განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-410-2019 წელი
№110100118002614763
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
26 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ------- ნ------ის,ადვოკატის – დ----- ბ------ის,გამართლებულის – ნ---- ც------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა ნ---- ც------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ნ---- ც------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქო-ნე, მცხოვრები ზ------------------------------–--------------ში, გამართლებულია ზესტა-ფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოსა და 2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდები).
aRwerilobiTi nawili:
ნ---- ც------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალად შეერაცხა:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი);
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აგვისტოში (ზუსტი დრო დაუდგენ--–-ა), ზ------------------------------–-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ც------ეს, ბაბუამ (პაპა), მ------- ც------ემ თხოვა შეეწყვიტა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც განაწყენე-ბულმა ნ---- ც------ემ ორჯერ დაარტყა ხელი გულმკერდის არეში მ------- ც------ეს და მიანარცხა ფანჯარაზე, რის შედეგადაც მ------- ც------ემ განიცადა ფიზიკური ტკივი-ლი.
2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ზ------------------------------–-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ც------ეს ბაბუამ (პაპა) - მ------- ც------ემ თხოვა შეეწყვიტა უწმაწური სიტყვებით საუბარი, რის გამოც, განაწყენებულმა ნ---- ც-------ემ, ბრტყელტუჩა ესროლა ფეხის არეში მ------- ც------ეს, რის შემდეგაც, ნ---- ც-------ემ, განაგრძო რა ძალადობა, ორჯერ დაარტყა სახრახნისი მ------- ც------ეს ბარძაყის არეში. აღნიშნული ქმედებებით მ------- ც------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის აგვისტოში (ზუსტი დრო დაუდგენ--–-ა), ზ------------------------------–-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ც------ეს ბაბუის (პაპა), მ------- ც------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
2018 წლის 7 ივლისს, ზ------------------------------–-----------ში, საკუთარ საცხოვ-რებელ სახლში, ნ---- ც------ეს, ბაბუის (პაპა) – მ------- ც------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ნ---- ც------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას ბრალდების ორივე ეპი-ზოდში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმო-დგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ---- ც------ის მიერ ბაბუის – მ------- ც------ის მიმართ ძალადობის განხორციელება როგორც 2017 წლის აგვისტოს თვეში, ასევე 2018 წლის 7 ივლისს.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ნ---- ც------ის ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატმა დ----- ბ------ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილ-დეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე მ------- ც------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ------------------------------–--------------ში, მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სათევზაოდ მეგობრებთან ერთად და ცოტაც დალია. როდესაც სახლში დაბრუნდა, ნ---- ც------ე აბაზანაში რაღაცას აკეთებდა ბრტყელტუჩათი და სახრახნისით. უთხრა, რომ გამოსულიყო, უნდა ებანავა. ნ----მ უპასუხა, რომ მორჩებო-და და მერე ებანავა. ნ---- ამ პერიოდში აღგზნებული იყო და ვერ იგებდა ნათქვამს. შელაპარაკებისას, ნ----მ მას ესროლა ბრტყელტუჩა, რომელიც მოხვდა ფეხზე, თუმცა ტკივილი არ განუცდია. იმ დღეს, ნ----ს მისთვის სახრახნისი ფეხში არ დაურტყამს, რაიმე სახის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რა მიუყენებია, გარდა ბრტყელ-ტუჩის სროლისა. მას პოლიციისათვის არ დაურეკავს და დახმარება არ უთხოვია. ვინაი-დან ნ---- აღგზნებული იყო, დარეკა ექიმთან და სთხოვა შვილიშვილის გადაყვანა საა-ვადმყოფოში. ნ----ს, არც 2017 წლის ივნისის თვეში მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზიანებები, რომელიც ნეკნზე ჰქონდა, მიიღო თევზაობის დროს, როდე-საც დაეცა ქვებზე. აღნიშნულის თაობაზე მან გამომძიებელსაც უთხრა და ექსპერტსაც. მათთვის, შვილიშვილმა მომაყენა დაზიანებებიო, არ უთქვამს. დაზარალებულის განმარ-ტებით, 2017-2018 წლებში, ნ---- ც------ეს მისთვის რაიმე სახის სიტყვიერი და ფიზი-კური შეურაცხყოფა, არასდროს მიუყენებია.
პროკურორის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყ-ნებული იქნა გამოძიებაში, დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებები (ტომი 1, ს.ფ. 12-14, 199-200), თუმცა მ------- ც------ემ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმებში მითი-თებული ის გარემოებები, რომლებიც ეხებოდა ნ---- ც------ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. პროკურორის და ადვოკატის შეკითხვებზე დაზარალე-ბულმა განმარტა, რომ მას კარგად არ ესმის და გამომძიებელი რასაც ეუბნებოდა, ყველა-ფერზე თავს უქნევდა. მართალია გამოკითხვის ოქმებზე არსებული მინაწერები და ხე-ლის მოწერა მას ეკუთვნის, თუმცა არ წაუკითხავს ჩვენება. ის ხშირად მოიხმარს ალკო-ჰოლურს სასმელს, ეჩვენება რაღაცეები. გამოკითხვის დროსაც იმყოფებოდა ნასვამ მდგო-მარეობაში და გამომძიებელს, მისთვის არ უკითხავს იყო თუ არა ნასვამი. ის არის თევ-ზაობის მოყვარული, ხშირად დადის მდინარეზე და ქვებზე გადაადგილებისას, იღებს დაზიანებებს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- ც------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ-------------------------------–--------------ში. მათ ოჯახში არასდროს მომხდარა კონფლიქტი ნ---- ც-------ესა და მ------- ც------ეს შორის. თვითონ არასდროს შესწრებია ფაქტს, რომ ნ----ს დაზიანებები მიეყენებინოს მ-------ისათვის. მ------- ც------ეს ჰყავს ორი შვილი გარდა-ცვლილი, არის ალკოჰოლის მომხმარებელი და ეჩვენება რაღაცეები.
პროკურორის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყ-ნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 59-60) ნაწი-ლი, სადაც აღნიშნულია: „2017 წლის ივნისს, მათ კონფლიქტს მე არ შევსწრებივარ, ხო-ლო როდესაც მივედი სახლში, გავიგე ბაბუადან, რომელიც იყო დაწოლილი, რომ ჩემმა ძმამ, ნ----მ, მას უნებლიედ კრა ხელი, რის გამოც მას ატკივდა გვერდი“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ არ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის ოქმზე მინაწერი და ხელის მოწერა მას ეკუთვნის, თუმცა გამოკითხვის ოქმს წერდა გამომძიებელი და რა დაწერა, არ იცის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---–- ც------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ზ------------------------------–--------------ში, მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად. 2018 წლის 7 ივნისს, მ------- ც------ესა და ნ---- ც------ეს შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხ-დარა. ნ---- ც------ეს ჰქონდა ჯანმრთელობის, ფსიქიური პრობლემები. მ-------ი იძახდა საავადმყოფოში დავრეკოთ, ბავშვი წავაყვანინოთ სამკურნალოდო. საქართველოს სისხ-ლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, პირვე-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცე-მული ჩვენებები (ტომი I, ს.ფ. 34-37, 231-233), თუმცა ლ---–- ც------ემ არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმებში მითითებული ის გარემოებები, რომლებიც ეხებოდა ნ---- ც-------ის მიერ მ------- ც------ის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოწმის განმარ-ტებით, გამოკითხვის ოქმზე ხელის მოწერა და მინაწერები მის მიერ არის შესრულე-ბული, თუმცა გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს. რაც არ მომხდარა, როგორ იტყოდა, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ წერია გამოკითხვის ოქმში ძალადობის შესა-ხებ. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მისი თანხმობით ჩატარდა, ვინაიდან არაფე-რი მომხდარა და საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა დათვალიერების. მოწმის განმარტე-ბითვე, ნ---- ც------ეს, ბაბუისათვის, მ------- ც------ისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწე ლ-–- გ--–-----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს სვირის პოლიციის განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ნ---- ც------ის ბრალდე-ბის სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგა-მოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალე-ბული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო ბრტყელტუჩა და სახრახნისი, შეად-გინა ნიმუშის აღების ოქმები, დანიშნა ექსპერტიზები, 112-დან გამოითხოვა აუდიო ჩანა-წერი, გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება ნ. ც------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ნ---- ც------ის მიმართ. მოწმის განმარტებით, როდესაც გამოკითხა დაზარალებული მ------- ც------ე, მას ალკოჰოლის მოხმარების ფაქტი არ ემჩნეოდა, იქცეოდა და იმყოფებოდა ადეკვატურ მდგომარეობაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ბრალდებულმა ნ---- ც------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოიყენა მის-თვის კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 7 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზ------------------------------–--------------ში და წარმოადგენს მ------- ც------ის საცხოვრებელ სახლს.... დათვალიერე-ბის შედეგად, ამოღებული იქნა: „მოკარიჩნო ფერის ე.წ პლოსკო ლითონის, რომელსაც აქვს მარჯვენა სახელური მოტეხილი, დაილუქა ერთ პაკეტად 3---- ბეჭდით. პლასტმა-სის სახელურიანი ატვიორკა, რომელსაც სახელური აქვს მოშაო ფერის, ხოლო პირი ლი-თონის. ლითონის ქვედა ნაწილში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაი-ლუქა პოლიეთილენის პარკში ერთ პაკეტად 3---- ლუქის ბეჭდით“.
საქმეში არსებული, 2018 წლის 7 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიე-ბელ ლ-–- გ--–-----ის მიერ, დაზარალებულ მ------- ც------ისაგან ამოღებული იქნა მოშავო ფერის ნაჭრის შარვალი, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა ტოტის შიდა ზედა ნაწილში და ასევე, მარცხენა ტოტის გარე ზედა ნაწილში.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის №003957118 დასკვნით დასტურდება, რომ 07.06.18წ. 23:56სთ-08.06.18წ. 00:08 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ------- ც------ეს სხეულ-ზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (მარჯვენა ტერფის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ზოლისებრი ფორმის მოწი-თალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 2.3×0.4სმ. მარჯვენა ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება დასწვრივირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასია-თის ორი ნაჭდევი თითოეული ზომით 2.0×0.2სმ და 3.4×0.6სმ. მარცხენა ბარძაყის გარე-თა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად და ერთმანეთის პარალე-ლურად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ორი ნაჭდევი თითოეული ზომით 5.2×0.5სმ და 9.3×0.5სმ. ცხვირის ზურგზე ცენტრალურად შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის მოყავისფრომორუხო ფერის, მშრალი, სქელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 0,6×0,3სმ (მისი გადმოცემით არ ახსოვს თუ როდის და რა ვითარებაში მიიღო ცხვირზე არსებული დაზი-ანება). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება ცხვირის ზურ-გზე ცენტრალურად შუა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 4 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათ-ვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- გ--–-----ის მიერ დათვალიე-რებული იქნა სსიპ 112-ის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი და გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი სადაც აღნიშნულია: „112-ის ოპერატორი: - 112 გისმენთ; მ------- ც------ე პასუხობს: - რომელი ბრძანდებით? პოლიცია მინდა; 112-ის ოპერატორი: - მითხარით მისამართი ბატონო; მ------- ც------ე პასუხობს: - გიჟების ქვეყანაში ვართ. შვილიშვილი მყავს, სახლში სულ დამალეწა ყველაფერი. 5 თვეა ვინახავ, ვინახავ და ვერ მოვუხერხე ვერაფერი. ზ------------–- კაცი ვარ, სოფელი მ-------------, მ------- ც------ე. მოვიდეს პოლიცია ან წაათრიონ სადღაცა ექიმთან ან დაიჭირონ. სულ დანებით დამჭრა; 112-ის ოპერატორი: - ზ---------------------------, სად მოვიდეს პოლიცია?; ც------ე მ-------ი, მ-------------, იკითხონ პ----–---, ძაან შევიწროვებული ვარ, უნდა მოვკლა? შვილი-შვილია ბოლო-ბოლო, მომეშველეთ რაღაცნაირად“. (აღნიშნული აუდიო ჩანაწერი და-თვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).
საქმეში არსებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინა-ლისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამარ-თლის №------------ საქმეზე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ შარვალ-ზე არსებული გამჭოლი დაზიანება განვითარებულია რაღაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი სახრახნისი ან სხვა მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი. დაზიანებების ადგილმდებარეობა აღწერილია დასკვ-ნის კვლევით ნაწილში.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ--- ხ------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაცი-ონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურ-დება, რომ ნ---- ც------ე დაავადებულია შიზოტიპური აშლილობით (კოდი - F-21; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს ის დაავადებული იყო შიზოტიპური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმე-დების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია ანგა-რიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის, იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რო-მელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: - პაკეტში წარწერით: „.....სახრახნისი.....“, მოთავსებულ სახრახნისის პირზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. №1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------- ც------ეს (ობ. №8, პაკეტი, წარწერით: „......დაზარალებულ მ------- ც------ის ნერწყვის ნიმუში...“). ამავე სარხახნისის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №1ა) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორ-მატიულია.
– პაკეტში, წარწერით: „..... შემთხვევის ადგილზე ამოღებული ბრტყელტუჩა (პლოს-კო)“...“, მოთავსებულ ბრტყელტუჩაზე (ობ. №2,2ა) არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
– პაკეტში, წარწერით: „...შარვალი...“, მოთავსებულ შარვალზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ------- ც------ეს (ობ. №8). ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. №3, 3დ, 6) სისხლი არ აღმოჩნდა. შარ-ვალზე არსებული ქსოვილის დეფექტების ირგვლივ (ობ. №3ა, 3ბ, 3გ) გენოტიპირებისათ-ვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
როგორც წინასასამართლო, ასევე, საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე, დაცვის მხა-რემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების შ----- კ----–-–---–ის, ვ----– გ----–---–ის, დ----- ა---–--ის, თ------ ჭ-----ს, თ-------- ფ---–---–---ს, ა-----– ა---–-------ის, მ------ ფ------–--ის, დ----- მ-------ის, ე---------- ს-------–--ის დაკითხვა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩ-ნევს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივ-რის მოთხოვნა და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ნ---- ც------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი-სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუ-ნებდა ნ---- ც------ის ბრალეულობაში.
ნ---- ც------ის მიერ მ------- ც------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთი-თებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – შ----- კ----–-–---–ისა და ვ----– გ---–---–ის ჩვენე-ბები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ მ------- ც------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის მ.ც------ის მიერ მი-წოდებული ინფორმაცია.
თავად მ------- ც------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას კატეგორი-ულად გამორიცხა ნ---- ც------ის მიერ მისთვის სახრახნისის ჩარტყმის ფაქტი. ბრტყელ-ტუჩაზე კი განაცხადა, რომ მისი მოხვედრისას ტკივილი არ უგრძვნია.
ბრალდების მხარე აპელირებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ბიოლოგიუ-რი ექსპერტიზის დასკვნებზე, როგრც ნ---- ც------ის ბრალის მადასტურებელ მტკი-ცებულებებზე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ მართალია დაადასტურა ნ.ც------ის სხეულზე დაზიანების არსებობა, მაგრამ თუ რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანებები, უტყუარად ვერ დგინდება.
რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც სახრახნისის პირზე არსებული სისხლის ეკუთვნის მ------- ც------ეს, არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რადგან მ------- ც------ემ თავის ჩვებნებაში განაცხადა, რომ სახრახ-ნისი წარმოადგენს მათი ოჯახის კუთვნილ ნივთს, რომელთანაც მასაც ხშირად ჰქონდა შეხება. ამდენად, სავსებით შესაძლებელია, მასზე არსებული სისხლის ლაქა დარჩენი-ლიყო მ------- ც------ის მიერ სახრახნისის სამუშაო იარაღად გამოყენებისას.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მ------- ც------ემ უამბო შვილიშვილის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ;
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - მ------- ც------ის სხეულზე დაზი-ანებების არსებობა.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით - სახრახნისზე მ------- ც------ის სისხლის არსე-ბობა.
თავად მ------- ც------ეს კატეგორიულად გამორიცხა შვილიშვილის მიერ მისთვის სახ-რახნისის ჩარტყმის ფაქტი.
ბაბუასა და შვილიშვილს შორის ჩხუბს და კამათს გამორიცხავენ თავიანთ ჩვენებებში მოწმეები ლ-–- ც------ე და ლ---–- ც------ე.
ამდენად, თუ რა ვითარებაში მიიღო მ------- ც------ემ შემოწმებისას სხეულზე არსებუ-ლი დაზიანებები, ნ---- ც------ის ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ნ---- ც------ის მიმართ წარდგენილი ბრალდე-ბის დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკი-ცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ---- ც------ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმ-დებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ნ---- ც------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ---- ც------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) წარდგე-ნილ ბრალდებებში.
ნ---- ც------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
მოეხსნას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის №---------- განჩინებით ნ--–- ბ---------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე ხ---------–--------------------–----–--, საკადასტრო კოდი – №------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გამართლებულ ნ---- ც------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სახრახნისი (ე.წ. ატვიორკა) და ბრტყელტუჩა (ე.წ. პლოსკო), მ------- ც-------ისგან ამოღებული შარვალი, დაუბრუნდეს მ------- ც------ეს, საქმეზე საბოლოო გადა-წყვეტილების მიღების შემდეგ;
სსიპ 112-ის აუდიო ჩანაწერი, „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
მ------- ც------ისგან და ნ---- ც------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, განადგურ-დეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili