განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
050210019002678347
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210019002678347

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ-292-2019

27 ივნისი 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

აპელანტები: ლ------ მ------–---–ი, მ--- კ--–--ე

წარმომადგენელი: გ---- ძ----------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე: თ---------- ც---------ე

წარმომადგენელი: ა---- თ----ე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ო----------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ლ------ მ------–---–მა და მ--- კ--–--ემ სარჩელი აღძრეს ო----------ის რაიონულ სასამართლოში თ---------- ც---------ის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტებით: მიწის რეფორმის დროს მათმა კომლმა, რომელშიც შედიოდა ლ------ მ------–---–ი, ბ----- კ--–--ე და მ--- კ--–--ე, მიიღო 1 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მათ შორის სოფ. ო----------ის ტერიტორიაზე განთავსებული მიწის ნაკვეთი - 6274 კვ.მ ფართის ოდენობით, ნაკვეთი გაფორმდა კომლის უფროსის - ბ----- კ--–--ის სახელზე, ნაკვეთი შემოღობილი იყო მავთულბადით; შესასვლელში დამონტაჟებული იყო რკინის ჭიშკარი, ნაკვეთის ნაწილზე გაშენებული იყო ხეხილის ნარგავები, ხოლო ნაწილი გამოყენებული იყო საყანე ფართობად.

2012 წელს მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელის ლ------ მ------–---–ის მეუღლეს ბ----- კ--–--ეს აღნიშნული 6274 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 2673 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიუყიდია თ---------- ც---------ისათვის, ხოლო 2601 კვ.მ დაუტოვებია და დაურეგისტრირებია თავის საკუთრებად. ყოველივე ეს მოხდა მოსარჩელის ლ------ მ------–---–ისა და მათი შვილის მ--- კ--–--ის თანხმობის გარეშე. ამის გამო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და მოითხოვეს თ---------- ც---------ისაგან ნაკვეთის უკან დაბრუნება. ამავე დროს მოითხოვეს საკითხის გადაწყვეტამდე სადაო ნაკვეთის დაყადაღება.

სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნაკვეთი დაყადაღდა და დღემდე არის დაყადაღებული. სასამართლო დავა დასრულდა მორიგებით, მაგრამ მისი აღსრულება მოხდა 2018 წლის 29 ნოემბერს.

2017 წელს მოსარჩელეებმა დაამუშავეს მიწის ნაკვეთი, როგორც თხილის ნარგავები, ასევე დათესეს სიმინდის ყანა, მაგრამ თ---------- ც---------ის მიერ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოხსნილ იქნა ნაკვეთში შესასვლელი ჭიშკარი, ასევე აღებულ იქნა მავთულის ღობე. აღნიშნულმა განაპირობა ნაკვეთში პირუტყვის შესვლა და მოსავლის განადგურება.

ამ ფაქტის თაობაზე მოსარჩელემ შეატყობინა პოლიციას. რომლებიც გახდნენ მოწმენი მისი ნაკვეთის განადგურების ფაქტისა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და სხვა დროსაც ჰქონდა თ-–----------- მხრიდან მოსარჩელეთა მიერ გაკეთებული ღობის აღების და ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი.

ამდენად, თ---------- ც---------ის ქმედებით მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი, რის გამოც ითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას და მიყენებული ზიანის გამო მოპასუხისათვის 9000 ლარის დაკისრებას, 9000 ლარიდან დაზიანებული ღობის გამო ხარჯი შეადგენს 1652 ლარს, ყანის მოყვანისათვის გაწეული ხარჯები 562 ლარს; განადგურებული ყანიდან აუღებელი შემოსავლის ღირებულება 817,8 ლ. აუღებელი ჩალისა და თივის - 264 ლ, დაზიანებული თხილის ნარგავებისათვის 2443, შეშის მიტაცებით 330ლ, თხილის ბაღიდან შემოსავლის მიუღებლობით 1248,9-სულ 8709 ლ. ე.ი. სულ მოპასუხისგან მოსარჩელეები ითხოვენ ამ ციფრის დამრგვალებით მიღებულ ზიანს 9000 ლარს.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე თ---------- ც---------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 6274.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის თანასაკუთრებას, არამედ იგი წარმოადგენდა აწ გარდაცვლილ ბ----- კ--–--ის საკუთრებას, რომლისგანაც 2006 წლის 23 აგვისტოს მან შეიძინა 3673.00 კვ.მ, საკ.კოდით: 2-----------/ 2018 წლის 29 ნოემბრამდე ეს ნაკვეთი წარმოადგენდა მის საკუთრებას.

მოპასუხის განმარტებით დავა მასა და აწ გარდაცვლილ ბ----- კ--–--ეს შორის მართლაც დასრულდა მორიგებით, მაგრამ მორიგებით დასრულებულმა დავამ დაკარგა იურიდიული ძალა, რამეთუ მოსარჩელე მხარეს არ შეუსრულებია მორიგებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო საკ.კოდის: 2----------- მქონე 3673.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს 2006 წლიდან თ---------- ც---------ე წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის წინააღმდეგ წარმოებული ყველა დავა წააგო, მოსარჩელე მას არ აძლევდა ამ ნაკვეთით სარგებლობის საშუალებას, იგი მთელი ამ წლების განმავლობაში უკანონოდ ფლობდა და სარგებლობდა მოპასუხის საკუთრებით.

მოპასუხემ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2006 წლის 23 ოქტომბრიდან 3673.00კვ.მ მიწის ნაკვეთის, საკ. კოდით: 2-----------, მესაკუთრე იყო მოპასუხე თ-–----------. ჯერ კიდევ 2011 წელს მან თხოვა ბ----- კ--–--ეს გაეთავისუფლებია მისგან ნაყიდი მიწის ნაკვეთი, რომელსაც 2006 წლიდან ისევ ბ----- კ--–--ე სარგებლობდა, რადგან ბ----- კ--–--ისაგან შესყიდული და თავად მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთი ერთმანეთის მიმდებარედ მდებარეობდნენ. თ---------- ც---------ის მიერ გამიჯნულ იქნა ღობით სადაო მიწის ნაკვეთები, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ ორჯერ მოხდა გამიჯნული ღობის მოშლა, რასაც თავად ლ------ მ------–---–იც არ უარყოფს მანვე მოუთხარა მოპასუხეს დარგული თხილის ნარგევები.

ო----------ის რაიონული სასამართლოს 23.12.13 წლის გადაწყვეტილებით, რაც დატოვებული იქნა ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.04.14 წლისა და საქ.უზენესი სასამართლოს 19.03.15 წლის განჩინებებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხე თ-–----------სთან დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით; ო----------ის რაიონული სასამართლოს 22.01.16 წლის გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხე თ-–-----------ათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.05.16 წლისა და უზენაესი სასამართლოს 09.02.17 წლის განჩინებით.

მოსარჩელე მხარე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(ანუ გაყიდული 3673 კვ.მ-ის გარეთ) ავლებდა ღობეს ერთ შემოღობილში აქცევდა მოპასუხის მიწის ნაკვეთსაც და არ აძლევდა მას საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლებას, რის გამოც იძულებული იყო მოეშალა ღობე. რომელიც მას ქონდა მათი ნაკვეთის საზღვარზე, რასაც მოსარჩელე შლიდა და ნაკვეთებს აერთიანებდა. არანაირი ზიანი მას მოსარჩელეებისათვის არ მიუყენებია, პირიქით, თვითონ არის დაზარალებული, რადგან სწორედ მოსარჩელეთა ბრალეული ქმედებებით ვერ შეძლო შეუზღუდავად ესარგებლა თავის საკუთრებით. ამდენად, მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით: ლ------ მ------–---–ის და მ--- კ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. _ სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საშემფასებლო ანგარიშზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამხრეთ დაზიანებული ღობის გამო ზარალი შეადგენს - 1652 ლარს, ყანის მოყვანისათვის გაწეული ხარჯები - 562 ლარს, განადგურებული ყანიდან აუღებელი შემოსავლის ღირებულება - 817.80 ლარს, აუღებელი ჩალისა და თივის ღირებულება - 269 ლარს, დაზიანებული თხილის ნერგებისათვის ზარალი - 2443 ლარს, შეშის მიტაცებით გამოწვეული ზარალი - 330 ლარს, 2016 წელს თხილის ბაღიდან შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 1386.90 ლარს და 2017 წელს თხილის ბაღიდან მიუღებელი შემოსავლის ღირებულება - 1248.90 ლარს, ღირებულების საბოლოო სიდიდე - 8709.60 ლარს. შესაფასებელი ობიექტის ბიოლოგიური აქტივები შეადგენს - 9000 ლარს.

4.2. _ სასამართლომ მიუთითა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე,რომლის თანახმადაც გარდაცვლილი ბ----- კ--–--ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ------ მ------–---–ი.

4.3. _ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად 3673 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 2-----------) მესაკუთრეა თ---------- ც---------ე.

4.4. _ სასამართლომ მიუთითა, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც მოხდა ბ----- კ--–--ესა და თ---------- ც---------ეს შორის დადებული მორიგების დამტკიცება, მორიგების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბ----- კ--–--ე თ---------- ც---------ეს გადაუხდიდა 2014 წლის 1 აპრილამდე 3500 ლარს ხოლო თ---------- ც---------ე დაუბრუნებდა ბ----- კ--–--ეს მისგან შესყიდულ მიწის ნაკვეთს ს/კ-ით 2----------- ფართით 3673 კვ.მ.

4.5. _ 2013 წლის 20 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება,რომ 2601 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 2-----------) მესაკუთრეა ბ----- კ--–--ე, ლ------ მ------–---–ი და მ--- კ--–--ე.

4.6. _ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ--- კ--–--ის სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა თ---------- ც---------ის სახელზე შესრულებული სარეგისტრაციო ჩანაწერის - ს/კ 2-----------, ბათილობას, რომელიც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მიერ.

4.7._ 2011 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან 3673 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 2-----------) მესაკუთრეა თ---------- ც---------ე, საფუძველი-2006 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

4.8. _ სასამართლომ დაადგინა, რომ თ---------- ც---------ემ 2006 წელს ბ----- კ--–--ისაგან იყიდა მიწის ნაკვეთი, რომლის დარეგისტრირება მოახდინა 2011 წლის ოქტომბრის თვეში. იმის გამო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისებამ, ბ----- კ--–--ის ოჯახში შექმნა დაძაბული ვითარება მხარები შეთანხმდნენ, რომ სადაო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ბ----- კ--–--ეს უნდა მიეცა თ---------- ც---------ისათვის სხვა ნაკვეთი ან უნდა გადაეხადა თანხა, რაც ბ----- კ--–--ის მიერ არ იქნა შესრულებული.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის დეკემბერში თ---------- ც---------ის მიერ შეძნილ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ იქნა 340 ძირი თხილის ნარგავი, რომელიც განადგურებულ იქნა ბ----- კ--–--ის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქმეში განთავსებულ 2012 წლის 3 მარტის ბ----- კ--–--ის ხელწერილზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ იგი ხელს არ შეუშლის თ---------- ც---------ეს მისი ნაკვეთის სარგებლობაში და არ მიაყენებს ზიანს. სასამართლომ ასევე მიუთითა ბ----- კ--–--ის 2012 წლის 1 თებერვლის ახსნა-განმარტებაზე, სადაც იგი აფიქსირებს, რომ 2011 წლის დეკემბერში მან თ---------- ც---------ეს მოუთხარა 3673 კვ. მ-ზე გაშენებული თხილის ნარგავები.

4.9. _ საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 17, 20 და 21 ოქტომბრის, 16 სექტემბრის, 21 დეკემბრის 112-ში შესული შეტყობინებების თანახმად, თ---------- ც---------ე ითხოვდა პოლიციისაგან დახმარებას.

4.10. _ საქმეში წარმოდგენილი ლ------ მ------–---–ის 2016 წლის 28 ოქტომბრის საჩივრით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---------–---–მა მიმართა პროკურატურას თ---------- ც---------ის მიერ რკინის ჭიშკრის ქურდობისა და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით.

4.11. _ თ---------- ც---------ის 2016 წლის 22 ივნისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, თ---------- ც---------ე აღიარებს, რომ მან მოხსნა ჭიშკარი, ვინაიდან არ ეძლეოდა მისი საკუთრებით სარგებლობის უფლება.

4.12. _ 2016 წლის 23 მაისის ლ------ მ------–---–ის გამოკითხვის ოქმით სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 და 2012 წლებში ლ---------–---–მა და მისმა მეუღლემ მოშალეს თ---------- ც---------ის მიერ გაკეთებული გამმიჯნავი ღობე.

4.13. _ სასამართლომ მიუთითა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის - ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ---------------ის ჩვენებაზე რომლითაც ირკვევა, რომ იგი გამოძახებული იყო ღობის დაზიანების ფაქტზე. რა დროსაც ნახა, რომ თ---------- ც---------ე არღვევდა ღობეს. რომელიც თ--–---------ის თქმით მის ნაკვეთში იყო გავლებული. ორივე მხარე-თ---------- ც---------ე და ლ------ მ------–---–ი უთითებდნენ, რომ მიწის ნაკვეთი სადაც ღობე იყო გავლებული იყო მათი საკუთრება. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ დავაზე მიმდინარეობდა გამოძიება. მისი განმარტებით იგი აღნიშნულ დღეს მიეხმარა ლ------ მ------–---–ს ღობის გაკეთებაში.

4.14. _ მოწმის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ--------------ის ჩვენებით, მან გამოკითხა ბ----- კ--–--ე სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ასევე 112-ე განხორციელებული შეტყობინების გამო გასული იყო შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ლ------ მ------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ღობე იყო აღებული, თუმცა მას ღობე არც უნახავს და არც ის იცის, ნამდვილად იყო თუ არა იქ ღობე.

4.15. _ მოწმე გ------- შ----–----ის ჩვენებით, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, დაახლოებით 2014-2015 წელში გასული იყო შემთხვევის ადგილზე ლ------ მ------–---–ისგან შესული განცხადების გამო. მან აუხსნა ლ------ მ------–---–ს, რომ ჯერჯერობით მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი გადაეღობა და თუ მოიგებდა საქმეს, მერე გადაეღობა დანარჩენიც და შეეძლო დაეყენებინა მოთხოვნა ზარალზე.

4.16. _ მოწმე ო----- ჩ-------–---–ის ჩვენებით მისთვის ცნობილია, რომ ლ------ მ------–---–მა თ---------- ც---------ეს მოუშალა ღობე, რომელიც თ---------- ც---------ემ ნაკვეთის გასამიჯნად გაავლო.

4.17. სასამართლომ 2011 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დაადგინა, რომ 3673 კვ.მ მიწის ფართობის (ს/კ 2-----------) მესაკუთრე იყო თ---------- ც---------ე, საფუძველი-2006 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ნაკვეთი თ--–---------ემ 2011 წლის ოქტომბრის თვეში დაირეგისტრირა.

4.18. სადაო ნაკვეთის გასხვისების გამო, ბ----- კ--–--ის ოჯახში დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ბ----- კ--–--ე და თ---------- ც---------ე შეთანხმდნენ, რომ სადაო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ბ----- კ--–--ეს უნდა მიეცა თ---------- ც---------ისათვის სხვა ნაკვეთი ან უნდა გადაეხადა თანხა, რაც ბ----- კ--–--ის მიერ არ იქნა შესრულებული. სადაო ნაკვეთი თ---------- ც---------ის საკუთრებას წარმოადგენდა 2018 წლის 29 ნოემბრამდე.

4.19. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ 2011 წელს თ---------- ც---------ემ მიმართა ბ----- კ--–--ეს გაეთავისუფლებინა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ვინაიდან სურდა თხილის ნარგავების დარგვა. 2011 წლის დეკემბერში თ---------- ც---------ის მიერ თავის ნაკვეთზე გაშენებულ იქნა 340 ძირი თხილის ნარგავები, რომელიც განადგურებულ იქნა ბ----- კ--–--ის მიერ.

4.20. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოხდა ბ----- კ--–--ესა და თ---------- ც---------ეს შორის დადებული მორიგების დამტკიცება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბ----- კ--–--ე თ---------- ც---------ეს გადაუხდიდა 2014 წლის 1 აპრილამდე 3500 ლარს, ხოლო თ---------- ც---------ე დაუბრუნებდა მას მისგან შესყიდულ მიწის ნაკვეთს, ს/კ-ით 2-----------.

4.21. ო----------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გარდაცვლილი ბ----- კ--–--ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ------ მ------–---–ი.

4.22. თ---------- ც---------ის 2016 წლის 22 ივნისის გამოკითხვის ოქმით სასამართლომ დაადგინა, რომ თ--–---------ემ მოხსნა ჭიშკარი, რომელიც მისი ნაკვეთის შესასვლელთან დააყენა მოსარჩელეებმა ვინაიდან არ ეძლეოდა თავისი საკუთრებით სარგებლობის უფლება. ხოლო ლ------ მ------–---–ის 2016 წლის 23 მაისის გამოკითხვის ოქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 და 2012 წელში მან და მისმა მეუღლემ მოშალეს თ---------- ც---------ის მიერ გამიჯნული ღობე.

4.23. სასამართლომ მიუთითა, რომ მას სარწმუნოდაც რომ მიეჩნია საქმეში წარმოდგენილი საშემფასებლო ანგარიში, იგი სასამართლოს მიერ ვერ იქნებოდა გაზიარებული, ვინაიდან შემფასებლის მიერ შეფასება გაკეთებული იქნა მხოლოდ ლ------ მ------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. წარმოდგენილ შეფასებებში საუბარია დაზიანებულ ყანაზე, რომლის ფართობად მითითებულია 4548 კვ.მ. მაშინ, როდესაც ლ------ მ------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ 2601 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

4.24. ასევე დაუსაბუთებელი იყო ღობის დაზიანების ფაქტზე მითითება. მართალია მოპასუხე მხარე აღიარებს მხოლოდ ჭიშკრის მოხსნის ფაქტს, რომელზედაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ ღობის დაზიანებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

4.25. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე დაუსაბუთებელი იყო ლ------ მ------–---–ის და მ--- კ--–--ის სხვა მოთხოვნებიც მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ამ მოთხოვნების მართებულობა. შემფასებელი დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ინფორმაციას შესაძლო ზიანთან დაკავშირებით.

4.26. სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეები ითხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას, მაგრამ მათი მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და არაკანონიერი, ვინაიდან მოსარჩელეები ითხოვენ მიუღებელ შემოსავალს ზიანის სახით იმ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც მათ საკუთრებაში არ იყო არამედ იყო მოპასუხის საკუთრება და, რომელსაც 2006 წლიდან ფლობდნენ და სარგებლობდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

4.27. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412- ე, 115-ე, 170-ე მუხლებზე.

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

5.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე ლ------ მ------–---–ის და მ--- კ--–--ის მიერ.

5.2. აპელანტთა მითითებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ის უძრავი ქონება, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული თ-–----------- უკანონო საკუთრებაში იყო 2018 წლის 29 ნოებრიდან უკვე ოფიციალურად გახდა მათი საკუთრება.

2014 წელს თ-–----------- განცხადების საფუძველზე დაიწყო 2013 წლის სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება, რაც დამთავრდა 2018 წლის 29 ნოემბერს ამ ქონების ლ------ მ------–---–ის სახელზე რეგისტრაციით.

აპელანტები მიუთითებენ მოწმე ო----- ჩ-------–---–ის განმარტებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ლ------ მ------–---–მა ღობე მოშალა 2017 წელს, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ.

სასამართლოს ეჭვი შეაქვს ექსპერტიზის დასკვნაში, არადა ამ დასკვნაში ნათლად წერია თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ლ------ მ------–---–ს. სასამართლოს ასევე ეჭვი შეაქვს იმაშიც, რომ თითქოს თ-–----------ს ღობე არ დაუზიანებია, არადა თავად პოლიციელები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ც---------ემ მოშალა ცენტრალური ღობე, რომელიც გადიოდა იმ ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრეები იყვნენ თავად და მისი ოჯახის წევრები და არა თ---------- ც---------ე. ამ ფაქტს ასევე ადასტურებს თავად თ-–----------ც, იგი იძულებული გახდა ეს ეღიარებინა, რადგან მის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ლ------ მ------–---–ის და მ--- კ--–--ის საკუთრებაში არსებული ჭიშკრის მოპარვის ფაქტზე. ეს ის ჭიშკარია, რომელიც ეკიდა ამ ნაკვეთის შესასვლელთან, და რომელიც დღემდე წარმოადგენს მათ საკუთრებას.

აპელანტების მითითებით ნარგავები, რომლებიც მდებარეობდა ამ ნაკვეთზე დაზიანდა იმიტომ, რომ თ---------- ც---------ემ მოიპარა ის ჭიშკარი და დააზიანა ის ღობე, რომელიც აღმართული იყო აპელანტის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე. ხოლო ზიანის ოდენობა დადგენილია აუდიტის დასკვნით. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

მართალია სადავო მიწის ნაკვეთი თ-–----------- სახელზე იყო რეგისტრირებული, მაგრამ ამ ნაკვეთთან მიმართებაში წლებია მიმდინარეობდა დავა პოლიციასა და სასამართლოში, ხოლო საბოლოოდ დადგინდა, რომ თ---------- ც---------ემ უკანონოდ დაისაკუთრა ეს ქონება, რაც საბოლოოდ დადასტურდა იმით, რომ ეს ნაკვეთი აღირიცხა აპელანტების საკუთრებაში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მართალია ეს ნაკვეთი ფორმალურად თ---------- ც---------ის სახელზე იყო, მაგრამ იგი არასოდეს არ დაუფლებია მას. მთელი ამ ხნის მანძილზე ამ ნაკვეთს ფლობდა ლ------ მ------–---–ის ოჯახი.

ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დავა, თ---------- ც---------ეს არანაირი უფლება არ ჰქონდა განეხორციელებინა რაიმე მოქმედება თუნდაც ფორმალურად მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მანამ, სანამ საბოლოოდ არ დამთავრდებოდა დავა მხარეებს შორის, მაგრამ თ-–---------- თვითნებურად მოქმედებდა, ადიოდა აპელანტებთან ოჯახში და სისტემატიურად უზიანებდა მათ ღობე იქნებოდა ეს, ჭიშკარი თუ ნარგავები. შედეგად ფორმალურად მის სახელზე რეგისტრირებულ ნაკვეთში და აპელანტების სახელზე რიცხულ ნაკვეთშიც მოშლილი ღობიდან სისტემატიურად შედიოდა საქონელი და ამით ფუჭდებოდა მოსავალი. იყო შემთხვევები, როდესაც მოსულა და პირადად გაუნადგურებია ნარგავები.

2013 წლის 19 სექტემბრიდან მოპასუხეს საერთოდ არ ჰქონდა სადავო ტერიტორიაზე გასვლისა და რაიმე ქმედებების ჩატარების უფლება, რადგან მათ შორის შედგა მორიგება, რომლის თანახმადაც ლ------ მ------–---–ი გადაუხდიდა მას 3500 ლარს, ხოლო თ---------- ც---------ე დაუბრუნებდა ფაქტიურად უკანონოდ მიტაცემულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც მათ შორის მიმდინარეობდა დავა. აღნიშნული განჩინება იძულებითი წესით აღსრულდა 2018 წლის 29 ნოემბერს.

ამ გარემოებებზე მითითებით აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვეს.

6. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ლ------ მ------–---–ის და მ--- კ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

6.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების( 4-4.25. პუნქტებით) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

6.1. _ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3673 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------) 2011 წლიდან 2018 წლის 29 ნოემბრამდე ირიცხებოდა თ---------- ც---------ის საკუთრებაში. თ---------- ც---------ემ აღნიშნული უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა ბ----- კ--–--ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

6.2. დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით თ---------- ც---------ესა და ბ----- კ--–--ეს შორის მიმდინარე დავა, აღძრული თ---------- ც---------ის სარჩელით, რომლითაც იგი ითხოვდა ბ----- კ--–--ისაგან უკანონო მფლობელობიდან თავისი მიწის ნაკვეთის გამოთხოვას, სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას მიუღებელი შემოსავლისა და ზიანის ანაზღაურებას-დამთავრდა მხარეთა მორიგებით.

6.3. მორიგების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ბ----- კ--–--ე თ---------- ც---------ეს გადაუხდის 3500 ლარს 6 თვის განმავლობაში ე.ი. 2014 წლის 1 აპრილისათვის გადახდილი იქნება აღნიშნული თანხა. თანხის სრულად გადახდის შემდგომ თ---------- ც---------ე დაუბრუნებს ბ----- კ--–--ეს მიწის ნაკვეთს.

6.4. დადგენილია, რომ ნებაყოფლობით აღნიშნული განჩინება არ აღსრულებულა, მორიგების იძულებით აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროს მიმართა თ---------- ც---------ემ რომლის შეჩერებაც ბ----- კ--–--ემ მოითხოვა-მისი ოჯახის წევრების მიერ აღძრული დავის გამო (ს.ფ. 61,62)

6.5. დადგენილია, რომ ბ----- კ--–--ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლედ დავაში მხარედ ჩაება მეუღლე ლ------ მ------–---–ი.

6.6. დადგენილია, რომ ლ------ მ------–---–ი ითხოვს ზარალს, რომელიც მას მიადგა 2016-2017 წლებში თ---------- ც---------ის მოქმედებით (ღობის აღებისა და ჭიშკრის მოხსნის გამო) იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.

6.7. დადგენილია, რომ თ---------- ც---------ემ მოხსნა ლ------ მ------–---–ის მიერ გავლებული ღობე, რომელიც თ---------- ც---------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ერთ ნაკვეთად აერთიანებდა ლ------ მ----–---–-ს ნაკვეთთან.

6.8. დადგენილია, რომ ასევე არაერთგზის მოსარჩელეებმა მოშალეს ღობე, რომლითაც თ---------- ც---------ემ გაავლო თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის.

6.9. ასევე დადგენილია,რომ 2011 წელს ლ------ მ------–---–მა მოთხრა 340 ძირი თხილის ნერგი, რომელიც თ---------- ც---------ემ იმხანად თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დარგო.

6.10. დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი 2018 წ. 29 ნოემბრამდე თ---------- ც---------ის სახელზე იყო რეგისტრირებული. (ამ დროს აღსრულდა იძულებით მხარეთა შორის 2013 წლის დადებული მორიგება). ასევე დადგენილია, რომ ამის შემდგომ 2018 წ. ბოლოსათვის ლ------ მ------–---–მა დეპოზიტზე განათავსა 3500 ლარი. თ---------- ც---------ის სასარგებლოდ-ასევე მორიგების განჩინების აღსრულების მიზნით.

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეეები ითხოვენ დაეკისროს მოპასუხე თ---------- ც---------ეს მოსარჩელის ოჯახზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება კერძოდ: მიწის ნაკვეთის სამხრეთ დაზიანებული ღობისთვის გამოწვეული ზარალი - 1652 ლარის ოდენობით, ყანის მოყვანისათვის გაწეული ხარჯები - 562 ლარი, განადგურებული ყანიდან აუღებელი შემოსავლის ღირებულება - 817.80 ლარი, აუღებელი ჩალისა და თივის ღირებულება - 269 ლარი, დაზიანებული თხილის ნერგებისათვის ზარალი - 2443 ლარი, შეშის მიტაცებით გამოწვეული ზარალი - 330 ლარი, 2016 წელს თხილის ბაღიდან შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 1386.90 ლარი და 2017 წელს თხილის ბაღიდან მიუღებელი შემოსავლის ღირებულება - 1248.90 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 9000 ლარს.

7.2. დადგენილია, რომ ო----------ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოხდა ბ----- კ--–--ესა და თ---------- ც---------ეს შორის დადებული მორიგების დამტკიცება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბ----- კ--–--ე თ---------- ც---------ეს 2014 წლის 1 აპრილამდე გადაუხდიდა 3500 ლარს, ხოლო თ---------- ც---------ე დაუბრუნებდა ბ----- კ--–--ეს მიწის ნაკვეთს ს/კ-ით 2-----------. დადგენილია, რომ თანხის გადაცემის შესახებ ვალდებულება ნებაყოფლობით არ იქნა შესრულებული. აღნიშნული განჩინება იძულებითი წესით აღსრულდა მხოლოდ 2018 წლის 29 ნოემბერს.

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

7.4. მხარეთა შორის 2013 წელს დადებული მორიგების აქტში, რომელიც განჩინებით იქნა დადასტურებული სრულიად ერთმნიშვნელოვნად მითითებულია, რომ 3500 ლარი 6 თვის განმავლობაში იქნება გადახდილი ბ----- კ--–--ის მიერ 2014 წლის 1 აპრილისათვის და აღნიშნული თანხის სრულად გადახდის შემდეგ თ---------- ც---------ე დაუბრუნებს ბ----- კ--–--ეს ნაყიდ სადაო მიწის ნაკვეთს“.

7.5. ამდენად, თ---------- ც---------ეს ცხადია საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე - თანხის გადახდამდე ჰქონდა უფლება არ შეესრულებინა განჩინებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, მორიგების განჩინებით აღებული საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება ცხადია იმთავითვე არ წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რადგან სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

7.6. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ თ--–---------ის მიერ 2016-2017 წ. მიყენებული ზიანისათვის იმ გარემოებებზე მითითებით, რომ თ---------- ც---------ე სადავო მიწის ნაკვეთს არასოდეს დაუფლებია, ისინი ამუშავებდნენ თ---------- ც---------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, დარგეს თხილის ნარგავები. 2017 წელს მოპასუხემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოხსნა ნაკვეთში შესავლელი ჭიშკარი, რამაც განაპირობა სადავო ტერიტორიაზე პირუტყვის შესვლა და მათ მიერ მოყვანილი თხილისა და სიმინდის მოსავლის განადგურება.

7.7. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3673 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------) 2011 წლიდან 2018 წლის 29 ნოემბრამდე ირიცხებოდა თ---------- ც---------ის საკუთრებაში. უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი იყო მის მესაკუთრესთან ბ----- კ--–--ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

7.9. სამოქალაქო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა, რომელთაც ეს ნივთი იძლევა.

7.10. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი.

7.11. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში უძრავი ნივთის მესაკუთრეს და ამავდროულად მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა სწორედ თ---------- ც---------ე, რომელსაც სრული უფლება ჰქონდა განეხორციელებინა მისი საკუთრების უფლების დაცვა და აეკრძალა მოსარჩლეებისათვის თავისი უძრავი ნივთით სარგებლობა. პალატა მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე მიმდინარე დავა არ ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს არა აქვს თავისი საკუთრების უფლების დაცვის და ასევე ამ უძრავი ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა.

7.12. მოცემულ შემთხვევაში კი ხდებოდა პირიქით, მოსარჩელეები მესაკუთრეს უზღუდავდნენ უფლებას და მისი ნების საწინააღმდეგოდ ამუშავებდნენ თ--–---------ის მიწას და მოჰყავდათ მოსავალი, რითაც პირიქით ხელს უშლიდნენ მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. ამასთან, ცხადია, რომ მოსარჩელეები სარჩელით ითხოვენ იმ ნაყოფს, რომელიც მათ მოიწიეს თ---------- ც---------ის საკუთრებაში, ,,მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე“.

7.13. პალატა ვერ გაიზიარებს ლ------ მ------–---–ისა და მისი წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რაკიღა 2013 წ. დამტკიცდა მორიგება, რომელზედაც აღსრულება 2018 წელსაც მიმდინარეობდა, ამიტომ თ--–---------ეს არ ქონდა მესაკუთრის უფლებები მის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. თ---------- ც---------ე სწორედაც რომ 2018 წლის ნოემბრამდე იყო რეგისტრირებული მესაკუთრე სადაო მიწის ნაკვეთისა (ვიდრე განჩინების იძულებით აღსრულებამდე) ასეც რომ არ იყოს ცხადზე ცხადია, რომ იგი ყველა შემთხვევაში რეგისტრაციის დროისათვის იყო მართზლზომიერი მფლობელი მიწის ნაკვეთისა. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის კი სრულიად ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მასზე, რომ ,,მართლზმომიერი მფლობელობის განმავლობაში, მართლზომიერი მფლობელის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი“. ამ სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე უდავოა, რომ თ---------- ც---------ის მართლზმომიერ მფლობელობაში, არსებულ მიწის ნაკვეთიდან მიღებული ნებისმიერი მოსავალი-თ---------- ც---------ისა იყო და არა მოსარჩელეებისა.

7.14. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეების და თ---------- ც---------ის მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავედ იყო განლაგებული. თ---------- ც---------ის მიერ მიწის ნაკვეთები გამიჯნული იქნა ღობით, რაც მოშალეს მოსარჩელეებმა.

7.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

7.16. ამავე კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

7.17. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018);

7.18. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-1047-2017 და საქმეზე №ას-189-189-2018);

7.19. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

7.20. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რაც მოსარჩელეთა მიერ ვერც სამართლებრივად და ვერც ფაქტობრივად ვერ დადასტურდა.

7.21. პალატა მაინც მიაქცევს ყურადღებას მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ ზიანის გაანგარიშებას, რომელიც შედგენილი იქნა მათი დაკვეთით. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, ზიანი გაანგარიშებულია არა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც რეგისტრირებული იყო თ---------- ც---------ის საკუთრებაში, არამედ მთლიანი მიწის ნაკვეთიდან, რის გამოც აღნიშნული დასკვნა არ და ვერ იქნება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემთხვევაშიც კი სათანადო მტკიცებულება ზიანის ოდენობის გაანგარიშების თვალსაზრისით.

7.22. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ლ------ მ------–---–ის და მ--- კ--–--ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემული შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც აპელანტებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის გადახდა;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ------ მ------–---–ის და მ--- კ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით აპელანტებს მ--- კ--–--ეს და ლ------ მ------–---–ს სოლიდარულად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე