განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002410974
№1/ბ-356-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მ----ნა მაკარიძე
პროკურორის - დ----- პ-----ს
ადვოკატის- რ----- მ-----ს
გამართლებულის - დ----- კ------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- თ------ის ძე კ------ს მიმართ, დაბადებული: 2--------0 წელი, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მისამართი: ზუგდიდის რაიონი, ს------–--–--–-----–-------------------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- კ------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა ე.ი. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- კ------ 2013 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ----- ძ------სთან, რომლებიც ერთად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, 2016 წლიდან ეჭვიანობის ნიადაგზე მათ შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია და ჩამოყალიბდა არაჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება.
2017 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დ----- კ------მ ეჭვიანობის ნიადაგზე ქ.ზუგდიდში, ს----------------------------ში მდებარე ნ----- ძ------ს საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ ცემა იგი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 1630 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ----- კ------ მივიდა ქალაქ ზუგდიდში, ს----------------------------ში მდებარე ნ----- ძ------ს საცხოვრებელ ბინაში და მოსთხოვა მას დალაპარაკებოდა, რაზედაც ნ----- ძ------ არ დათანხმდა და უთხრა დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნულზე გაბრაზებულმა დ----- კ------მ, ნ----- ძ------ს მიმართ გამოხატა აგრესია. არასრულწლოვანი ნ----- ძ------ს შვილის ი-----–- გრომოვის თანდასწრებით მიაყენა მას ფიზიკური ძალადობა, ხელი დაარტყა თავის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა უცენზურო სიტყვებით. ამ უკანასკნელის ქმედებით დაზარალებულმა ნ----- ძ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, დ----- კ------ ნ----- ძ------ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც თავის დაღწევის მიზნით დატოვა იქაურობა, ჩავიდა პირველ სართულზე მდებარე მეზობლის - მ--- გ------------ს ბინაში და დაიცვა თავი დ----- კ------ს მხრიდან მოსალოდნელი ხელყოფისგან. ნ----- ძ------ს მიერ საცხოვრებელი ბინის დატოვების შემდეგ დ----- კ------მ დააზიანა და გაანადგურა ბინაში არსებული მათ საერთო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით დ----- კ------ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- პ-----ს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ----- კ------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო დაუსაბუთებელი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ----- პ-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ დ----- კ------ს და მის ინტერესების დამცველ ადვოკატს - რ----- მ-----ს, რომელმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ----- ძ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დ----- კ------სთან ოთხი წელი ცხოვრობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ბოლო ორი წელი არ იყვნენ ერთად, მაგრამ აქვთ ნორმალური ურთიერთობა. 2018 წლის 17 მარტს ის და მ---- მ----ა იმყოფებოდნენ სახლში, ბავშვი სამზარეულოში საჭმელს ჭამდა, მოვიდა დ----- კ------, იყო ნასვამი, რომელიც წამოაწვინა, შემდეგ იგი ადგა და უთხრა, რომ სალაპარაკო ჰქონდა, მასთან არ უნდოდა ლაპარაკი, დაღლილი იყო და ჩავიდა მეზობელთან - მ--- გ------------სთან, დაახლოებით ერთ საათში ბინაში ავიდა და ნახა, რომ დ----- კ------ს დამტვრეული ჰქონდა მისი ნაყიდი ნივთები, დ----- კ------ს მხრიდან მუქარის ფაქტი არ ყოფილა, არც ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, არც ბავშვი და მეგობარი დასწრებია, რომ ჩამოდიოდა მხოლოდ მაშინ შეიგინა, რადგან მან გამოიწვია ეს შელაპარაკება, არც ადრე ჰქონია დ-----ის მხრიდან მუქარას, ცემას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი, ის თუ სადმე მიდიოდა, ბავშვს მას უტოვებდა და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. ისე დარეკა მეგობარმა პოლიციაში, შედეგზე არც უფიქრიათ.
მოწმის სახით დაკითხული მ--- გ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს იმყოფებოდა სახლში, პირადი საქმით იყო დაკავებული, შევიდა მეზობელი ნ----- ძ------ და უთხრა, რომ ნაცნობი იყო მოსული, მისი ნახვა არ უნდოდა და 10 წუთი დარჩებოდა მასთან, შემდეგ მისი მეგობარიც ჩამოვიდა, დარჩნენ დაახლოებით 25 წუთი და წავიდნენ, შემდეგ გაიგო, რომ პოლიცია იყო გამოძახებული, მაგრამ მიზეზი არ უკითხავს, ორჯერ ჰყავს ნანახი დ----- კ------ ნ-----სთან, მისი მხრიდან ძალადობის შესახებ არ გაუგ--, მან უთხრა გამომძიებელს, რომ არ იცოდა ქართული ენა, ხოლო წერა შეეძლო, დაიკითხა მეგრულად, ჩვენების შინაარსს არ გაცნობია და არ იცის რა წერია გამოკითხვის ოქმში.
მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ა-–---------ე გ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ს------ის ქუჩა არის მისი სამოქმედო ტერიტორია, დაურეკეს და მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ჭურჭლის კარადის შუშა იყო ჩამსხვრეული, დამსხვრეული ჭურჭელი იატაკზე ეყარა, აბაზანაში წყლის გამაცხელებელს მილი ჰქონდა მოგლეჯილი და იქვე ეგდო. დაზარალებულის განმარტებით დაახლოებით ოთხი წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაშია დ----- კ------სთან და ეს პირი შევიდა საძინებელში, უნდოდა დალაპარაკება, იყო მთვრალი და დაარტყა ხელი, ეჭვიანობის ნიადაგზე ადრეც მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ცხოვრობდნენ ერთად და პოლიციაში არ განუცხადებია.
მოწმის სახით დაკითხული შ--–-ა ჭ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, სადაც მოქალაქე ითხოვდა დახმარებას. ა-–---------ე გ-----სთან და ნიკოლოზ ნ-----სთან ერთად გავიდა მისამართზე, ს------ის ქუჩაზე - სოფლტექნიკის ბინებში. კორპუსის წინ ეგდო მაგიდა, მეორე სართულზე ნ----- ძ------ს საცხოვრებელ ბინაში ყველაფერი იყო თავდაყირა, კარადიდან ნივთები იყო გადმოყრილი, თეფშები და ჭიქები დამსხვრეული, ნ----- ძ------მ განმარტა, რომ ეს ჩაიდინა პოლიციის თანამშრომელმა დ----- კ------მ, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მას სიმთვრალეში ჰქონდა ცუდი ხასიათი და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მისი 10 წლის შვილი ესწრებოდა და ჩაიყვანა მეზობელთან.
მოწმის ი-----–- ჯ----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს ქ. ზუგდიდში, ს------ის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, როგორც ექსპერტ-კრიმინალისტმა, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ოჯახის ქალბატონმა უთხრა, რომ საძინებელ ოთახში კარადის კარები იყო დაზიანებული და ეყარა ჭურჭლის ნამსხვრევები, წყლის გამაცხელებელზე მოგლეჯილი იყო მილი, კორპუსის ეზოში გადაგდებული იყო ხის მაგიდა, ამოიღო დამტვრეული ჭურჭელი, დაასურათა შემთხვევის ადგილი და დააფიქსირა ადგილზე არსებული სიტუაცია, დაზარალებულის განმარტებით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა დ----- კ------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმე ნ--- ნ----- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდა ს------ის ქუჩაზე ნ----- ძ------ს საცხოვრებელ ბინაში, ეზოში ეყარა საოჯახო ნივთები, მეორე სართულზე დახვდა ნ----- ძ------, რომელმაც უთხრა, რომ დ----- კ------სთან ორი წელი იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ის ემუქრებოდა, ფიზიკურად ძალადობდა მასზე, ოთახში ჭურჭლის კარადის მინა იყო ჩამსხვრეული და ჭურჭელი დამსხვრეული, რამდენიმე წუთში მივიდნენ შ--–-ა ჭ----- და პოლიციის თანამშრომლები.
მოწმე ო---- კ----------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, შემოსული შეტყობინების საფუძველზე ი-----–- ლ------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, ს------ის ქუჩა N73-ში, ჩართეს სამხრე კამერები და შევიდნენ ბინაში, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთები იყო დაზიანებული და ეზოში მაგიდა გადაგდებული, ნ----- ძ------მ განუმარტა მათ, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა დ----- კ------მ დააზიანა ნივთები, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არაფერი უთქვამს, აღნიშნა, რომ ჰყავს ბავშვი, ჯანმრთელობის დაზიანება ან რაიმე სავალალო შედეგი, რომ არ დამდგარიყო, შეატყობინა პოლიციას.
მოწმე ი-----–- ლ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. ზუგდიდში, ს------ის ქუჩა N73-ში ო---- კ----------–--სთან ერთად მივიდა, ბინაში დახვდა აღელვებული ქალი, რომელმაც განმარტა, რომ არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფმა პიროვნებამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით, ანახა დამსხვრეული კარადის მინა და ჭურჭელი, გადაახედა აივნიდან, სადაც ეზოში ეგდო დამტვრეული მაგიდა და შეადგინა რეაგირების ოქმი, იქ იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი ნ-----, მის გარდა, ბინაში არავინ უნახავს და არც არავის გასაუბრებია.
მოწმე რ----–-- დ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს დ----- კ------ს კუთვნილი ავტომანქანით წავიდნენ სოფელ რუხში, სადაც გ-----ი ო-------ასთან ერთად დ-----მა დალია 3 ჭიქა არაყი, იქიდან წავიდნენ ფაიფურის ქარხნის ბინაში, დ----- კ------ ავიდა ზემოთ, ნახევარ საათში ვიღაც ქალი მივიდა მასთან და უთხრა დ-----ი ჩამოეყვანა, ბინაში რომ შევიდა ჭურჭლის კარადის მინა იყო ჩამსხვრეული, ისინი ერთად ჩავიდნენ და წავიდნენ. კონფლიქტის შესახებ დ-----ის მეგობარ ქალს მისთვის არაფერი უთქვამს.
მოწმე გ-----ი ო-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ დ----- კ------ მისი სახლის წინ მსახურობდა, ის პატიოსანი ადამიანია და დაუახლოვდა მას. 2018 წლის 17 მარტს მეგობართან ერთად მივიდა ავტომანქანით, გაშალა სუფრა და 100-100 გრამი დალიეს, ორ საათში წავიდნენ.
მოწმე გ-- ბ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს შემოვიდა შეტყობინება, რომ ნ----- ძ------ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჯანმრთელობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარას და დაიწყო გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით, საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთო დ---- თ------ა და ექსპერტებთან ერთად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, საცხოვრებელი სახლის ეზოში პირაღმა ეგდო ხის მაგიდა, ბინაში ჭურჭლის კარადის კარი იყო დამტვრეული და ჭურჭელი დამსხვრეული, რაზეც ნ----- ძ------მ განმარტა, რომ დ----- კ------ს მიერ იყო გაკეთებული, რომელთანაც ადრე იმყოფებოდა ცოლ- ქმრულ ურთიერთობაში რეგისტრაციის გარეშე და ის ემუქრებოდა მოკვლით და ბავშვის თანდასწრებით წამოარტყა თავზე ხელი, რაც დაადასტურა მისმა მეგობარმა მ---- მ----ამ, დაკითხა მეზობელი მ--- გ------------, ნ----- ძ------, პიროვნება ვის სახლში სვამდა დ----- კ------, მისი თანამშრომელი, რომელიც მანქანით ნ----- ძ------ს სახლში მიიყვანა, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ოჯახურ ძალადობას და მუქარას ჰქონდა ადგილი და წარუდგინეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლით.
მოწმე დ---- თ------ა განმარტავს, რომ 2018 წლის 17 მარტს, დ----- კ------ს ბრალდების საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ძალადობის ფაქტზე, ქ. ზუგდიდში, ს------ის ქუჩა N73-ში ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბინაში ყველაფერი იყო დალეწილი და არეული, მაგიდა ეგდო ეზოში, აღწერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო დამსხვრეული ჭურჭელი, დალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი, ბინაში დახვდა ნ----- ძ------ და მ---- მ----ა, ნ-----მ უთხრა, რომ სპეცრაზმის თანამშრომელთან, დ----- კ------სთან ჰქონდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა, შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს და მასთან მოუვიდა კონფლიქტი, ბავშვის თანდასწრებით ორჯერ ჩაარტყა თავში და დაემუქრა, რომ ამაღამ მოკლავდა, ის იყო განერვიულებული და დაცვას ითხოვდა.
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ იქნა წაკითხული მ------ მ----ას გამოკითხვის ოქმი.
სადაც მ------ მ----ამ განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს იმყოფებოდა ნ----- ძ------ს სახლში, ეძინა და რომ გამოიღვიძა დაინახა, რომ გვერდით საწოლში იწვა დ----- კ------ და ეძახდა ნ-----ს, დ-----ი და ნ----- ოთხი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად, 2015 წელს დაშორდნენ ერთამენთს, როგორც მისთვის ცნობილია ოჯახური კონფლიქტის გამო, რადგან დ----- კ------ ეჭვიანობდა, რომ ნ----- ღალატობდა, რასაც თვითონ არ შესწრებია, მაგრამ იცის მეზობლებისგან, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ არიან. ნ----- იმყოფებოდა სამზარეულო ოთახში, სადაც შევიდა დ----- კ------ და დაემუქრა ნ-----ს თუ ახლა გადაურჩებოდა, საღამოს მაინც მოკლავდა, ეს ესმოდა ნ-----ს 10 წლის შვილსაც, დ----- კ------მ ორჯერ მოუქნია ხელი ნ-----ს და თუ არ ცდება ერთხელ ოდნავ მოხვდა მისი ხელი, ნ----- გაერიდა იქაურობას და ჩავიდა მეზობელთან, ხოლო დ----- კ------მ დააზიანა ნივთები და მან მობილური ტელეფონით დარეკა 112-ში.
დ----- კ------მ მის მიმართ შერაცხულ ბრალდებებში თავს არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ნ----- ძ------სთან 2013-2014 წლებში ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეინარჩუნეს მეგობრობა, ის სისტემატურად ეხმარებოდა მატერიალურად, რადგან მარტო ზრდიდა შვილს, არ მუშაობდა და უჭირდა ფინანსურად. 2018 წლის 17 მარტს მეგობართან, რ----–-- დ-----–---–თან სოფელ ახალ აბასთმუმანში, გ-----ი ო-------ას სახლში დალია 3-4 ჭიქა არაყი და შემდეგ გადაწყვიტა სტუმრად მისულიყვნენ ნ----- ძ------სთან, ს------ის ქუჩა N73-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, დაელიათ თითო ფინჯანი ყავა, ჯერ თვითონ ავიდა, მაგრამ ნ-----მ უთხრა, რომ მეგობარი ჰყავდა სტუმრად, მ---- მ----ა, რომელსაც თვითონაც იცნობდა, მას ეძინა, ისიც შევიდა საძინებელში და მის გვერდით წამოწვა, რაც ეტყობა ეწყინა ნ-----ს და დაუწყო კამათი, რის შემდეგ ის და მ---- გავიდნენ ბინიდან და რადგან არ დაბრუნდნენ, განაწყენებულმა დაამტვრია მის მიერ ნაყიდი ნივთები და მაგიდა ჩააგდო ეზოში, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ნ----- ძ------სთვის არ მიუყენებია, არც დამუქრებია და მისი ბინაში ყოფნის პერიოდში ნ-----ს შვილი იქ არ ყოფილა.
2018 წლის 17 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზუგდიდში, ს------ის ქუჩა №73-ში და წარმოადგენს ნ----- ძ------ს საცხოვრებელ ბინას, იატაკზე ყრია დამსხვრეული ჭიქები და თეფშები, მისაღებ ოთახში დგას ხისგან დამზადებული კარადა, რომლის კარები, შუშა და მასში მოთავსებული ჭურჭელი დამტვრეულია, სააბაზანოში წყლის გამათბობლის მილი დაზიანებული და მოგლეჯილია. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია თეფშის, ჭიქის და შუშის ნამსხვრევები და ლითონის გატეხილი მილი.
სააპელაციო პალატას დ----- კ------ს მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვ, არასრულწლოვანის თანდასწრებით.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით დ----- კ------ს მიერ, ნ----- ძ------ს მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმ----ს მტკიცებულებებად, ვინაიდან დაზარალებულ ნ----- ძ------ს ჩვენებით დ----- კ------ს მხრიდან მის მიმართ არც სიცოცხლის მოსპობის მუქარას და არც ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულმა ნ.ძ------მ სხდომაზე განმარტა, რომ დ.კ------მ მხოლოდ შეიგინა და მისი ნაყიდი ნივთები დაამტვრია.
საყურადღებოა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მ------ მ----ას განმარტება, რომლის თანახმად თვითონ არ შესწრებია, მაგრამ მეზობლებისგან იცის, რომ დ----- კ------ს და ნ----- ძ------ს უთანხმოება ჰქონდათ ერთმანეთთან. ასევე განმარტებულია, რომ დ----- კ------ დაემუქრა ნ-----ს, რომ თუ ახლა გადაურჩებოდა, საღამოს მაინც მოკლავდა და ორჯერ მოუქნია ხელი და თუ არ ცდება ერთხელ ოდნავ მოხვდა მისი ხელი.
ზემოაღნიშნულ გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება დ----- კ------ს მიერ ნ----- ძ------სათვის ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით არ არის უტყუარი, სავარაუდოა, რაც ასევე დაზარალებულის მიერ არ იქნა დადასტურებული თავის ჩვენებაში, ხოლო რაც შეეხება სიცოცხლის მოსპობის მუქარას პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განსახილველ შემთხვევაში ნათელია, რომ დაზარალებულ ნ.ძ------ს მუქარის განხორციელების შიში არ გასჩენია, ასევე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ დ----- კ------ს მიერ, ნ----- ძ------ს მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმ----სად, ვინაიდან გარდა აღნიშნული გამოკითხვის ოქმისა, სხვა პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების: ა-–---------ე გ-----ს, შ--–-ა ჭ-----ს, ი-----–- ჯ----ს, ნ--- ნ-----ს, ო---- კ----------–--ს, ი-----–- ლ------ს, ჩვენებებს, ასევე მოწმეები მ--- გ------------ს, გ-----ი ო-------ას, გ-- ბ----–---–ის, დ---- თ------ას განმარტავენ მონათხრობს, დ----- კ------ს მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) დ----- კ------ს მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ოთარ გრიგალაშვილის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- პ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დ----- პ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი დ----- კ------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
დ----- კ------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მულის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
დ----- კ------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 03 აპრილის განჩინება) დ----- კ------ს (პ/ნ 1----------), თ------ კ------ს (პ/ნ 1----------) და ლ-------–---–ის (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდის რაიონი, სოფელი ცაიში, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 4------ კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 განაშენიანების ფართი 1----- კვ.მ. №2 - განაშენიანების ფართი 1-------------------–--------------------------------------–------------------------------------------------------------------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ასევე გაუქმდეს დ----- კ------ს მიმართ გამოყენებული გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მსვლელობის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელის მიღების და დაზარალებულთან ან სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ პირებთან უშუალოდ ან ვინმეს მეშვეობით ნებისმიერი ფორმით კომუნ---ციის აკრძალვა.
ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეფშის, ჭიქის, შუშის ნამსხვრევები და ლითონის გატეხილი მილი, რომელიც ინახება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შენობაში, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭიქა, რომელიც ინახება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შენობაში, დაუბრუნდეს ნ----- ძ------ს ოჯახს.
პატრულ-ინსპექტორ ო---- კ----------–--ს სამკერდე კამერით გადაღებული ჩანაწერი, ერთ ცალ DVD –R დისკზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“- დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
გამართლებულ დ----- კ------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე