განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/3305-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ანა გოგიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
1. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი;
2. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „ქ--------–ი კ----- კ------ია“
წარმომადგენელი - ს----------–---–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
(I) აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილება;
(II) აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოპასუხე შპს ქ--------–ი კ----- კ------იას დაეკისრა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ: 11.06.2014 წლის აქტი #117-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა; 13.01.2014 წლის აქტი #7-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა; 31.01.2014 წლის აქტი #22-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა; 10.02.2014 წლის აქტი #30-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა; 13.05.2014 წლის აქტი #93-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა; 30.06.2014 წლის აქტი #125-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა; 25.06.2014 წლის აქტი #120-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდა;
მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე შპს ქ--------–ი კ----- კ------იისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 11.06.2014 წლის აქტი #117-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 13.01.2014 წლის აქტი #7-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 22.01.2014 წლის აქტი #16-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 28.01.2014 წლის აქტი #19-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 31.01.2014 წლის აქტი #22-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 10.02.2014 წლის აქტი #30-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 27.02.2014 წლის აქტი #45-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 28.03.2014 წლის აქტი #54-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 20.03.2014 წლის აქტი #57-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 28.03.2014 წლის აქტი #64-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 13.05.2014 წლის აქტი #93-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 28.05.2014 წლის აქტი #106-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 23.05.2014 წლის აქტი #104-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 30.06.2014 წლის აქტი #125-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 30.06.2014 წლის აქტი #124-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 06.06.2014 წლის აქტი #115-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 10000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი; 25.06.2014 წლის აქტი #120-ში დაფიქსირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგსამტეხლოს 9000 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე ეთქვა უარი;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
უდავო ფაქტობრივი გარემობები
2.1. 2013 წლის 30 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემსყიდველი) და შპს ქ--------–ი კ----- კ------იას (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №911 ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება გაზრდილი კერძების რაოდენობით და საკ----- მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას დღეში სამჯერ, საკუთარი კ----- პროდუქტებით (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით, მათ შორის საველე პირობებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31, 2007 წლის 26 სექტემბრის №560, 2013 წლის 20 ივნისის №629 ბრძანებებისა და ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, კ----- უსაფრთხოების ნორმებს და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
ხელშეკრულების 8.1. პუნქტი ითვალისწინებს შემსყიდველის ვალდებულებებს, კერძოდ, უზრუნველყოს მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა კ-----ათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულოს ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით.
ამავე ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია ჩაატაროს ჯანსაღი კვებით ორგანიზებისა (მომსახურების) და საკვები პროდუქტების რეგულარული შემოწმება/კონტროლი.
ხელშეკრულების 8.2. პუნქტი ითვალისწინებს მიმწოდებლის ვალდებულებებს, მათ შორის, შპს ქ--------–ი კ----- კ------ია ვალდებულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 01 თებერვლის N31 ბრძანებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ 2013 წლის 20 ივნისის N629 ბრძანებებისა და ხელშეკრულებაზე თანდართული მენიუ განწილვის ფორმის შესაბამისად, წარუდგინოს შემსყიდველს ერთკვირიანი მენიუ-განწილვა.
ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, ამ ხელშეკრულებით და კონკრეტული შეკვეთით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ამავე ხელშეკრულების 15.1. პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, კერძოდ, თუკი შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკ----- მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 21.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2014 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.
07.02.2014 წელს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება რითაც ცვლილებები/დამატებები შევიდა 30.12.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #911 ხელშეკრულების 7.5 პუნქტში რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მიმწოდებელი უფლებამოსილია შეისყიდოს სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები, რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდება. 8.2.4 პუნქტში რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგნაირად თავისი სახსრებით აწარმოოს გადაცემულ კ----- ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდებარე სარემონტო სამუშაოები, შეისყიდოს სამზარეულო ინვენტარისა და მოწყობილობა-დანადგარების შესაკეთებლად საჭირო საქონელი, რომელთა ღირებულება შემსყიდველის მხრიდან არ ანაზღაურდება.
2.2. 11.06.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა სოფელ კრწანისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #117 აქტი, აქტის მიხედვით საუზმეზე კერძები მომზადდა მენიუს მიხედვით, მენიუში ნორმირებული იყო სოსისი, საწყობიდან გამოტანილ იქნა სულ 31.16 კგ სოსისი, სოსისი მოხარშულ და გაგზავნილ იქნა ადგილზე, სადაც ექიმის მიერ მოხდა საკ----- შემოწმება ორგანოლეპტიკურად, კონტეინერის გახსნისას საეჭვო აღმოჩნდა სოსისი, რომელსაც აღენიშნებოდა არასასიამოვნო სუნი და არ გაიცა საუზმეზე, რის გამოც სამხედრო მოსამსახურეებმა საუზმეზე ვერ მიიღეს კუთვნილი ხორცის ნორმა. სოსისი, ძეხვი და ჯემი გაგზავნილ იქნა ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად. სასადილოს შენობაში სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია მომრავლებულია ჩიტები, ტარაკნები, ბუზები და კატები. მომსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ აცვიათ სანიტარული ტანსაცმელი. სასადილოს საწყობში კარადა-მაცივარში ერთდ ინახება ბოსტნეული რძის პროდუქტი, ჯემი, სოსისი და ძეხვი. პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ჯემი გამოჟონილია და დასვრილია მუყაო, პოლიეთილენის პარკი არ არის შეკრული თერმოშედუღებით, რამაც გამოიწვია ჯემის გამოჟონვა.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
სასადილოს მენეჯერის წერილობითი ახსნა-განმარტებით ჯემი არ იქნა გამოყენებული სამხედრო მოსამსახურეთა კ-----ათვის და დაბრუნებულ იქნა მომწოდებელთან შესაცვლელად.
სსიპ. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0036435514 დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოხარშული ძეხვი და სოსისი ნიმუშები გამოკვლეული პარამეტრებიდან ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, ასევე სუფრის მარილისა და ნიტრატის შემცველობით აკმაყოფილებს ამ დასახელების პროდუქტისათვის სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სახამებლისა და სინესტის მაჩვენებლის მნიშვნელობით არ შეესაბამება სტანდარტით დადგენილ ნორმას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუშები გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით შეესაბამებიან მოთხოვნებს. ხოლო მოხარშული სოსისი საკონტროლო ნიმუში გამოკვლეული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.3. 13.01.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა დაბა კოჯორში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #7 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს საწყობში ქიშმიშის მუყაოს ყუთზე არ ააქვს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. ლობიოს ტომარაზე ეტიკეტი მიმაგრებული აქვს წებოვანი ლენტით. ხილფაფა პოლიეთილენის პარკებით მოთავსებულია როშენის მუყაოს ყუთში, რომელსაც მიმაგრებულ ეტიკეტზე მითითებული აქვს დამზადებულია საქართველოში ვაშლის ჯემი მწარმოებელი შპს გსაქ კულა. სასადილოს დარბაზში გაცემის ორი ხაზიდან ერთი არ მუშაობს კონტეინერ მაცივარში სადაც ინსახება ხორცი, რომლის შენახვის ტემპერატურაა -18 ცელსიუს გრადუსი ფიქსირდება -8 ცელსიუს გრადუსი. საწყობი განთავსებულია ერთ დიდ დარბაზში სადაც ბოსტნეული, ბურღულეული და მაცივრები ერთად არის მოთავსებული. სავენტილაციო სისტემა არ არსებობს, მოსაწესრიგებელია ელექტრო გაყვანილობა. სამზარეულოდან და სამრეცხაოდან საწყობში ჭერზე იჟონება წყალი. სასადილო დარბაზში მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემა. სამზარეულოს ესაჭიროება ბოსტნეულის შესანახი კარადა-მაცივარი.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.4. 02.01.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #16 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. საწყობში დაფიქსირდა 21 ყუთი ჯემი რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთში. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ვაშლის ჯემი შპს გსაქ კულა, არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მოთავსებულ ინფორმაციას როშენი საკონდიტრო კორპორაცია. სასადილოს ფართი ვერ უზრუნველყოფს კმაყოფაზე მყოფ სამხედროების მომსახურებას. სასადილოდან კერძების გატანა ობიექტამდე ხდება ხელით. ფართის სიმცირის გამო კერძების მოსამზადებელი ქვაბები და ქურები განთავსებულია ერთ ხაზზე მიჯრით. ბოსტნეულის, თევზის და ხორცის დასამუშავებელი ფართი არ არის საკმარისი. საწყობში ჯემი ინახება ბურღულთან, ხოლო ბოსტნეული და ხილი მოთავსებულია მაცივრებთან ერთ ოთახში, რის გამოც გაძნელებულია სანიტარული წესების დაცვა.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.5. 28.01.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა დაბა ორხევში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #19 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. საწყობში დაფიქსირდა 12 ყუთი ჯემი რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთში. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ვაშლის ჯემი შპს გსაქ კულ, არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მოთავსებულ ინფორმაციას როშენი საკონდიტრო კორპორაცია.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.6. 31.01.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა სოფელ კრწანისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #22 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს შენობა არის სარემონტო, მოსაწესრიგებელია სასაწყობე მეურნეობა, საკანალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. სასადილოს ესაჭიროება პურის შესანახი კარადები, კონტეინერები სხვადასხვა ზომის, სათლები, დიდი და პატარა ზომის ჩამჩები, ქაფქირები, კოვზები, ჭიქები, ჩანგლები სამარილეები, დანები დაფები და ა.შ. სასადილოს დარბაზში ოთხი ონკანი არ მუშაობს, არ არის სასაპნეები. გაცემის ორი ხაზიდან არ მუშაობს არცერთი. სასადილოს ესაჭიროება კარადა მაცივრები, ინვენტარი ირეცხება ხელით. სასადილო დარბაზში დაფრინავენ ჩიტები. პერსონალი უჩივის კატების მომრავლებას, რაც იწვევს ანტისანიტარიას. საწყობის შემოწმებისას ქიშმიშს მუყაოს ყუთზე არ აქვს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. ლობიოს, მარილს, ჩაის, სიმინდის ფქვილს ეტიკეტი მიმაგრებული აქვს წებოვანი ლენტით. ჩაის ეტიკეტი შესრულებულია მეორე გვერდზე კომპიუტერის მიერ უკვე გამოყენებულ ფურცელზე. ჯემი პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია მუყაოს ყუთებში, რომელზეც დატანებულია როშენი საკონდიტრო კორპორაცია არ შეესაბამება მასში მოთავსებული პროდუქტის ეტიკეტზე დატანილ ინფომაციას ვაშლის ჯემი დამზადებულია საქართველოში შპს გსაქ კულა.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.7. 10.02.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #30 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს მენიუს მიხედვით მომზადებულ იქნა შემწვარი კარტოფილი, რომელიც კ----- პროცესის მიმდინარეობისას გაშავდა შეიცვალა ფერი. საწყობის შემოწმებისას ვაშლის ჯემი პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია მუყაოს ყუთებში, რომელსაც არ ააქვს არანაირი მარკირება. პოლიეთილენში მოთავსებული ჯემი მოთავსებულია მეორედ ყუთებში, რომლის წარწერა არ შეესაბამება პროდუქტს.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი. აქტზე გაკეთებულია სასადილოს მენეჯერის შენიშვნა მომწოდებელთან შეთანხმებით კარტოფილის ნაშთი შეიცვლება ახლით.
2.8. 27.02.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა დაბა კოჯორში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #45 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული იქნა საქონლის ხორცის კონსერვის სოუსი, ორგანოლეპტიკური მაჩვენებელი კონსისტენცია არადამაკმაყოფილებელი, კერძი ლანგარზე დასხმისას ძალიან მცირე პერიოდში წვენი გადაიქცევა ჟელესმაგვარ ნივთიერებად ისე, რომ იჭრება, როგორც ხალადეცი. საქონლის ხორცის კონსერვი რომლითაც მომზადებულ იქნა კერძი გაგზავნილ იქნა ექსპერტიზაზე. მენიუს მიხედვით მომზადებუ იქნა ქათმის ხორცის სალათა სტაფილოთი რომელიც არ არის ნორმირებული კერძი. ფირმას ეძლევა რეკომენდაცია სალათის შემადგენლობაში გათვალისწინებულ იქნეს ბოსტნეული სეზონის მიხედვით, რათა დაცული იქნეს ხორცის და სხვა ინგრედიენტების თანაფარდობა. საწყობში დაფიქსირებულ იქნა 4 ყუთი ჯემი რომელიც მოთავსებულია მეორად მუყაოს ყუთებში პოლიეთილენის პარკით ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ვაშლის ჯემი დამზადებული საქართველოში შპს გსაქ კულა არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მითითებულ ინფორმაციას როშენი საკონდიტრო კორპორაცია.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
სსიპ. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #001541714 დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხორცის კონსერვი გამოკვლეული ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით, შეესაბამება სახელმწიფოთაშორისო სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
2.9. 14.03.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა სოფელ მუხროვანში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #54 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. საწყობში დაფიქსირებულ იქნა 4 ყუთი კარაქი რომლის მარკირებაზე მითითებული ინფორმაცია ნაღები კარაქი, ცხიმიანობა 82%, დამზადებულია საქართველოში შპს ვარიას მიერ არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მითითებულ ინფორმაციას ფირმა სოლპრო, რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმი, დამზადებული რუსეთი.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.10. 20.03.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #57 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. საწყობის შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა 9 ყუთი კარაქი, ყუთზე მითითებული ინფორმაცია მწარმოებელი ფირმა სოლპრო, რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმი, დამზადებული რუსეთში არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას ნაღები კარაქი, ცხიმიანობა 82%, დამზადებულია საქართველოში შპს ვარიას მიერ დამზადების თარიღი თებერვალი 2014 წელი.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.11. 20.03.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #64 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. საწყობის შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა 5 ყუთი ჯემი რომლის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება მუყაოს ყუთზე მითითებულ ინფორმაციას, ხოლო პროდუქტების კარაქი სპრედი და კარაქი ეტიკეტის მიხედვით მოთავსებულია მუყაოს ყუთში რომელზეც მითითებულია რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმი, ცხიმიანობა 99.7% დამზადებულია სოლნეჩნი პროდუქტიში. პროდუქტის შესაფუთად გამოყენებულია მეორადი მუყაოს ყუთი.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.12. 13.05.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #93 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოში ხდება როგორც სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფა ასევე არის კომერციული მიმართულება იკვებებიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. სასადილოს ფართი არასაკმარისია. ფართის სიმცირის გამო დარბაზში არ არის საკმარისი მაგიდები და სკამები. სასადილოს დარბაზში და სამზარეულოში არ ხდება ვენტილაცია. მაღალი ტემპერატურის გამო ფანჯრები ღიაა, ფანჯრებზე არ არის მწერებისაგან დამცავი ბადეები. ერთ ფართში არის განთავსებულ სამზარეულო და სამრეცხაო აქვე ხდება ხორცის თევზის და ბოსტნეულის დამუშავება, საკ----- ნარჩენების დაგროვება. ნარჩენების გატანა ხდება სასადილოს დარბაზის გავლით. სამზარეულოში არ მუშაობს წყლის გამაცხელებელი. წყალი ცხელდება სათლში და გადაიტანება ინვენტარის გასარეცხად. ბოსტნეული მუშავდება და პური იჭრება ხელით. სასადილოს არ ააქვს პურის საჭრელი და კარტოფილის საფცქვნელი დანადგარი. ფართის სიმცირის გამო ვერ მონტაჟდება ბოსტნეული დასამუშავებელი დანადგარი. სასადილოს ესაჭიროება ქვაბები, ჩაის და წვენის აპარატები წვენი გაიცემა პოლიეთილენის მეორადი ვედროებით, საკ----- გაცემის ცხელი და ცივი ხაზი. საწყობისათვის განკუთვნილ ფართში განთავსებულია პერსონალის მაგიდები, საყინულე და კარადა მაცივრები, ბურღულის შესანახი კარადა და ბოსტნეულისა და ხილის შესანახი თაროები, რის გამოც დარღვეულია საკვები პროდუქტების შენახვის პირობები, ასევე გაძნელებულია სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა. პროდუქტების მიღება ხდება ფანჯრიდან რადგან არ გააჩნია სასადილოს საწყობს კარები.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.13. 28.05.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ს. კოჯორი დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #106 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს მომსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ აცვია შესაბამისი უნიფორმა. არ ააქვს ჯანმრთელობის ცნობა. სასადილოში აღინიშნება მწერები, ტარაკნები, კონტეინერ საყინულე მაცივარში ერთდ აწყვია ხორცი და თევზი. სასადილოს ცხელ საამქროში მოსაწესრიგებელია წყალდამწური.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.14. 23.05.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #104 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოში მომუშავე პერსონალს არ ააქვს ჯანმრთელობის ცნობა. ნაწილს არ გააჩნია და სამუშაო პროცესში არ აცვიათ შესაბამისი უნიფორმა.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.15. 30.06.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #125 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოს მოსამსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ აცვიათ სათანადო ფორმა. სასადილო დარბაზში ფუნქციონირებს ერთი გაცემის ხაზი და ერთი ცხელი და ერთი ცივი სასმელების გამანაწილებელი დანადგარი. საწყობში დაფიქსირდა 1750 ცალი ნაყინი ლიდერი შენახვის ვადა 6 თვე აქედან 350 ცალზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი. მენეჯერის წერილობით ახსნა-განმარტებით ნაყინი არ გაცემულა სამხედრო მოსამსახურეებზე მოხდა მისი უკან დაბრუნება შეცვლა.
2.16. 30.06.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #124 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. კერძების მომზადების და მომსახურების პროცესში სასადილოს მოსამსახურე პერსონალს არ აცვიათ სპეციალური სანიტარული ტანსაცმელი. მენიუ საჭიროებს კორექტირებას მენიუში არ არის ხილი და ხილის კომპოტები, ასევე გათვალიწინებულ უნდა იქნეს მოსამსახურეთა სურვილები და მენიუში მოხდეს სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმი არსებული ორცხობილის ჩანაცვლებით, სასურველია მენიუში სალათების მრავალფეროვნება.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.17. 06.06.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა ქ. თბილისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #115 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. მენიუ საჭიროებს კორექტირებას მენიუდან ამოღებულია ხილი და ხილის კომპოტები. სამხედრო მოსამსახურეები ითხოვენ მენიუში ხილის და ნაყინის ჩართვას. სასადილოში მომრავლებულია ბუზები, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია მ/წლის 02 აპრილს. სასადილოს შენობაში გარდა ცხელი საამქროსი არ არსებობს სავენტილაციო სისტემა. ცხელ საამქროში გამწოვი არის მცირე სიმძლავრის და არ არის საკმარისი მთლიანი ფართობისთვის. საწყობში სადაც მოთავსებულია შესანახად ბურღული ხდება ბუნებრივი ვენტილაცია მოხდა კედლის გამონგრევა.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.18. 25.06.2014 წლის გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის №849 ბრძანების საფუძველზე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების მიერ შემოწმებულ იქნა დაბა კრწანისში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის სასადილო და სასადილოს საწყობი. შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა #120 აქტი, აქტის მიხედვით სადილისთვის მომზადებული კერძების ნორმა და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი. სასადილოში მომრავლებულია ჩიტები და ბუზები სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია ა/წ. 27 მაისს. სასადილოს ესაჭიროება საპურეები, სამარილეები და საპილპილეები. სავენტილაციო სისტემა გამოსულია მწყობრიდან და არ მუშაობს, რის გამოც დარბაზში ცხელა რის გამოც სამხედრო მოსამსახურეები მენიუში არსებულ ცხელ კერძებს სრულად ვერ იღებენ. სამრეცხაოში და ცხელ საამქროში დაზიანებულია ტრაპი და მეტლახი. მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. პურ-კარაქის საწყობში კონდიციონერი გამოსულია მწყობრიდან, საჭიროებს შეცვლას, ვინაიდან არ ექვემდებარება შეკეთებას.
აქტს ხელს აწერს როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე სასადილოს მენეჯერი.
2.19. მოსარჩელის გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მოპასუხისადმი 12.03.2014 წელს მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დეპარტამენტი მუშაობს კ----- ბლოკში დასაქმებული პერსონალის პერიოდული სამედიცინო შემოწმების დარეგულირების საკითხზე. გთხოვთ ნორმატიული აქტის შექმნამდე, დროებით შეაჩეროთ კ----- ბლოკში დასაქმებული პერსონალის პერიოდული სამედიცინო შემოწმება და რეაგირების გარეშე დატოვოთ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის თქვენდამი 17.01.2014 წელს მოწერილი წერილი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.20. განსახილველი სარჩელით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემსყიდველი) შპს ქ--------–ი კ----- კ------იისგან (მიმწოდებელი) მოითხოვს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის-სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #911 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება დგინდება: 11.06.2014 წლის #117 აქტით სოსისთან მიმართებით, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, ასევე სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაუცველობით სასადილოში ჩიტებისა და კატების არსებობით.
13.01.2014 წლის #7 აქტით სასადილოს საწყობში ქიშმიშის მუყაოს ყუთებზე გამოშვების თარიღისა და ვარგისიანობის ვადის მიუთითებლობით, რა დროსაც შეუძლებელი დადგინდეს პროდუქტის მოხმარების ვადა და მისი საკვებად გამოყენების ვარგისიანობა და უვნებლობა.
31.01.2014 წლის #22 აქტით სანიტარულ ჰიგიენური წესების დაუცველობა სასადილოში ჩიტების და კატების არსებობა, ასევე საწყობში არსებული ქიშმიშის მუყაოს ყუთებზე პროდუქციის გამოშვების და ვარგისიანობის ვადის მიუთითებლობა რა დროსაც შეუძლებელი დადგინდეს პროდუქტის მოხმარების ვადა და მისი საკვებად გამოყენების ვარგისიანობა.
10.02.2014 წლის #30 აქტით საკვებად ისეთი კარტოფილის გამოყენება, რომლიც მომზადების პროცესში იცვლის ფერს და შავდება, რის გამოც საკვებად უვარგისია.
15.05.2014 წლის #93 აქტით წვენების გაცემა პოლიეთილენის მეორადი გამოყენების ვედროებით.
30.06.2014 წლის #125 აქტით სასადილოს საწყობში 350 ცალის ისეთი ნაყინის არსებობა, რომელსაც არ გააჩნიათ დამზადების თარიღი, რის გამოც შეუძლებელია დადგინდეს პროდუქტის მოხმარებისათვის ვარგისიანობა და უვნებლობა.
25.06.2014 წლის #120 აქტით სასადილოში ჩიტების არსებობა, რა დროსაც დაცული არ არის სანიტარულ ჰიგიენური წესები.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აქტებში დაფიქსირებულ სხვა ე.წ. დარღვევებს სასამართლო მათ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებად და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად არ მიიჩნევს: მომსახურე პერსონალის მიერ უნიფორმების არ გამოყენება სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა მოპასუხე მხარის ვალდებულება მომსახურების მიწოდების დროს მათ პერსონალს რომ ეცვას სპეციალური უნიფორმები, ხოლო აქტებში მითითებული არ არის მოსამსახურე პერსონალის მიერ შეუსაბამო ან დასვრილი ტანსაცმის გამოყენება ან საკ----- მომზადების პროცესში თავსაბურველის და რეზინის ხელთათმანების და რეზინის ფეხსაცმლის არგამოყენება. რაც შეეხება მეორედი მუყაოს ყუთების გამოყენებას, რომლზეც მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება მათში მოთავსებულ პროდუქტს, სასამართლო განმარტავს, რომ ეგრეთწოდებულ მეორად სუფთა ყუთებში განთავსებული იყო პოლიეთილენში მოთავსებული დიდი მოცულობის ვაშლის ჯემი ასევე კარაქი, რომლებსაც გააჩნდათ შესაბამისი ეტიკეტირება ამავე ყუთებზე, რის გამოც ასეთი ყუთების გამოყენება პროდუქტის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის, რა დროსაც პროდუქტს უშუალო შეხება არ ააქვს ყუთთან სასამართლოს ვალდებულების დარღვევად არ მიაჩნია, მაშინ როდესაც შეუძლებელია ყუთში მოთავსებული პროდუქტის ყუთზე დატანილ პროდუქტის დასახელებასთან აღრევა, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აქტებში ვაშლის ჯემსა და კარაქთან მიმართებით მეორად ყუთებზე განთავსებული იყო ეტიკეტები, მითითებული იყო პროდუქტის დასახელება, მწარმოებელი, გამოშვების ვადა და ვარგისიანობის ვადა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე ვალდებულების არაჯეროვანად შესრულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული ლობიოსა და ბურღულის ტომრებზე ეტიკეტების წებოვანი ლენტით მიმაგრება, ვინაიდან ნორმატიული აქტით ეტიკეტი ისე უნდა იქნეს პროდუქტზე მიმაგრებული, რომ იგი ადვილად არ სცილდებოდეს, ამ შემთხვევაში წებოვანი ლენტის გამოყენების შედეგად ხდებოდა თუ არა ლენტზე დატანილი წებოს ურთიერთქმედება ტომარაში მოთავსებულ პროდუქტთან, რომელიც ტომარის შიგნით პოლიეთილენით უნდა იყოს დაცული ტომრისაგან კვლევები არ ჩატარებულა და აქტებში მითითებული არ არის, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხორცის შენახვის ტექნოლოგის დარღვევად არ უნდა იქნეს მიჩნეული მაცივარში ტემპერატურის განსაზღვრა მხოლოდ მაცივრის საზომ მოწყობილობაზე დაყრდნობით, როდესაც არ მომხდარა ტემპერატურის განსაზღვრა საქსტანდარტის მიერ შემოწმებული და დამოწმებული ტემპერატურის მზომი მოწყობილობით. სასამართლო განმარტავს, რომ საქონლის კონსერვით მომზადებულ კერძებთან მიმართებით არ გამოვლინდა საკვებად უვარგისი პროდუქტის გამოყენება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. სასამართლო განმარტავს, რომ სასადილოში, სადაც ხდება მრავალი სამხედრო მოსამსახურის კვებით უზრუნველყოფა დღის განმავლობაში, რამდენიმეჯერ, ფიზიკურად შეუძლებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომ სასადილოში არ იყოს მწერები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სასადილოში მწერების არსებობა წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დარღვევას, მაგრამ მწერების საწინააღმდეგო შეწამლითი სამუშაოების ჩატარების მიუხედავად ფიზიკურად შეუძლებელია გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში, როდესაც მომრავლებულია მწერები, მწერებისაგან თავისუფალი გარემოთი სასადილოს უზრუნველყოფა, კატებისა და ჩიტებისაგან განსხვავებით, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მხრიდან ბრალეულ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად. სასამართლო განმარტავს, რომ საკ----- მომზადებასთან შემხებლობის მქონე ყოველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იძლეოდეს იმის გარანტიას, რომ ასეთი პერსონალის მიერ მომზადებული საკვებით არ მოხდება სხვა პირთა ინფიცირება, ვირუსული ან გადამდები სხვა დაავადებებით, რის გამოც ისინი პერიოდულად უნდა გადიოდნენ ჯანმრთელობის სამედიცინო შემოწმებას. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნული პირობა სრულად იქნა შესრულებული, ვინაიდან აქტებში მითითებული არ არის სამხედრო მოსამსახურეების საკვებიდან დაავადების შესახებ, ასევე გასათვალისწინებელია, რომ შემოწმების დროს საკანონმდებლო ნორმატულ ბაზაში ხარვეზის არსებობის გამო მოსარჩელის მხრიდან დროებით შეჩერებულ იქნა მოპასუხის პერსონალის სამედიცინო შემოწმება, რის გამოც შემოწმების დროს ჯანმრთელობის ცნობების არარსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებად. სასამართლოს მიაჩნია, რომ შემოწმების დროს სამხედრო მოსამსახურეების კვებასთან დაკავშირებით მენიუს შევსების შესახებ მითითება შეიძლება მიჩნეულ იქნეს რეკომენდაციად და არა ვალდებულების შეუსრულებლობად, ვინაიდან მენიუ წინასწარ თანხმდება სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობასთან, რომელიც უფლებამოსილია სამხედრო მოსამსახურეების სურვილის შესაბამისად განახორციელოს მოპასუხესთან მენიუს შეთანხმების დროს მენიუში ცვლილებების შეტანა სეზონური ხილისა და ბოსტნეულის ჩართვით. სასამართლო განმარტავს, რომ რაც შეეხება აქტებში დაფიქსირებულ სხვა ფაქტებს ისინი ძირითადად გამოწვეულია სასადილოსა და კერძების მომზადებისათვის განკუთვნილი ფართის სიმცირით, ასევე ინვენტარის არასაკმარისობით, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობით, გათბობა-კონდიცირების სისტემების ნაკლოვანებებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემულ ნაგებობების ხარვეზებიდან და ინვენტარის სიმცირიდან რაც მოპასუხეს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში არ უნდა ჩაეთვალოს, ვინაიდან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებაში გაწერილი თანხა გათვლილია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის კვებაზე და მასში არ არის ასახული კ----- გარდა სხვა კომპონენტები ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ხოლო მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულების ცვლილებებით მოპასუხე უფლებამოსილი და არა ვალდებულია მოახდინოს დამატებით ინვენტარის შეძენა, რაც მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების შესაბამისად ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ერთ-ერთი სახეა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების და ან ვადის გადაცილების დროს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მხარეს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს უნდა არსებობდეს ვალდებულების არაჯეროვანი და არადროული შესრულების ფაქტი.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ამავე ხელშეკრულების 15.1. პუნქტით მხარეების მიერ შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ, იმ შემთხვევისთვის, თუკი შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენდა მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკ----- მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. დადგენილია ასევე, რომ დამკვეთის მიერ ჩვიდემტი შემოწმებიდან შვიდ შემთხვევაში დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით შეთანხმებული მომსახურების გაწევის პირობები. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოპასუხისგან მოითხოვოს პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ყოველი არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისთვის 10 000 ლარი, სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოდ მაღალია და სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის ამგვარ დანიშნულებას. პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით და მიწოდებული მომსახურების პირობების დარღვევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 10 000 ლარიდან უნდა შემცირდეს 1000 ლარამდე და მოპასუხეს მის მიერ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის სიმძიმის, ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების შესაბამისად, შპს ქ--------–ი კ----- კ------იას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 000 ლარის გადახდა თვითვეულ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
(I) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.05.2017 წლის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ქ--------–ი კ----- კ------იას“ თავაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 7000 ლარის გადახდა, ხოლო 163 000 ლარის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.05.2017 წლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა და მხდველობაში არ მიიღო 22.01.2014 წლის N16, 28.01.2014 წლის N19, 27.02.2014 წლის N45, 28.03.2014 წლის N54 , 20.03.2014 წლის N57, 28.03.2014 წლის N64, 28.05.2014 წლის N106, 23.05.2014 წლის N104, 30.06.2014 წლის N124, 06.06.2014 წლის N115 აქტებში დაფიქსირებული დარღვევები, კერძოდ ვაშლის ჯემზე, ქიშმიშის ყუთზე, ეტიკეტირების წესის დარღვევა, გაურკვეველი წარმოების კარაქზე, მომსახურე პერსონალის მიერ პირადი ჰიგიენის დაუცველობაზე, მენიუში ხილის და ხილის კომპოტების გათვალისწინებაზე.
სსკ-ის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს პირგასამტეხლოს განსაზღვრისას. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 30.12.2013 წლის N911 ხელშეკრულების დადებისას სწორედ, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში მოხდა პირგასამტეხლოზე და მის ოდენობაზე შეთანხმება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისას არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა თავისუფალი ნება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას. რაც შეეხება, საქალაქო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებისას სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებას, საქალაქო სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, რაც შეიძლება გამხდარიყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე გადაწყვეტილებისას სასამართლო ვალდებულია მოახდინოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, შეფასება, რაც გამოიხატება მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, სახელშეკრულებო ძირითადი ვალდებულების და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთთანაფარდობის შეფასებით. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა; ბ) დაზარალებულის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა პირგასატეხლოს ოდენობის შემცირებას.
სასამართლოს მიერ შპს ,,ქ--------–ი კ----- კ------იას“ 30.12.2013 წლის N911 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, 11.06.2014 წლის N117 აქტით დაფიქსირებული დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით, 13.01.2014 წლის N7 აქტით - 1000 ლარი, 31.01.2014 წლის N22 აქტით - 1000 ლარი, 10.02.2014 წლის N30 აქტით - 1000 ლარი, 13.05.2014 წლის N93 აქტით - 1000 ლარი, 30.06.2014 წლის N125 აქტით - 1000, 25.06.2014 წლის N120 აქტით - 1000 ლარი. სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებლად მიიჩნევს აღნიშნული ხელშეკრულებების პირობების დარღვევას, კონკრეტულად არ მსჯელობს თითოეულ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება რამდენს შეადგენს და შესაბამისად რა ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრა მხარეს, რამდენად თანაფარდობითი ხელშეკრულების ღირებულება, პირგასამტეხლოს ოდენობა და დარღვევის ხასიათი. უფრო მეტიც, თანხა იმდენად შემცირდა, რომ ფაქტობრივად ზოგიერთი ხელშკერულებების პირობების დარღვევის გამო მოპასუხეს პირგასამტეხლო არ დაკისრებია.
სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება შეადგენს -24 844 440.00 ლარს, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს საერთო ჯამია 7 000 ლარი.
(II) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა ემსახურებოდეს ხელშეკრულების პირობების დარღვევის (არაჯეროვნად შესრულების) გამორიცხვის პრევენციას და არა სადამსჯელო ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზები, რომელიც სასამართლომ მიიჩნია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებად, ზიანის მომტანი არ ყოფილა, ასევე ხარვეზების აღმოფხვრაც ამჟამად შეუძლებელია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სრულად მიიღო ე.წ. "არაჯეროვანი" მომსახურება ქ--------–ი კ----- კ------იისგან ისე რომ დარღვევების გამოვლენიდან 4-5 თვის შემდეგ შეატყობინა მიმწოდებელ კ------იას ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტების არსებობის შესახებ, მაშინ როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე შეეძლო აღმოჩენისთანავე შეეტყობინებინა კ------იისათვის და მოეთხოვა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება. აღნიშნული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ხარვეზი არ იყო საზიანო და მნიშვნელოვანი, სამინისტროც არ იყო დაინტერესებული არაჯეროვანი შესრულების პრევენცია განეხორციელებინა. მაშინ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რას ემასახურება კ------იის საკმაოდ სოლიდური თანხებით დაჯარიმება, მითუმეტეს, რომ ამჟამად კ------ია აღარ წარმოადგენს სამინისტროს კონტრაქტორ კ------იას.
შპს "ქ--------–ი კ----- კ------ია" ამჟამად არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად არანაირი ფინანსური შემოსავალი არ გააჩნია მოახდინოს სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. თანხის დაკისრებით, კ------ია შესაძლოა გადახდიისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საკითხის წინაშე დადგეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.
მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ამდენად, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი, 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს შპს „ქ--------–ის კ----- კ------იის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია, რას მოიცავდა მხარეთა შეთანხმება და შესრულდა თუ არა რწმუნებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
პალატამ შეაფასა რა სააპელაციო საჩივრების საფუძვლები მიიჩნევს, რომ აპელანტებს უარი უნდა ეთქვათ დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებას (იხ.წინამდებარე განჩინების 2.1-2.20 პუნქტები). საქმეში წარმოდგენილი აქტებით დგინდება და აღნიშნული მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ შპს „ქ--------–ი კ----- კ------იის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ა.შ. ყოველივე აღნიშნული კი, ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს წარმოუშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პალატა მიიჩნევს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, მხარეთა შორის პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა წინაპირობაა პირგასამტეხლოს დაკისრებისა. ზემოდასახელებული დასაბუთების გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბამოდ მაღალია და მართებულად იქნა შემცირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, არ არსებობს როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე შპს "ქ--------–ი კ----- კ------იის" სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები, ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, მის ნაცვლად ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, ხოლო შპს "ქ--------–ი კ----- კომანიის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ქ--------–ი კ----- კ------იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე