განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №33021--17001854157
საქმე №2ბ/2222-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
საჩივრის ავტორი - ა--------------–----------–------------------------------------ო
წარმომადგენელი - მ-------ა ჩ------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ----------–---–ი
წარმომადგენლები - ბ-----------–---–------------–------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება ლ----------–---–ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის, ა--------------–----------–------------------------------------ოსათვის ლ----------–---–ის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაციის 6000 ლარის დაკისრებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ა--------------–----------–------------------------------------ოსათვის სახელმწიფო ბაჟის - 180 ლარის დაკისრების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები) და გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
ლ----------–---–ი აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ქ. თბილისის #--- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე.
ა--------------–----------–------------------------------------ოს ლ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 1--0 ლარის გადახდა 2017 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ა--------------–----------–------------------------------------ოს ლ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.
ა--------------–----------–------------------------------------ოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 980 ლარის გადახდა.
ლ----------–---–ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38--ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი, მაგრამ არ გამოცხადდა მისი მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:
- აპელანტი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;
- არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით;
- სააპელაციო საჩივარში მითითებული და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ა--------------–----------–------------------------------------ოს მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და ლ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
დადგინდა, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რადგან სააპელაციო სასამართლოში ლ----------–---–ის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2019 წლის 29 მაისს არასაპატიოდ არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - ა--------------–----------–------------------------------------ოს წარმომადგენელი, რომელსაც ეცნობა საქმის განხილვის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოსთვის უცნობი იყო, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებას.
სააპელაციო საჩივარში მითითებული და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ა--------------–----------–------------------------------------ოს მიმართ დადგა კანონით გათვალისწინებული შედეგი - პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
3. საჩივრის საფუძვლები
3.1. საჩივრის ავტორის - ა--------------–----------–------------------------------------ოს წარმომადგენლის - მ-------ა ჩ------–---ის განმარტებით, 2019 წლის 29 მაისს სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. ა--------------–----------–------------------------------------ო ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის მიერ დაფუძნებული 180 საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის პოლიტიკას. აღნიშნულ სისტემაში მ-------ა ჩ------–---ი წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვისა და საქისწარმოების განყოფილების უფროსს. მის უშუალო დაქვემდებარებაშია საქმისწარმოების მიმართულებით: კანცელარია, აღსაზრდელთა რეგისტრაცია, იურიდიული საკითხები, ასევე, ადამიანური რესურსები, პროგრამული უზრუნველყოფა, სამეურნეო და ტექნიკური პერსონალი. გადატვირთული გრაფიკიდან და სტრესიდან გამომდინარე (2019 წლის 25 აპრილს მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გადარჩა თვითონ და 5 წლის ბავშვი) მას ისედაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც 2019 წლის 25 მაისიდან საგრძნობლად გაუუარესდა. 2019 წლის 28 მაისს მან მიმართა ა--------------–----------–------------------------------------ოს დირექტორს განცხადებით, რომ ნება დაერთო ესარგებლა 2018 წლის გამოუყენებელი კუთვნილი შვებულებიდან ორი სამუშაო დღით - 2019 წლის 30 და 31 მაისს. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მას არ უთხოვია 2019 წლის 29 მაისს შრომითი ურთიერთობის შეჩერება, ვინაიდან იცოდა, რომ ჩანიშნული იყო სხდომა ლ----------–---–ის საქმეზე, რომელზეც უნდა გამოცხადებულიყო. სასამართლო სხდომაზე გამოცხადება მან ვერ შეძლო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტებში მითითებული მიზეზების გამო. მისივე განმარტებით, 2019 წლის 04 ივნისის ჩათვლით მას უტარდებოდა მედიკამენტოზური მკურნალობა და საკმაოდ მტკივნეული პროცედურები. მკურნალობა გრძელდება დღემდე, რასაც ადასტურებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, დანიშნულება და ქვითრები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ა--------------–----------–------------------------------------ოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომელი გ----------------ე გამოცხადდა სხდომაზე, თუმცა სასამართლომ სხდომაზე გამოცხადება მიიჩნია გამოუცხადებლობად. სააგენტოს არ ჰქონდა შესაძლებლობა წარმომადგენლობითი საკითხის სხვაგვარად გადსაწყვეტად, ვინაიდან სააგენტოს ჰყავს ერთი თანამშრომელი, რომელიც ამასთანავე ადვოკატთა ასოციაციის წევრია, ხოლო მეორე წარმომადგენელი (გ----------------ე) ისედაც არ იქნა სასამართლოს მიერ სხდომაზე დაშვებული მინდობილობის „ხარვეზის“ გამო. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, ვერ შეძლებდა წინასწარ განესაზღვრა, თუ რა პრობლემების წინაშე დადგებოდა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადების რა შემაფერხებელი გარემოებები იჩენდა თავს.
3.2. საჩივრის ავტორის - ა--------------–----------–------------------------------------ოს წარმომადგენლმა - მ-------ა ჩ------–---მა 2019 წლის 26 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე (საჩივრის განხილვაზე) განმარტა, რომ 2019 წლის 25 აპრილს დაახლოებით 17:30 საათზე გამოვიდა სამსახურიდან, ვინაიდან საჩივარი უნდა შეეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მ-–------ს პარალელურ ქუჩაზე, როდესაც ავტომობილი გამოიყვანა, იქვე მდებარე N8--ე საბავშვო ბაღიდან ბავშვი გამოექცა დედას, რომელიც საბურავებში ჩაუვარდა ავტომობილს. შემთხვევის ადგილზე მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების ბრიგადა და ასევე საპატრულო პოლიცია. ბავშვი გადაყვანილი იქნა ი-–---–ის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სადაც დაჰყო რამოდენიმე დღე, ასევე, ის იმყოფებოდა ჟ----ას სახელობის საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში ერთი დღე. საბედნიეროდ, ბავშვს მხოლოდ დალურჯება ჰქონდა ფეხზე და სერიოზული არაფერი არ დაუდგინდა. მ-------ა ჩ------–---ის განმარტებით, მას ორჯერ მოუწია დაკითხვაზე მისვლა, მომდევნო კვირის ოთხშაბათს და ხუთშაბათს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეწყდა გამოძიება, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მისი მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, მისი ბრალეულობაც არ დადგინდა. მ-------ა ჩ------–---ის განმარტებით, ამის შემდგომ დაეწყო მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველივე შაბათ-კვირას შეხვდა ენტერო ვირუსი, ჰქონდა ტემპერატურა და ორი დღე პრაქტიკულად ფეხზე ვერ დგებოდა. ამის შემდგომ, ბოლო პერიოდში დაეწყო მარცხენა ხელის გაჩერება, დაბუჟება და ასევე აღენიშნებოდა გულის აჩქარებები. ახლობელი ექიმის რჩევით ის იკეთებდა ნემსს, რომელიც პულსის მოქმედებას არეგულირებს. მ-------ა ჩ------–---ი აღნიშნავს, რომ ამის შემდგომ სამსახურში დაეწყო ფორსმაჟორული სიტუაცია, 2019 წლის 16 მაისს ჰქონდა ჩანიშნული სხდომა მოცემულ საქმეზე და ამას დაემთხვა პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთ-ერთი საქმის განხილვა, რის გამოც მან მომართა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით. ამასთანავე, სააგენტოში იყო ძალიან რთული პერიოდი. ის წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსს, მის დაქვემდებარებაში შედის კადრები, კანცელარია, ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხები - აღსაზრდელთა რეგისტრაცია, ჩარიცხვები და ა.შ. ასევე, მის დაქვემდებარებაშია სააგენტოს 20 თანამშრომელი. ასევე, რთული პერიოდი იყო კვებასთან დაკავშირებით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მომწოდებელმა ვერ უზრუნველყო საკვები პროდუქტების მიწოდება ბაგა-ბაღებში და ამიტომ საჭირო გახდა მომწოდებელთან ხელშეკრულების შეწყვეტა და შემდგომ უკვე ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. საქმეში წარმოდგენილია ბრძანებები, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო ბევრ თანამშრომელთან და შესაბამისად ზემოთმითითებულ განყოფილებას მოუწია უფრო მეტი დატვირთვით მუშაობა. ეს რთული პერიოდი გაგრძელდა დაახლოებით 2019 წლის 26 მაისის ჩათვლით. მკურნალობის ჩატარების მიზნით, მან მიმართა ა--------------–----------–------------------------------------ოს დირექტორს ორი დღე შვებულებაში გასვლის მოთხოვნით, თუმცა მას გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ჰქონდა გულთან დაკავშირებული და გინეკოლოგიური პრობლემები. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია სხვადასხვა დასკვნები, მიმართვები და გადახდის ქვითრები. სამედიცინო დაწესებულებაში მას ჩაუტარდა გადასხმა, რომელიც დაახლოებით ერთი საათი და ათი წუთი გაგრძელდა.
მ-------ა ჩ------–---ის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2019 წლის 29 მაისს დილით დაახლოებით 10:30 სთ-ზე დაურეკა თავის მეგობარს, მიაკითხა და წავიდა სახლთან ახლოს მდებარე კლინიკაში. იმდენად, შეშინებული იყო, რომ არ უფიქრია დაერეკა სასამართლოში და გაეფრთხილებინა გამოუცხადებლობის შესახებ, მას არ ჰქონდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობა და ინტერესი. როდესაც მას სასამართლოდან თანაშემწე ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა და ჰკითხა იმყოფებოდა თუ არა სასამართლოს შენობაში, მან უპასუხა, რომ არ იყო შენობაში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და გამოუშვებდა სხვა წარმომადგენელს. მ-------ა ჩ------–---მა ასევე განმარტა, რომ მოიქცა წინდაუხედავად, ვინაიდან იმ დღეს სასამართლოში მოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მაგრამ იმის შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდა, რომ ვინმესთვის დაერეკა და მომხდარიყო სასამართლოს გაფრთხილება (26.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:47:37 სთ).
მ-------ა ჩ------–---ი განმარტავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა აისახოს მისი მარწმუნებლის ინტრესებზე. სტრესიდან გამომდინარე, მან ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება საკუთარ თავს, რამაც გამოიწვია პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილი სააგენტოსთვის მისაღები გადაწყვეტილების გაუქმება და საბოლოოდ საქმის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით დამთავრება. აღსანიშნავია, რომ რეალურად პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მიეცა სააგენტოს. როდესაც თანაშემწემ დაურეკა მ-------ა ჩ------–---ს, 10 წუთის შემდეგ მოვიდა სხვა წარმომადგენელი გ----------------ე, რომელიც მინდობილობის პრობლემის გამო არ იქნა სხდომაზე დაშვებული. მართალია, გ----------------ე არ არის ადვოკატი და შეიძლება ამ კუთხით ვერ მომხდარიყო მისი სხდომაზე დაშვება, თუმცა მას სურდა, რომ დაეფიქსირებინა სააგენტოს ინტერესი მოცემული დავის მიმართ. რაც შეეხება სამართლებრივ დასაბუთებას, წარმოდგენილია სხვადასხვა დოკუმენტაცია, შვებულების განცხადებები, სამედიცინო ცნობა ფორმა N1-- და გადახდის ქვითრები. თუ სამედიცინო ცნობას მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ გახდის, მაშინ უნდა წარმოადგინოს სხვა დასკვნა. მ-------ა ჩ------–---ი ასევე განმარტავს, რომ მის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო ცნობას აქვს ბეჭედი, ხელმოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოუცხადებლობა იყო საპატიო. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მისი თხოვნაა ა--------------–----------–------------------------------------ოს არ შეეზღუდოს უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა დავის განხილვაში და დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
4.2. დადგენილია, რომ 2019 წლის 29 მაისს სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის - ა--------------–----------–------------------------------------ოს წარმომადგენლმა არ აცნობა პალატას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, თუმცა მას ჰქონდა შესაძლებლობა თავის დროზე (სასამართლო სხდომის დაწყებამდე) ეცნობებინა ამის შესახებ პალატისათვის, რაც არ განუხორციელებია.
საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო, როგორც 2019 წლის 29 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
პალატა აღნიშნავს, რომ მ-------ა ჩ------–---ის მიერ წარმოდგენილი იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N1--, რომელიც ადასტურებს, რომ მას 2019 წლის 29 მაისს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რაც მეორე მხარესაც სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მხარემ სადავოდ მიიჩნია, ის გარემოება, რომ მ-------ა ჩ------–---ს ჰქონდა შესაძლებლობა წინასწარ ეცნობებინა პალატისათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, ან ა--------------–----------–------------------------------------ოს უნდა უზრუნველყო სხვა წარმომადგენლის გამოცხადება მის ნაცვლად.
პალატა იზიარებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულ გარემოებებს და ასკვნის, რომ მ-------ა ჩ------–---ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო 2019 წლის 29 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, თუმცა იზიარებს მეორე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ.
სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება თავად საჩივრის ავტორს.
განსახილველ შემთხვევაში, მ-------ა ჩ------–---მა ვერ დაადასტურა, რომ მას არ შეეძლო თავის დროზე, წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. მ-------ა ჩ------–---ის მიერ გაკეთებული განმარტებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად არ დასტურდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას არ შეეძლო სასამართლოსთან თუნდაც ტელეფონის მშევეობით კომუნიკაცია. საქმის მასალებით და თავისივე განმარტებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 29 მაისს ის მის მეგობართან ერთად მივიდა საავადმყოფოში, ის არ ყოფილა საავადმყოფოში გადაყვანილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. მისი განმარტებით, მან ჯერ მიაკითხა თავის მეგობარს 10:30 საათზე, რის შემდეგაც ერთად მივიდნენ მის სახლთან ახლოს მდებარე კლინიკაში. ის ფაქტი, რომ მან თავის მეგობარს მიაკითხა და ერთად მივიდნენ კლინიკაში, გამორიცხავს იმას, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა პალატისთვის 12:00 საათზე დანიშნული სხდომის დაწყებამდე ეცნობებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მ-------ა ჩ------–---მა თავისივე განმარტებაში მიუთითა, რომ მოიქცა წინდაუხედავად და ჰქონდა შესაძლებლობა ეცნობებინა პალატისათვის მისი მდგომარეობის შესახებ. ყოველივე ზემოთაღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ მ-------ა ჩ------–---ს ჰქონდა შესაძლებლობა ეცნობებინა სასამართლოსათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც მან არ განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ვალდებულებას წარმოადგენდა.
იმ ფაქტს, რომ მ-------ა ჩ------–---ს ჰქონდა შესაძლებლობა, პალატისათვის დროულად, სხდომის დაწყებამდე ეცნობებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ადასტურებს შემდეგი გარემოებაც: მ-------ა ჩ------–---მა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მოსამართლის თანაშემწემ მას დაურეკა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაერკვია იმყოფებოდა თუ არა სასამართლოს შენობაში, რაზეც მან უპასუხა, რომ ის არ იმყოფებოდა შენობაში და გამოუშვებდა სხვა წარმომადგენელს, რის შემდეგაც დაწყებული იქნა საქმის განხილვა. აღნიშნული გარემოება, გამორიცხავს მ-------ა ჩ------–---ის საჩივარში მითითებულ იმ გარემოებებს, სადაც უთითებს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ჰქონდა თუნდაც ტელეფონით დარეკვის და სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შეტყობინების შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მ-------ა ჩ------–---ი მოცემულ საქმეში წარმოადგენდა არა საკუთარ თავს, არამედ ა--------------–----------–------------------------------------ოს, რის გამოც იმ შემთხვევაში თუ თვითონ ვერ მოახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, მას უნდა უზრუნველყო სააგენტოს სხვა წარმომადგენლის გამოცხადება სხდომაზე დანიშნულ დროს. აღნიშნულის შესაძლებლობა კი მ-------ა ჩ------–---ს გააჩნდა, როგორც უკვე აღინიშნა, თუმცა მან აღნიშნულიც არ განახორციელა.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როდესაც მ-------ა ჩ------–---მა მიმართა სასამართლოს 2019 წლის 16 მაისს დანიშნული სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ მას მითითებულ დღეს ჰქონდა სხვა სასამართლო სხდომა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქნა პალატის მიერ. აღნიშნული კი დასტურია იმისა, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო უზრუნველყოფს მხარეთა მოწვევასა და დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რათა მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში და პრიორიტეტს წარმოადგენს საქმის არსებითად განხილვა, სადაც დაცული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინცი, რომლის თანახმადაც, მხარეები ისარგებლებენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა გარემოება იმის თაობაზე, რომ მას არ შეეძლო სასამართლოსთვის ეცნობებინა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ. მ-------ა ჩ------–---ის მიერ გაკეთებული განმარტებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ის ვერ შეძლებდა სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი.
რაც შეეხება მ-------ა ჩ------–---ის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ ა--------------–----------–------------------------------------ოს გააჩნია ინტერესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არ ათავისუფლებს მას, როგორც ა--------------–----------–------------------------------------ოს წარმომადგენელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ინტერესის არსებობა არ გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას და მხარე ვალდებულია შეასრულოს მისთვის დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებები.
შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ვინაიდან მ-------ა ჩ------–---ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობა სასამართლოს, რისი შესაძლებლობაც და ვალდებულებაც მას გააჩნდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ა--------------–----------–------------------------------------ო წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელსაც მიუხედავად ერთი კონკრეტული დასაქმებული სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, გააჩნია შესაძლებლობა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭოს სხვა თანამშრომელს, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე ნებისიერ პირს (ადვოკატს) და ამგვარად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაში, უკიდურეს შემთხვევაში კი, სასამართლო სხდომაზე შეიძლება გამოცხადდეს პირადად აღნიშნული სააგენტოს დირექტორიც.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომელიც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ ადასტურებს 2019 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირების შეუძლებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი წინაპირობაა. პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი კი ადგენს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 29 მაისის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის - ა--------------–----------–------------------------------------ოს წარმომადგენლმა არ აცნობა პალატას, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის შესაძლებლობა და ვალდებულება გააჩნდა, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
4.4. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის - ა--------------–----------–------------------------------------ოს მიერ წარმოდგენილ საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას, საჩივრის ავტორს აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--------------–----------–------------------------------------ოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. ა--------------–----------–------------------------------------ოს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს, მის მიერ, 2019 წლის 13 ივნისს საკრედიტო საგადახდო დავალებით #0----, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით.
4. ეს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისიწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: რევაზ ნადარაია