განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.06.2019
საქმის ნომერი
330310017002227949
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002227949

საქმე N3ბ/1084-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ----- ა--------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

 

მესამე პირი - შპს ,,ვ---- დ----–--------ი’’

 

მესამე პირი - რ----- ა--------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. ნ----- ა--------მა 2017 წლის 22 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა რ----- ა--------ის ნაწილში ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №4-- საოქმო გადაწყვეტილების რ----- ა--------ის ნაწილში (დღის წესრიგის მ---- საკითხი) ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 თებერვლის №5-- საოქმო გადაწყვეტილება რ----- ა--------ის ნაწილში(დღის წესრიგის 2--- საკითხი); დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ნ-----------–-------ში მდებარე 520 კვ.მეტრი (საკადასტრო კოდი: №0---------------) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ნ----- ა--------ის საკუთრების აღიარების თაობაზე.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ----- ა--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. რ----- ა--------მა (წარმომადგენელი დ--–- კ--------ე) 2014 წლის 11 ივნისს, N1------ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ.თბილისში, ნ-----------–------------ ში მდებარე 487.00 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

2.2. ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №4-- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მ------ საკითხი) მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს 279 კვ.მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია-სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა რ----- ა--------ს.

 

2.3. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2017 წლის 13 იანვარს გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N4--, რომლითაც რ----- ა--------ს გადაეცა საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.თბილისი, ნ-----------------–-----------, ფართობით: 279 კვ.მეტრი.(ტ.1.ს.ფ. 27-30, 36, 155).

 

2.4. საქმეში არსებული 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ნ-----------------–-----------, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 279.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4, N5, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია რ----- ა--------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა N4--, დამოწმების თარიღი: 16/01/2017, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. (ტ.1. ს.ფ. 21).

 

2.5. საქმეში არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით (მომზადების თარიღი: 07.10.2016) დასტურდება, რომ რ----- ა--------ის მოქმედი სარეიტინგო ქულა არის - 38070. იმავე ამონაწერის თანახმად ირკვევა, რომ ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია-ქალაქი თბილისი, რაიონი: ძველი თბილისი, მის: ნ--------------–-----, ოჯახის წევრთა პერსონალური მონაცემებია-ა--------ი კ----–--, ა--------ი რ-----. (ტ.1.ს.ფ. 138).

 

2.6. რ----- ა--------მა 2017 წლის 16 თებერვალს, N1---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ.თბილისში, ნ-----------–------------ ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა.

 

2.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 თებერვლის №5-- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 2--- საკითხი), ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკევთებზე საკუთრების უფლების აღაირების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N4-- ოქმის მ---- საკითხით მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად გაუქმებული იქნა ქ.თბილისის საკრებულოს ტიპიური საკუთრების მოწმობა N4-- შესაბამის აზომვით ნახაზთან ერთად, იმავე გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (ქ. თბილისი, ნ-----------------–-----------) 520.00 კვ.მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია-სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა რ----- ა--------ს. ამასთან, რ----- ა--------ი გათავისუფლდა ბიუჯეტის სასარგებლოდ დაწესებული გადასახადისაგან და დადგინდა, რომ გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად.

 

2.8. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2017 წლის 02 მარტს გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N6--, მასზედ, რომ რ----- ა--------ს გადაეცა საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.თბილისი, ნ-----------------–-----------, ფართობით: 520 კვ.მეტრი.(ტ.1. ს.ფ. 31-35, 82, 146 );

 

2.9. საქმეში წარმოდგენილია ა------ ბ------–-–---–ის, დ----- ბ------–-–---–ის და მ------ მ----------ის 2015 წლის 15 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ რ----- ა--------ი ნამდვილად ფლობს 279 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს მასზე მდგომ შენობა-ნაგებობასთან ერთად 1996 წლიდან დღემდე ქ.თბილისი, ნ-------------–---–------------ში და თანახმა არიან მოახდინოს მისი ლეგალიზება, რაზედაც აწერენ ხელს.

 

2.10. საქმეში ასევე წარმოდგენილია ნ-------- მ---–---–---–ის, ლ--–- პ-------–---–ის და გ--- მ-------–---–ის 2017 წლის 16 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. აღნიშნული განცხადებით განმცხადებლები ადასტურებენ, რომ რ----- ა--------ის საცხოვრებელი ბინის ფართობი არის 520 კვ.მეტრი.(ტ.1. ს.ფ. 86-87, 177-178).

 

2.11. საქმეში არსებული 2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ნ-----------------–-----------, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 520.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4, N5, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ვ---- დ----–--------ის’’ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 24/05/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. (ტ.1.ს.ფ.37-38).

