---–ს ოჯახი შეენარჩუნებინათ. მათი გადმოცემით, მ------ი ბ----ს ადანაშაულებს ბავშვისათვის მიუღებელ სექსუალურ ქმედებებში, რაც მათთვის არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. ბ-----ს გადმოცემით, იგი არის საშუალო განათლებით, ოთხი წელი სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. 26 წლის ასაკში გადაწყვიტა მონასტერში წასვლა, სადაც 13 წელი მსახურობდა. მისი მონასტრული ცხოვრება შეეწირა ა-–----------–-–---–ის ყალბ ბრალდებას;
სოციალური მუშაკის შეფასებით, ბ------------ეს აქვს ყველა პირობა შექმნილი, რათა იზრუნოს ბავშვზე. იგი მუშაობს და მისი შემოსავალი თვეში შეადგენს 600-700 ლარს. ბ----- ამბობს, რომ მის წინაშე წაყენებული ბრალდებები არის ხელოვნურად შექმნილი, რათა ჩამოაშორონ ბავშვს. ბ----- გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს სოციალურ სააგენტოსთან, რათა დაიცვას მისი სიმართლე და უფლებები. ა-–----------–-–---–ი აქეზებს მ------ს, უგონებენ მას სხვადასხვა დამამცირებელ ბრალდებებს, თუმცა არავითარი მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ბ----- ბავშვის მიმართ გამოხატავს სიყვარულს და სურს იზრუნოს შვილზე და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქმეში ჩაბმული იქნა ფსიქოლოგი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ფსიქოლოგის ჩაბმულობისა და ამ უკანასკნელის წერილობითი ფორმით მოსაზრების (შეფასების) წარმოდგენის უზრუნველყოფა;
2018 წლის 18 მაისს მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით, არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება შეესაბამება ასაკს. ბავშვის საუბრობს მარტივი 2-3 სიტყვიანი წინადადებით, არჩევს ფერებს, კარგად აქვს განვითარებული მოტორული უნარები, რაც გამოიხატება მცირე ზომისა და ასაწყობი სათამაშოებით კარგად თამაშით. ყურადღება, მეხსიერება - ასაკის შესაბამისად განვითარებული. ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, მცირეწლოვანი ე-–-------ი არ იმყოფება ამჟამად სტრესის ქვეშ - იგი ხალისიანი, ინტერესიანი და თამაშის მოყვარულია. მის თამაშზე დაკვირვებით თვალსაჩინოა, რომ მასთან ხშირად თამაშობს დედა, აქვს ურთიერთობა თანატოლებთან (ე-–-------ი დადის საბავშვო ბაღში). უმიზეზო ტირილი, უმიზეზო აჟიტირება, ინტერესის სფეროს დაქვეითება არ არის ე-–------- კ------ესთან, დიდი ალბათობით, არსებობს ვარაუდი, რომ ე-–-------ი არ იმყოფება სტრესის ქვეშ ან რომელიმე მშობლის მხრიდან რაიმე სახის ზეგავლენის ქვეშ. ამჟამად რაიმე სახის ფიზიკური, ემოციური ანუ ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების/ძალადობის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა წარსულში ამგვარი ქმედებების არსებობის დადგენა ან გამორიცხვა, ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე, შეუძლებელია; ე-–------- კ------ესა და დედას მ-------------–-–---–ს შორის არსებობს ჯანსაღი მიჯაჭვულობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება არაერთი გამოხატული ნიშნით - თვალებით კონტაქტი, ღიმილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, გადევნება, ძებნა, ძახილი. მუდმივად ეკვირს დედას და რთავს მას თამაშში. დედის მხრიდან ე-–-------ი უზრუნველყოფილია ემოციური მხარდაჭერით და ბავშვსა და დედას შორის მტკიცე მიჯაჭვულობა არსებობს. მამასთან შეხვედრისას, თავდაპირველად ე-–-------ი მას არ უყურებს, თვალებს დაბლა ხრის, თუმცა მალევე შედის მამასთან კონტაქტში, ინტერესდება მისი მოტანილი საჩუქრით, ერთად აგრძელებენ თამაშს საჩუქრის გარეშეც, იცინის, ერთობა მამასთან ერთად. არ გამოხატავს შიშს. რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ზიანის მომტანი არასრულწლოვანისათვის მამასთან ურთიერთობა - ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციით, სამომავლოდ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მამის მიმართ სუსტად გამოხატულ გაუცხოვებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ე-–-------ის სიმორცხვე მამასთან შეხვედრის დასაწყისში, რაც შეიძლება აიხსნას მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობის არქონით. ე-–-------ი ხალისით ერთვება მამასთან თამაშში, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ ავლენს მამის მიმართ მიჯაჭვულობის თვალსაჩინო რეაქციებს. არასრულწლოვანი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, ჯერ არ შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ურთიერთობის სურვილი და მოახდინოს ამის ვერბალიზება. ქცევაზე დაკვირვებით, ე-–-------ი არ გამოხატავს შიშის, შეკრთომის, დაფრთხობის, შფოთვის ან ურთიერთობის სურვილის არქონის რეაქციებს მამასთან ურთიერთობისას. არასრულწლოვანის მამასთან ღამით დარჩენა არ არის რეკომენდირებული ბავშვის ასაკისა და განვითარების საჭიროებებისა და თავისებურებებიდან გამომდინარე. ე-–-------ს სძინავს დედასთან და დედის გადმოცემით, მას ღამის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ეღვიძება, შემდეგ კი, დედის დახმარებით იბრუნებს ძილს. საწოლის, გარემოს ან სხვა ცვლილებებმა შესაძლოა დაარღვიოს ბავშის შემუშავებული ძილის რეჟიმი, რუტინა, რაც შესაძლოა დამაზიანებელი იყოს ბავშვის ფსიქიკური განვითარებისათვის.
ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ე-–------- კ------ის ფსიქიკის უწყვეტი, ჯანსაღი განვითარებისათვის საჭიროა, რომ არ მოხდეს დედასთან დაშორება, ვინაიდან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორმირების პროცესში მყოფი სანდო მიჯაჭვულობის შესუსტება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის. ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს ბუნებრივი, კანონზომიერი კრიზისული პერიოდი განვითარებაში, რის გამოც, უმჯობესია, თუ ამ დროს არ მოხდება მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც გავლენას იქონიებენ ე-–-------ის ყოველდღიური რეჟიმის შეცვლაზე და შეაფერხებენ განვითარების პროცესს. ე-–-------ის ემოციური, ფიზიკური განვითარების პროცესის დადებითად წარმართვისათვის, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს მშვიდი და სტაბილური გარემო, რაც ამჟამად უზრუნველყოფილია დედის მიერ. მშობლების მხრიდან არ უნდა მოხდეს ბავშვის თანდასწრებით ურთიერთდამოკიდებულებების დემონსტრირება, ვერბალიზება. ეს დაეხმარება ე-–-------ს, რომ მან მომავალში თავად ჩამოაყალიბოს საკუთარი დამოკიდებულება;
მოსარჩელე ბ------------ესა და არასრულწლოვან ბავშვს შორის ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რაც შეიძლება ზიანის მომტანი ყოფილიყო ბავშვისთვის, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოწმეთა ჩვენებით, ბერი ს-----------–---–--ისა და ზ-------------–--ის განმარტებებით, არ დადასტურდა მამის მხრიდან ბავშვის მიმართ იმგვარი ქმედებების განხორციელება, რაც შეუსაბამო იქნებოდა არასრულწლოვანი ბავშვთან ურთიერთობისათვის. პირიქით, მოწმეები განმარტავდნენ, რომ მოსარჩელე ბ------------ესა და მ-------------–-–---–ს ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, ისინი არ შესწრებიან მოსარჩელე ბ------------ის მხრიდან მ------ის ან ბავშვის მიმართ ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემცველ მოქმედებებს. მოწმეთა განმარტებით, მოსარჩელე ბ------------ე მსახურობდა ტაძარში, იგი იყო ბერი-დიაკვანი და ეწეოდა სამონასტრო ცხოვრებას ზ-----------ს წმიდა გ-------ს სახელობის ეკლესიაში. მ-------------–-–---–ი და მისი დედა ა-–----------–-–---–ი იყვნენ ამავე ტაძრის მრევლი. ასევე, მ-------------–-–---–ის ძმა, ლ-–- მ-----–-–---–ი, გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ტაძარში, იგი ეხმარებოდა სასულიერო პირებს. მ-------------–-–---–ის დედამ ბერ - დიაკვან ე------ს მიმართ წარადგინა საჩივარი საპატრიარქოში და მას დასდო ბრალი მიუღებელ - შეუსაბამო საქციელის ჩადენაში. ბერ - დიაკვანს აეკრძალა მონასტრის დატოვება, თუმცა მიუხედავად აღნიშნული წინააღმდეგობისა, მამა ს-----------–---–--ე მოკლე პერიოდში იგებს, რომ ბ------------ე და მ-------------–-–---–მა ოჯახი შექმნეს და იმყოფებოდნენ ქორწინებაში. გაწეული ურჩობისა და წინააღმდეგობის გამო, ბ------------ეს განესაზღვრა სასჯელი და მან შეწყვიტა სამონასტრო ცხოვრება. ბ------------ე ხშირად მიდიოდა ეკლესიაში, სასულიერო პირები ასევე ნახულობდნენ მ-------------–-–---–საც. მათი შვილის, ე-–------- კ------ის ნათლია არის ზ-------------–--ე, რომელიც ამავე ტაძარში მოღვაწეობს. ზ-------------–--ის ჩვენებით, იგი ბევრჯერ ყოფილა ბ------------ისა და მ-------------–-–---–ის ოჯახში და რაიმე შეუფერებელი, შეუსაბამო ურთიერთდამოკიდებულება ბ------------ის მხრიდან თავისი მეუღლის მ-------------–-–---–ის ან ბავშვის, ე-–------- კ------ის მიმართ, არ შეუმჩნევია;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მოსარჩელე ბ------------ეს დროებით მიეცა შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონოდა არასრულწლოვან შვილთან, ე-–------- კ------ესთან, ურთიერთობას ესწრებოდა სოციალური სამსახურის წარმომადგენელი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი სააღსრულებო მოქმედების ოქმის მიხედვით, ბ------------ე 2017 წლის 30 მაისს, 31 მაისს და 02 ივნისს შეხვდა შვილს ე-–------- კ------ეს. ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, რა დროსაც ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობდა და შემდეგ, უფლებამოსილმა პირმა ბავშვი დაუბრუნა დედას, მ-------------–-–---–ს;
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტ მ-------------–-–---–ის პოზიციას, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, თითქოს არ არსებობდა მამისა და შვილის ურთიერთობისას არასრულწლოვანისათვის ზიანის მოტანის შესაძლებლობა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ე-–------- კ------ის ფსიქიკის უწყვეტი, ჯანსაღი განვითარებისათვის საჭიროა, რომ არ მოხდეს დედასთან დაშორება, ვინაიდან, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორმირების პროცესში მყოფი სანდო მიჯაჭვულობის შესუსტება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის. ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს ბუნებრივი, კანონზომიერი კრიზისული პერიოდი განვითარებაში, რის გამოც, უმჯობესია, თუ ამ დროს არ მოხდება მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც გავლენას იქონიებენ ე-–-------ის ყოველდღიური რეჟიმის შეცვლაზე და შეაფერხებენ განვითარების პროცესს. ე-–-------ის ემოციური, ფიზიკური განვითარების პროცესის დადებითად წარმართვისათვის, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს მშვიდი და სტაბილური გარემო, რაც ამჟამად უზრუნველყოფილია დედის მიერ. მშობლების მხრიდან არ უნდა მოხდეს ბავშვის თანდასწრებით ურთიერთდამოკიდებულებების დემონსტრირება, ვერბალიზება. ეს დაეხმარება ე-–-------ს, რომ მან მომავალში თავად ჩამოაყალიბოს საკუთარი დამოკიდებულება. ფსიქოლოგის ამავე დასკვნის მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ ე-–-------ი არ იმყოფება სტრესის ქვეშ ან რომელიმე მშობლის მხრიდან რაიმე სახის ზეგავლენის ქვეშ. ამჟამად რაიმე სახის ფიზიკური, ემოციური ანუ ფსიქოლოგიური, სექსუალური იძულების/ძალადობის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა წარსულში ამგვარი ქმედებების არსებობის დადგენა ან გამორიცხვა, ბავშვის მცირე ასაკიდან გამომდინარე, შეუძლებელია. რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა ზიანის მომტანი არასრულწლოვანისათვის მამასთან ურთიერთობა - ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ფსიქოლოგის განმარტებით, სამომავლოდ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მამის მიმართ სუსტად გამოხატულ გაუცხოვებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ე-–-------ის სიმორცხვე მამასთან შეხვედრის დასაწყისში, რაც შეიძლება აიხსნას მამასთან ხანგრძლივი ურთიერთობის არქონით. ე-–-------ი ხალისით ერთვება მამასთან თამაშში, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ ავლენს მამის მიმართ მიჯაჭვულობის თვალსაჩინო რეაქციებს. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად კი, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, არ გამოიკვეთა მოსარჩელე ბ------------ისა და არასრულწლოვან ბავშვს შორის ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რაც შეიძლება ზიანის მომტანი ყოფილიყო ბავშვისთვის.
4.3. შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის მიხედვითაც მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება და იმავე კოდექსის 1202-ე მუხლი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს და განმარტავს, ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ევალება კიდეც. აღნიშნული გულისხმობს, მშობლის ვალდებულებას, შეძლებისდაგვარად, რეგულარულად იზრუნოს ბავშვზე, მისივე საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესი, რომლითაც დადგინდა მამა-შვილს შორის ურთიერთობა, შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოცემულ შემთხვევაში და არც მომავალში ქმნის რაიმე დაბრკოლებას მამა-შვილის ურთიერთობისა და ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვის თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებულთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე და ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო მამას ბავშვთან ურთიერთობა არ ჰქონია. ამასთან, საქმეში არსებული სოციალური სააგენტოს დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ბავშვს გააჩნია მისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემო დედასთან, სადაც უზრუნველყოფილია როგორც საჭირო მოვლით, აგრეთვე - სათანადო მატერიალური რესურსით, აღნიშნულის საპირწონედ, კი საქმის მასალებით დადგენილი გარემოება, რომ მამასაც აქვს სტაბილური საცხოვრებელი გარემო, თუმცა ფსიქოლოგის რეკომენდაციით, ე-–------- კ------ის ფსიქიკის უწყვეტი, ჯანსაღი განვითარებისათვის საჭიროა, რომ არ მოხდეს დედასთან დაშორება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორმირების პროცესში მყოფი სანდო მიჯაჭვულობის შესუსტება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის. ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს ბუნებრივი, კანონზომიერი კრიზისული პერიოდი განვითარებაში, რის გამოც, უმჯობესია, თუ ამ დროს არ მოხდება მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც გავლენას იქონიებენ ე-–-------ის ყოველდღიური რეჟიმის შეცვლაზე და შეაფერხებენ განვითარების პროცესს. ე-–-------ის ემოციური, ფიზიკური განვითარების პროცესის დადებითად წარმართვისათვის, საჭიროა, რომ მას ჰქონდეს მშვიდი და სტაბილური გარემო, რაც ამჟამად უზრუნველყოფილია დედის მიერ. პალატა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე მასზედ, რომ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში არსებობს რამდენიმე ყურადღება მისაქცევი დეტალი, რის გამოც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მინზაშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, არასრულწლოვანი ე-–------- კ------ის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მოსარჩელე ბ------------ესა და ბავშვს შორის ურთიერთობისათვის უნდა განისაზღვროს დროის მონაკვეთი კვირაში ორი დღე რამდენიმე საათის განმავლობაში, დედის თანდასწრებით.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზეც რომლის თანახმად, მხოლოდ კონკრეტული, გონივრული პერიოდით და პირობებით არის გადაწყვეტილი მამის ბავშვთან ურთიერთობის წესი, წაყვანის უფლების გარეშე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საქმეში არსებული სოციალური სააგენტოს დასკვნის საფუძველზე და დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მამა-შვილის ურთიერთობა დადგენილ ფარგლებში, იმ წინაპირობის გათვალისწინებით, რომ მამას საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი შვილთან, იქმნება წინაპირობა იმისა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა, ფსიქოემოციური და ინტელექტუალური კავშირი განვითარდეს და გამყარდეს, რაც, ცხადია, შეესატყვისება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ ხელყოფს მამის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილთან. პალატა აქვე განმარტავს, რომ მზრუნველი, ოჯახური და კომფორტული გარემოს შექმნა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თითოეულ მშობელს, რადგან ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ევალება შვილთან ურთიერთობისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რაც არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაცაა, აღნიშნული კი არასრულწლოვანის ორივე მშობელთან შეძლებისდაგვარად თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობას გულისხმობს.
პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, N 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ.72) - შდრ. ასევე,სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს (შდრ. სუსგ # ას-1449-1369-2017, 20.04.2017).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, რის გამოც, პალატის შეფასებით, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გია შენგელიას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები: ირაკლი ბონდარენკო
ნატალია ნაზღაიძე