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17, 22-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5, მე-601, 96-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისაღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 მე-51 მუხლებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5, მე-11 მუხლებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-4, მუხლით.

 

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან რ----- ა--------ის მიერ წარდგენილი იქნა მოქმედი კანონმდებლობითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით’’ განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულად, რაც ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სწორედ რ----- ა--------ი ფლობდა სადავო უძრავ ქონებას ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ რ----- ა--------ის მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მოქალაქეების ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან სასამართლოს მითითებით აღნიშნული წარმოადგენს მხარის მიერ მხოლოდ ზეპირი ფორმით გაკეთებულ განმარტებას და ამ ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი არ ყოფილა. სასამართლოს მითითებით, გარდა აღნიშნულისა, ასევე არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა.

 

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ----- ა--------ის სასარჩელო მოთხოვნა რ----- ა--------ის ნაწილში ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №4-- საოქმო გადაწყვეტილების (დღის წესრიგის მ---- საკითხი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 თებერვლის №5-- გადაწყვეტილების (დღის წესრიგის 2--- საკითხი) ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ----- ა--------მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ ის ფაქტი, რომ 2014 წლის 29 მაისიდან აპელანტი რეგისტრირებულია სადავო უძრავი ქონების მისამართზე თბილისში, ნ--------------–------ში. აპელანტი აღნიშნავს, რომ ის თავის ძმასთან- კ----–-- ა--------თან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და მამის გარდაცვალების შემდეგ ის ახორციელებდა სახლის მოვლა- პატრონობასა და ფლობას. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულ მისამართზე იგი აყვანილი იყო სატელეფონო აბონენტად. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია ის, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, მან 2017 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ტექბიუროს მონაცემებით მესაკუთრეებად ქონებაზე (0---------------) ფიქსირდებოდა ფ--–- ს------, ვ-------- ს------ და ა--------ი ა-–--–-. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს აპელანტის დედას, რომელსაც მისი მოსაზრებით აღნიშნულ ქონებაზე წარმოეშობოდა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლება.

 

4.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ სააბონენტო ქვითრებზე, სადაც აბონენტად აღნიშნულია ა--------ი რ. (რ-----ი), რომელიც აპელანტის განმარტებით არის მისი მამა, ანუ რ----- ა--------ის ბაბუა.

 

4.3. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ რ----- ა--------ი საქმეს აწარმოებდა მინდობილი პირის დ--–- კ--------ის დახმარებით, რომელიც იყო შპს „რ--------------------“ დირექტორ ი--- ჩ-------თან ერთად. ისინი 2016 წელს დააკავეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტებისა და სახელმწიფო მიწის ნაკვეთის თაღლითურად მითვისების გამო. აპელანტი თვლის, რომ მან გააგრძელა თაღლითური საქმიანობა და მისმა ძმიშვილმა რ----- ა--------მა ქონების დაკანონება სწორედ ამ გზებით მოახდინა.

 

4.4. აპელანტი აღნიშნავს, რომ რ----- ა--------მა მრავალჯერ მიმართა აღიარების კომისიას მიწის აღიარების მოთხოვნით. 2014 წლის თებერვალში ითხოვდა 520 კვ.მ მიწის ნაკვეთის, 2014 წლის მაისში- 279 კვ.მ-ს, 2015 წლის თებერვალში- 487 კვ.მ, 2016 წლის ივნისში- 479 კვ.მ, 2016 წლის აპრილში 520 კვ.მ და 2017 წლის თებერვალში 520 კვ.მ. აპელანტისთვის გაუგებარია თუ რა იწვევდა ამდენ უსწორობას.

 

4.5. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

4.6. აპელანტი მიუთითებს საქართველოს მთავრობის N376 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. რაც შეეხება "დაინტერესებული მხარის" ცნებას, სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც. გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

4.7. აპელანტის მითითებით, სზაკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აპელანტის მითითებით, აღიარების კომისიამ გასცა რ----- ა--------ის საკუთრების უფლების მოწმობა N6-- ისეთ საცხოვრებელ სახლზე, რომელშიც რეგისტრირებული იყო ნ----- ა--------ი, ფლობდა მას და მამის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო მისი მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, აპელანტის მითითებით იგი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს იმდენად, რამდენადაც საკუთრების უფლება წარმოეშვა მასაც. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი არ უზრუნველყო მისი არც გაფრთხილება წარმოების დაწყების შესახებ და არც მისი მონაწილეობა წარმოებაში.

 

4.8. აპელანტის მითითებით, სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სააპელაციო საჩივრის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ხომ არ წარმოიშობოდა კიდევ ვინმეს საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე, ვინ ცხოვრობდა, ფლობდა და სარგებლობდა ფართით, ვინ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე. საქართველოს მთავრობის N376 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

4.9. აპელანტის მითითებით, ასაღიარებელი ქონება უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნულ შემთხვევაში კი ქონებას ჰყავდა სამი მესაკუთრე და ერთ -ერთი იყო აპელანტის დედა ა-–--–- ა--------ი, თუმცა აღიარების კომისიამ და სასამართლომ აღნიშნულზე ყურადღება არ გაამახვილა.

 

4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის საჭირო აუცილებელი ნორმები და პროცედურები, რაც უნდა გახდეს ასეთი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ნ----- ა--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6. სააპელაციო პალატა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმავე სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. რ----- ა--------მა (წარმომადგენელი დ--–- კ--------ე) 2014 წლის 11 ივლისს, N1------ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

6.2. ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის №4-- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მ------ საკითხი) მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს 279 კვ.მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია-სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა რ----- ა--------ს.

 

6.3. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2017 წლის 13 იანვარს გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N4--, რომლითაც რ----- ა--------ს გადაეცა საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.თბილისი, ნ-----------------–-----------, ფართობით: 279 კვ.მეტრი.(ტ.1.ს.ფ. 27-30, 36, 155).

 

6.4. საქმეში არსებული 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ნ-----------------–-----------, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 279.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4, N5, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია რ----- ა--------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა N4--, დამოწმების თარიღი: 16/01/2017, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. (ტ.1. ს.ფ. 21).

 

6.5. რ----- ა--------მა 2017 წლის 16 თებერვალს, განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ.თბილისში, ნ-----------–------------ ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა.

 

6.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 თებერვლის №5-- საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 2--- საკითხი), ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკევთებზე საკუთრების უფლების აღაირების კომისიის 2015 წლის 11 ივნისის N4-- ოქმის მ---- საკითხით მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად გაუქმებული იქნა ქ.თბილისის საკრებულოს ტიპიური საკუთრების მოწმობა N4-- შესაბამის აზომვით ნახაზთან ერთად, იმავე გადაწყვეტილებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (ქ. თბილისი, ნ-----------------–-----------) 520.00 კვ.მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია-სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა რ----- ა--------ს. ამასთან, რ----- ა--------ი გათავისუფლდა ბიუჯეტის სასარგებლოდ დაწესებული გადასახადისაგან და დადგინდა, რომ გაიცეს საკუთრების უფლების მოწმობა თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად (ტ.1. ს.ფ. 31-35).

 

6.7. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 02 მარტს გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N6--, მასზედ, რომ რ----- ა--------ს გადაეცა საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ.თბილისი, ნ-----------------–-----------, ფართობით: 520 კვ.მეტრი.(ტ.1. ს.ფ. 146 );

 

6.8. საქმეში წარმოდგენილია ა------ ბ------–-–---–ის, დ----- ბ------–-–---–ის და მ------ მ----------ის 2015 წლის 15 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება; აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ რ----- ა--------ი ნამდვილად ფლობს 279 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს მასზე მდგომ შენობა-ნაგებობასთან ერთად 1996 წლიდან დღემდე ქ.თბილისი, ნ-------------–---–------------ში და თანახმა არიან მოახდინოს მისი ლეგალიზება, რაზედაც აწერენ ხელს.

 

6.9. საქმეში ასევე წარმოდგენილია ნ-------- მ---–---–---–ის, ლ--–- პ-------–---–ის და გ--- მ-------–---–ის 2017 წლის 16 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. აღნიშნული განცხადებით განმცხადებლები ადასტურებენ, რომ რ----- ა--------ის საცხოვრებელი ბინის ფართობი არის 520 კვ.მეტრი.(ტ.1. ს.ფ. 86-87, 177-178).

 

6.10. საქმეში არსებული 2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ნ-----------------–-----------, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 520.00 კვ.მეტრი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4, N5, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ვ---- დ----–--------ის’’ სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 24/05/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. (ტ.1.ს.ფ.37-38).

 

7.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

იმავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

7.2. სააპელაციო პალატა „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

8. სააპელაციო პალატა ნ----- ა--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებების შესახებ:

 

8.1. ნ----- ა--------ის მამა რ-----ი ა--------ი გარდაიცვალა 1990 წლის 14 დეკემბერს (ტ.1. ს.ფ. 51.), ხოლო დედა - ა-–--–- ა--------ა - 1994 წელს (ტ.1. ს.ფ.50). სააპელაციო პალატა გასაჩივრებული აქტების ბათილობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს ტ.1. ს.ფ.289-ზე წარმოდგენილ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ნ----- ა--------ის განცხადების მიღების ბარათის შინაარსში მითითებულ შემდეგ გარემოებას: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მიღებული იქნა ნ----- ა--------ის განცხადება, რომელმაც მოითხოვა სრული ინფორმაციის დედანში გაცნობა. უძრავი ნივთის მისამართი: ქ. თბილისი, ნ-----------------–-----------, (ს.კ 0---------------). ამ განცხადების მიღების ბარათში აღნიშნულ შენიშვნაში მითითებულია, რომ ტექბიუროს მონაცემებით ,,ერთ-ერთი მესაკუთრეებია ფ--–- ს------, ვ-------- ს------, ა--------ი ა-–--–-"; სააპელაციო პალატა თვლის, აღნიშნული დოკუმენტით კი არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთი ა-–--–- ა--------ის გარდაცვალების მომენტისათვის მის საკუთრებას რომ წარმოადგენდა.

 

8.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათზე, რომლის მიხედვით ნ----- ა--------ი 2014 წლის 29 მაისს დარეგისტრირდა მისამართზე: ქ. თბილისი, ნ----- გ------–ის ქ. N2 (ტ.1. ს.ფ. 288). სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ნ----- ა--------ს საქმეში არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, იგი სადავო მისამართზე 2014 წლის 29 მაისამდეც რომ იყო რეგისტრირებული.

 

8.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე იმის შესახებ, რომ ნ----- ა--------მა სატელეფონო საუბრებისთვის დარიცხული გადასახადები წარმოადგინა მხოლოდ 2017 წლის მდგომარეობით (ტ.1. ს.ფ.14). სააპელაციო პალატა ასევე ნ----- ა--------ის მიერ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს საქმეში მის მიერ წარმოდგენილ კომუნალურ გადასახადებს, რადგან აღნიშნული გადასახადები ერთის მხრივ, არ არის მისი სახელით გადახდილი, ხოლო მეორეს მხრივ, მათში მითითებულია 2011, 2017 წლებში შესრულებული გადახდების შესახებ. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ტ.2. ს.ფ.7-ზე წარმოდგენილ ცნობაზე, რომლის თანახმად, ნ----- ა--------ის სახელზე, მცხოვრები ნ-----ი გ------–ის ქ---- 2013 წლის 12 სექტემბრიდან 2017 წლის 31 აგვისტომდე ირიცხება ტელეფონი ნომრით - 2------.

 

8.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ქ. თბილისი, ნ. გ------–ის ქ. #2-ში მცხოვრები ოჯახის წევრები არიან კ----–-- ა--------ი (პ/ნ 0----------) და რ----- ა--------ი (პ/ნ 0----------), ხოლო ნ----- ა--------ი კი არ არის აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული ოჯახის წევრად.

 

8.5. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ რ----- ა--------ი (პ/ნ 0----------) დაბადებულია 1986 წლის 30 ივნისს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მომენტისათვის იყო სრულწლოვანი (ტ.1. ს.ფ.138).

 

8.6. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ნ----- ა--------ი და ი--- ა--------ი 2017 წლის 08 სექტემბრის ხელწერილში ადასტურებენ, რომ სასამართლოში დავა ჰქონდათ რ----- ა--------თან ბინის თაობაზე, მდებარე: ქ. თბილისი ნ----- გ------–ის 2 (ს.კ 0---------------; 520 კვ.მ). განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ რ----- ა--------მა აღნიშნული ბინის მათი კუთვნილი წილის სანაცვლოდ გადაუხადათ 17 000 აშშ დოლარი. მათ ასევე მიუთითეს, რომ რ. ა--------თან შეწყვიტეს დავა და ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ აპირებენ დავას მას შემდეგ, რაც თანხის მიღების შემდეგ მერიიდან და სასამართლოდან გამოიტანენ სარჩელს. აღნიშნულ ხელწერილს დაეთანხმა და ხელს აწერს ასევე რ----- ა--------ი (ტ.1.ს.ფ. 233).

 

8.7. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან რ----- ა--------ის მიერ აღიარების კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი ფლობდა სადავო უძრავ ქონებას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

 

8.8. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას რ----- ა--------ის მიერ აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების სიყალბესთან დაკავშირებით, ვინაიდან აპელანტის მიერ აღნიშნული დოკუმენტების სიყალბის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

8.9. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მტკიცების ტვირთზე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში და აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი მოსარჩელეს განუსაზღვრავს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი სარჩელი და სასამართლოში წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა რ----- ა--------ის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე.

 

8.10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ სახეზე არ არის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს ნ----- ა--------ის სააპელაციო საჩივარი;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე